"ერთხელ ნიშნობაში დამპატიჟეს, აღმოჩნდა, რომ ორივე ჩემი მოსწავლე იყო - ბიჭი მეცხრეკლასელი, გოგო კი მეექვსე. რა უნდა მექნა?" - გზაპრესი

"ერთხელ ნიშნობაში დამპატიჟეს, აღმოჩნდა, რომ ორივე ჩემი მოსწავლე იყო - ბიჭი მეცხრეკლასელი, გოგო კი მეექვსე. რა უნდა მექნა?"

დისიდენტური წარსულის მქონეს, ბობოქარი ახალგაზრდობისა და სტუდენტობის წლებზე ბევრი რამ აქვს გასახსენებელი... ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, მათ შორის იმაზე, თუ რატომ იბარებდნენ ხშირად კე-გე-ბე-ში, რატომ გარიცხეს ორჯერ კომკავშირიდან და რა არის დღევანდელი განათლების სისტემის ყველაზე დიდი პრობლემა.

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"ჯერ კიდევ სკოლაშივე არ მომწონდა იდეა, რომ ჩვენთვის მზე ჩრდილოეთიდან ამოდიოდა. ირაკლი წერეთელი სტუდენტობისას გავიცანი და მასთან ერთად ეროვნული

დამოუკიდებლობის პარტია სულ 5 კაცმა შევქმენით. დაქირავებულ, არალეგალურ ბინაში ვბეჭდავდით პროკლამაციებს და ვავრცელებდით. მახსოვს, ერთხელ პირდაპირ სვეტიცხოველში დაგვაპატიმრეს, გვცემეს..."

"როდესაც დაიწყო ლაპარაკი ქართული სოფლის გადასარჩენად, რეგიონის სკოლებში მასწავლებლების განაწილებაზე, თბილისიდან 7 პედაგოგი წავედით. მათ შორის ვიყავით მე და ჩემი მეუღლე ორ ბავშვთან ერთად. ეს იყო 1989-90 წლებში. გარდაბნის რაიონის სოფელ ჯანდარაში 2 წელი დავყავით. ეს შემოქმედებით მივლინებად ჩამეთვალა. მერე იყო პროექტი - "მომავალი იწყება დღეს", რომელიც დიდხანს მზადდებოდა. რადგან "არაქართულ" რეგიონებში არანაირი ყურადღება არ ექცეოდა ქართული ენის, ისტორიისა და გეოგრაფიის სწავლებას, ხელისუფლებამ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება..."

"აუცილებელია იცოდე ის ენა, რომელზეც შენი მოსწავლეები საუბრობენ, ამის გარეშე გაგიჭირდება. ვერ წარმოვიდგენდი, შუა კახეთში ქართული თუ არავის ეცოდინებოდა. სულ რაღაც 7 კილომეტრით იყო ეს სოფელი დაშორებული ქართული მოსახლეობიდან და რომ მეგონა, რუსულს "ბუფერულ" ენად გამოვიყენებდი, იქ მცხოვრებმა აზერბაიჯანელებმა რუსულიც არ იცოდნენ. თითქოს სხვა სახელმწიფოში მოვხვდი..."

"ერთხელ კოლეგამ დამპატიჟა, შვილის ნიშნობა მაქვსო. აღმოჩნდა, რომ ორივე ჩემი მოსწავლე იყო - ბიჭი მეცხრეკლასელი, გოგო კი მეექვსე. რა უნდა მექნა? მაისის შემდეგ აზერბაიჯანული ოჯახების 90% იალაღებზე მიდიოდა და სკოლა, ფაქტობრივად, ცარიელი იყო. ასეთი გახლდათ მათი ცხოვრების წესი და მე ვერაფერს შევცვლიდი..."

რომელი მოსწავლე გახსოვთ დღემდე და რატომ? - ამ კითხვის დასმის შემდეგ, რესპონდენტმა თეა წულიკიანი გაიხსენა... მისი თქით, "თეა წულუკიანი შრომისმოყვარე და ოდნავ გულჩახვეული მოსწავლე იყო"

ამ და სხვა საინტერესო თემებზე ბატონი კახას ინტერვიუს ვრცლად ჟურნალ "გზის" 4 ოქტომბრის ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი