"ფინალის დღეს ფეხი ვიღრძე"
font-large font-small
"ფინალის დღეს ფეხი ვიღრძე"
გადაღებები უდაბნოში და კონკურსი, სადაც ანა ამაშუკელმა გვასახელა

ძალიან მხიარული, კომუნიკაბელური, საქმიანი და ლამაზი ანა ამაშუკელი ჩინეთიდან, სადაც მსოფლიო დონის სილამაზის კონკურსი გაიმართა, გამარჯვებული დაგვიბრუნდა. 19 წლის ანამ, მართალია, მოდელობას თავი დაანება, მაგრამ აგენტები ჰყავს, რომლებიც ცდილობენ, გოგონა ამა თუ იმ კონკურსში მონაწილეობაზე დაითანხმონ.


- 19 წლის ვარ, პირველი კურსის სტუდენტი გახლავართ. წელს ჩავაბარე შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ უნივერსიტეტში, მენეჯმენტის განხრით...
12 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი და ბალეტის გზები გაიყო, მანამდე გატაცებული ვიყავი ცეკვით. ზუსტად მაგ ზამთარს შემოთავაზება მივიღე, რომ "იმიჯ ცენტრთან" მეთანამშრომლა და რეალურად, სამი წელი ვიყავი მანდ, ვმონაწილეობდი ჩვენებებში, მქონდა გადაღებებიც... მერე მივხვდი, რომ სამოდელო სფერო ის არ იყო, რაც მთელი ცხოვრება დამაინტერესებდა. პატარაობიდან კამერასთან მუშაობა მიზიდავდა და მსახიობობა მსურდა, ამაზე ვოცნებობდი, მაგრამ როცა საქმე პროფესიის არჩევაზე მიდგა, ესეც გადავიფიქრე - "ჯიდიპედიასთან" თანამშრომლობამ საკმაოდ დიდი გამოცდილება მომცა. მეოთხე წელია, რაც კინოსფეროში ვარ და ორ სეგმენტს ვეხები: ერთია პროდიუსინგი, მეორე კასტინგი. ამან განაპირობა ჩემი პროფესიის არჩევაც.
- კინოსტუდიაში როგორ მოხვდი?
GzaPress- კასტინგი იყო გამოცხადებული, "ჯიდიპედია" იღებდა რაღაცას. ამ კასტინგის გავლის შემდეგ, "ლეხაინდრაო პროდაქშენის" პროდიუსერმა დამირეკა. იცოდა, რომ ვიცნობდი ბევრ მოდელს, მსახიობს და მითხრა: ესა და ეს ადამიანი მჭირდება, იქნებ დამეხმაროო. დავეხმარე და ამის შემდეგ შემომთავაზეს თანამშრომლობაც. მიხდებოდა გადაღებებზე, პროექტებში მონაწილეობა, რეკლამებზე, კლიპებზე მუშაობა. ვითანამშრომლეთ "პირველ არხთან" თაკო გაჩეჩილაძის სიმღერის კლიპზე, რომელიც "ევროვიზიისთვის" იყო საჭირო. ასევე ვიმუშავე "ცელქი ბავშვები 3"-ზე, რომელიც ერთადერთი 3D ქართული ფილმია. ასევე უამრავი კლიპი და რეკლამა გადავიღე...
- ხომ არ ნანობ, რომ როგორც მოდელმა, კინოსტუდიის გამო ბევრი რამ დაკარგე, მით უმეტეს ახლა, როცა სილამაზის კონკურსში წარმატებას მიაღწიე...
- არ ვნანობ, რადგან ის წლები, რაც მე კინოსტუდიაში გავატარე, უფრო ნაყოფიერი იყო, ვიდრე იქნებოდა იმ შემთხვევაში, სამოდელო სფეროში რომ დავრჩენილიყავი.
რაც შეეხება იმას, რომ მსახიობობაც გადავიფიქრე, ამას სხვა მიზეზიც ჰქონდა: საქართველო პატარა ქვეყანაა საიმისოდ, რომ იყო ძალიან წარმატებული მსახიობი. არ არის ბევრი პროექტი, რომ სხვადასხვა რეჟისორმა დაგამტკიცოს როლზე და შენი შესაძლებლობების მაქსიმუმის გაკეთება შეძლო. ახლა ჩემთვის მსახიობობაც ჰობის დონეზეა და ვმონაწილეობ კიდევ სხვადასხვა გადაღებაში...
- მსოფლიო დონის სილამაზის კონკურსში მონაწილეობა ვინ შემოგთავაზა?
- მე მყავს ორი აგენტი: ერთი არის საქართველოში - მაია თავაძე და მეორე - ინდოეთში, პუჯა. ძალიან კარგი აგენტები არიან, აქვთ უამრავი შემოთავაზება სხვადასხვა ქვეყნიდან.
- ბევრ საერთაშორისო კონკურსში გაქვს მონაწილეობა მიღებული?
- არა. შემოთავაზებები იყო, მაგრამ ვერ ვახერხებდი... მაგალითად, ერთხელ ჩინეთში უნდა წავსულიყავი, ვიზა მზად მქონდა და რატომღაც, კონკურსი გადაიდო. როცა შემატყობინეს, უკვე გაიმართებაო, მე აღარ მეცალა... იყო შემოთავაზება კონკურსიდან, რომელიც ტარდებოდა იტალიაში - იქაც ვერ წავედი... არადა, კონკურსებში მონაწილეობა საჭიროა ნებისმიერი მოდელისთვის, რომ მისმა კარიერამ წინ წაიწიოს. ასეთ ადგილებში მსოფლიოში ცნობილი დიზაინერების, მოდელების, ამ სფეროში მოღვაწე საინტერესო ადამიანების თავშეყრაა და მეტი შანსი გაქვს ხელსაყრელი შემოთავაზებების მიღების. იმისთვის, რომ კარიერაში წარმატებას მიაღწიო, ასეთ კონკურსებში მონაწილეობა აუცილებელიც კია, მაგრამ მე ეს სფერო ჰობის დონეზე მაქვს.
- შენი ოჯახის წევრებს მოსწონთ შენი ეს გატაცება?
- ჩემი ოჯახის წევრები აქტიურად არიან ჩართული სამოდელო სფეროში. ჩემი დაც მოდელია, არაერთი კონკურსის გამარჯვებული გახლავთ. ჩემი ნომერ პირველი გულშემატკივარი ის არის. დედა პროფესიით ფილოლოგია, მაგრამ ისიც სამოდელო სფეროშია ჩართული, ჩემი აგენტის, ქალბატონი მაიას პირველი ასისტენტია. მამა და ძმა, რომელიც მუსიკით არის დაკავებულნი, გაგებით ეკიდებიან ყველა ჩემს ნაბიჯს და უფრო მეტიც, ისინი ამაყობენ ჩემით...
- ქართველი მამაკაცების ნაწილს ისევ უჭირს იმ ფაქტთან შეგუება, რომ მათი ახლობელი პოდიუმზე დგას...
- მე ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ მქონია, ევროპული გაგების ოჯახი მყავს, მამაც და ძმაც ჩემი დიდი გულშემატკივარია.
- შეყვარებული არ გყავს?
- საბედნიეროდ, შეყვარებული არ მყავს. რომ მყოლოდა, ალბათ ამ კონკურსზე ვერ წავიდოდი. იქ არც "ვაიფაია", "ფეისბუკი" და "ინსტაგრამი" დაბლოკილია. თუ არ გაქვს სპეციალური აპლიკაცია, რომელიც ყველგან არ იჭერს, ვერსად შეხვალ, ვერავის დაეკონტაქტები. ჩემებს ღამის საათებში ვწერდი ერთ მესიჯს, რომ ცოცხალი ვარ, ყველაფერი კარგადაა-მეთქი, - სულ ეს იყო, შეყვარებულს კი ასეთი მესიჯი არ დააკმაყოფილებდა (იცინის)...
- ორკვირიანი "განშორება" ურთიერთობას დაანგრევდა, ასე გგონია?
- შეიძლება არ დაენგრია, მაგრამ ცუდად იმოქმედებდა ურთიერთობაზე.
- ახლა კონკურსზეც მიამბე...
- კონკურსის ორგანიზატორები მაქსიმალურად ცდილობდნენ, მათი კულტურა შეგვესისხლხორცებინა. მოვირგეთ ნაციონალური სამოსი, მერე ჯარის ფორმა, თმა დაგვიწნეს, ყურები აუცილებლად უნდა გამოჩნდესო. შუა უდაბნოში გვქონდა გადაღებები, სადაც 300 ფოტოგრაფი გვიღებდა 40 გოგოს. "ჰაი", "ჰაის" გაჰყვიროდნენ და საით გაგვეხედა, აღარ ვიცოდით. ძალიან კარგი, დადებითი ადამიანები იყვნენ ირგვლივ. მაქსიმალურად პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ ჩვენს მოთხოვნებს, უსაფრთხოებაც დაცული იყო. ჩვენების დღეს წარმოვადგინეთ "ვიქტორია სეკრეტის" კოსტიუმები, თავისი ფრთებით. შუა უდაბნოში სპეციალურად ჩვენებისთვის ააგეს უზარმაზარი თვითმფრინავი, საიდანაც გამოვდიოდით ჩვენებაზე, მაგრამ რეალურად, ფრთებით იმ კიბეზე ვერ ჩამოვიდოდით და სცენის უკანა მხრიდან გვიწევდა ამოსვლა, რის გამოც მთელი დარბაზი დაიცალა, ყველამ სცენის უკან მოიყარა თავი და დაცვა ძლივს აკავებდა მათ (იცინის). ეცადნენ, რომ არავინ მოგვკარებოდა, არავის შევეწუხებინეთ. იმ ადგილას, სადაც კონკურსი გაიმართა, დილით ციოდა, შუადღეს ძალიან ცხელოდა და საღამოს ისევ ციოდა. ფინალური გამოსვლა საღამოს იყო დაგეგმილი. გოგონები ვიყინებოდით, მაგრამ ვალდებულები ვიყავით, თავი ღირსეულად წარგვედგინა. სასაცილო ის იყო, რომ ეს კონკურსი მიეძღვნა გარემოს, ცხოველების დაცვას და დარბაზში მაყურებლების 80 პროცენტი ქურქით იჯდა (იცინის).
- ხუთეულში გახვედი. ამას ელოდი?
GzaPress- მესამე ადგილი დავიკავე. ჩამოვიტანე "სვაროვსკის გვირგვინი" და ტიტული, თანხითაც დამასაჩუქრეს. მართლა არ ველოდი ამ წარმატებას და იმას, რომ ბევრი ადამიანი დამიჭერდა მხარს. ინტერნეტით გაშუქდა ეს ჩვენება და უამრავი ქართველი მგულშემატკივრობდა, რამაც ძალიან გამახარა. ამ კონკურსზე მარტო სილამაზეს არ აქცევდნენ ყურადღებას, ქვეყნის იმიჯი, პოლიტიკაც დიდ გავლენას ახდენს. ჯერ თხუთმეტეულში რომ გავედი, დამავიწყდა, ამდენი კამერა რომ გვიღებდა, თავი ვერ შევიკავე და ბოლო ხმაზე ვკიოდი, არ მჯეროდა... მერე "ტოპ 10" რომ გამოაცხადეს და თავიანთი ნომინაციები წარადგინეს, ჩემი სახელი კი არ თქვეს, საოცარი ემოციები მომეძალა. როცა თქვეს, რომ მესამე ადგილი მხვდა წილად, "ეკლებმა დამაყარა" და ახლაც, ამას რომ გიყვებით, ემოცია მეძალება. მიხარია, რომ მეორე ქართველი გოგონა, რომელიც ამ კონკურსზე იტალიის სახელით გავიდა, "ტოპ ხუთეულში" ჩემ გვერდით იდგა. მე და კრისტიმ, ორმა ქართველმა წარმატებას მივაღწიეთ და ერთმანეთი გვეამაყებოდა.
არადა, ძალიან დიდი კონკურენცია იყო. მართლა ერთმანეთზე მაგარი გოგონები იყვნენ და ბევრ მათგანს "მის მსოფლიოზე" გარკვეული წარმატებაც ჰქონდა სხვადასხვა წელს. შესაბამისად, ისინი კონკურსისთვის კარგადაც იყვნენ მომზადებულები. საოცარი კოსტიუმები ეცვათ. ამაზე გამახსენდა, კრისტის თეთრი კაბა ყავით დაუსვარეს - ეს ძალიან ცუდი პრეცედენტი იყო, მაგრამ ორგანიზატორებმა დაარწმუნეს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც უნდა გასულიყო სცენაზე.
- ანუ კონკურსანტებს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო?
- თავიდან თითქოს ყველა მეგობრული გახლდათ, მაგრამ ბოლო დღეები იყო რთული, ვიღაცებმა სახეები შეჭმუხნეს, თავიანთ ენაზე რაღაცებს ბუტბუტებდნენ.
- როგორც ვიცი, შენი ბანკეტის კაბა გქონდა წაღებული...
- ნაციონალური კოსტიუმი სხვა კონკურსისთვის მქონდა შეკერილი, სადაც თავის დროზე ვერ წავედი და ახლა გამოვიყენე. რაც შეეხება გრანდიოზულ კაბას, ეს გახლდათ ჩემი ბანკეტის კაბა, რომელიც 7 კილოს იწონის. ძალიან ბევრ საფეხურზე უნდა ჩამოვსულიყავით და ყველა ამბობდა, ამ კაბით ეს ნეტავ როგორ უნდა მოახერხოო? ყველაფერს კარგად გავართვი თავი (იცინის). სამაგიეროდ, ფინალის დღეს ფეხი ვიღრძე. მადლობა ღმერთს, ექიმებმა ჩემი პრობლემის მოგვარება ადვილად შეძლეს და სცენაზე გასვლა შევძელი...
- ამ წარმატების შემდეგ, რაიმე შენთვის ხელსაყრელი წინადადება მიიღე?
- კი, 4 კონკურსი მელოდება წინ. მაგალითად, ოქტომბერში მიწვეული ვარ იტალიაში თჰე ლოოკ ოფ ტჰე ყეარ-ზე სადაც მსოფლიოს საუკეთესო დიზაინერები ჩამოვლენ და მათ კოსტიუმებს გამოვიტან ჩვენებაზე, დანარჩენი ვნახოთ... იმედი მაქვს შევძლებ, საქართველო ყოველთვის ღირსეულად წარვადგინო.
ლიკა ქაჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"მინდა საკუთარ ქვეყანაში ვიცხოვრო და მგონი, ამის უფლება მაქვს"
"რაც ტელევიზიაში მუშაობა დავიწყე, უფრო მეტ ტკბილეულს ვჭამ"
რისთვის იჩაგრება დიმიტრი ლორთქიფანიძის ქალიშვილი
"ბევრი ადამიანი მინახავს უძვირფასესი სამოსითა და ჩამქრალი თვალებით"
ბავშვობისას ჩაფიქრებული და ახდენილი ნატვრა
გიზო ჟორდანიას გამო შეცვლილი გადაწყვეტილება
თამრიკო ჭოხონელიძის გულახდილი ინტერვიუ
მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში "გირჩის" კანდიდატი 30 წლის, წარმოშობით უნგრელი ჰერმან საბოა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი