რით ამაყობს და რა არ მოსწონს ჯანო იზორიას
font-large font-small
რით ამაყობს და რა არ მოსწონს ჯანო იზორიას
"სტუმარმასპინძლობა თვალის დაბრმავებამდე ხდება"

მსახიობ ჯანო იზორიას ვთხოვეთ, ჯერ დაესახელებინა 5 რამ, რაც ჩვენს ქვეყანაში არ მოსწონს, შემდეგ კი ისეთი 5 რამ, რაც ეამაყება. მეორე ხუთეულის შედგენა მისთვის ისეთი მარტივი არ აღმოჩნდა, როგორც - პირველის, უფრო მეტიც: პრობლემებზე საუბრს საამაყო საკითხებზე საუბრის დროსაც ვერ ავუარეთ გვერდი...

- 5 რამ, რაც ჩვენს ქვეყანაში არ მომწონს, არის:
* არჩეული საქმისადმი ადამიანების არასერიოზული დამოკიდებულება - ეს ყველა სფეროში იგრძნობა.
* ნაკლოვანების შენიღბვა - არ მომწონს, როდესაც ადამიანები ნაკლოვანებას ნიღბავენ, თითქოს ყველაფერი კარგად გვაქვს, ყველაფერი მშვენივრად არის. უბრალო შედარებას მოგიყვანთ: ხილი, რომელიც ვიზუალურად კარგად გამოიყურება. მასზე ფიქრობ, - უჰ, რა გემრიელად შევჭამო, მაგრამ სინამდვილეში, შუაში ლპობა აქვს დაწყებული; პირიქითაც ხდება, როცა ზამთრის პირას ვაშლს მოკრეფ. შეიძლება, ასეთი ვაშლი კარგად არ გამოიყურებოდეს, მაგრამ უგემრიელესი იყოს.
* თვალის დაბრმავებამდე სტუმართმოყვარეობა - საერთოდ, "სტუმართმოყვარე ერი" გვქვია. ყველას ვმასპინძლობთ, მერე კი ამ ქვეყანაში, რაღაც მიზეზთა გამო, გვიკვდება გოდერძი ჩოხელი, გვინადგურდებიან ისეთი ბრწყინვალე, დიდებული ადამიანები, რომლითაც მსოფლიოს ყველა ქვეყანა იამაყებდა. გარკვეული ზომიერება უნდა არსებობდეს. დიდად მსოფლიომოვლილი კაცი არ ვარ, მაგრამ სადაც ვყოფილვარ, მითქვამს, - სტუმართმოყვარეობა აქაც სცოდნიათ-მეთქი, მაგრამ იქ რაღაც ზღვარი არსებობს, ჩვენთან კი სტუმარმასპინძლობა თვალის დაბრმავებამდე ხდება. ამ მხრივ, ჩვენს ერს რა მიზანი აქვს, არ ვიცი, მაგრამ სხვას რომ გადაჰყვები, მერე შენიანი გავიწყდება, ლუკმაპურის გარეშე გრჩება...
* ფოთის თეატრში ნაგროვები უნიჭობა და უგემოვნება - მშენებლობას ვგულისხმობ და არა - შემოქმედებას (თეატრებში ასეც ხდება და ისეც - ეს ჩვენი "შიდა სამზარეულოა"). მგონი, არც ერთ შეგნებულ ადამიანს არ უნდა მოსწონდეს ის ფაქტი, რომ გრანდიოზულად გახსნილი შენობა 4 წელიწადში გენგრეოდეს და სპექტაკლები არ იმართებოდეს. მეტიჩრობის გარეშე ვამბობ: მატარებლიდან ჩამოვსულვარ და სახლში კი არა, ჩანთიანად პირდაპირ თეატრში მივსულვარ. როდესაც ფოთში ვარ, ჩემი მისამართი მიქაბერიძის ქუჩა არ არის, ჩემი მისამართი ის თეატრია, სადაც მსახიობები, თეატრის თანამშრომლები ყოველთვის ვართ. უკვე ერთი წელი იწურება, რაც ამ თეატრის პრობლემა არსებობს. წარმოიდგინეთ, ეს უშველებელი შენობა თავიდანაა გასაკეთებელი.
რუტინაში მოქცეული ქალაქი. რაც ფოთის თეატრს სჭირს, ეს მთლიანად ქალაქის რუტინაში მოქცევამ გამოიწვია. საშინელება ხდება. ვამბობ, გვიშველეთ-მეთქი. ფოთის პრობლემების გამო, ხალხი ყვირის. ახლახან გადაცემაში სიუჟეტიც მოამზადეს - რამდენი საოცარი, უნიკალური შენობა ფუჭდება, ნადგურდება. ფოთი ის ქალაქია, რომელიც ყველაზე პირველმა და მაგარმა ევროპელმა - ნიკო ნიკოლაძემ შექმნა. სიტუაცია იმდენად არ მომწონს, რომ ფურთხის ღირსიც არის ადამიანი, ვინც ამ ქალაქთან დაკავშირებულ პრობლემას არ ითვალისწინებს.

- 5 რამ, რაც ჩვენს ქვეყანაში მეამაყება:
* ქართველების ნიჭიერება, განსაკუთრებით - ხელოვნებისა და სპორტის სფეროში. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ თავადაც ხელოვნების ამ სფეროს მონა-მორჩილი, რიგითი მსახური გახლავართ. გასტროლებზე ბაჰრეინში ვიყავი. იქ ხრიოკ ადგილას არაბები საოცარ ქალაქს აშენებენ. გარეთ ცხვირს ვერ გაყოფ - სიცხე 60 გრადუსია. მაინც აშენებენ, ქმნიან, ზღვას "ზვინავენ"... როგორც იქ ნავთობი ამოდის, ისე ჩვენ ნიჭიერება "ამოგვდის" კულტურისა და სპორტის სფეროებში. ვამაყობ ჩვენი კულტურითა და სპორტით, მაგრამ ყველაფერს განვითარება სჭირდება.
* აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი ხალხი - ისინი ნამდვილად საამაყონი არიან, რადგან მათ ფენიქსის (ფერფლიდან აღდგომის) თვისება აქვთ. ეს ადამიანები იმდროინდელმა ამბავმა ფერფლად აქცია. ყველაფრის მიუხედავად, ეს ხალხი ქუთაისელისთვის, ფოთელისა თუ თბილისელისთვის მისაბაძი გამხდარა, რის გამოც ცრემლის დენამდე ვამაყობ. გორის გზაზე დევნილთა დასახლება რომ გააკეთეს, ის ხრიოკი ადგილი იყო - მხოლოდ სახლები იდგა. ყველაფრის მიუხედავად, ადამიანებმა იქაურობის გამწვანება მოახერხეს. მშრომელები არიან, არ ეცემიან. საამაყოა, აბა, რა არის?!.
* ნიკო ნიკოლაძის კოშკი - ეს შენობა ჩემს ქალაქშია. რაღაცნაირად ლამაზია და ფოთს ამშვენებს. ვამაყობ, რომ დგას, თორემ რაც მას გარედან გაუკეთეს, ეგ უკვე პრობლემად უნდა დამესახელებინა. მე მაინც ვამაყობ, რადგან ეს ის კოშკია, რომელშიც ნიკო ნიკოლაძე ქალაქის დაგეგმარებას ქმნიდა, იქ მოღვაწეობდა... სწორედ იმ კოშკშია გადაღებული "მამლუქის" ეპიზოდი - ეს ყველამ ვიცით... მიყვარს კედელზე ამოსული სუროებითურთ. კოშკს თავისი აივანი, ზარი, საათი აქვს და ყველა დროში ძალიან მომხიბვლელია!
* ჩემი ეზო-კარი, რომელიც ბებია-ბაბუამ აფხაზეთში დაგვიტოვა - იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ჩემი სახლ-კარის მაქებარი ვარ?! სახლი - დიდი არაფერი, გამწვანებას ვგულისხმობ, რაც ქართველებს ასე გვენატრება. ნერგობიდან გაზრდილი, ნალოლიავები ბზები და პალმებია... მიუხედავად იმისა, რომ გაღმა ნაპირას არსებული სახლი ძალიან "მტკივა", "მესევდიანება", იცი, რატომ მემაყება? როცა ომი იყო და ძირითადად, იქ მოხუცებიღა იყვნენ დარჩენილები, დიდი უბედურება ტრიალებდა, მტრებმა ერთი მოხუცი კაცი დაიჭირეს (ასეთი ამბები ხშირად ხდებოდა). გზად, ჩვენი ეზოს დანახვისას შეჩერებულან და უთქვამთ: - რა ლამაზი, სასწაული ეზოაო!.. შემდეგ, თავად ამ მოხუცმა გვიამბო: თქვენი ეზოს დანახვამ მტერიც კი გადარიაო...
* ნოდარ დუმბაძის შემოქმედება - გუშინწინ მზიურის პარკში ვიყავი. ძაღლის სახლი ვნახე, რომელსაც "მურადა" ეწერა. მურადაც გავიცანი. იქ იმ ძაღლს ყველა იცნობს. რა მიხვედრა უნდა, ასე რატომ ჰქვია?!. ნოდარ დუმბაძის შემოქმედება მეამაყება. ადამიანმა თავისი სოფლის კოლორიტობა, "ბაჯაღლოში ამოვლებული" ძვირფასი სიტყვა ერს დაუტოვა და სანამ საქართველო იარსებებს, ისიც იარსებებს. ჩემი აზრით, ახალგაზრდობა და საერთოდ, სამყარო როგორც უნდა განვითარდეს, ნოდარ დუმბაძის შემოქმედება ადამიანს ყოველთვის გამოგადგება, თუნდაც - უცხოეთში ცხოვრების, სწავლის დროს.
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ქმრისგან მივდივარ, მიყვარდება ახალგაზრდა ყმაწვილი, ბოლოს ტრაგედია ხდება"
რუსკა მაყაშვილი დედისა და მეუღლის ამპლუაში
"ღმერთი მაძლევს ძალას, რომ ჩემი შესაძლებლობები გამოვავლინო"
"მასტერის სიმღერების მართლა ხშირი მსმენელი ვიყავი"
პრობლემა, რომელსაც ხშირად ახსენებენ და გამოსავალი - სოფო საჟინიანისგან
"საზოგადოებისთვის ისეთი მესიჯები არ მაქვს, რომ ბიკინიში გამოწყობილმა მივაწოდო"
მგონი, მთელი ჰოლივუდი ავალაპარაკეთ, ისეთი ეგზოტიკური, უცხო იყო ჩვენი გამოჩენა ასეთი ფორმით...
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი