ანა სანაიას "ადამიანთა ამოცნობის ხერხი"
font-large font-small
ანა სანაიას "ადამიანთა ამოცნობის ხერხი"
რატომ ინტერესდება მსახიობი ნიკოლა სარკოზის ყოველდღიურობით

"ძალიან სენსიტიური ადამიანი ვარ. ზოგჯერ მოვლენებს მძაფრად და მტკივნეულად აღვიქვამ და განვიცდი, მაგრამ ალბათ, ამის გარეშე არ არსებობს არც ერთი პროფესია და ზოგადად, არც ცხოვრება. უბრალოდ ვცდილობ, თავს მოვერიო და ემოციები ვაკონტროლო", - ამბობს მსახიობი ანა სანაია, რომლის "შთაბეჭდილებების ყუთის" გახსნით, მასზე რამდენიმე საინტერესო დეტალს შეიტყობთ.


- ბავშვობაში სკოლა-სტუდია "ბერიკებში" დავდიოდი და ყველა ნათელი მოგონება იქ გატარებულ დროსა და სპექტაკლებს, ბატონ გოგი თოდაძეს უკავშირდება. ეს იყო 90-იანი წლების ბავშვებისათვის ოაზისი, სადაც გარე სამყაროდან მოწყვეტა, სხვა რაღაცებზე ფიქრი და თეატრის სამყაროში გადასვლა შეგეძლო. ამან მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა ჩემი მომავალი პროფესიული არჩევანი, პიროვნებად, მოქალაქედ ჩამოყალიბება. თუკი დღეს ესთეტიკური შეგრძნები მაქვს, ეს სკოლა-სტუდია "ბერიკების" დამსახურებაა. ბავშვობიდან გამოყოლილი ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მოგონებაც ამ ადგილს უკავშირდება - საზღვარგარეთ პირველად ბულგარეთში ვიმყოფებოდი, შემდეგ კი პარიზში. მაშინ დაახლოებით 12 წლის ვიყავი, როცა "ბერიკებს" სპექტაკლი გვქონდა მონაკოში და ეს გასტროლი ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო. ყოველთვის მადლიერი ვიქნები ამ ქალაქის, რადგან მანამდე დიდი ხნის განმავლობაში ეს იყო ჩემთვის ხელშეუხებელი ადგილი და ახლაც ისე ვიხსენებ, როგორც სიზმარს... პარიზს ჩემთვის ვერც ერთი ქალაქი ვერ შეედრება. ნამყოფი ვარ ინდოეთში, კერალას შტატის ქალაქი ტრისურში - შეიძლება ბევრს გაუკვირდეს, ვერც "დასერჩოთ" ეს ადგილი, მაგრამ ამ ქალაქთან მძაფრი მოგონებები მაკავშირებს.
- დაასახელე ადამიანი, რომელიც არასდროს დაგავიწყდება...
- პროფესიაში ასეთი ძალიან ბევრი ადამიანია. არაერთმა პედაგოგმა მოახდინა ჩემზე გავლენა და დიდი შთაბეჭდილება დამიტოვა. ასეთ ადამიანად შეიძლება დავასახელო ისიც, ვინც მაგალითი მომცა ან მითხრა ისეთი რამ, რამაც ბევრი "კვანძი გახსნა". ერთხელ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავი, გადაბმულად რეპეტიციები და გაუსაძლისი ფიზიკური მდგომარეობა მქონდა. ქუჩაში შემხვდა ადამიანი, რომელმაც მიმახვედრა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და ასეც მოხდა. რა თქმა უნდა, დაუვიწყარი ადამიანები არიან ოჯახის წევრები. ისინი შენზე მთელი ცხოვრება წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებენ, ერთმანეთის ნაწილები არიან... კითხვა ძალიან მიყვარს და ეს სიყვარული დეიდაჩემს უკავშირდება. ის სხვა გამოსავალს არ გიტოვებდა. სოფელში იდგა დიდი სახლი, სადაც ბევრი წიგნი გვქონდა. სინათლე არ იყო, ის კი იჯდა და ლამპის შუქზე, ერთ წიგნს რომ წაიკითხავდა, დახურავდა და გადადებდა, ახალს აიღებდა. მისი ყურებისას მივხვდი, რომ ჩემთვის ამაზე დიდი გასართობი არაფერი იქნებოდა და დავიწყე კითხვა. ძალიან ვემადლიერები, რადგან რამდენიმე წიგნის კითხვის შემდეგ მივხვდი, რომ ეს კარგი პროცესია (იღიმის). აქედან გამომდინარე, დაახლოებით 6 წლის ვიყავი, როცა "ბიძია თომას ქოხი" წავიკითხე, 8 წლისამ "ჰეკლბერი ფინი" და "ტომ სოიერის თავგადასავალი" ზეპირად ვიცოდი, 10 წლისას ნოდარ დუმბაძის ნოველები უკან მოტოვებული მქონდა და ა.შ.
- ახლა რას კითხულობ?
- "საბას" ლაურეატების წიგნების კითხვას შევუდექი, მაგრამ ერთი თვისება მაქვს - თუ წიგნმა არ ჩამითრია, ძალიან უნდა მოვინდომო, რომ ჯახირით გავიდე ბოლოში. საკმაოდ ბევრი ლიტერატურაა და ამიტომ ვცდილობ, რაც დამაინტერესებს, ის წავიკითხო.
- დაასახელე ყველაზე შთამბეჭდავი წიგნი, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში წაგიკითხავს...
- არუნდატი რიოს "წვრილმანთა ღმერთი".
- ავტორი, რომელსაც ხშირად უბრუნდები...
- დოსტოევსკი. ის ჩემთვის შეუცვლელია. რას არ ვკითხულობ, რას არ ვუყურებ, მაგრამ ისეთი ცხოვრებისეული, როგორიც დოსტოევსკის ნაწარმოებებია, არაფერი მინახავს.
- როგორი ინტუიცია გაქვს?
- ვერ ვიტყვი, რომ გამომძიებლის თვისებები მაქვს, მაგრამ თუ დაკვირვების მომენტი ჩამერთო, ინტუიცია მიმანიშნებს, ვინ როგორი ადამიანია.
- ფოტოების მიხედვით შეგიძლია, ადამიანზე შთაბეჭდილება შეიქმნა?
- აბსოლუტურად! ჩემი აზრით, "ფეისბუკი" ყველაზე მეტად "ყიდის" ადამიანს, ანუ ის, რასაც ათავსებს სოციალურ ქსელში: პორტრეტებს, თავის გადაღებულ ფოტოს თუ სხვა რამეს, პირველ რიგში, ადამიანის გემოვნებაზე და ზოგადად, მის პიროვნებაზე გიქმნის შთაბეჭდილებას.
GzaPress- ზოგიერთი "ინსტაგრამზე" გაცილებით თამამია და "ფეისბუკზე" ნაკლებად. თითქოს ორი სხვადასხვა ადამიანია, ამას დაჰკვირვებიხარ?
- ესეც ერთგვარი პოზაა, რომელიც გარკვეულ სეგმენტზე მუშაობს. თუ ადამიანი ხელოვნურია, ეს "ფეისბუკზეც" ჩანს და "ინსტრაგრამზეც". შეიძლება ერთი-ორი ფოტო მოგყიდოს, მაგრამ რამდენიმეს ნახვის შემდეგ ძალიან მარტივია მიხვდე, რაშია საქმე (იღიმის).
- შენთვის შთამბეჭდავი ფილმები ჩამოთვალე...
- "ცარიელი სახლი", "ტოკოი!", "სხვების ცხოვრება". ალბათ ვიღაც იტყვის, - როგორ, ნუთუ კლასიკამ არ მოახდინა მასზე შთაბეჭდილებაო? რა თქმა უნდა, კლასიკა ნანახი მაქვს, მათ შორის ფელინისა და სხვათა ფილმები, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში, რამაც ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ის ფილმები დავასახელე.
- რომელ ჟანრს ანიჭებ უპირატესობას?
- საერთოდ, ყველა ჟანრის ფილმს ვუყურებ. უმეტესად, დრამას, მაგრამ სულ ასე არ ხდება. მაგალითად, ახლა კომედიის კვირეული მქონდა და თუკი რამ სულელური კომედია და მხიარული მელოდრამა იყო, აბსოლუტურად ყველაფერს ვუყურე. რაღაცებზე გავერთე, რაღაცებზე მეტ-ნაკლებად და ზოგზე საერთოდ არა.
- შთამბეჭდავი სპექტაკლი...
- ორს გამოვარჩევ: ეს არის თეატრი "გეკოს" სპექტაკლი "შინელი", რომელიც მარჯანიშვილის თეატრში წარმოადგინეს, თუ არ ვცდები 2007 წელს და ინგლისში დავესწარი "ბილი ელიოტს". ამ უკანასკნელში იყო ბევრი თეატრალური ხერხი ერთად, ბევრი მუსიკა და ქორეოგრაფიული ნომერი. გული ცუდად გამიხდა, ვიყავი ძალიან ბედნიერი, რომ ასეთი სპექტაკლის ნახვის ღირსი გავხდი და ამავდროულად უბედური, რადგან მეც მინდოდა ასეთ წარმოდგენაში მეთამაშა. რაც შეეხება "შინელს", ის არასოდეს დამავიწყდება, რადგან ეს იყო უდიდესი ხელოვნება. მაშინ მივხვდი, რომ ჩემს პროფესიას თავი არ უნდა დავანებო, ამისთვის ვარ დაბადებული და ეს საქმე ისე უნდა ვაკეთო, რასაც იმ სპექტაკლში ვუყურე. მერე თეატრის დირექტორს და მონაწილეებს წერილიც მივწერე, ჩემი შთაბეჭდილებები გავუზიარე. პასუხად ინგლისში დამპატიჟეს, შეგიძლიათ ჩვენი სხვა სპექტაკლებიც ნახოთო (იღიმის).
- რესტორნებისა და კაფე-ბარების შთაბეჭდილებების წიგნში ჩაგიწერია რამე?
- არა, მაგრამ მეორედ რომ ჩავალ პრაღაში, აუცილებლად ჩავწერდი ერთ-ერთ ყავახანაში ჩემს შთაბეჭდილებებს. ყავახანები რომ გაიხსნა, ეს ადგილი მათ შორის ერთ-ერთი პირველი იყო და იქ ყველაფერი იმდროინდელია - ინტერიერიც და ყავის მომზადება-მირთმევის ტრადიციაც.
- რა ითვლება შენთვის ყველაზე შთამბეჭდავ საჩუქრად?
- სუნამო ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი საჩუქარია. ბევრი მაქვს, საჩუქრად ბევრს ვიღებ და ალბათ კიდევ მივიღებ. სუნამო არასოდესაა ბევრი. რაც მეტი გაქვს, მეტად გაქვს ეჭვი, რომ სადღაც შენში დამალულია პარფიუმერი. ეს ხან გაშინებს და ხანაც არა, რადგან მთავარია, ბევრი სუნამო გაქვს და რა გენაღვლება (იღიმის)?!
- რომელიმე ხაზის ერთგული ხარ თუ სუნამოს არჩევისას არ გაქვს ჩარჩოები?
- სხვადასხვა მაქვს, მაგრამ Killian-ის სუნამოებს ვერაფერი შემიცვლის. მისი ხაზის სუნამოებს პოეტური სათაურები აქვს და რომ დაყნოსავ, ხომ საერთოდ - კიდევ უფრო ცუდად ხდები. დასახელება და სურნელი ერთნაირად გიზიდავს.
- ადამიანები ყოველდღიურად რომ ვიწერდეთ შთაბეჭდილებებს, ვის ნაწერს გაეცნობოდი ყველაზე დიდი ინტერესით?
- რომ დავფიქრდე, ბევრის "შთაბეჭდილებების წიგნი" დამაინტერესებს. განსაკუთრებით იმ ხალხის, ვისზეც დამოკიდებული ვართ. მათ შორის არიან პრეზიდენტები. დიდი სიამოვნებით გავეცნობოდი თუნდაც, სარკოზი რომ დაწერს და შეაფასებს კრუასანს, რომელიც დილით ჭამა, ანდა რომ დაწერს, დღეს უნდა შევხვდე ამას და რა ჩავიცვა, არ ვიციო (იღიმის).
- შენთვის შთაბეჭდილებებს აქვს ფერები?
- დიახ. რაღაც მოგონებას აქვს წითელი, ლურჯი, იასამნისფერი, ოქროსფერი.
- რა ფერია ის შთაბეჭდილება, როცა 2015 "წლის საუკეთესო მსახიობი ქალის" და "წლის საუკეთესო ქორეოგრაფის" ტიტული მოგანიჭეს?
- ორივე ჯილდო ოქროსფერ-ყვითელ ქაღალდზე იყო დაბეჭდილი. შესაბამისად, ეს შთაბეჭდილებაც ჩემთვის ოქროსფერია.
ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"მინდა საკუთარ ქვეყანაში ვიცხოვრო და მგონი, ამის უფლება მაქვს"
"რაც ტელევიზიაში მუშაობა დავიწყე, უფრო მეტ ტკბილეულს ვჭამ"
რისთვის იჩაგრება დიმიტრი ლორთქიფანიძის ქალიშვილი
"ბევრი ადამიანი მინახავს უძვირფასესი სამოსითა და ჩამქრალი თვალებით"
ბავშვობისას ჩაფიქრებული და ახდენილი ნატვრა
გიზო ჟორდანიას გამო შეცვლილი გადაწყვეტილება
თამრიკო ჭოხონელიძის გულახდილი ინტერვიუ
მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში "გირჩის" კანდიდატი 30 წლის, წარმოშობით უნგრელი ჰერმან საბოა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი