ნინი შერმადინი "მისის პლანეტა 2018"-ის გამარჯვებული გახდა - გზაპრესი

ნინი შერმადინი "მისის პლანეტა 2018"-ის გამარჯვებული გახდა

"მისის პლანეტა 2018"- ის გამარჯვებული გახდა. ამის შესახებ, სოციალურ ქსელში ეკა მგალობლიშვილი წერს.

კონკურსი ბულგარეთში ჩატარდა. ნინი შერმადინი ორგანიზატორებმა საქართველოში შეარჩიეს და პირდაპირ ფინალში გადაიყვანეს, სადაც ქართველმა მომღერალმა გაიმარჯვა.

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"ახლა ცოტათი მეცინება, რადგან მე და მოდელობა ერთმანეთისგან ყოველთვის შორს ვიყავით, მაგრამ თვითონ კონკურსის წარმომადგენლებმა (საქართველოში იყვნენ ჩამოსულები) შემარჩიეს - მორჩა, სხვა კანდიდატი არ განიხილება, ნინი უნდა წავიყვანოთო. თავად დამპატიჟეს და ყველა ხარჯი ამინაზღაურეს. პირდაპირ კონკურსის ფინალში ვარ

მიწვეული, ანუ საქართველოს მე წარვადგენ..."

"სცენა და პოდიუმი ჩემთვის ერთი და იგივეა (თუმცა ალბათ, პოდიუმს თავისი სპეციფიკა აქვს). ამიტომ არა მგონია, დავიბნე. კონკურსისთვის მოსამზადებელი პერიოდი გვექნება - რამდენიმე დღე გვამეცადინებენ, რეპეტიციებს გავივლით..."

"6 წლის ვიყავი, როდესაც სილამაზის კონკურსზე პირველად გავედი და ძალიან დამჩაგრეს - გატეხილი თოჯინა მაჩუქეს. შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი, რადგან გაფუჭებული თოჯინა მომცეს. ვფიქრობდი, - ამას არ ვიმსახურებ-მეთქი. გული დამწყდა და კომპლექსები გამიჩნდა - მერე აღარასოდეს "მიმოდელია".

"თვითკრიტიკული ყოველთვის ვიყავი. იყო პერიოდი, როდესაც საკუთარი თავი ძალიან არ მომწონდა. არ არსებობს ადამიანი, ვინც იმაზე მეტად გამაკრიტიკებს, ვიდრე საკუთარ თავს თავად ვაკრიტიკებ. ამიტომ არანაირი კრიტიკა, შარჟი არ მაღიზიანებს. პრინციპში, ჩემ შესახებ ასეთი რაღაცები არც არის, რადგან საკუთარ თავზე იმდენს ვხუმრობ, რომ ალბათ, სხვებს ამის სურვილი აღარ უჩნდებათ. რომ გითხრათ, ოდესმე საკუთარი გარეგნობით აღფრთოვანებული ვიყავი-მეთქი, მართალი არ იქნება: ყოველთვის მინდოდა, მაღალი, გამხდარი ვყოფილიყავი..."

მომღერლის გულახდილ ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 8 ნოემბრის ნომერში წაიკითხავთ.