"ვცდილობ, ტრავმები გმირულად გადავაგორო"
font-large font-small
"ვცდილობ, ტრავმები გმირულად გადავაგორო"
რუსკა ქარქაშაძის "დიდური" ცხოვრება

"ცეკვავენ ვარსკვლავების" ყველაზე უმცროსი მონაწილე, ენერგიული და შრომისმოყვარე რუსკა ქარქაშაძე ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე გახლავთ, თუმცა პროექტში მონაწილეობის გამო, ზოგჯერ 2 კვირა ისე გადის, სკოლაში მისვლას ვერ ახერხებს... რუსკა "ქართული ტურისთვის" განსაკუთრებულად ემზადებოდა...


- ქართული ცეკვები ყველას ძალიან გვიყვარს, სხვანაირ ემოციასთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, მათი შესრულება მეტად საპასუხისმგებლოა. ვემზადებოდით, ბევრს ვვარჯიშობდით, მაქსიმუმს ვაკეთებდით, რომ ხალხს ჩვენი ცეკვა მოსწონებოდა. "ჯუთას" დიდი ენერგია სჭირდება, ძალიან დამღლელი და სწრაფია.
- "სუხიშვილების" ქორეოგრაფებთან მუშაობის შესახებ მოგვიყევი...
- ბედნიერი ვარ, რომ მუშაობამ მომიწია პროფესიონალებთან. ყველაფერს ძალიან კარგად, გასაგებად გვიხსნიდნენ. ასეთ გამოცდილ ადამიანებთან მუშაობა მართლა დიდი კომფორტია.
- "ჯუთა" ვინ შეგირჩიათ?
- თავად შევარჩიეთ.
- რატომ?
- გვინდოდა, ენერგიული ყოფილიყო "ცეცხლის დასანთებად" (იცინის) და ხალხსაც მოსწონებოდა, რა თქმა უნდა.
- წინათ ქართული ცეკვა შეგისრულებია?
- კი. საქართველოში არსებობს ვინმე, ვისაც ქართულ ცეკვაზე ცოტა ხნით მაინც არ უვლია (იღიმის)?
GzaPress- რამდენ ხანს დადიოდი?
- 4-5 წელი. საბაზისო ცოდნა მაქვს. უბრალოდ, პროექტამდე "ჯუთა" არასოდეს მიცეკვია, მაგრამ ეს ცეკვა "მთიულურში" "გადის", "მთიულური" კი, ასე თუ ისე, ვიცოდი. ამიტომ "ჯუთას" ათვისება დიდად არ გამჭირვებია.
- პროექტში შენთვის ქართული ცეკვის შესრულება უფრო რთული იყო თუ სამეჯლისო-სპორტულის?
- რა თქმა უნდა, ლათინური ცეკვებიც რთული იყო, რადგან ჩემთვის აბსოლუტურად უცხო გახლდათ. არც საბაზისო მოძრაობები ვიცოდი.
- თუმცა, შოუში პირველივე ნომერი ეფექტურად შეასრულე...
- სხვა რა გზაა (იცინის)? როცა მაყურებელი გიყურებს და გგულშემატკივრობს, ეს დიდი პასუხისმგებლობაა. მირეკავენ, იხარჯებიან. ამიტომ ვალდებული ვარ, ყოველ "ლაივზე" უკეთესი და უკეთესი შოუ ვაჩვენო. ვცდილობთ...
- ყველაზე უმცროს მონაწილეს დანარჩენი კონკურსანტები როგორ გეპყრობიან?
- უმცროს მონაწილედ საერთოდ არ აღმიქვამენ, რადგან "დიდური" ცხოვრების რეჟიმის გამო, მცირე ასაკში მომიწია "დიდად" ყოფნამ. ჩემს პროფესიაში სხვაგვარად არ შეიძლება. ამიტომ ჩვეულებრივად, როგორც თანატოლს, ისე მეპყრობიან. ყველანი დამეგობრებულები ვართ და ერთმანეთი ძალიან გვიყვარს.
- დღის განმავლობაში, რეპეტიციას რამდენ დროს უთმობ?
- ყოველდღე დაახლოებით 9-10 საათს. თუ დაგვჭირდა, ღამეც რეპეტიციას გავდივართ.
- როგორც ვიცი, სკოლაში ოქროს მედალოსნობის კანდიდატად მოგიაზრებენ. ამ მხრივ, როგორ მიდის საქმე, გაკვეთილებს შენი ყურადღება ხომ არ მოაკლდა? სათანადოდ მეცადინეობას ახერხებ?
- რა თქმა უნდა, მოაკლდა, რადგან სკოლაში თითქმის არ დავდივარ - შეიძლება 2 კვირა ისე გავიდეს, საერთოდ არ მივიდე, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, როცა დრო გამომიჩნდება, ვიმეცადინო. პროექტის დასრულების შემდეგ, დანაკლისს აუცილებლად ავინაზღაურებ.
- ზაკმა ნუცა ბუზალაძეს შეგადარა. მგონი, ნუცა შენი ფავორიტიც იყო, არა?
- კი, ძალიან მომწონდა, ნუცა როგორც ცეკვავდა. ენერგიული იყო, თან - ასაკითაც ყველაზე უმცროსი. ალბათ, ზაკმა ერთმანეთს ამიტომ შეგვადარა.
- ნუცა წარმატების ზენიტში იყო, როცა ფეხის ტრავმის გამო, პროექტი დატოვა. სიფრთხილეს იჩენ?
- რა თქმა უნდა, რადგან ჯანმრთელობა მთავარია. პატარ-პატარა ტრავმები მიმიღია, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ. ამას რომ ყურადღება მიაქციო და თქვა, - ვაიმე, მტკივა და ვერ ვიცეკვებ, რაღა მეშველებაო, შანსი არ არის, იცეკვო. ვცდილობ, ტრავმები გმირულად გადავაგორო, ტკივილს ყურადღება არ მივაქციო. უბრალოდ, ვმკურნალობ.
- ცეკვაში შენს პარტნიორთან - იაკობ ყუფუნიასთან ურთიერთობა როგორ აეწყო?
- მშვენივრად. როცა ადამიანთან 24/7-ზე ხარ, სხვაგვარად შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ჩვენ შორის კამათი გარდაუვალია: ხან რაღაც არ გამოგდის ადამიანს, დროში "იწვები", "ლაივისთვის" მომზადებას ვერ ასწრებ...
- ყველაზე დაძაბულები რომელი ცეკვის მომზადებისას იყავით?
- "ჩაჩაჩას" მომზადებისას, რადგან ურთულესი იყო. 2 წუთის და რამდენიმე წამის განმავლობაში ვცეკვავდით, მაგრამ ძალიან სწრაფი ტემპი იყო, პლუს - სულ ტრიალები, "პადერჟკები"... ჩემთვის რთული გახლდათ, რადგან ძლივს მივეჩვიე, თავბრუ როგორ არ უნდა დამხვეოდა. დროც ცოტა გვქონდა - ფაქტობრივად, ნომერი 4 დღეში ვისწავლეთ და დავამუშავეთ. ბევრი საპასუხისმგებლო ილეთი შევასრულეთ, რომლის გამოსვლა-არგამოსვლის შანსი 50/50-ზე იყო. მერე, როცა დავამუშავეთ, კარგი გამოვიდა.
GzaPress
- ყველაზე დიდი მღელვარებით ჟიურის რომელი წევრის შეფასებას ელი ხოლმე?
- თითოეული მათგანის აზრს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
- რომელიმეს შეფასების ხომ არ გეშინია?
- ვაიმე, ახლა რას მეტყვიან-მეთქი, ასე არ ვარ, პირიქით - ჟიურის წევრების შეფასება ძალიან მაინტერესებს, რათა მომავალში შეცდომა გამოვასწორო და ნომერი უკეთ შევასრულო.
- შენი მთავარი გულშემატკივარი ვინ არის?
- ჩემი ოჯახი. ოჯახის წევრები ყველანაირად მხარში მიდგანან, რომ ამ პროექტში წარმატებას მივაღწიო. სოციალურ ქსელში სურათებს აზიარებენ, "ალაიქებენ", მირეკავენ...
- მაყურებლებისგან როგორ დამოკიდებულებას გრძნობ?
- ვფიქრობ, ჩემი ცეკვა მოსწონთ. საკმაოდ ბევრი "ესემესი" მოდის. მინდა, თითოეული მესიჯის ავტორს დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან მათ გარეშე არაფერი გამოვა. მაყურებელი მთავარია.
- გულშემატკივრებისთვის ყურადღების მიქცევას ახერხებ?
- სამწუხაროდ, ვერ ვახერხებ, მაგრამ ვცდილობ. სოციალურ ქსელში ვწერ, გულშემატკივრობისთვის მადლობას ვუხდი. ბოლო დროს, მობილური ტელეფონის ხელში აღება ჩემთვის რთული საქმეა, რადგან სულ ვვარჯიშობ.
- რომელიმე ცეკვის შესრულება განსაკუთრებულად ხომ არ გინდა?
- ყველას შესრულება მინდა - ჩემთვის ყველა ცეკვა უნიკალურია.
- პროექტში შენს კონკურენტებად ვის მიიჩნევ?
- ჩემი კონკურენტი მართლა საკუთარი თავია. პროექტში კონკურენტად არავის მივიჩნევ და არც ისინი მიმიჩნევენ. როგორ შეიძლება, კონკურენტები იყვნენ, როცა ძალიან ბევრ დროს ერთად ვატარებთ, ვმეგობრობთ? ჩემი მიზანია, ყოველ ორშაბათს უკეთესად ვიცეკვო.
- მონაწილე "ვარკვლავებს" პროექტამდეც იცნობდი?
- კი, ყველა მათგანს ვიცნობდი. წინათაც კარგი ურთიერთობა გვქონდა, ახლა ხომ - საერთოდ!..
- როგორ ფიქრობ, გაიმარჯვებ?
- ვინც ამ პროექტში მოდის, რა თქმა უნდა, ყველას გამარჯვება უნდა. თუ დავიმსახურე, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთე და ხალხმა მხარი დამიჭირა, ცხადია, გამარჯვების შანი მექნება და ძალიან ბედნიერი ვიქნები.
- წარმატებას გისურვებ!
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"მინდა საკუთარ ქვეყანაში ვიცხოვრო და მგონი, ამის უფლება მაქვს"
"რაც ტელევიზიაში მუშაობა დავიწყე, უფრო მეტ ტკბილეულს ვჭამ"
რისთვის იჩაგრება დიმიტრი ლორთქიფანიძის ქალიშვილი
"ბევრი ადამიანი მინახავს უძვირფასესი სამოსითა და ჩამქრალი თვალებით"
ბავშვობისას ჩაფიქრებული და ახდენილი ნატვრა
გიზო ჟორდანიას გამო შეცვლილი გადაწყვეტილება
თამრიკო ჭოხონელიძის გულახდილი ინტერვიუ
მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში "გირჩის" კანდიდატი 30 წლის, წარმოშობით უნგრელი ჰერმან საბოა.
ბელორუსული ხალხური ზღაპრები მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2529 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი