დიმიტრი ტატიშვილის პასუხი "კრიტიკოსებს"
font-large font-small
დიმიტრი ტატიშვილის პასუხი "კრიტიკოსებს"
მსახიობი დიმიტრი ტატიშვილი სოციალურ ქსელში არავის ეკამათება. ხანდახან ვინმეს "პოსტის" ქვეშ ხუმრობით რამეს თუ დაწერს და 2-3 რეპლიკას "გაცვლის".
ბევრისთვის საყვარელი მსახიობის მიმართ ბოლო დროს, სოციალურ ქსელში უარყოფითი კომენტარებიც გაჩნდა, მიზეზი კი 15 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებული ვიდეომიმართვა გახლავთ...

- როგორც ჩანს, ინტერნეტი ძალიან საჭირო რამ არის და მის გარეშე უკვე ბევრი ადამიანი ვერ ძლებს. მე ასეთი "ჩათრეული" არ ვარ, მაგრამ ინფორმაციის მოსაძიებლად ინტერნეტს ხშირად ვიყენებ. ახლა არ გაგეცინოთ: ძირითადად, "ფეისბუკზე" იმიტომ შევდივარ, რომ მიღებული შეტყობინებები წავიკითხო, ვუპასუხო, ჩემს სამეგობრო სიაში მყოფ ადამიანებს დაბადების დღე მივულოცო...

- "ფეისბუკზე" უცნობ ადამიანებსაც იმეგობრებთ?
GzaPress- დიახ, მეგობრების 90%-ს პირადად არ ვიცნობ. ჩემთვის სასიამოვნოა, როცა ადამიანი მეგობრობას მთავაზობს. უკვე 5000M"ფრენდი" მყავს და უფრო მეტი ადამიანის დამეგობრების საშუალება რომ მქონდეს, სამეგობრო სიაში ყველას დავიმატებდი.

- უსიამოვნო შეტყობინებებსაც ხომ არ იღებთ?
- სხვათა შორის - არა. ეტყობა, მინდობენ (იცინის). ალბათ ცხოვრებაში ისეთ ცუდ რაღაცებსაც არ ვაკეთებ, რომ გამლანძღონ.

- 15 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებული ვიდეომიმართვის გამო გაგაკრიტიკეს. ერთ-ერთი წერდა, - თავმოყვარე მსახიობი ამას არ გააკეთებდაო...
- არ მომწონს, რომ ეს აქცია "ნაციონალების" აქციად "მონათლეს". შეიძლება,Qქვეყნის სათავეში ნებისმიერი პარტია მოგვევლინოს, მაგრამ ეს იმ ფაქტს არ ცვლის, რომ ერთსა და იმავე სახელმწიფოში ვცხოვრობთ. აგრესორი რეალურია, საფრთხე ნამდვილად არსებობს და ამას, როგორც შეგვიძლია, ისე უნდა შევეწინააღმდეგოთ, ამ ეტაპზე - მშვიდობიანი აქციით; თუ საჭირო გახდება, მტერთან შებრძოლების სხვა, უფრო ძველი მეთოდებიც არსებობს, მაგრამ იმედია, საქმე ომამდე არ მივა... ადამიანი რომელი პარტიის წევრია, მნიშვნელობა არ აქვს. მაგალითად, მე არც ერთი პარტიის წევრი არ ვარ.

- ქვეყნის პოლიტიკაში კარგად გათვითცნობიერებული ხართ?
- პოლიტიკა არ მიტაცებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ვიცი, ქვეყანაში რა ხდება და ვერ ვხვდები, ვინ რას წარმოადგენს, ქვეყანა ვის საით მიჰყავს, ვინ რისი გამკეთებელია... იმ პოლიტიკურ პარტიას, კოალიციასა თუ ტანდემს მივემხრობი, რომელიც საქართველოს სწორ გზაზე ატარებს და ხალხისთვის სასარგებლო საქმეს გააკეთებს. ორგანიზაციას რა ერქმევა, ეს ჩემთვის უმნიშვნელოა. ის ადამიანი არ ვარ, ვინც რომელიმე წყობილების დროს მთავრობაზე დამოკიდებული იყო. კომუნისტური რეჟიმის პერიოდი გამოვიარე, შემდეგ - ზვიად გამსახურდიას, შევარდნაძის, სააკაშვილის, ივანიშვილის მმართველობის დრო... პრინციპში, ახლაც ივანიშვილის მმართველობის პერიოდია. არც ერთი მთავრობის დროს არავითარი პრივილეგია არ მქონია, არავითარი ჯილდო არ მიმიღია. ამას არც ველოდი, არც ახლა ველი და არც დაველოდები. ჩემი პროფესია მაქვს და ვცდილობ, ოჯახი გაკეთებული საქმის წყალობით აღებული ჰონორარით ვარჩინო. ერთმა მითხრა, - ალბათ, 15 ნოემბრის მიმართვის ჩაწერაში ბევრი ფული გადაგიხადესო. არადა, ამ აქციასთან დაკავშირებით დამირეკეს და მკითხეს, - რას გვეტყვით, რომ გადაგიღოთო? - კი, ჩემი დადებითი აზრი მაქვს-მეთქი, - ვუპასუხე. - მაშინ მოვალთ და ჩაგწერთო, - კი, ბატონო, მოდით და ჩამწერეთ-მეთქი... მეჩქარებოდა: ვიდეომიმართვაც უნდა ჩაგვეწერა და სპექტალში თამაშიც მომესწრო. რაც თავში მომივიდა, ის ვთქვი. შემდეგ მიმართვა ინტერნეტში განათავსეს. მგონი, ტელევიზიითაც "ტრიალებდა"... თავის მართლება არ დამიწყია და არც ახლა ვიმართლებ: უბრალოდ, მსგავსი ტიპის განცხადებებს თუ ვაკეთებ, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ჩემი ტკივილია; ჩემი სამშობლო ისეთ სიტუაციაში არ არის, როგორშიც მინდა, რომ იყოს. მას საფრთხე ემუქრება და ამიტომ ვთქვი ის, რაც ვთქვი... ცნობისათვის, ფული რომ მოეცათ, არც ავიღებდი...

- კარგი, სოციალური ქსელის თემას დავუბრუნდეთ: ძირითადად, რა სახის ბმულებს "აზიარებთ"?
- მუსიკალურს. იშვიათად, სხვა სახის ბმულებსაც ვაქვეყნებ. მაგალითად, ამას წინათ, შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ "მარაოზე" "დეტექტივებს" განმეორებით აჩვენებენ. ეს სერიალი ძალიან მიყვარს და ცოტა არ იყოს, მეწყინა, რომ არ გამაფრთხილეს. ჰოდა, ჩემი ერთ-ერთი "პოსტი" ასეთი იყო: თურმე, ყოველ საღამოს, 7 საათზე "დეტექტივები" გადის-მეთქი. მუსიკალურ "პოსტებს" რაც შეეხება, გაინტერესებთ, რატომ ვაქვეყნებ? იმიტომ, რომ მინდა, სხვებმაც მოისმინონ, განსაკუთრებით - ჩემზე უმცროსებმა.

- როგორ მუსიკას უსმენთ?
- უფრო - 60-70-იანი წლების ბრიტანულ მუსიკას.

- ქსელში რა სახის ინფორმაცია გაღიზიანებთ?
- სხვადასხვა ინფორმაციას ბევრი "აზიარებს", მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს უნდა ვეკამათო. თუკი ცუდი რაღაცები ხდება, რა თქმა უნდა, არ მომწონს, მაგალითად - თუ ვიღაცამ ვიღაც დააყაჩაღა. დაზარალებული მებრალება და არც დამზარალებლის მშურს - ისიც ხომ ცოდოა? ეს ადამიანიც ხომ რაღაცამ აიძულა, დანაშაული ჩაედინა? ეს ცუდია!.. ალბათ, ადამიანები უფრო მომთმენები, დიდსულოვნები უნდა ვიყოთ. საქართველოში ისეთი სიტუაციაა, რომ უცნობ ადამიანს პოტენციურ მტრად, საფრთხედ აღიქვამენ. თითქოს ურთიერთობაში დისტანცირებით სურთ, უცნობს საკუთარი ძალა უჩვენონ, - აქაოდა, არაფერი გაგვიბედოსო! არადა, ჩვენ ხომ უფრო მეტი საერთო გვაქვს, ვიდრე - ის, რაც ერთმანეთს გვაშორებს? ერთსა და იმავე ქვეყანაში ვცხოვრობთ. ჰოდა, რაც გვაერთიანებს, იმას "მივაწვეთ". ერთმანეთში მეგობარი ვეძებოთ. დღესდღეობით ჩვენი ქვეყანა ისე არ არის მოწყობილი, რომ კმაყოფილი ვიყო. ნამდვილად ბევრი რამ არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ადამიანმა თავი ლაღად, თავისუფლად იგრძნოს, ცხოვრება უხაროდეს. ხალხს სამუშაო არ აქვს. ვისაც აქვს, საკმარის გასამრჯელოს ვერ იღებს. წუწუნი არ მიყვარს, მაგრამ ეს ადამიანები ხომ თავისი საფიქრალით, საზრუნავით ცხოვრობენ? ყველაფერი ეს კი ხალხს დაღს ასვამს. საქართველოში ჩამოსული ბევრი უცხოელისგან გამიგონია, - ქუჩაში რატომ არავინ იცინის? ცოტა ხნის წინ რამე უბედურება მოხდაო? უკვირთ, რომ ადამიანები დაბოღმილები, დადარდიანებულები დადიან. არადა, ამ დროს ეს ჩვენთვის ნორმალური მდგომარეობაა, რაც პრინციპში, საგანგაშოა. საქართველოში ხალხი გაჭირვებული როდემდე უნდა იყოს? ეს "მტკივა"... ხანდახან თავს ბედნიერად კი ვგრძნობ, მაგრამ იმწამსვე მახსენდება, რომ მოსახლეობის უმეტესობა ბედნიერი არ არის. მეც ამ ხალხის ნაწილი ვარ...

- შექმნილი მდგომარეობიდან რა გამოსავალს ხედავთ?
GzaPress- უნდა მივხვდეთ, რომ ეს ქვეყანა ჩვენია! ვიღაც ისეთი კი არ უნდა ავირჩიოთ, ვინც ქვეყანას მოაწესრიგებს, მოწესრიგება თავად უნდა დავიწყოთ. საქართველოს რუსეთმა დიდი დაღი დაასვა, მაგრამ მხოლოდ რუსეთს ნუ დავაბრალებთ, რომ "გაგვაფუჭა" და ეროვნული თვითშეგნება დაგვიჩლუნგა. გვგონია, რომ "საქართველო" აბსტრაქტული ცნებაა და ვიღაც უნდა ავირჩიოთ, ვისაც ბევრი ფული აქვს ან - ძალიან ჭკვიანია, ან - ჭკუაც და ფულიც აქვს, ვინც საქართველოს ბედნიერი მომავლისკენ გააქროლებს, ჩვენ კი უნდა ვისხდეთ და ველოდოთ... ასე არაფერი გამოვა. ნორმალურ ქვეყნებში ყველამ იცის, რომ ქვეყანა მისიც არის. მაგალითად, ევროპაში ტრასაზე რომ მივდივართ, პირველი, რაც გვხიბლავს, სისუფთავეა. იქ იციან, რომ ნაგვის დაყრა სირცხვილია, ასეთი საქციელით ფაქტობრივად, საკუთარ სახლს დაანაგვიანებენ. როცა ჩვენც მივხვდებით, რომ ქვეყანა ვიღაცის კი არა, ჩვენი მოსავლელია, მაშინ იქნება სამშობლო კარგი.

- თითოეული მოქალაქის გარდა, თუნდაც სისუფთავეზე, შესაბამისი მომსახურე პერსონალი უნდა ზრუნავდეს.
- რა თქმა უნდა! კიდევ აღვნიშნავ, რომ არ ვწუწუნებ: ავტოფარეხი მაქვს, მაგრამ ხშირად, მანქანას ისე აყენებენ, რომ "გარაჟში" ვერ შევდივარ. მაინცდამაინც უნდა მივაწერო: მანქანას ნუ გააჩერებთ-მეთქი? ერთხელ იძულებული გავხდი, ავტომობილი სხვაგან დამეყენებინა და დილით მანქანის წინა შუშა გაბზარული დამხვდა. აი, კიდევ 1 პრობლემა: ფანჯრიდან რაღაცებს ყრიან. ქვეყნის სათავეში რომელი მთავრობა უნდა მოვიდეს, რომ ჩემ მიერ აღწერილი ვითარება გამოასწოროს?

- ასეთი პრობლემების მიმართ თქვენს მოსაზრებებს ქსელში "სტატუსებად" წერთ ხოლმე?
- არა, რადგან ეს მერე ვიღაცას ეწყინება. მეტყვის, - ეე, მარტო ეგ არის სადარდებელი? აი, ის უსამართლობა რომ ხდებაო? ამ პოლემიკაში "შესვლა" არ მინდა.Fფანჯრიდან კაცი ისეთ რამეს რომ გადმოაგდებს, რომ შუშას ჩაამტვრევს, რაზე უნდა ველაპარაკო?

- ინტერნეტში გამოქვეყნებულ თქვენს ინტერვიუსთან დაკავშირებით დაწერილ კომენტარებს თუ ეცნობით?
- თუ ვინმე ჩემს "კედელზე" "გააზიარებს", ვკითხულობ, სპეციალურად არ ვეძებ - ვინ რა დაწერა.

- რომელიმე კომენტარისთვის საჯაროდ გიპასუხიათ?
- თუ ისეთი ინფორმაცია აინტერესებთ, რაზეც პასუხი მაქვს, კი. სხვათა შორის, კმაყოფილი ვარ: ნამდვილად არავის გავულანძღივარ... თუმცა, უარყოფითი შეფასებებიც მიმიღია. ეს ამბავი სოციალურს - არა, უფრო ჭორების "ქსელს" უკავშირდება: ჩემი მეუღლე ტაქსით მგზავრობდა, დასთან მიდიოდა. მძღოლისთვის მისამართი უფრო იოლად გასაგები რომ ყოფილიყო, უთხრა, - ვიდრე "ტატიშვილის" კლინიკასთან შეუხვევ, მანამდე ჩავალო. გზაში მძღოლმა უთხრა: იცით, ქალბატონო, ეგ კლინიკა ვისია? "დეტექტივებში" რომ დიმიტრი ტატიშვილი მონაწილეობს, მას ეკუთვნისო. ჩემმა მეუღლემ ჰკითხა: - აბა, "დავით ტატიშვილის კლინიკა" რატომ ჰქვიაო? - ეგ შირმაა, სინამდვილეში დიმიტრი ტატიშვილისააო (იცინის). მეუღლე დაინტერესდა, ეს ყველაფერი საიდან "იცოდა" და "ტაქსისტმა" უთხრა, - ქალბატონო, მე თუ არ ვიცი, აბა, ვინ იცისო (იცინის)? როცა დანიშნულების ადგილამდე მივიდნენ, ჩემმა მეუღლემ უთხრა: - დიმიტრი ჩემი ქმარია და ნამდვილად ვიცი, რომ მისი კლინიკა არ არისო (იცინის). მოკლედ, რას არ გაიგებ, რა...

- ჭორები გაღიზიანებთ?
GzaPress- არა, ასეთმა ჭორმა როგორ უნდა გამაღიზიანოს? "დეტექტივების" გადაღებისას ბევრი ჭორი გავრცელდა: თითქოს ვანო მერაბიშვილმა მსახიობებს მანქანები გვაჩუქა, ბინები დაგვირიგა (იცინის)... ადამიანს ძალიან ბინძურ ჭორს თუ გაგივრცელებენ და რაღაც ცუდს დაგაბრალებენ, ცხადია, გაბრაზდები.

- ასეთი შემთხვევა გქონიათ?
- კიდევ კარგი, რომ - არა.

- "ფეისბუკის" გარდა, კიდევ რომელიმე სოციალურ ქსელში ხართ "ჩართული"?
- არა, მაგრამ რამდენიმე წლის წინ, "ოდნოკლასნიკში" ვიყავი დარეგისტრირებული (მაშინ "ფეისბუკი" არ არსებობდა). სიმართლე გითხრათ, რუსული რაღაცები არ მიყვარს და გავაუქმე. ისე, "იუთუბით" ხშირად ვსარგებლობ. ერთ-ერთ უცხოურ საიტსაც ხშირად ვსტუმრობ და ფილმებს ვუყურებ.

- მობილური ტელეფონი ინტერნეტში ჩართული გაქვთ?
- ჩემი მობილური ამის საშუალებას არ მაძლევს - უბრალო ტელეფონი მაქვს. სიმართლე გითხრათ, ამაში ფულის გადახდა მენანება, რადგან არა მგონია, "ფეისბუკისთვის" მოვიცალო. ტელეფონი რისთვისაც მჭირდება, იმ ფუნქციებს ნამდვილად ასრულებს: მირეკავენ, ვურეკავ, მესიჯებს ვგზავნი და კალენდარიც აქვს, რადიოც.
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
22.11.2014
დამსახურებულად, რა თქმა უნდა!... :-/ არა და მსახიობს თუ უნდა, რომ ყველას უყვარდეს, "მხარე" არ უნდა გახდეს!
ნაციონალების მხარდაჭერას თუ განაგრძონ, გალანძღვა არც აგცდება...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"მისი ლექციები ნამდვილი ფეიერვერკი იყო"
თვითიზოლაციაში დაკლებული კილოგრამები
მოცეკვავე, რომელიც საზოგადოებამ სოციალური ქსელით გაიცნო
ყოველთვის ვცდილობ, სხვა ადამიანის მდგომარეობაში შევიდე
"თურმე ეს ის გოგო ყოფილა, ვისაც წლები ველოდი..."
"როცა შეგნება მოიკოჭლებს, იქ ძალა უნდა ჩაანაცვლო"
რას ფიქრობენ ცნობილები თვითიზოლაციის დამრღვევ პირებზე
"შვილი შენი გაგრძელება, შენი დარგული ხეა"
როგორ ახერხებენ ქალები კაცების გამოშტერებას
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2537 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი