"ბევრს ძალიან სერიოზული, უხეში, უხასიათო ვეგონე"
font-large font-small
"ბევრს ძალიან სერიოზული, უხეში, უხასიათო ვეგონე"
რა "გაუჩალიჩეს" გიორგი უშიკიშვილს

მეგაშოუმ - "მხოლოდ ქართული" მომღერალი გიორგი უშიკიშვილი სრულიად სხვა კუთხით გაგვაცნო: ჟიურის წევრის ამპლუაში მყოფი გიორგი სასიამოვნო გარეგნობის მქონე გოგონების დანახვისას აღტაცებას ვერ ფარავს, კონკურსანტებს ეფლირტავება და საზოგადოების ნაწილი დაეჭვდა, ნეტავ ცოლი ისევ ჰყავსო? მოგახსენებათ, გიორგის ცოლი და 5 წლის შვილი ჰყავს და როგორც თავად ამბობს, "მექალთანის" იმიჯი "გაუჩალიჩეს", თუმცა ეს ფაქტი სულაც არ აღიზიანებს...


- "მხოლოდ ქართულის" პირველ სეზონზე კონკურსანტები ცოტათი დაბნეულები იყვნენ, რადგან არ იცოდნენ, სად მოდიოდნენ - პროექტი ნანახი არ ჰქონდათ. ამიტომ, ამ თვალსაზრისით, მეორე სეზონი ბევრად უფრო გამართულია - უფრო მეტად მომზადებული მონაწილეები მოვიდნენ, პროგრამა უკვე შერჩეული ჰქონდათ. წინა სეზონიდან გამომდინარე, ხვდებოდნენ, დაახლოებით როგორი რეპერტუარი უნდა მოეტანათ, როგორი განსხვავებული უნდა ყოფილიყო ის სიმღერები, რომლებსაც კასტინგზე შეასრულებდნენ. ძალიან საინტერესო კონკურსანტები მოვიდნენ. პროექტის პირველმა სეზონმა გვიჩვენა, რომ ქართული სიმღერის მიმართ დიდი ინტერესი გაჩნდა. ბევრი მომღერალი, ვინც მხოლოდ ინგლისურენოვან სიმღერებს ასრულებდა, მიხვდა, რომ მათ რეპერტუარში ქართული სიმღერის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, მიხარია, რომ მუსიკალურ სტუდიებში, ბავშვები უკვე ქართული სიმღერის შესწავლას ითხოვენ, რაც პრინციპში, ჩვენი გამარჯვებაა, რადგან ჩვენი ბრწყინვალე და უნიკალური მემკვიდრეობით რაც უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება, ჩვენთვის და საერთოდ, ქვეყნისთვის ძალიან კარგი იქნება.
- რომელიმე კონკურსანტზე გული ხომ არ დაგწყდათ, რადგან ათეულში ვერ მოხვდა?
- ფავორიტი არასოდეს მყავს. იმას ვგულისხმობ, რომ რამდენიმე "ლაივ" კონცერტის შემდეგ, ფავორიტი თავად გამოჩნდება. ახლა ვერ გეტყვით, რადგან შეიძლება, კონცერტების შემდეგ, აბსოლუტურად სხვა სურათი გაჩნდეს, ლიდერებად სხვა ადამიანები გამოიკვეთონ. მიმაჩნია, რომ მაქსიმალურად კარგი კონკურსანტები შევარჩიეთ. დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი ადამიანი იყო, ვინც შეიძლებოდა, ათეულში მოხვედრილიყო, მაგრამ არსებობს ფორმატი, მონაწილეთა განსაზღვრული რაოდენობა... კიდევ ბევრი კარგი კონკურსანტი გვყავდა, რომლებსაც დარწმუნებული ვარ, შემდეგ ჯერზე გაუმართლებთ.
- ჟიურის ქალბატონი წევრები ტენდენციურობაში გდებენ ბრალს - საკმარისია, გიორგიმ ლამაზი გოგო დაინახოს და თანახმაა, ის პროექტში დატოვოსო...
- იცით, რაშია საქმე? გადაღების დროს ძალიან თავისუფალი გარემოა, სადაც შეიძლება, ერთმანეთის შესახებ რაღაცები ვთქვათ, ვიხუმროთ, ერთმანეთს "ვუკბინოთ". ამიტომ, ამ ყველაფერს ძალიან სერიოზულადაც ნუ შევხედავთ. უბრალოდ, ხანდახან "ავმსუბუქდებით" და ვერთობით (იცინის).
- მექალთანე, გოგონების მოყვარულის იმიჯი გაქვთ...
- მაინც ვფიქრობ, რომ ასეთი იმიჯი შემიქმნეს, რადგან სხვა ვერაფერი მიპოვეს, რაზეც შეიძლებოდა, იმიჯი "გაეკეთებინათ" და საბოლოოდ გადაწყვიტეს, მექალთანე გამხადონ (იცინის). რა ვიცი, ასეთ რაღაცებზე არ ვღიზიანდები, რადგან თუ ამაზე მეტი ხელჩასაჭიდი ვერაფერი მიპოვეს, თანახმა ვარ, ასეთად გამომიყვანონ... სხვათა შორის, მემონტაჟეებს სულ ვეუბნებოდი, ჩემი რეაქციების ამსახველ კადრებს სხვადასხვა ეპიზოდიდან ნუ იღებთ-მეთქი. მაგალითად, გადაცემაში ვიღაც გოგოს როცა ვუყურებ, სინამდვილეში, შეიძლება, გოგოს კი არა, ირემს ან რაღაც სხვას ვუყურებდე; როცა გაკვირვებული სახე მაქვს, შეიძლება, სხვა ეპიზოდიდანაა ამოჭრილი და სხვაგან ჩასმული. ჟარგონით რომ ვთქვა, "გამიჩალიჩეს". ერთი მხრივ, ეს კარგიც არის, რადგან ბევრ ადამიანს ძალიან სერიოზული, უხეში, უხასიათო ვეგონე და ვგონივარ, ახლა კი "მხოლოდ ქართულმა" ეს იმიჯი ცოტათი დამინგრია, რაც ძალიან კარგია. ისეთი ბუა ნამდვილად არ ვარ, როგორიც ზოგადად, ტელეეკრანიდან ვჩანვარ. ადამიანის ხასიათი და დამოკიდებულება პირადი ურთიერთობიდან უნდა გაიგო. ამას ტელევიზიით, რადიოდან, ჩანაწერით ვერ მოახერხებ... მოკლედ, მე კმაყოფილი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი იმიჯი "ამკიდეს".
- გოგონებს თუ არა, ასეთი აციმციმებული თვალებით რეალურად, ვის უყურებდით ხოლმე?
- ვერ გავიგე, რა, გვერდით ნაკლებად ლამაზი გოგონები მისხედან?! ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით, სოფო ნიჟარაძეს აღვნიშნავ (იცინის). რატომ არ შეიძლება, სოფო ნიჟარაძეს შევხედო ასეთი თვალებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დიდი ხნის და საუკეთესო მეგობარია? სოფო ძალიან მიყვარს. ჟიურის წევრი ორივე ქალბატონის გვერდით ყოფნა ჩემთვის სასიამოვნოა. იმას რაც შეეხება, რომ შეიძლება, ლამაზი, კარგი გოგონას დანახვისას თვალები ამიციმციმდეს, ეს ნორმალურია. ხომ შეიძლება, ადამიანს გოგოს გარეგნობა მომწონდეს? თუ ის გიკვირთ, რომ გოგო მომწონს (იცინის)?! რა ვიცი, შეიძლება, გასაკვირია...
GzaPress
- ცეკვისას სოფო ნიჟარაძეს ყელში აკოცეთ. მეგობრებს ასე არ კოცნიან.
- სხვათა შორის, ეგ მართლა არ მახსოვს. მერე მითხრეს, - გიკოცნიაო. მერე რა, რომ ვაკოცე? დიდი ამბავი. ჩემი კარგი მეგობარია. ასე რომ, ჩემი აზრით, ამაში განსაკუთრებული არაფერია... ეს კოცნა მართლა ვერ შევამჩნიე. გადაცემას ვუყურე და ეს ამბავი იქაც ვერ შევამჩნიე. არც მახსოვდა.
- სოფომ თუ შეამჩნია?
- სოფომ - კი, შეამჩნია და ის კადრი გამომიგზავნა კიდეც. თვითონაც სიცილით კვდებოდა... კარგ ურთიერთობას, სიყვარულს რა ჯობია? არაფერი. აბა, ერთმანეთი უნდა გვეზიზღებოდეს? პირიქით...
- მეუღლეს როგორი დამოკიდებულება აქვს თქვენი ეკრანული იმიჯის მიმართ?
- საკმაოდ ჩამოყალიბებული ადამიანი ვარ. იმ ასაკის გახლავართ, რომ ზუსტად ვიცი, რას ვაკეთებ. სახლში, ოჯახშიც კარგი იმიჯი მაქვს, რომ ასეთ რაღაცებს ყურადღება არ მიაქციონ. ამიტომ მეუღლეს არანაირი პრობლემა არ აქვს.
- მოზარდობისას გოგონებში პოპულარული ბიჭი იყავით?
- თინეიჯერობისას ძალიან თამამი ახალგაზრდა არ ვყოფილვარ. პოპულარული ახლა ვარ თუ არა, ეგეც არ ვიცი. სხვათა შორის, მეგობრებთან სულ ვხუმრობ: მაგალითად, როცა კაფეში შესულს ვიღაც გოგონები მიყურებენ, იუმორით ვამბობ ხოლმე, - ვერ დამიდგენია, მოვწონვარ თუ ვეცნობი-მეთქი (იცინის). ასე რომ, ამ დროს სრულიად გამორიცხულია, რაიმე ნაბიჯი გადავდგა, რადგან შეიძლება, ადამიანს უბრალოდ, ვეცნობი და ჩემ მიმართ არანაირი სიმპათია არ გააჩნია.
- ამის გამო, უხერხულ სიტუაციაში აღმოჩენილხართ?
- არა, არასდროს, რადგან ასეთი რაღაცების გაკეთებას არ ვცდილობ. როდესაც ადამიანი გიყურებს და შენ შესახებ სხვაგვარი წარმოდგენა აქვს, ეს წარმოდგენა უცბად არ უნდა დაუნგრიო და არ "ამსუბუქდე".
- სიყვარულის გამო, თავი დაგიკარგავთ, თუნდაც - მოზარდობისას?
- კი, როგორც ყველას, ბუნებრივია, მეც მქონია ასეთი შემთხვევა, თუმცა მაინც მიმაჩნია, რომ თავის მოთოკვა კარგად შემეძლო. თავის დაკარგვას ჩემს პირად ცხოვრებაში გარკვეული უხერხულობები არ გამოუწვევია. ამ მხრივ, საკმაოდ დამაჯერებელი ვიყავი და ზედმეტი "ამსუბუქება" არ მჩვეოდა, ისევე, როგორც ახლა.
- ცალმხრივად გყვარებიათ?
- კი. ეს აბსოლუტურად ნორმალურია. გაბედული არ ვიყავი, მით უმეტეს - გოგონების მიმართ. ალბათ, სიყვარული კი არა, სიმპათიის განცდა იყო, რომელიც შეიძლებოდა, იმ ადამიანს არ სცოდნოდა, ვინც მესიმპათიურებოდა. ასეთი ეპიზოდები ყველას ცხოვრებაში ყოფილა და არის.
- სტრესი გამოუწვევია ცალმხრივ სიყვარულს თუ გატაცებას?
- არა, არანაირი. სტრესი და დეპრესია ჩემგან ძალიან შორს არის. საკუთარ თავთან ყოველთვის ვმუშაობ, რომ რეალობას არ ჩამოვშორდე და გარკვეული დიალოგი მქონდეს, რომ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. ამით ჩემს თავს რაღაცების დაძლევაში ვეხმარები.
- ერთდროულად 2 გოგონა მოგწონებიათ? მათ მიმართ ძლიერი ლტოლვა გქონიათ?
- ალბათ, მომწონებია. როდესაც 16-17 წლის ხარ და დიდად ჩამოყალიბებული შეხედულებები არ გაგაჩნია, ასეთი რამ შესაძლებელია. დარწმუნებული ვარ, მსგავს სიტუაციაში ბევრი ყოფილა - განსაკუთრებული და გასაკვირი ესეც არ არის.
- ერთდროულად ორი ადამიანის მიმართ სერიოზული გრძნობა არ გაგჩენიათ?
- არა, რა თქმა უნდა. მიმაჩნია, რომ ნამდვილი სიყვარული თანაცხოვრების შემდეგ მოდის. შეიძლება, ადამიანები ყველაფერს "სიყვარულს" არქმევენ; ბევრმა არც იცის, სიყვარული რა არის. ამაზე კამათობენ, კითხულობენ... ალბათ, ეს საკითხი ინდივიდუალურია. ერთი ნახვით შეყვარებას რაც შეეხება, მგონია, რომ ეს ეიფორიიდან, პირველი აღტაცებიდან წამოსული გრძნობაა, რომელსაც ვიღაცამ შეიძლება, "სიყვარული" უწოდოს, თუმცა მგონია, რომ ასეთი გრძნობა გარკვეული პერიოდის შემდეგ, შეიძლება განელდეს. ნამდვილ სიყვარულს რაც შეეხება - მგონი, არ უნდა განელდეს.
- თქვენი აზრით, ჰარმონიული ოჯახისთვის აუცილებელი რა არის?
- ყველაზე მთავარი ქალისა და მამაკაცის ინტერესთა თანხვედრაა, ყველაფრის მიმართ. მაგალითად, შვილის განათლებასთან დაკავშირებით სწორად ორიენტირებულები უნდა იყვნენ. ცოლსა და ქმარს შორის ღირებულებების თანხვედრა და ურთიერთპატივისცემა უნდა არსებობდეს - ეს აუცილებელია. ოჯახური ცხოვრება ადვილი არ არის, მაგრამ ჩემ მიერ ჩამოთვლილი დეტალების საფუძველზე, იდეალური ოჯახის შექმნა შესაძლებელია. სირთულეები ყოველთვის არსებობს, ყოველთვის იქნება, მაგრამ ადამიანებს გონება სწორედ იმიტომ გვაქვს, რომ სირთულეები დავძლიოთ.
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მოსწონს თუ არა თანამედროვე ქუჩის სტილი ლალი ტოტიკაშვილს
ნუკრი კაპანაძის თავისუფლება და საკუთარი თავისთვის დაწესებული აკრძალვები
ნუგზარ ჯუღელის სიკვდილის შემდეგ გამხელილი საიდუმლოებები
"მიწის სახლი სუნთქავს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით"
საკუთარ თავზე გაგონილმა რა ჭორმა გააოცა ბექა ბროლაძე
"პოლიტიკაში რომ მოვიდე, ვიღაცის მარიონეტი უნდა გავხდე"
ბედნიერების "რეცეპტი" მომხიბვლელი მაგდა ვასაძისგან
"ზოგიერთი ადამიანი მთელი ცხოვრება პატარა ბავშვად რჩება"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
6 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
561 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი