კურდღლებზე "გაგიჟებული" ლევან ყოჩიაშვილი
font-large font-small
კურდღლებზე "გაგიჟებული" ლევან ყოჩიაშვილი
"ჩემი ცოლის დაქალებში" მონაწილეობის გარდა, მსახიობი ლევან ყოჩიაშვილი ერთ-ერთი თურქული სერიალის გახმოვანებაზე მუშაობს. ამ საქმეში გამოცდილს, ბევრი დრო არ ეხარჯება.
მიაჩნია, რომ მსახიობმა ყველაფერი უნდა ნახოს, მათ შორის - თურქული თუ ბრაზილიურ-არგენტინული სერიალებიც...
ვიდრე "ჩემი ცოლის დაქალების" მორიგი სერიის გადაღებაზე წავიდოდა, ლევანმა "პირველი ამბების" გასახსენებლად დრო დაგვითმო...

- "ჩემი ცოლის დაქალებში" თქვენი პერსონაჟის - დათოს საქციელის გამო, პირველად როდის გაგლანძღეს?
GzaPress- კბილის ექიმთან დაკავშირებული ამბების მერე დიდ აგრესიას წავაწყდი. ყველა მსაყვედურობდა, რომ ცუდად "ვიქცეოდი". პირველი საყვედური აფთიაქში მოვისმინე. ვიღაც ქალბატონმა მითხრა, - როგორ იქცევი, არ გრცხვენია? ოჯახში მიბრუნდიო! როცა სერიალში დათომ და ნათიამ ერთმანეთს აკოცეს, საყვედურს უფრო ხშირად მეუბნებოდნენ.

- პირველი ფოტო თაყვანისმცემლებთან ერთად...
- სერიალში ტასუნა რომელ სკოლაშიც დადის, იქ გადავიღე - ბავშვებთან და მასწავლებელთან ერთად.

- პირველი ჭორი, რომელიც თქვენ შესახებ შეიტყვეთ...
- ამბობდნენ, თითქოს ცოლს დავშორდი. არადა, არ დავშორებულვარ.

- პირველი უთანხმოება ოჯახში...
- ვაიმე, არ მახსოვს, რადგან მე და ჩემი მეუღლე 16 წლიდან ერთად ვართ (იცინის).

- ძირითადად, რაზე კამათობთ?
- დაგვიანება არ მიყვარს, ქალები კი არ ჩქარობთ ხოლმე. ჰოდა, ჩვენი კამათის მიზეზიც ეს არის.

- პირველი როლი...
- მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა საკურსოსთვის "ფიფქია და შვიდი ჯუჯადან", ეტიუდის ფორმის ნაწყვეტში, მეშვიდე ჯუჯის - კვირას როლს ვთამაშობდი.

- პირველი მეგობარი...
- ეზოში მეზობელ ბიჭებთან ვმეგობრობდი. შემდეგ^თანაკლასელები გაჩნდნენ ჩემს ცხოვრებაში და ჩვენ ერთმანეთის მეჯვარეები, ნათლიები გავხდით. მეგობრობას ახლაც ვინარჩუნებთ.

- პირველი სუფრა, რომელსაც უთამადეთ...
- მეგობრის დაბადების დღე იყო. ზომიერების ფარგლებში დავლიე - ისე, როგორც 14-15 წლის ბიჭს შეჰფერის.

- ალკოჰოლური სასმელის მიღებისას, ზომიერებას ახლაც იცავთ?
- დიახ, ვცდილობ, რადგან ბევრი სამუშაო მაქვს და ნაბახუსევზე საქმის კეთება მიჭირს.

- პირველი ხელფასი...
- მეოთხე კურსზე ვიყავი, როცა ქურმუხის წმინდა გიორგის შესახებ ფილმი გავახმოვანე და 45 ლარი მომცეს.

- პირველი ჰონორარი რაში დახარჯეთ?
- შინ ტკბილეული და სხვადასხვა პროდუქტი მივიტანე.

- პირველი რეაქცია, როცა საკუთარი თავი ტელეეკრანზე იხილეთ...
GzaPress- საერთოდ, საკუთარი თავის მიმართ ძალიან კრიტიკულად ვარ განწყობილი. პირველად "ქაღალდის ტყვიაში" ვმონაწილეობდი. ჩემს "პირველ ნაბიჯებს" დავაკვირდი, თუ რა შეიძლებოდა, გამომესწორებინა. ძალიან ვნერვიულობდი, მაყურებლები როგორ შეაფასებდნენ. ახლაც ვნერვიულობ ხოლმე. მსახიობს ასეთი განცდები უნდა ეუფლებოდეს, ბოლომდე თავდაჯერებული ვერ იქნება.

- პირველი სერიოზული გადაწყვეტილება, რომელსაც დღესაც ნანობთ...
- სერიოზული გადაწყვეტილება დაუფიქრებლად არ მიმიღია. შესაბამისად, არაფერს ვნანობ.

- საერთოდ, წინდახედული ადამიანი ხართ?
- კი, საკმაოდ ფრთხილი და წინდახედული ვარ. სპონტანურობა არ მიყვარს. ვიდრე რამეს გადავწყვეტ, დიდხანს ვფიქრობ. შეიძლება, ეს ცუდიც არის, რადგან ხანდახან ბევრი ფიქრი საქმეს აფუჭებს...

- პირველი სიყვარული...
- რუსულ სკოლაში ვსწავლობდი. დაახლოებით მეხუთე კლასში ვიყავი, როცა კლასელი - ალაჩკა შემიყვარდა. წერილებს ვწერდი, საჩუქრებს ვუძღვნიდი, ვეპრანჭებოდი...

- მერე?
- მერე ვინც შემიყვარდა, ახლაც სახლში მყავს (იცინის).

- პირველი ინტერვიუ...
- პირველი ინტერვიუ პრესის წარმომადგენელს მივეცი. რომელი გამომცემლობა იყო, არ მახსოვს. ძალიან კარგი ჟურნალისტი იყო: ისე განმაწყო, რომ ინტერვიუ კარგად "წავიდა". უკმაყოფილო არ ვყოფილვარ.

- პირველი ვიზიტი სილამაზის სალონში...
- მახსოვს, პირველად წვერის გაპარსვა ერთგვარი რიტუალი იყო, მაგრამ მგონი, თავად გავიპარსე. სალონში პირველად როდის ვიყავი, მართლა არ მახსოვს...

- პირველი ტყუილი..
GzaPress- (იცინის) თითქოს შეკითხვებზე პასუხის გაცემა იოლია. არადა, რა რთული რუბრიკა ყოფილა (ფიქრობს)... ბავშვობაში ხშირად ვიტყუებოდი, რომ ვითომ ავად ვიყავი - თავი მტკიოდა ან სიცხე მქონდა, რადგან სკოლაში არ წავსულიყავი.

- დამაჯერებლად იტყუებოდით?
- კი, მაგრამ ყველა ტყუილი ხომ ადრე თუ გვიან, მჟღავნდება? ჰოდა, რომ გამომიჭირეს, მერე აღარ მიჯერებდნენ.

- პირველი ოთხფეხა მეგობარი...
- ცხოველები ძალიან მიყვარს. ბავშვობაში კურდღლებზე ვიყავი "გაგიჟებული": დედალი კურდღელი ვიყიდე, შემდეგ - მამალი. მახსოვს, გალიებით დავდიოდი... მერე მტრედებიც მყავდა, ზღვის გოჭებიც... პირველი ოთხფეხა მეგობარი ლეკვი იყო, რომელიც მაჩუქეს. როკი დავარქვი. ძალიან მიყვარდა. რომ გაიზარდა, ცუდად გახდა და რომ არ გვენერვიულა, პაპაჩემმა ფერმაში წაიყვანა - იქ მეყოლებაო... ახლა ლეკვი, სახელად გაბრიელა (გაბი) გვყავს.

- პირველი უთანხმოება რეჟისორთან...
- საქმე უთანხმოებამდე არ მიმყავს. ასეთი რაღაც მაშინ ხდება, როცა საქმეს შეყვები, შეყვები და უცბად, რაღაც არ მოგეწონება. როცა ვატყობ, რომ რაღაც "ისე" არ არის და არაფერი გამოგვივა, საქმეს ვტოვებ და ვამბობ, - ჯობია, აქ დავამთავროთ და ისევ მეგობრებად დავრჩეთ-მეთქი. ამიტომ რეჟისორთან სერიოზული უთანხმოება არ მქონია. გიორგი ლიფონავასთან მუშაობას რაც შეეხება, ჩვენ ერთმანეთის აბსოლუტურად გვესმის.
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
18.04.2015
ლევან ტქვენ უნიცჰიერესი მსახიობი ხარტ.დასანანია რომ დაქცეულ და გაუბედურებულ საქარტველოსჰი დაიბადეტ,ტუ არა მსოფლიო დონის მსახიობი იქნებოდიტ..გისურვებტ ჯამრტელობას და ოცნებების ასრულებას ტქვენს ლამაზ ოჯახტან ერტად...გფარავდეტ მამაზეციერი მუდამ
ემიგრანტი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გიორგი გაბუნიას წარმატების ფორმულა, სპონტანურობა და გამოწვევები
"ძალიან პრეტენზიული გემოვნება მაქვს"
"ამ დროს ყოველთვის ოპტიმისტურ განწყობაზე ვარ"
"ვერასდროს იგრძნობ, რომ ცნობილი ადამიანების შვილია"
უცნაური კომპლიმენტი და კუნთმაგარი ფინანსისტი
"არ ვარ ევროპელი და ამის გამო საბოდიშოდ არავისთან მაქვს საქმე"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2142 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი