"მარიაჟა" მძღოლები და მომღერლის უმნიშვნელო ჯარიმები
font-large font-small
"მარიაჟა" მძღოლები და მომღერლის უმნიშვნელო ჯარიმები
"პოპულარობის გამოყენებას ყოველთვის ვერ ვახერხებ"

ახალგაზრდა მომღერალი ცირა კობიაშვილი დამწყები მძღოლი გახლავთ:
1 წელია, რაც საკუთარი ავტომობილი ჰყავს. ქალების იმ კატეგორიას მიეკუთვნება, ვისაც ავტომობილის მართვა მაშინაც კი შეუძლია, როცა ძალიან მაღალი და წვრილქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია...


- "ბეემვეს" მარკის ავტომობილი მყავს. ეს ჩემი პირველი მანქანაა.
- თავად შეარჩიე?
- არა, მანქანის შეძენის დეტალებს ვერ გეტყვით.
- საჩუქარია?
- კარგი, გეტყვით, საჩუქარია. სხვა დეტალების თქმისგან თავს შევიკავებ. მართალია, მანქანა ჩემი შერჩეული არ არის, მაგრამ ამ მანქანამ ისე შემაყვარა თავი, რომ ვერც შევცვლი.
- კარგი მძღოლი ხარ?
- თავად მივიჩნევ, რომ ძალიან კარგი მძღოლი ვარ. ქალ მძღოლებთან დაკავშირებით, სტერეოტიპი ხომ არსებობს? როცა საჭესთან ვზივარ, ჩემ უკან მოძრავი ავტომობილის მძღოლი ვერ მიხვდება, ჩემი ავტომობილის საჭესთან ქალი ზის თუ კაცი. ხიფათიანი ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ მანქანას კარგად ვატარებ.
- როცა საჭეს თავად მართავ, სამეგობროს შენს ავტომობილში ჯდომის არ ეშინია?
- ხანდახან ეშინიათ. ვაღიარებ, რომ სისწრაფე მიყვარს, მაგრამ ისე არ ვიქცევი, რომ საკუთარ თავს ან მეგობრებს საფრთხე შევუქმნა. მანქანას ნელა არასდროს ვატარებ - ყოველთვის სწრაფად, მობილიზებული დავდივარ.
- პატრულთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
- პატრულის თანამშრომლებთან ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს - საბურთალოზე უკვე თითქმის ყველა მიცნობს (იცინის). ძალიან სერიოზული ჯარიმები არ მაქვს - მხოლოდ უმნიშვნელო.
- პოპულარობის გამო, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა უპატიებიათ?
- არ ვიცი, ამის თქმა სამართლიანი იქნება თუ არა, მაგრამ კი, 1-2 ასეთი შემთხვევა ყოფილა, ოღონდ ისევ თავად მითხოვია, რომ მცირე კანონდარღვევა ეპატიებინათ და არა იმიტომ, რომ ვალდებულები იყვნენ, ასე მოქცეულიყვნენ. პოპულარობის გამოყენებას ყოველთვის ვერ ვახერხებ.
GzaPress- ავტომობილს რა ასაკიდან მართავ?
- საჭესთან 17 წლიდან ვზივარ, ოღონდ ავტომობილს ქალაქგარეთ ვმართავდი. როგორც კი სრულწლოვანი გავხდი, უკვე ქალაქში სიარული დავიწყე. ბავშვობიდან ვოცნებობდი, მანქანა მყოლოდა - საჭის მართვა ძალიან მიყვარდა. როგორც კი 18 წლის გავხდი, მართვის მოწმობის აღება მაშინვე მოვახერხე.
- ავტომობილის მართვა როგორ ისწავლე?
- თავდაპირველად, მამაჩემის მანქანას ვმართავდი, მშობლების გარემოცვაში. შემდეგ, სრულწლოვანი რომ გავხდი, ავტომობილის მართვის სასწავლო კურსებზე სიარული დავიწყე, სადაც მასწავლებელი მყავდა და გამოცდისთვის პროფესიონალურად ვემზადებოდი.
- საჭესთან თუ ბილწისტყვაობ?
- უნდა ვაღიარო, რომ სამწუხაროდ, საჭესთან ჯდომისას ბილწსიტყვაობა მიწევს.
- საცობში მოხვედრილი რას აკეთებ, რომ დრო ნაყოფიერად გამოიყენო?
- ასეთ დროს ძირითადად, მუსიკას ვუსმენ. მუსიკის გარეშე, ავტომობილში საერთოდ არ ვჯდები.
- შენს სიმღერებსაც უსმენ?
- არა. ჩემს სიმღერებს ვერ ვუსმენ, რადგან მეუხერხულება: ჩემს მანქანაში ჩავჯდე და ჩემს სიმღერებს ვუსმინო, ვერ წარმომიდგენია. მანქანაში რეპის მოსმენა უფრო მიყვარს. ამის გამო, ბევრი გაკვირვებული მიყურებს - ვერ ხვდებიან, ამ ჟანრის სიმღერებს რატომ ვუსმენ.
- ავტომობილის სარკეს შენთვის რა ფუნქცია აქვს?
- სხვათა შორის, მაკიაჟის გასაკეთებლადაც ვიყენებ და უსაფრთხოების მიზნითაც. ვერ გეტყვით, "წითელზე" გიჟივით მაკიაჟს ვიკეთებ-მეთქი. არ მახსენდება, ასეთი რამე გამეკეთებინოს. ვერც მოვასწრებ - მაკიაჟის გაკეთებას ბევრ დროს ვანდომებ.
- ფეხით მოსიარულეებზე რას იტყვი, გზაზე მოძრაობის წესებს იცავენ?
- მეტ-ნაკლებად, მაგრამ როდესაც გზაზე ადამიანი გადადის, ვცდილობ, ხელი შევუწყო და იმ შემთხვევაშიც დავუთმო, როცა მისი გზა არაა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს სამართლიანი არ არის, რადგან ავტოსაგზაო შემთხვევა რომ მოხდეს, დამნაშავეებად მაინც მძღოლები მიიჩნევიან.
- საკუთარი ავტომობილით შორ მანძილზე გიმგზავრია?
- ძალიან შორს არ ვყოფილვარ, რადგან მგონია, რომ საჭესთან ჯდომას დიდი ენერგია სჭირდება. ქალაქგარეთ, აგარაკზე, სოფელში ჩემი მანქანით წავსულვარ, მაგრამ ძალიან შორს - არა. მანქანის მართვის რამხელა სტაჟიც უნდა მქონდეს, შორ მანძილზე ალბათ, მაინც ვერ წავალ, რადგან ენერგია არ მეყოფა.
- როგორი მძღოლები არიან საქართველოში?
- უფრო - "მარიაჟა" მძღოლები (იცინის). ყველანი ერთმანეთის ავტომობილებს აკვირდებიან (რა თქმა უნდა, მეც ვუყურებ ხოლმე). მერე ინტერესდებიან, შიგნით ვინ ზის. თუ აღმოაჩენენ, რომ მათთვის შესაფერისი ბიჭი ან გოგოა, დანიშნულების ადგილამდე მიჰყვებიან. 1-2 ასეთი შემთხვევა მეც მქონია, როდესაც სახლის კარამდე გამომყოლიან. ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. ცოტათი შემეშინდა - არასასიამოვნოა, როცა მთელი გზა მანქანა მოგყვება და არ იცი, რატომ.
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"26 მაისს შინდისის გმირებს ეროვნული გმირების წოდება მიენიჭებათ"
"რეალურ ცხოვრებაში გადასარევი დედამთილი მყავს"
50-მილიონიან ქვეყანაში საუკეთესო ათეულში ქართველი მსახიობი მოხვდა
როგორ შეხვდა დედის გათხოვებას მაკა ძაგანიას ქალიშვილი
"ჩემთვის იდეალური გადარეული და ჭკვიანი ქალია"
მწერალი და უფლებადამცველი - ირაკლი კაკაბაძე ახალ წიგნზე მუშაობს, რომელიც ავტორის თქმით, საინტერესო იქნება.
ნაკლებად შეურაცხმყოფელი გინება და სიცილის გამო ჩაშლილი ეპიზოდები
გიორგი გასვიანის თავისუფლების ხარისხი და "სვანური გულწრფელობა"
"როდესაც ხარ მეუღლე და მამა, შეუძლებელი არაფერია"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2529 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
1 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2441 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1205 კომენტარი