მარიამ როინიშვილის სიმდიდრე
font-large font-small
მარიამ როინიშვილის სიმდიდრე
"მიჭირს ცრემლების შეკავება, როდესაც მოხუცებს უსუსურ მდგომარეობაში ვხედავ"
"ჯერჯერობით, ბოლომდე მატერიალურად დამოუკიდებელი არ ვარ. თუმცა, ბევრს ვსწავლობ იმისთვის, რომ მომავალში მატერიალურად ძლიერი, ფინანსურად დამოუკიდებლი ვიყო", - ამბობს მომღერალი მარიამ როინიშვილი. მისი აზრით, ფულით ყველაფერის შეძენა შეუძლებელია, მხოლოდ სიმდიდრით მოპოვებული წარმატება დროებითია.

- ფული ჩემთვის, პირველ რიგში, გაფლანგვასთან ასოცირდება (იცინის). ფულით ბევრი კარგი საქმის გაკეთებაა შესაძლებელი.

- ფულთან დაკავშირებით, რომელი ფრთიანი გამონათქვამი გახსენდება?
- ერთადერთი, რაც ამ წუთას მახსენდება, არის: "ფულით ყველაფერს ვერ იყიდი".

- მატერიალურად დამოუკიდებელი ხარ?
- ვერ გეტყვი, რომ ფინანსურად ბოლომდე დამოუკიდებელი ვარ. მაქვს საკუთარი შემოსავალი, მაგრამ არა იმდენი, რამდენიც მომცემს საშუალებას, ყველა ხარჯი თავად დავფარო.

- პირველი ჰონორარი რა ასაკში აიღე?
GzaPress- ათი წლის ვიყავი, როცა ფილარმონიაში, ბატონ ჯემალ ბაღაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ კონცერტში ვმონაწილეობდი და სწორედ მაშინ ავიღე პირველი ჰონორარი. თუმცა, ის ფული რაში დავხარჯე, არ მახსოვს.

- ფულის შეგროვება გიყვარს?
- სულ ვცდილობ, ფული შევაგროვო, მაგრამ ეს არასდროს გამომდის. ჯიბეში გარკვეული თანხა თუ მაქვს, ვერ ვისვენებ, მაშინვე ვხარჯავ. ბავშვობიდანვე მიყვარდა ადამიანებისთვის საჩუქრების გაკეთება. როცა საჩუქრების შესაძენად მივდივარ, ამ დროს ძალიან ბედნიერი ვარ. ვიცი, რომ ჩემი ამ ჟესტით საყვარელ ადამიანებს გავახარებ.

- ბავშვობაში ყულაბა გქონდა?
- ყულაბა სულ მქონდა და სულ მინდოდა, ბევრი ფული შემეგროვებინა, მაგრამ ამას ვერასოდეს ვახერხებდი. როცა ეზოში თამაშისას ბავშვებს ტკბილეული ან მე და ჩემს ძმას რაიმეს ყიდვა გვინდოდა, ჩემი ყულაბა მაშინვე ტყდებოდა. ცოტაოდენი ფულის შეგროვებას ყოველთვის ვახერხებდი, მაგრამ ბევრს - ვერასდროს; სულსწრაფი ვიყავი და ყულაბის ბოლომდე გავსებას არ ველოდებოდი.

- ცხოვრებაში ფინანსური კრიზისი ხშირად გქონია?
- ფინანსური კრიზისი, რა თქმა უნდა, მქონია და ასეთ დროს ჩემი ძირითადი საყრდენი ძალა მეგობრები არიან. ისინი მუდამ ჩემ გვერდით გახლავან, ჭირშიც და ლხინშიც. თავადაც ასეთივე საყრდენი ვარ მათვის: როცა ჩემი დახმარება სჭირდებათ, უკან არასდროს ვიხევ.

- თუ გქონია ისეთი მომენტი, როცა დახმარება დაგჭირდა, მაგრამ შენთვის სასურველი თანხა ვერ შეაგროვე?
- ჯერჯერობით მსგავსი შემთხვევა არ მქონია და იმედია, არც არასდროს მექნება. ჩემ ირგვლივ მყოფი ადამიანები ყველაფერს გააკეთებენ, რომ საჭირო დროს დამეხმარონ. ისინი ჩემი ყველაზე დიდი სიმდიდრეები არიან.

- ოდესმე ოფიციალური სამსახური თუ გქონია, სადაც ხელფასს ყოველთვიურად ხელფასს იღებდი?
- დიახ, ასეთი სამსახური მქონდა და ვერ ვიტყვი, რომ თვიდან თვემდე ხელფასის გადანაწილება არ მიჭირდა. ფულის ეკონომიური და მოზომილი ხარჯვა არ გამომდის და რა ვქნა?..

- შენს შვილს თუ აქვს ყულაბა?
- არა, ჯერ ჩემს შვილს ყულაბა არ აქვს, საამისოდ პატარაა (იცინის).

- დანაზოგის გაკეთება თუ გიყვარს?
- თითქმის ყოველთვის ვცდილობ, გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის რაღაც თანხა გადავდო, მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდება, რომ დანაზოგს ვერ ან არ ვაკეთებ.

- გაიხსენე შენთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი, რომელიც ახლობლებმა მოგართვეს.
- ჩემთვის მოურთმევიათ ისეთი რაღაცებიც, რაც სხვისთვის შეიძლება, უბრალო ნივთი იყოს, მაგრამ ჩემთვის ეს უბრალოც ძალიან ძვირფასი და ღირებულია. საჩუქარს მისი ფასით არ ვზომავ. მთავარია, მთელი გულით მომართვან.

- ბავშვობაში ფულს ხშირად გჩუქნიდნენ?
- ვერ ვიტყვი, რომ ხშირად მჩუქნიდნენ (იღიმის).

- რას აკეთებ იმისთვის, რომ საკმარისი თანხა გამოიმუშაო?
- ვსწავლობ ბევრს, რათა საკუთარი ცოდნითა და პროფესიონალიზმით ცხოვრებისთვის აუცილებელი, საკმარისი თანხა გამოვიმუშაო.

- საფულე რამდენად მნიშვნელოვანი აქსესუარია შენთვის?
- საფულე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საყვარელი აქსესუარია. მიყვარს ლამაზი საფულის ტარება.

- საფულეში ფულს ხშირად აკონტროლებ?
- არც ისე ხშირად, ზოგჯერ ჩავხედავ ხოლმე, რამდენი ლარი დამრჩა (იცინის).

- ხშირად შოპინგობ?
GzaPress- როცა საშუალება მაქვს, ვშოპინგობ. ვერ გეტყვი, რომ ძალიან ხშირად დავდივარ საყიდლებზე. ისე, შოპინგი მიყვარს და სასურველი ტანსაცმელის შესაძენად ფული არასდროს მენანება. მომწონს ხარისხიანი, ბრენდული სამოსი.

- კოსმეტიკის შესაძენად ბევრი თანხა გეხარჯება?
- კოსმეტიკას ყოველდღიურად არ ვიყენებ და შესაბამისად, იშვიათად მიწევს გასაპრანჭი საშუალებების შეძენა.

- რომელია შენი საყვარელი სუნამო?
- ძალიან მომწონს და მიყვარს ნარცისო როდრიგესის Fორ Hერ. კარგი სურნელი აქვს.

- როგორ ფიქრობ, ბევრი ფულით წარმატების მიღწევა უფრო ადვილია?
- შესაძლებელია, ბევრი ფულით წარმატების მიღწევა უფრო ადვილად შეძლო. თუ მატერიალურად ძლიერი ხარ და კარგი განათლებაც გაქვს, ეს უკვე კარგია, მაგრამ მხოლოდ ფულით მოპოვებული "წარმატება" ისევე ადვილად წავა შენგან, როგორც მოვიდა. ცარიელი თავით, როგორი მდიდარიც უნდა იყო, ვერაფერს მიაღწევ.

- შენი აზრით, ყოველთვიურად რა თანხაა საჭირო იმისთვის, რომ ადამიანმა ნორმალურ პირობებში იცხოვროს?
- ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ყველას საკუთარი სურვილები, მოთხოვნები აქვს. აქედან გამომდინარე, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება.

- ოდესმე ფული თუ გიპოვია?
- არა, ფული არასდროს მიპოვია და არც დამიკარგავს.

- მშობლებს ფულს ხშირად სთხოვ?
- ხანდახან მიწევს მშობლებისთვის იმის თქმა, რომ ფული მჭირდება, მაგრამ ვიდრე მათთან ამ სათხოვარით მივალ, ვცდილობ, საჭირო თანხა თავად მოვიძიო.

- მდიდარი რომ იყო, პირველ რიგში, რას გააკეთებდი?
- პირველ რიგში, მოხუცებს დავეხმარებოდი. ძალიან მიჭირს ცრემლების შეკავება, როდესაც მათ უსუსურ მდგომარეობაში ვხედავ. ყოველთვის მაქვს მათი დახმარების სურვილი.
სოფო ჭონიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რის გამო აქვს მეუღლესთან "ომი" ციაკო ფიფიას
როდის დასჭირდა დეპრესიის მედიკამენტებით მკურნალობა ქეთი ხუციშვილს
მარტო ნათამაშევი "გიჟობანა" და ახალი წელი თამრიკო ჭოხონელიძის ოჯახში
გიორგი გაბუნიას წარმატების ფორმულა, სპონტანურობა და გამოწვევები
"ძალიან პრეტენზიული გემოვნება მაქვს"
"ამ დროს ყოველთვის ოპტიმისტურ განწყობაზე ვარ"
"ვერასდროს იგრძნობ, რომ ცნობილი ადამიანების შვილია"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2189 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი