რატომ შეაშინა სალომე ჭაჭუას შემოთავაზებამ ირა კვიტინსკაია
font-large font-small
რატომ შეაშინა სალომე ჭაჭუას შემოთავაზებამ ირა კვიტინსკაია
ვისთან აქვს რომანი მოცეკვავეს

მას შემდეგ, რაც "ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილის - გიორგი ორბელაძის მეწყვილე 21 წლის ირა კვიტინსკაია გახდა, ჟიურის წევრები გიორგის ბევრად უკეთ აფასებენ, თუმცა მოცეკვავე აღნიშნავს, - ეს მარტო ჩემი დამსახურება არ არისო... ირა სალომე ჭაჭუას ყოფილი მოსწავლე გახლავთ, პროექტის ერთ-ერთ მონაწილესთან კი რომანი აქვს... ამ ყველაფრის შესახებ, მოცეკვავე თავად გვესაუბრა...


- მესამე წელია, რაც "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ვარ. პირველად მეექვსე სეზონში ვმონაწილეობდი. მაშინ მეწყვილედ ბრაიან იდოუ მყავდა. ჩვენი ტანდემი ცოტათი ცუდად დამთავრდა, რადგან პირველსავე "ლაივზე" პროექტიდან გამოვვარდით. შარშან მარკუს მეტრეველის მეწყვილე ვიყავი. იმ ტურამდე მივედით, სადაც წყვილები 2-2 ცეკვას ასრულებენ, მაგრამ სამწუხაროდ, მარკუსმა ფეხზე ტრავმა მიიღო და ვეღარ ვიცეკვეთ. წელს 2 მეწყვილე მყავდა: ჯერ დათო გომართელთან ვცეკვავდი. პროექტს მესამე "ლაივიდან" გამოვეთიშეთ - ხმების საკმარისი რაოდენობა არ გვქონდა, შემდეგ ორბელაძის მეწყვილე გარკვეული მიზეზების გამო, პროექტიდან წავიდა და გიორგისთან ერთად დამაყენეს წყვილში.
- როგორც კი გიორგის მეწყვილე გახდი, თქვენმა ცეკვამ მაშინვე მაღალი შეფასება მიიღო...
- ვერ ვიტყვი, რომ ეს მარტო ჩემი დამსახურებაა. რა თქმა უნდა, მანამდეც არაჩვეულებრივი მეწყვილე ჰყავდა. უბრალოდ, გიორგი ბოდიბილდინგში შეჯიბრებისთვის ემზადებოდა და ცეკვისთვის ძალიან ცოტა დრო რჩებოდა. როცა შეჯიბრებამ ჩაიარა და წყვილში ერთად დავდექით, ცეკვისთვის მეტი დრო გაუჩნდა, მეტს ვვარჯიშობთ და მგონი, ამის შედეგია, გიორგი უკეთეს შეფასებებს რომ იღებს.
- ერთმანეთს როგორ ეწყობით? გიორგი შენზე ბევრად მაღალია, დიდი კუნთებით...
- კი, მაღალია და დიდი კუნთები აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ერთად ცეკვა ძალიან გვიადვილდება. ყველას ეგონა, რომ ვერ იცეკვებდა, გაუჭირდებოდა, მაგრამ ძალიან პლასტიკურია და ბევრი რაღაცის გაკეთება შეუძლია. ალბათ, ხალხმა ეს შეამჩნია კიდეც.
- ამიკო ჩოხარაძემ შენ შესახებ მითხრა, პროექტში ყველაზე მეგობრულიაო...
- ალბათ, ისეთი ადამიანი არ ვარ, ვინც სულ ჩხუბობს, რაღაცაზე პრეტენზიები აქვს. რა თქმა უნდა, პრეტენზიები მაქვს, მაგრამ უფრო წყნარი და მშვიდი ადამიანი ვარ. ეტყობა, ასე ამიტომაც მახასიათებენ. ამდენი ხანია, მე და გიორგი ერთად ვცეკვავთ და ერთხელ იყო შემთხვევა, როცა ცოტათი ვიკამათეთ - ეს ჩხუბი არ ყოფილა, კამათი სიცილ-სიცილში გადავიტანეთ და ვარჯიში განვაგრძეთ.
- პროექტის მონაწილეებს ნერვები ხშირად ღალატობთ, კამათობენ, ჩხუბობენ?..
- ჩემი და გიორგის შემთხვევაში, ასე არ არის - არ ვჩხუბობთ, საერთოდ კი - გააჩნია, ვის როგორი ხასიათი აქვს. მე და გიორგი ვცდილობთ, პრობლემა თუ გაჩნდა, ყველაფერი სიცილით მოვაგვაროთ და არა - ჩხუბით.
- ბოლო "ლაივისთვის" ანდრია გველესიანთან მუშაობა გაგიჭირდა?
- მასთან წინათაც მიმუშავია - მე-6 სეზონში, პირველი ნომერი ერთად შევასრულეთ. ისიც ძალიან შრომისმოყვარეა. ცდილობს, რასაც ხელს მოჰკიდებს, ბოლომდე მიიყვანოს. ძალიან მიყვარს ასეთი ადამიანები, რომლებიც რაღაცას რომ იტყვიან, ზუსტად ისე ასრულებენ, როგორც გეგმავდნენ.
GzaPress
- მოგვიყევი, ცეკვით როდის დაინტერესდი?
- დაახლოებით 12 წლის ვიყავი, როდესაც სამეჯლისო-სპორტული ცეკვების შესრულება დავიწყე. ცეკვისთვის ეს ცოტათი გვიანი ასაკია, რადგან უმეტესწილად 6-7 წლიდან იწყებენ ხოლმე. 4-5 წელი მარტო (სოლოში) ვცეკვავდი. შემდეგ, სრულიად შემთხვევით, მეწყვილე ვიპოვე - ის ჩემი შეყვარებული ირაკლი ძაძამიაა. 5 წელია, წყვილში ვცეკვავთ. 16 წლის ვიყავი, როცა სწავლის პარალელურად, ბავშვებთან მუშაობაც დავიწყე. დღემდე სალომე ჭაჭუას სტუდიაში ვმუშაობ. სალომეს მოსწავლე ვარ. თავად შემომთავაზა - მინდა, ჩემი დამხმარე ქორეოგრაფი იყოო. ცოტათი შემეშინდა, რადგან ასაკით უმცროსი ვიყავი, არც დიდი გამოცდილება მქონდა, მაგრამ მითხრა, - დაგეხმარებიო. სალომეს ყოველ გაკვეთილს ვესწრებოდი. დღეში 4 გაკვეთილი იყო, თითო საათ-ნახევარს გრძელდებოდა ანუ მთელი დღე სტუდიაში ვიყავი. დარბაზს წუთითაც არ ვტოვებდი. ვაკვირდებოდი, ზუსტად რა და როგორ უნდა გამეკეთებინა, ვეკითხებოდი... ასე ნელ-ნელა ვისწავლე. ძალიან კმაყოფილი ვარ. სალომეს სწავლების კარგი მეთოდი აქვს. ახლა უკვე ოფიციალურად, სტუდიის ქორეოგრაფი ვარ. პარალელურად, მე და ირაკლიმაც გავხსენით სტუდია და ბავშვებს ვასწავლით.
- სალომესთან თანამშრომლობა როგორია? უთანხმოება თუ გქონიათ?
- არა. ჩემთვის კომფორტული ადამიანია. ერთმანეთს კარგად ვეწყობით, ერთმანეთის აზრს ვითვალისწინებთ. შეთანხმებულად ვთანამშრომლობთ.
- ირაკლის მიმართ გრძნობა მისი გაცნობისთანავე გაგიჩნდა?
- თავდაპირველად, უბრალოდ ვცეკვავდით. ერთად უამრავ დროს ვატარებდით: ყოველდღე 8-9 საათის განმავლობაში ვვარჯიშობდით. მერე ერთმანეთი უკეთ გავიცანით, მივეჩვიეთ და ალბათ, ამიტომაც გაჩნდა ჩვენ შორის სიყვარული.
- მგონი, თქვენი სიყვარულის ამბავი ფართო საზოგადოებამ არ იცოდა...
- არ ვიცი. ჩვენ არ ვმალავთ და არც ვყვირით - შეყვარებულები ვართ-თქო (იცინის). ჩვენთვის მშვიდად და კარგად ვართ...
- როდესაც ემოციურ ცეკვას ასრულებ, გრძნობების კონტროლი რთულია?
- არა, რადგან მოცეკვავეობა ჩემი პროფესიაა. ცეკვა სხვა რამეა, პირადი ურთიერთობა - სხვა. მე და ირაკლი ვარჯიშზე მეწყვილეები ვართ, ვარჯიშის მიღმა - შეყვარებულები. ვცდილობთ, ერთმანეთში არ ავურიოთ, მაგრამ ცოტათი რთულია - ზოგჯერ გვიჭირს და ამის გამო ვკამათობთ, მაგრამ დისტანციას ყოველთვის ვიცავთ.
- ერთმანეთის პარტნიორებზე გიეჭვიანიათ?
- არა, რადგან ვიცით, რომ ეს საქმეა. ირაკლის გიორგისთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. გიორგის ცოლსაც ვიცნობთ. ყველანი ვმეგობრობთ. ამიტომ ეჭვიანობის შემთხვევა არ ყოფილა, პირიქით - ერთმანეთს ვეხმარებით.
- აუტსაიდერებში ყოფნა შენთვის სტრესია?
- აუტსაიდერობა არ ნიშნავს იმას, რომ უნდა მოვიწყინოთ. ჩემთვის ეს სტრესი არ არის, პირიქით - სტიმულია, რომ უკეთესად ვიცეკვოთ და უკეთესი შედეგი მივიღოთ. გიორგისთვისაც ასეა - არ "დაგრუზულა". მეორე დღეს რომ მოვიდა, მეტი მონდომებით თქვა: უკეთესი ნომერი მინდაო. ასე რომ, უკეთესი ცეკვის დასადგმელად, აუტსაიდერებს შორის დგომამ მეტი სტიმული მოგვცა.
- შენს ვარსკვლავ პარტნიორებს შორის საუკეთესო ვინ არის?
- ყველა კარგი მეწყვილე მყავდა. აი, ბრაიანთან მუშაობა ცოტათი გვიჭირდა. მაშინ პროექტში მონაწილეობა ჩემთვისაც პირველი იყო, ბრაიანისთვისაც ცეკვა რთული გახლდათ, მაგრამ მაინც არ გვიკამათია და არ გვიჩხუბია... ჯერჯერობით, ყველაზე კარგი შედეგი გიორგისთან მაქვს. ჩემი ყველა მეწყვილე ბევრს შრომობდა - ცუდად არ გამიგონ, მაგრამ უფრო მეტად შრომისმოყვარე და მონდომებული გიორგი გახლავთ.
- ცეკვის გარდა, რას საქმიანობ?
- ბიზნესტურიზმის კოლეჯში ვსწავლობ - სასტუმროს მენეჯერი ვარ, მაგრამ ჩემთვის პირველ ადგილზე ცეკვაა, თუმცა ის პროფესიაც საინტერესოა, ბევრ ახალ რამეს ვსწავლობ. ასევე, კერძების მომზადება ძალიან მიყვარს. ქარგვას, კაბების "გაკეთებას", თვლების დაწებებას ვსწავლობ.
- საცეკვაო კოსტიუმებზე თავად ზრუნავ?
- კი, რა თქმა უნდა. ჩვენს სფეროში აუცილებელია, რომ კოსტიუმზე იზრუნო, რადგან მნიშვნელოვანია, ტურნირზე როგორ წარდგები... საერთოდ, ყოველთვის ვცდილობ, რაღაც ახალი ვისწავლო და განვვითარდე - ეს ძალიან მიყვარს. ბევრი ჩემი სამაჯური თავად გავაკეთე, კაბაზე ზოლებიც ჩემი მიწებებულია...
- ოჯახის შესახებ რას გვეტყვი?
- დედაჩემი რუსია, მამა - პოლონელი. ხშირად გვეუბნებიან - აქ რა გინდათ, აქ რატომ ცხოვრობთო (იცინის)? ყველას ჰგონია, რომ ვიღაც მაინც მყავს ქართველი, მაგრამ ოჯახის არც ერთი წევრი ქართველი არ მყავს.
- საქართველოში როგორ მოხვდით?
- აზრზე არ ვარ. ბებია-ბაბუაც, მათი მშობლებიც აქ ცხოვრობდნენ. შინ ხშირად რუსულად ვლაპარაკობთ. წინათ ქართულად თითქმის ვერ ვლაპარაკობდი. შემდეგ, რაც მუშაობა, ბავშვებთან ურთიერთობა დავიწყე, ქართულიც ვისწავლე, რადგან ბავშვებთან მეტყველება უნდა აკონტროლო.
- პოლონური ენა იცი?
- სამწუხაროდ, არა, მაგრამ ძალიან მინდა ვისწავლო, პოლონეთში გავემგზავრო, იქაურობა დავათვალიერო... საცხოვრებლად არსად წასვლა არ მინდა, რადგან საქართველოში ყოფნა მომწონს. ტურნირებზე, სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა ხშირად გვიწევს. ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ, მაგრამ ყველაზე მეტად საქართველო მხიბლავს. როცა საზღვარგარეთ ვარ, ერთი კვირის მერე ერთი სული მაქვს, როდის დავბრუნდები თბილისში. აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ.
- ოჯახის წევრებს შორის ვინმე კიდევ არის მოცეკვავე?
- ჩემს ოჯახში მოცეკვავე არავინ ყოფილა. მოცეკვავეობა დედაჩემის ბავშვობის ოცნება იყო, მაგრამ მშობლებს ცეკვაზე არ დაჰყავდათ - ცურვაზე დადიოდა. როცა დედაჩემმა გაიგო, რომ გოგო ეყოლებოდა, ოცნებობდა, რომ მეცეკვა. ყველანაირ ცეკვაზე მიმიყვანა - ჰიპ-ჰოპზე, ბალეტზე, ქართულზე... არსად არ მომწონდა, ვწუწუნებდი. ბოლოს ისე მოხდა, რომ ჩემს სკოლაში სამეჯლისო-სპორტული ცეკვების წრე გაიხსნა და დედამ იქ შემიყვანა - ეს ბოლო ცდაა. თუ არ მოგეწონება, არსად აღარ გატარებო. შევედი და ამდენი წელია, ვცეკვავ (იღიმის)...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"26 მაისს შინდისის გმირებს ეროვნული გმირების წოდება მიენიჭებათ"
"რეალურ ცხოვრებაში გადასარევი დედამთილი მყავს"
50-მილიონიან ქვეყანაში საუკეთესო ათეულში ქართველი მსახიობი მოხვდა
როგორ შეხვდა დედის გათხოვებას მაკა ძაგანიას ქალიშვილი
"ჩემთვის იდეალური გადარეული და ჭკვიანი ქალია"
მწერალი და უფლებადამცველი - ირაკლი კაკაბაძე ახალ წიგნზე მუშაობს, რომელიც ავტორის თქმით, საინტერესო იქნება.
ნაკლებად შეურაცხმყოფელი გინება და სიცილის გამო ჩაშლილი ეპიზოდები
გიორგი გასვიანის თავისუფლების ხარისხი და "სვანური გულწრფელობა"
"როდესაც ხარ მეუღლე და მამა, შეუძლებელი არაფერია"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2529 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
1 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2441 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1205 კომენტარი