რას უღებს ყველაზე მეტ ფოტოს თაკო კორინთელი
font-large font-small
რას უღებს ყველაზე მეტ ფოტოს თაკო კორინთელი
"ამჟამად ტელეფონში 11 ათასამდე ფოტო მაქვს"

თაკო კორინთელი საზოგადოებამ ჯერ ჟურნალისტის ამპლუაში გაიცნო, შემდეგ უკვე სერიალით "ჩემი ცოლის დაქალები". როგორც ამბობს, ძალიან ემოციური ადამიანია. მის ცხოვრებაში ნეგატიურს, პოზიტიური მოვლენები ჭარბობს და მის შთაბეჭდილებებს ყოველთვის ნათელი ფერები აქვს.


- ნათელი ბავშვობა მქონდა. იმ ასაკთან დაკავშირებული ყველა პერიოდი ჩემთვის გამორჩეულად კარგი იყო, თუმცა, რომ გითხრათ, ბაღი მიყვარდა-მეთქი, მოვიტყუები, რადგან ასე არ იყო (იღიმის). ბავშვობიდან დედაზე ძალიან ვიყავი მიჯაჭვული და ამიტომ, იქ გაჩერება მიჭირდა. თუმცა, ბაღის ზეიმების, შეჯიბრებების და მსგავსი დღეების ფოტოებს რომ ვათვალიერებ, ძალიან კარგად მახსენდება. საერთოდ, ჩემს ცხოვრებაში ძირითადად, ყველაფერი დადებითი ხდება. მეც ვცდილობ ყოველთვის ვიყო პოზიტიური და ყველაფერს "სხვა თვალით" შევხედო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემს ცხოვრებაში ცუდი არ მომხდარა, მაგრამ შავ ბურთსაც აქვს პატარა თეთრი წერტილი და ყოველთვის სწორედ იმ პატარა სითეთრეს ვეჭიდები.
- რომელ წლამდე გრძელდებოდა დედაზე ასეთი მიჯაჭვულობა? დედისერთა ხომ არ ხართ?
- დედისერთა არ ვარ, ძმა მყავს, მაგრამ დედაზე მიჯაჭვულობა დღემდე გრძელდება (იღიმის).
- თქვენ შთაბეჭდილებებს პირველი მას უზიარებთ?
- უმეტესწილად კი. ზოგადად, ძალიან ემოციური ვარ. სანამ სერიალში გამოვჩნდებოდი, სხვა საქმით ვიყავი დაკავებული. პროფესიით ჟურნალისტი გახლავართ და აქამდე ვმუშაობდი ჩემი პროფესიით. რამდენიმე წელი რადიოში ვიყავი, შემდეგ ერთ-ერთ სტუდიაში, სადაც სატელევიზიო გადაცემა მზადდებოდა და ა.შ. ანუ ბევრი რამ გავიარე და რა თქმა უნდა, ყველა ჩემი სამსახური ემოციებს უკავშირდებოდა. ერთხანს, საინფორმაციო გადაცემა მიმყავდა და ყოველი ეთერის დროს ძალიან ვნერვიულობდი. მეუბნებოდნენ, რომ შევეჩვეოდი და ღელვა მომეხსნებოდა, მაგრამ დაახლოებით 2 წელი, რაც ამ გადაცემაში დავყავი, ნერვიულობა არ მომშორებია. საერთოდ, ჩემს ცხოვრებაში რამე მნიშვნელოვანი რომ ხდება, ცუდია ეს თუ კარგი, ვურეკავ დედას, მეუღლეს, მეგობრებს. არ მიყვარს რამის გულში ჩადება. ბევრი ჩემი მეგობარი მშვიდად ხვდება ყველაფერს, მე ასე არ შემიძლია. არ არის ლაპარაკი სოციალურ ქსელში "გამოჭენებაზე", უბრალოდ ახლობლებს ჩემი ემოციები უნდა გავუზიარო.
- რა ფერია თქვენი შთაბეჭდილებები. მაგალითად: ტელევიზიაში სამსახურის დაწყების, ქორწილის დღის, სერიალში გადაღების და ა.შ?
- სამსახურის დაწყების დღე ცისფერია, ქორწილის დღეში ერთდროულად ბევრი ფერია და ბრჭყვიალა დღეა. რაც შეეხება სერიალს, ისიც ძალიან ფერადი და ბრჭყვიალაა. საერთოდ, მიყვარს ბრჭყვიალები.
GzaPress
- ვიცი, ცხოველები გიყვართ...
- დიახ, ძალიან მიყვარს. მყავს ოთხფეხა მეგობარი ლაბრადორი - 2 წლის 7 თვის. 2 კვირის იყო, მეუღლემ რომ მაჩუქა.
- პოზიტიური და ნეგატიური მოვლენა, რომელმაც ძლიერი ემოციური შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე...
- ჩემს ცხოვრებაში იმდენი პოზიტივი იყო, გამორჩევა მიჭირს, მაგრამ ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანია ქორწილი. ამ დღის გახსენება ჩემში ახლაც ფორიაქს იწვევს და ირგვლივ პეპლები "დაფრინავენ". რაც შეეხება ნეგატიურ მოვლენებს, ეს ჩემს ორ ბაბუას უკავშირდება. ჩემთვის ორივე ძალიან ძვირფასი ადამიანი იყო. სამწუხაროდ, ორივე დავკარგე და სულ მაწუხებს ეს ფაქტი.
- რა ასაკამდე მოასწარით მათთან ურთიერთობა?
- ერთი ბაბუა 3 წლის წინ გარდაიცვალა, მეორე შარშან. განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა მასთან, ვინც 1 წლის წინ გარდაიცვალა. ერთად ვცხოვრობდით, ფაქტობრივად, მის ხელში გავიზარდე. სულ მესაუბრებოდა, რჩევებს მაძლევდა. ამავდროულად ჩემი დამცველი იყო, სახლში რაც უნდა გამეფუჭებინა, მამართლებდა. კედელივით მედგა გვერდით. მისი როლი ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი იყო და ახლა რომ აღარ არის, ძალიან მაკლია.
- როგორც მითხარით, ემოციური ხართ და ალბათ წიგნების, ფილმებისა და სპექტაკლების კითხვაზეც "ვრცელდება" ეს თვისება...
- სულ ვტირი (იღიმის). ასეა როგორც წიგნის, ისე ფილმების შემთხვევაშიც. იმდენად "შევდივარ" პერსონაჟების სამყაროში, ძალიან განვიცდი და ვგულშემატკივრობ. ძალიან ბევრია ასეთი წიგნიც და ფილმებიც. მაგალითად, შარლოტა ბრონტეს "ჯეინ ეარი". იგივე ემოცია გამოიწვია ამ ნაწარმოების მიხედვით გადაღებულმა ფილმმა, მაგრამ ჩემი წარმოსახვისგან მაინც განსხვავდებოდა. ალბათ იმიტომ, რომ მე ზედმეტად არარეალურად ვაფასებ, პრინცესულად და ვარდისფერ ფერებში ვხედავ ყველაფერს. რაც შეეხება თეატრს, მიყვარს, მაგრამ იშვიათად ვახერხებ სიარულს. ბოლოს, რამდენიმე კვირის წინ, თუმანიშვილის თეატრში ვნახე თამუნა აბშილავას სპექტაკლი "ადამიანის ხმა".
- ისიც ვთქვათ, ვის შთაბეჭდილებებს წაიკითხავდით დიდი ინტერესით?
- ახლა უცებ გამახსენდა რომი შნაიდერი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ინფორმაცია გვაქვს მასზე, მაინტერესებს, თავად რას დაწერდა საკუთარ თავზე.
- ხშირად მოგზაურობთ?
- ხშირად ვერა, თუმცა მიყვარს ბუნებაში წანწალი და ბოდიალი. ზოგჯერ მე და ჩემი მეუღლე უცებ გადავწყვეტთ, მაგალითად, მოდი, ახლა წავიდეთ კახეთში და ვნახოთ ლოპოტა. ვდგებით, უცებ ვალაგებთ ზურგჩანთას და მივდივართ. მიყვარს მთები, ხეები და ბუნების პეიზაჟები. თუნდაც თბილისთან ახლოს გავიდე, ვთქვათ მცხეთაში, ეს ჩემთვის უკვე მნიშვნელოვანია. საქართველოს ყველა კუთხე ჩემთვის დადებით ემოციებს უკავშირდება. რა ლამაზია-მეთქი, ვამბობ და პეიზაჟებს იმდენ ფოტოებს ვუღებ, ზოგჯერ რამდენიმე ერთნაირიცაა. მერე ვზივარ და ვარჩევ, ჩემი ტელეფონიდან რომელი წავშალო. ჩემი ტელეფონი ყოველთვის გადატვირთულია, რადგან მაქვს ბევრი ფოტო და ვიდეო. ამჟამად 11 ათასამდე ფოტო მაქვს ტელეფონში. საერთოდ, მიყვარს ფოტოების და ვიდეოების გადაღება. ლეპტოპში უკვე აღარ ვითვლი. ვერც ერთს ვერ ვიმეტებ წასაშლელად.
- ყველაზე შთამბეჭდავი საჩუქარი რა არის თქვენთვის?
- ბევრი საჩუქარი მიმიღია. ყველა საჩუქარი, რასაც მეუღლე მჩუქნის, ჩემთვის ძვირფასია. თუნდაც ეზოში, ყვავილი მოწყვიტოს და მომიტანოს. ალბათ, ყველაზე შთამბეჭდავი საჩუქარი მისგან მაინც ჩემი ძაღლია, რომელიც ისე მომიყვანა, რომ ამის შესახებ წარმოდგენა არ მქონდა. ყოველთვის მინდოდა ძაღლი მყოლოდა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ვერ მოვუვლიდი, საამისოდ მზად არ ვიყავი და ა.შ. თან, კონკრეტულად ლაბრადორი მომწონდა, რადგან მანამდე მისი ხასიათის შესახებ ბევრს ვკითხულობდი და გადაქექილი მქონდა ყველა ინფორმაცია. "ენდი" ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი და შენაძენია.
- ერთად სეირნობთ, თამაშობთ, ენდისთან გატარებული დრო თქვენთვის რა ფერია?
- პალიტრაზე ბევრი ფერია, უცბად ხელს რომ გადაუსვამ და ყველა ერთმანეთში აირევა, დაახლოებით ასე, რადგან ძალიან ცანცარა და გიჟია. ერთად ბევრი კურიოზი გადაგვხდენია. ვთქვათ სადმე მივდივარ, გამოვიპრანჭები და წასვლამდე ვიფიქრებ, ენდის მოსასაქმებლად გარეთ გავიყვან და მერე წავალ ჩემს საქმეზე-მეთქი, მაგრამ ჩანაფიქრი სულ სხვა სახეს იღებს - შინ ავდივარ ტალახიანი. ახლახან სადღაც მივდიოდი და მანამდე სასეირნოდ გავიყვანე. ძალიან ძლიერია. ისე გაიწია, წამაქცია. ვერ მიხვდა, რომ გაჩერებულიყო და მახოხიალა. შარვალგამოგლეჯილი ავედი შინ და გამოვიცვალე. ძალიან მაბრაზებს, მაგრამ ვერ ვეჩხუბები. ნაცნობებიც და უცნობებიც, ზოგჯერ ქუჩაში გამვლელები თავს უფლებას აძლევენ და გამომელაპარაკებიან ხოლმე. წინასწარ უკვე ვიცი, რას მეტყვიან, ლამისაა გავაჩერო და მე დავასრულო მათი ფრაზები. ძაღლის ასე გათამამება არ შეიძლება, ცოტა უნდა გაუბრაზდე, უნდა მიხვდეს, რომ შენ ხარ მისი პატრონი და არა პირიქითო, - ყველა ამას აღნიშნავს, მაგრამ არ შემიძლია.
- დაბოლოს, თუ გაქვთ ინფორმაცია, თქვენი პერსონაჟის, ბარბარე მანტკავას ხაზი გაგრძელდება თუ არა სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები"?
- ამ ეტაპზე სცენარი ჩვენზე არ არის დაწერილი, მაგრამ ვიცი, აუცილებლად გაგრძელდება. ბარბარიკა დასაბინავებელია და ოჯახი - დასალაგებელი (იღიმის).
ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დანაყბედი, მითქმა-მოთქმა, ენაობა, ძრახვა, კილვა - ასეა განმარტებული სიტყვა "ჭორი" ლექსიკონში.
თამუნა ინგოროყვას მარტივი რჩევები
"კარიერაში მიმართლებს, პირად ცხოვრებაში - ნაკლებად"
"ეჭვიანობა ერთ-ერთი ბოროტი გრძნობაა"
ნელი აგირბას ყველაზე დიდი სისუსტე
"ყოველთვის მაკვირვებს ჭირისუფლის დამოკიდებულება, - ვიდრე ჩავალთ, პირჯვარს გვწერენ, ღმერთმა მშვიდობით ამოგიყვანოთო..."
"უკონკურენტო კონკურსზე ჩემი ადგილი არ არის"
"ჭკვიანი ქალი სამსახურს და ოჯახს ძალიან კარგად შეუთავსებს ერთმანეთს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი