WORLD RISING STAR 2019 დაჯილდოების ცერემონიალი
font-large font-small
WORLD RISING STAR 2019 დაჯილდოების ცერემონიალი
რით აღფრთოვანდნენ თბილისში ჩამოსული უცხოელი მოდელები
ახლახან თბილისში, სამოდელო სააგენტო "კატრინის" ორგანიზებით დაჯილდოების ცერემონიალი - ჭორლდ ღისინგ შტარ 2019 გაიმართა. დედაქალაქს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 150 სტუმარი ეწვია, მათ შორის 50 - World Rising Star-ის მონაწილე გახლდათ, დანარჩენი კი - დელეგაციის, ჟიურის წევრები, სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი სახეები...


პროექტის ორგანიზატორი სამოდელო სააგენტო "კატრინის" ხელმძღვანელი - ეკატერინე მგალობლიშვილი გახლავთ. როგორც თავად ამბობს, ის მხოლოდ სილამაზეს და მოდას კი არა, ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას და საქართველოს კულტურის, ისტორიის სხვა ქვეყნებისთვის გაცნობასაც ემსახურება.
პროექტის შესაბამისად, გაიმართა ნაციონალური სამოსის ტური, ინტერვიუ ჟიურისთან, მეგობრობის საღამო, "ფეშენ შოუ".
GzaPress
"ფეშენ შოუში" სხვადასხვა ქვეყნის 12 დიზაინერი მონაწილეობდა, მათ შორის - რა თქმა უნდა, ქართველებიც: თეო თავდგირიძე (რომელიც ბათუმში საქმიანობს), ლუკა თიგიშვილი, ტატანა, "დრეს კოდი", "ანასტასია & მარიამი" (ქალბატონმა ეკამ გადაწყვიტა, დამწყები დიზაინერებისთვის ხელი შეეწყო).... "ფეშენ შოუ" ფატუნა ბუშიჰედის საბავშვო კოლექციის ჩვენებით გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ფატუნას პერსონალური ჩვენება წინათ არასოდეს გაუმართავს, თუმცა პარიზისა თუ ნიუ-იორკის მოდის კვირეულებში მონაწილეობს ხოლმე... ასევე, Worls Rising Star-ის ფარგლებში, "ფეშენ შოუში" რუმინული ბრენდი - Two Kids მონაწილეობდა. ამჟამად, ბრენდი ლონდონის მოდის კვირეულზეა მიწვეული. თავად Two Kids-ის წარმომადგენლებმა გამოთქვეს სურვილი, რომ ლონდონში, რუმინელ ბავშვებთან ერთად, "ფეშენ ვიკში" მონაწილეობისათვის პატარა ქართველი მოდელები - ანასტასია ბაკურაძე და მარიამ ბერძენიშვილიც წაიყვანონ.
World Rising Star-ის მონაწილეები თბილისის საკრებულოს წევრებს შეხვდნენ და მათ სამახსოვრო სუვენირები გადასცეს. სამახსოვრო საჩუქრები საკრებულოს წევრებისგანაც მიიღეს.
ასევე, პროექტის ფარგლებში, მცირე ქველმოქმედებაც განხორციელდა: შემოწირულობის სახით მიღებული 321 ლარი პატარა ნიკუშას გადაურიცხეს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს.
უცხოელი სტუმრები ეწვივნენ მცხეთას, დაათვალიერეს თბილისი. აღფრთოვანდნენ თბილისის ქუჩების საახალწლო მორთულობით. ბევრი მათგანი აღნიშნავდა, - ჩვენი ქალაქი ისეთი ლამაზი არ არის, როგორიც თქვენიაო... პროექტი დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა.
GzaPress
ეკატერინე მგალობლიშვილი:
- მხოლოდ მონაწილეები არ დამიჯილდოებია. იმ ადამიანებს, ვინც მთელი წლის განმავლობაში ჩვენი პროექტის განვითარებაში თუნდაც მცირე წვლილი შეიტანეს (სიმღერით, ცეკვით, პროექტის პოპულარიზაციით), მადლობის სიგელი გადავეცით. მინდა, ჟურნალ "გზას" მადლობა კიდევ ერთხელ გადავუხადო. ჟურნალი "გზა" ძალიან რეიტინგულია და უკვე მთელი მსოფლიო იცნობს: უცხოელები ყოველთვის სურვილს გამოთქვამენ, რომ ჟურნალი დიდი რაოდენობით შევიძინო, რათა მათაც შეხვდეთ... სიახლე ის გახლავთ, რომ გუშინ ალბანეთის სილამაზის და სამოდელო კონკურსების ნაციონალური დირექტორი - ალბანა ჩახშირი დამიკავშირდა, რომელიც პარალელურად, თავის ქვეყანაში ცნობილი ჟურნალისტი გახლავთ. ის ალბანეთის დედაქალაქის - ტირანას მერს ესაუბრა. მათ დიდი სურვილი აქვთ, რომ თბილისი და ტირანა დამეგობრდნენ. ამ ინფორმაციას ბატონ კახა კალაძეს აუცილებლად გავაცნობ.
ამჟამად, სამოდელო სააგენტო "კატრინი" ახალი გეგმების განხორციელებისთვის ემზადება: მალე პორტუგალიაში Best Global Model Of The World გაიმართება, სადაც შარშან 40 ქვეყნის წარმომადგენელს შორის, მარია მამუჩაშვილმა გაიმარჯვა, წელს კი საქართველოს ნინო გველესიანი და გოგა ჯიქია წარადგენენ, გლაზგოში კი სამოდელო კონკურსი - "პატარა მის და მისტერ გალაქსი" ჩატარდება, სადაც საქართველოდან ნურალ მუსაევი გაემგზავრება, ხოლო Future Fashion Face World-ზე საქართველოს ანასტასია ორდენიძე და მარიამ აბაზაძე წარადგენენ.
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"მომწონს, რასაც ხალხი ჩემზე ამბობს"
"მასთან თითოეული შეხვედრისას ისე ვნერვიულობდი, ლამის ფეხები მეკეცებოდა"
"მსახიობების გადაღებაზე მოსასვლელად გაფრთხილება მორიგეობით გვებარა ბიჭებს"
დაკლებული კილოგრამები და შოკის მომგვრელი გარეგნობა
ბავშვი, რომელსაც "ჩემი ცოლის დაქალებში" მონაწილეობა არ მოსწონს
კალათბურთელი საცოლეს კერძებს თავად უმზადებს
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2528 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
1 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
2 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2438 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1202 კომენტარი