რატომ იტირა მსახიობმა უცნობი ადამიანის პანაშვიდზე
font-large font-small
რატომ იტირა მსახიობმა უცნობი ადამიანის პანაშვიდზე
"პრობლემა მარტივად ვერ მერევა"

"კომედი შოუს" მსახიობ თათია სულუაშვილს, მეგობრებთან ერთად გასართობად სადმე წასვლაზე მეტად, შინ, შვილებთან და ლეკვთან ერთად ყოფნა ურჩევნია. ფიქრობს, რომ ეს პერიოდი გაივლის, როცა მისი შვილები გაიზრდებიან, ქალებს კი ცხოვრების რეჟიმის დაბალანსებისკენ მოუწოდებს, რასაც თავად ვერ ახერხებს...


- თათია, თავს ძლიერ პიროვნებად მიიჩნევ?
- ძალიან ძლიერი ვარ. თავდაპირველად მეგონა, რომ სუსტი ვიყავი, რადგან ემოციური ვარ: შეიძლება, მულტფილმის ნახვის გამოც ვიტირო. მაგალითად, მე და ქეთომ (ჩემმა შვილმა) კინოთეატრში მულტფილმი - "კეთილი დინოზავრი" რომ ვნახეთ, ტირილით გავსკდი (იცინის). ძალიან ემოციური ვარ. შეიძლება უცნობი ადამიანის პანაშვიდზე მივიდე და ვიტირო. ასეთი შემთხვევა მქონდა: უცხო ადამიანის პანაშვიდზე მოვხვდი. გარდაცვლილს არ ვიცნობდი, მაგრამ ლამის ტირილით მოვკვდი. მიუხედავად ამისა, ძალიან ძლიერი ვარ: პრობლემა მარტივად ვერ მერევა. ისეთი ადამიანი არ ვარ, რომ საკუთარი თავი ვერ გავაკონტროლო და ემოციებს ავყვე. გონებით უფრო ვფიქრობ, ვიდრე გულით...
- გყავს სამეგობრო წრე, რომელსაც მინიმუმ, კვირაში ერთხელ მაინც ხვდები?
- ძირითადად, მეგობრები ჩემს სახლში ვიკრიბებით. თავს იმის უფლებას ვერ ვაძლევ, რომ დაქალებთან ერთად, გასართობ ადგილებში ხშირად ვიარო. შეიძლება, თვეში ორჯერ ისეთ ადგილას გავიდე, სადაც აბსოლუტური კომფორტი მექნება და იმ წუთში ბავშვები არ მახსოვს - ძიძას ვუტოვებ, მაგრამ მირჩევნია, მეგობრები ჩემთან მოვიდნენ და შვილების გარემოცვაში ვიყო, ვიდრე სადმე წავიდე და შინ ღამის პირველ საათზე დავბრუნდე. სხვათა შორის, ვიდრე შვილები მეყოლებოდა, ამ ყველაფერს ვერ ვხვდებოდი და ყოველთვის ასეთ შეკითხვებს ვსვამდი: რატომ არ უნდა გაერთო? თუ შვილები გყავს, ქალმა თავს გართობის უფლება არ უნდა მისცეს-მეთქი? რეალურად, ძალიან ძნელია, როცა შვილები გყავს და ისინი შინ გელოდებიან... როგორც კი სახლის კარზე ვაკაკუნებ, 2 ბავშვი და ლეკვი მორბიან. პატარა ლეკვიც მელოდება. მგონია, რომ მასაც ვჭირდები (იღიმის). ამიტომ ვცდილობ, რაღაცები შევზღუდო. ეს ძალიან ცუდია. ყველა ქალს ვურჩევ, საკუთარ თავს გართობის უფლება მისცეს და ყველაფერი დაარეგულიროს. ჩემი რეჟიმის გამო, პირადად მე, ამას ვერ ვახერხებ.
- დასაოჯახებელი მეგობრები გყავს?
- რამდენიმე დასაოჯახებელიც მყავს. ძირითადად, ისინიც თავად მსტუმრობენ.
- ერთმანეთს ისევ კარგად უგებთ?
- კი, შეძლებისდაგვარად.
- როგორი ტიპის შეკითხვები გაღიზიანებს?
GzaPress- არ მიყვარს, როცა ჩემს ცხოვრებაში ვინმე ერევა, ზედმეტად წვრილმანდებიან და ისეთ პირადულ რაღაცებს მეკითხებიან, რაც არ მსიამოვნებს. თავად ასეთ შეკითხვებს ადამიანს არასოდეს დავუსვამ. სხვის ცხოვრებაში ქექვა არ მიყვარს. თუ ადამიანი თავად არ მეტყვის, არასოდეს ვკითხავ, მის პირად ცხოვრებაში რა ხდება. ჭორაობა არ მიყვარს. ჩემმა მეგობრებმა ზუსტად იციან, რომ ჩემი თანდასწრებით, ერთმანეთის შესახებ არაფერი უნდა თქვან. ყველაზე მეტად ტყუილი მაღიზიანებს. ჩემთვის ის დამანგრეველია. ტყუილის გამო ნებისმიერი ადამიანის ჩამოშორება შემიძლია, უახლოესი დაქალისაც კი... სხვათა შორის, რამდენჯერმე შევცდი: რაკი თავად არავის ვატყუებ, შესაბამისად, მგონია, რომ მეც არ მომატყუებენ...
- ყოფილა შემთხვევა, როცა იძულებული გამხდარხარ, ტყუილი გეთქვა?
- კეთილი ტყუილი როგორ არ მითქვამს?! რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევა ყოფილა. უფრთო ანგელოზი ვარ-მეთქი, ნამდვილად ვერ ვიტყვი, მაგრამ ძირითადად, იუმორით ვანეიტრალებ. შენც გირჩევ ისეთი ტყუილის თქმას, რომელიც ვიღაცისთვის სიკეთის მომტანი იქნება.
- ჭორის მსხვერპლი გამხდარხარ?
- არასოდეს. ამდენი წელია, ეკრანზე ვჩანვარ, მაგრამ ჩემ შესახებ ჭორი არასოდეს გამიგონია, მით უმეტეს - ცუდი. როცა ჟურნალისტი მოდის, ყოველთვის ვეკითხები, - ჩემზე რამე ჭორი ხომ არ გაგიგია-მეთქი? ყველა მეუბნება, - არაო. არ ვიცი, ასე რატომ ხდება. ჩემ შესახებ თუ რამე ჭორს გაიგებ, მომწერე.
- ოდესმე სასოწარკვეთილ დიასახლისად გიგრძნია თავი?
- ოდესმე კი არა, შეიძლება ითქვას, რომ ყოველდღე ასე ვგრძნობ თავს (იცინის). სახლში ყველაფერს თავად ვაკეთებ. ჩემთვის ხშირად უკითხავთ, - საჭმელს ვინ გიმზადებსო? საჭმელსაც თავად ვამზადებ, სარეცხსაც ვრეცხავ... სამსახურიდან შინ როცა ვბრუნდები, შეიძლება, ღამის 2 საათზე დავიძინო, მაგრამ ყველაფერი დალაგებული, მოწესრიგებული უნდა მქონდეს, სადილი კი - მომზადებული. დილით სამსახურში მივდივარ. ასეთი რეჟიმის გამო, ხშირად სამსახურში ჩამძინებია კიდეც (იღიმის). გარკვეულწილად, ეს ყველაფერი სასიამოვნოც არის, რადგან ჩემი შვილებისთვის ვაკეთებ და მომწონს. სხვათა შორის, მაღიზიანებს, როცა ქალები ამბობენ, - საჭმლის მომზადება არ ვიცი, ვერაფერს ვაკეთებო და ა.შ. როცა შვილები გყავს, უკვე ყველაფრისთვის მზად უნდა იყო.
- გათხოვებამდე კულინარია გაინტერესებდა?
- არა, რადგან სტუდენტი ვიყავი და ოჯახზე, ბავშვებზე წარმოდგენა არ მქონდა, არც მაინტერესებდა - ჩემს საქმეებზე "გადართული" ვიყავი. ახლა უკვე ოჯახში ძალიან ჩაფლული ვარ.
- ახლობლები ყველაზე ხშირად რას გსაყვედურობენ?
- მეგობრები ყველაზე ხშირად იმას მსაყვედურობენ, რომ მათთვის არ მცალია, არ ვურეკავ, მათთან არ გავდივარ, სულ ისინი მირეკავენ, მოდიან და ა.შ. ალბათ, ეს პერიოდიც გაივლის, როცა ჩემი შვილები წამოიზრდებიან. ვისაც ვუყვარვარ, ალბათ გამიგებს, რადგან მე ჩემ გარშემო ყველა მიყვარს.
- ასაკის მატება გაშინებს?
- არ მაშინებს, მაგრამ ბოლო დროს სიკვდილზე ფიქრი ამოვიჩემე, ეს დეპრესიაა თუ რა არის, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, რა მოხდება, როცა დავბერდები და აღარ ვიქნები. ამაზე ძალიან ხშირად ვფიქრობ, თორემ სიბერის არ მეშინია. ჯერ 32 წლის, ერთი ბეწო გოგო ვარ. ხომ ახალგაზრდა ვარ?
- რა თქმა უნდა... მელანქოლიურ ფიქრებს როგორ უმკლავდები?
- მუსიკას ვუსმენ და ვიძინებ ან ფეხით დავდივარ. ფეხით სიარული ძალიან მიყვარს. ეს განტვირთვის ერთ-ერთი საშუალება - თერაპიაა...
- ცოტა რამ "კომედი შოუზეც" გვითხარი: შენ მიერ განსახიერებული პერსონაჟებიდან ყველაზე შთამბეჭდავად რომელს მიიჩნევ?
- მაყურებელთა აზრს რომ მივყვეთ, ახლა ხალხს სოფიკო (დამლაგებელი ქალი, რომელიც სალონში მუშაობს) აქვს ატაცებული.
- სოფიკოს მსგავს ადამიანებს იცნობ? ამ პერსონაჟს რეალური პროტოტიპი ჰყავს?
- კი, როგორ არა! ჩემი პერსონაჟები რეალობიდან მაქვს "აღებული". იშვიათად, რომ მხოლოდ საკუთარი ფანტაზიით რამე გავაკეთო. ადამიანს დავინახავ და გმირს "ვაკეთებ". შეიძლება, გარეგნობა ცოტათი შევუცვალო, რომ არ მიხვდეს, მას თუ ვასახიერებ, თუმცა მაინც ხვდებიან.
- ქალს ბედნიერებისთვის რა სჭირდება?
- სიყვარული, მეგობრები და ოჯახი.
- ცხოვრებაში კომფორტს რა გიქმნის?
- კომფორტულად ვარ, როცა გარშემო ყველა კარგად არის და ბედნიერია, როცა ჩემს შვილებს ბედნიერს ვხედავ, სამსახურში მოსულს ყველა დადებითად განწყობილი მხვდება, ხალხს ვუყვარვარ და გარეთ გასულს მეხუტებიან. მგონი, ამაზე დიდი კომფორტი არ არსებობს, რადგან ხალხისგან დიდ სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობ. ეს მაბედნიერებს და "მავსებს".
- უცხო ადამიანები ითხოვენ, რომ სულ კარგ ხასიათზე იყო, იხუმრო?
- კი და ეს ცოტათი მძაბავს ხოლმე. ყოფილა შემთხვევა, როცა უხერხულად მიგრძნია თავი, რადგან სურთ, ისეთი რაღაც მოვყვე, რომ გაეცინოთ. მაგალითად, ქორწილში სტუმრად მივსულვარ და უთხოვიათ, - მიკროფონთან მოდი და სოფიკოს პაროდია გააკეთეო (იცინის).
- გააკეთე?
- არა, რა თქმა უნდა. ასეთ სიტუაციაში აღმოჩენა ძალიან მეუხერხულება, ვწითლდები ხოლმე. სხვათა შორის, ყველას ჰგონია, რომ როგორიც ეკრანზე ვარ, სახლში, მეგობრების წრეშიც ისეთი ვარ. სინამდვილეში, აბსოლუტურად სხვანაირი გახლავარ. პერსონაჟების ხმით ლაპარაკი არ მიყვარს, ასეთი რამ არ მჩვევია. სიმშვიდე, სიწყნარე მირჩევნია...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"მინდა საკუთარ ქვეყანაში ვიცხოვრო და მგონი, ამის უფლება მაქვს"
"რაც ტელევიზიაში მუშაობა დავიწყე, უფრო მეტ ტკბილეულს ვჭამ"
რისთვის იჩაგრება დიმიტრი ლორთქიფანიძის ქალიშვილი
"ბევრი ადამიანი მინახავს უძვირფასესი სამოსითა და ჩამქრალი თვალებით"
ბავშვობისას ჩაფიქრებული და ახდენილი ნატვრა
გიზო ჟორდანიას გამო შეცვლილი გადაწყვეტილება
თამრიკო ჭოხონელიძის გულახდილი ინტერვიუ
მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში "გირჩის" კანდიდატი 30 წლის, წარმოშობით უნგრელი ჰერმან საბოა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი