ქალი, რომელიც სამშობლოს მოწყვეტილ ხალხს სულიერ საკვებს აწვდის
font-large font-small
ქალი, რომელიც სამშობლოს მოწყვეტილ ხალხს სულიერ საკვებს აწვდის
თემურ წიკლაურისა და ლიგია მუშკუდიანის "ძმაკაცობის" ამბავი

საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, შემოქმედებითი გაერთიანება "ლამარიას" დამფუძნებელი - ლიგია მუშკუდიანი წლებია, ცნობილ საესტრადო მომღერალ, სახალხო არტისტ და თბილისის საპატიო მოქალაქე თემურ წიკლაურთან მეგობრობს. ქალბატონ ლიგიას ქართველი მომღერლები ემიგრანტებისთვის კონცერტის ჩასატარებლად, საბერძნეთში ხშირად მიჰყავს და ცდილობს, საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს მძიმე ცხოვრება ცოტათი მაინც შეუმსუბუქოს. ბატონი თემური ის მომღერალი გახლავთ, რომელსაც შეუძლია, სცენაზე 33-35 სიმღერა დაუღალავად შეასრულოს და მძიმე ყოფისგან დაღლილი ხალხიც ააცეკვოს... ქალბატონ ლიგიას და ბატონ თემურს თბილისში შევხვდით და თავიანთი "ძმაკაცობის" ამბები მოვაყოლეთ...


თემური:
- ცხოვრებაში ადამიანი ბევრ ვინმეს ხვდება, "გამარჯობას" ეუბნება, მაგრამ ურთიერთობას ყველასთან არ აგრძელებს. ლიგია მართლა განსაკუთრებული პიროვნებაა. ალბათ, რაიმე შემთხვევის შესახებ უნდა გიამბოთ, რომ ეს დავამტკიცო: საბერძნეთში, ათენში 5-6 კონცერტი მომიწყო. ერთ-ერთ კონცერტზე გადავწყვიტე, მისთვის არავითარი თანხა არ გამომერთმია, რადგან ბევრს შრომობს, წვალობს, ბევრ ორგანიზაციას ეკონტაქტება, საქართველოში მიუსაფარ ბავშვებს უვლის (მისი საქმეების შესახებ ყველაფერი ბოლომდე არც ვიცი)... გავიგე, რომ მან ეს ფული აიღო და ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად საქართველოში გამოგზავნა - თავად კი არ მოიხმარა, ისევ სხვას დაეხმარა. ასეთი საქციელი მის დიდ ქალობასა და მოქალაქეობრივ სინდისზე მეტყველებს. ლიგია თავისი ქვეყნის დიდი მოქალაქეა... იმდენი ხანია, სცენაზე ვარ, კონცერტები სად არ ჩამიტარებია, მაგრამ ათენში ყოველთვის განსხვავებული იყო! ლიგიამ მსახიობის, მომღერლის მოვლა იცის. მცირე ნიუანსიც არ ავიწყდება. თავად მსახიობია და იცის, როგორი გულდაკოდილები ვართ, როცა რამე "ისე" არ ხდება, რადგან კონცერტისთვის ჩვენს შემზადებას თავისი რიტუალი აქვს, როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური. შეუძლებელია, ქუჩიდან უცებ სცენაზე გახვიდე და სიმღერა დაიწყო... სასიამოვნოა, რომ მე და ლიგია ერთმანეთს შევრჩით. ჩვენი შეხედულებები ცხოვრებაზე სრულ თანხვედრაშია.
- ერთმანეთი როგორ გაიცანით?

ლიგია:
- ათენში, ერთ-ერთი წირვის დამთავრების შემდეგ, მამა თეიმურაზ კალანდაძემ (ვინც ათენში ქართველებისთვის წირვას ატარებს) მითხრა: ლიგია, ქართველი ემიგრანტებისთვის ამდენ კარგ საქმეს აკეთებ. რატომ არ ფიქრობ, რომ ბატონი თემურ წიკლაური ჩამოიყვანოო?.. იმ წუთში მამა თეიმურაზის წინადადებას დავთანხმდი, მაგრამ შემდეგ ვფიქრობდი, - ბატონი თემური სერიოზული და "მძიმე" მომღერალია, ემიგრანტებს კი უფრო "მსუბუქი" შემსრულებლების მოსმენა სურთ-მეთქი. მიუხედავად ამისა, მაინც გადავწყვიტე, კონცერტის ჩასატარებლად წამეყვანა. 6 თვის განმავლობაში ვინ არ მივუგზავნე, მის ბავშვობის მეგობარს - ტრისტან მუშკუდიანსაც (რომელიც ბიძაჩემია) დავარეკვინე, მაგრამ ათენში კონცერტის გამართვაზე ვერ დავითანხმე. ერთხელ გია ნაცვლიშვილთან ("ოთხი გიას" ერთ-ერთი წევრი) წავიწუწუნე: ბატონი თემური როგორ ძალიან მიყვარს, მაგრამ 6 თვეა, ვერაფრით მივუდექი, მოლაპარაკებას ვერ ვაწარმოებ, სიახლოვეს არ გამიკარა-მეთქი. თურმე, ბატონი თემურიც ფიქრობდა: "მძიმე" მომღერალი ვარ და ემიგრანტები "ცოდონი" არიანო. მოკლედ, გიამ თქვა, ჩემს დას - თინას დავარეკვინებო. მართლაც, თინამ დაურეკა: ლიგია ჩვენი ნათლიდედაა, იქნებ წახვიდე საბერძნეთშიო. ზუსტად იმ პერიოდში, ბატონი თემური საავადმყოფოში იწვა. უთქვამს, - დამირეკოსო. დღესაც არ მავიწყდება: როცა დავურეკე და მითხრა, - ბატონოო, ფეხზე ავდექი (იცინის). ამიხსნა, - ჩამოვალ, კონცერტს ჩავატარებ, მაგრამ "მძიმე" მომღერალი ვარ და ქართველი ემიგრანტები 2 საათი თემურ წიკლაურს ვერ მოუსმენენო... ბევრი რომ არ გავაგრძელო, შეთანხმებას მივაღწიე და ამოვისუნთქე. კონცერტი დავნიშნეთ. ემიგრანტებისთვის ეს კონცერტი "ბომბის" გავარდნასავით იყო: 500 კაცის ნაცვლად, 700 მოვიდა. ხალხი ტიროდა... ქართველი ემიგრანტები ბავშვებს და მოხუცებს ხომ უვლიან? კონცერტზე თავიანთი მოსავლელი ხალხიც მოიყვანეს. თემურ წიკლაურის პირველ კონცერტზე მსმენელთა 20% ბერძენი იყო, მეორეზე უკვე - 40%, ხოლო ბოლოზე - ქართველები და ბერძნები 50/50-ზე იყვნენ! როდესაც ბატონი თემური ათენში ჩამოდის, რეპერტუარში 10-12 ბერძნული სიმღერა ყოველთვის აქვს. ამ ადამიანზე უზომოდ შეყვარებული ვარ და მასზე უსასრულოდ შემიძლია ლაპარაკი...
- ერთმანეთის უარყოფით თვისებებზეც გვითხარით რამე...

თემური:
- უარყოფითი უკვე გითხარით: ფული თავად არ მოიხმარა. ისე, "ცუდობის" კიდევ ერთი გამოვლენა ის არის, რომ ფილმი - "ექვთიმე ღვთისკაცი" საბერძნეთში ჩაიტანა. სამშობლოს მოწყვეტილ ხალხს სულიერ საკვებს აწვდის, რომ იმ ყოფას მოსწყდნენ, რომელშიც აღმოჩნდნენ. ამ ღვთისნიერი კუთხიდან - ჩვენი ქვეყნიდან მოსამსახურედ ვინ წავა? ცხოვრებამ ასე მოიტანა... ეს ქალი იმით არის გამორჩეული, რომ ქართველი ემიგრანტების სულიერ სიკვდილს კი არ უწყობს ხელს, არამედ - მათ ამაღლებულ ყოფას, რომ არ დაავიწყდეთ, ვისი გორისა არიან, რა კულტურის მქონე ვართ. დიდი კულტურა, სულიერი საგანძური გაგვაჩნია... კიდევ ერთი რამ: ჩვენ მიმართ ბერძნები საკმაოდ კარგად განწყობილები არიან. ბერძნებთან ჩვენი დიდი ხნის ურთიერთობაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ფაქტებიც მეტყველებს, ლიგია კი ახალი "არქეოლოგი" გახლავთ (იცინის). ბერძნებს ქართულს ასწავლის. ბოლო კონცერტზე მთხოვა: ფრენკ სინატრას Mყ ჭაყ შეასრულეო. თურმე, ვისთანაც ლიგია მუშაობს, იმ კაცის - იოსების გარდაცვლილ მეუღლეს ეს სიმღერა ძალიან ჰყვარებია. - კი, ბატონო, ვუმღერებ-მეთქი, - ვუთხარი. წარმოიდგინეთ, იოსები ისეთი კარგი კაცია, რომ უამრავ ქართველს ეხმარება წამლით, ფულით...

ლიგია:
- იოსები (მის მეუღლეს ვუვლიდი) ქართველი ემიგრანტებისთვის თავდადებული ბერძენი გახლავთ: თუკი ვინმეს გაუჭირდება, ყველას ეხმარება.

თემური:
- ისეთი ლამაზი სულისა და სხეულის მქონე ქალს, როგორიც ლიგიაა, ბერძნები ხელისგულზე უნდა ატარებდნენ, რადგან მათ ემსახურება. ვაი, ჩვენი ბრალი და სირცხვილი, რომ ასეთი ადამიანები ქვეყანას მოწყვეტილები არიან, მაგრამ რა გინდა? ჩვენს ქვეყანას ჯერჯერობით, ხელოვნებისთვის არ სცალია. ხალხი გაჭირვებულია. ბილეთს ვერ ყიდულობს, რომ თეატრში შევიდეს და სპექტაკლი ნახოს... უხერხულია, რომ ლიგიას მისივე თანდასწრებით ვაქებ, მაგრამ ცალკე სად დავიჭირო (იცინის)?
- ცალკე რაზე საუბრობთ ხოლმე?

ლიგია:
- ჩვეულებრივი მეგობრები კი არა, "ძმაკაცები" ვართ. ერთმანეთის ფერებითა და სიყვარულით არ ვიღლებით, ვჩხუბობთ კიდეც...
- რის გამო?
- როცა კონცერტებს ვატარებ, შემდეგ ამის ამსახველ მასალებს სოციალურ ქსელში ვაქვეყნებ. ბატონი თემური მირეკავს: ეს კონცერტი იმიტომ ჩაატარე, რომ მერე წახვიდე და რესტორანში დახარჯოო (იცინის)?

თემური:
- ბოლოს რაც გააკეთა, ეგ იყო: ფული თვითონ კი არ მოიხმარა, ხალხი წაიყვანა, მოეფერა, საჩუქრები უყიდა და გამოუშვა. ასეთი გულის პატრონია ლიგია. მისი შვილი და დედაც ასეთია. უჰ, ვერ წარმოიდგენთ, როგორი არაჩვეულებრივი დედა ჰყავს! აბა, ასეთი დედის გაზრდილი შვილი როგორი იქნება?!. სხვათა შორის, ლიგიას ნათესავს ბავშვიც მოვუნათლე - ნათელმირონობაც გვაკავშირებს...
GzaPress
ლიგია:
- ის ამბავი მოყევით, თეატრი რომ დამინგრიეთ და კინაღამ საბერძნეთიდან გამომაგდეს (იცინიან).

თემური:
- კონცერტის წინადღეს რეპეტიცია გვქონდა. თეატრის დირექტორი დინამიკების შესახებ გავაფრთხილე, - ვერ გამიძლებს-მეთქი.

ლიგია:
- მე კი ვიცოდი, რომ ბატონი თემური სიმართლეს ამბობდა, მაგრამ თეატრის დირექტორმა თქვა: რას ამბობ, ამისთანებისთვის გაუძლიაო?!

თემური:
- ჰოდა, კონცერტზე ემოციურ სიმღერას ვასრულებდი, როცა დინამიკებმა ერთი "გადმოაფურთხა" და უცნაური ხმა ამოუშვა (იცინის). დირექტორი თეატრში აღარ გვიშვებდა. ჩემ შესახებ ამბობდა, - დინამიკები გადაგვიწვაო, მაგრამ შემდეგ მასთან ლიგია მისულა, ისევ კონცერტის გამართვა გვინდაო. თეატრის დირექტორს უკითხავს: - ისევ ის კაცი მოგყავს? ჰო, მოიყვანე, მოიყვანეო. უკვე ისიც დაინტერესდა. ახალი დინამიკები დააყენა.

ლიგია:
- თეატრის დირექტორს შევახსენე, რომ ბატონი თემური ბერძნულად მღეროდა. ჰოდა, მითხრა: - მოიყვანე, თუ უნდა, დარბაზი დაანგრიოსო.

თემური:
- ლიგიას გამო იცი, რამდენი ბერძნული სიმღერა ვიცი? გადაირევი!

ლიგია:
- ბერძნული ხომ გასწავლე? ერთი კარგი საქმე გავაკეთე (იცინიან)...

თემური:
- საბერძნეთში ჩასვლა მხოლოდ დროს ტარება არ არის: ეს ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილისადმი მიმართული აქციაა. ისინი საუკეთესოზე საუკეთესოები არიან. ქალბატონებს დღე და ღამე შრომაში აქვთ გასწორებული, რომ საკუთარი თავი, ოჯახი, ნათესავები შეინახონ.
- ლიგია, იფიქრებდით, რომ ბატონ თემურს ასე დაუმეგობრდებოდით?
- არა, ნამდვილად არ მეგონა. როცა ბატონი თემური ათენში დამირეკავს ხოლმე, - ქალო, როგორ ხარო? შვილს გეფიცები, ჩვენი ასეთი კარგი ურთიერთობის მიუხედავად, მართლა ფეხზე ვდგები. კი არ მეშინია, უბრალოდ, ამ ადამიანის მიმართ ისეთი დიდი სიყვარული, რიდი და პატივისცემა მაქვს, რომ სატელეფონო საუბრის დროს ფეხზე ვდგები. ისე, ცოტათი კი მეშინია (იცინის). აი, ბატონო თემურ, ახლა უნდა მოვყვე, როგორ მაშინებთ!

თემური:
- რაც გინდა, მოყევი! მოყევი, მიდი...

ლიგია:
- ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ, ჟურნალ "გზისთვის" მასალები გამოვგზავნე და მოვყევი, რაც მოხდა. თან, დავწერე: პირადად ჩემთვის, ბატონი თემური კაცის, მეგობრობის, მამის, ბაბუის, ოჯახის "მეტრია"-მეთქი. ისიც აღვნიშნე, მსოფლიოს რომელიმე სხვა ქვეყანაში რომ დაბადებულიყო, ის ქვეყანა მისით აუცილებლად იამაყებდა-მეთქი. ამ წერილის გამოქვეყნების შემდეგ, ქუჩაში მივდიოდი, როდესაც ბატონმა თემურმა დამირეკა, - ქალოო! - ბატონო თემურ, გამარჯობა, როგორ ბრძანდებით-მეთქი? - ვკითხე. - როგორ ვბრძანდები კი არა, რომ ჩამოხვალ, აი, ნახავ, რას გიზამ, მაგრამ სანამ შენ ჩამოხვალ, მე ჩამოვალ მანდ! ეს რა დაგიწერია ჟურნალშიო?! შემამჩნია, რომ დავიძაბე, ხმა შემეცვალა და ტირილს ცოტაღა მიკლდა, - რა დამიწერია-მეთქი? - ეს რა დაწერე? ისე შემრცხვა, რომ ლოგინში შევძვერი, საბანი გადავიფარე და ჟურნალს ისე ვკითხულობდიო (იცინის). იმ წუთში მართლა შემაშინა, მაგრამ არ ვნანობ და იმავეს გავიმეორებ: ჩემთვის ეს ადამიანი მართლა ღმერთკაცია! ღმერთმა ძალიან დიდხანს უნდა გვიცოცხლოს და ქვეყანამ დააფასოს!

თემური:
- ასეთი რაღაცების პირისპირ მოსმენა რთულია, მაგრამ "საქმემან შენმან გამოგაჩინოს შენ". რასაც ერთად ვაკეთებთ, ეს ყველაზე მაღლა დგას. არავითარი ამბიციები არ გაგვაჩნია. ლიგია, შენი გონების და ქმედების ინსტრუმენტი ვარ. შენ მიჩვენებ, რომ ამის გაკეთება საჭიროა და მეც მოგყვები. ღმერთმა ძალა და ჯანმრთელობა მოგცეს. დანარჩენს რაც შეეხება, მზად ვარ, ვემსახურო ქვეყანას და ხელოვნებას, სანამ პირში სული მიდგას!..
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"მომწონს, რასაც ხალხი ჩემზე ამბობს"
"მასთან თითოეული შეხვედრისას ისე ვნერვიულობდი, ლამის ფეხები მეკეცებოდა"
"მსახიობების გადაღებაზე მოსასვლელად გაფრთხილება მორიგეობით გვებარა ბიჭებს"
დაკლებული კილოგრამები და შოკის მომგვრელი გარეგნობა
ბავშვი, რომელსაც "ჩემი ცოლის დაქალებში" მონაწილეობა არ მოსწონს
კალათბურთელი საცოლეს კერძებს თავად უმზადებს
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2528 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
1 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
2 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2438 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1202 კომენტარი