ეყოლებათ თუ არა მთაწმინდელებს გამორჩეული პარლამენტარი
font-large font-small
ეყოლებათ თუ არა მთაწმინდელებს გამორჩეული პარლამენტარი
მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში "გირჩის" კანდიდატი 30 წლის, წარმოშობით უნგრელი ჰერმან საბოა. როგორც "გირჩის" მხარდამჭერები ამბობენ, აქვთ რეალური შანსი იმისა, რომ ათობით ღიპიან და ჰალსტუხიან ზომბებს შორის ჰერმანი "გაიჩითოს". თვითონ კანდიდატი ირწმუნება, რომ ამომრჩევლებს თავს კარგად დაამახსოვრებს, როგორც პოლიტიკოსი და რომ ის ერთადერთია, ვინც რეალურად შეცვლის სიტუაციას საკანონმდებლო ორგანოში. რატომ შეჩერდა მასზე არჩევანი, ვის მიიჩნევს კონკურენტად, რა საარჩევნო დაპირებები აქვს და რისი გაკეთება სურს პარლამენტის ტრიბუნიდან, ამ ყველაფერზე სასაუბროდ მას პარტიის ოფისში ვესტუმრეთ.


- პოლიტოლოგი ვარ, თუმცა ბევრი პროფესიით მიმუშავია, ოფიციანტადაც კი და შრომა არასდროს მითაკილია. იყო კარგი პოლიტიკოსი, არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ გარკვეულ იდეოლოგიებზე გქონდეს წარმოდგენა, ეკონომიკაც უნდა გესმოდეს. ეკონომიკის ცოდნის გარეშე პოლიტიკოსი ისეა, როგორც მეზღვაური კომპასის გარეშე. თუ არ იცი, კანონმდებლობა რა ეკონომიკურ სტიმულებს აჩენს და ისე შეგაქვს კანონი პარლამენტში, შეიძლება სრულიად საპირისპირო შედეგი მიიღო, ეკონომიკაში ამას უნებლიე შედეგებს ეძახიან, ანუ გინდა ერთი რამ, მაგრამ შედეგად აბსოლუტურად სხვას იღებ. მგონია, რომ ეს ორივე კომპონენტი მაქვს, რითიც ბევრი ქართველი პოლიტიკოსისგან განვსხვავდები.
- უცნაური სახელი და გვარი თურმე თქვენს უნგრულ წარმომავლობაზე მეტყველებს...
- პასპორტით გერმანე მქვია. მამას ჰერმანი უნდოდა დაერქმია, მაგრამ როგორც ჩანს, 30 წლის წინ რეგისტრატორმა ალბათ, საბჭოურ სახელად არ მიიჩნია და გერმანე ჩაწერა. წარმოშობით უნგრელი ვარ, კარპატებიდან - უნგრეთისა და უკრაინის საზღვარზეა. ჩემი წინაპრები მეფის რუსეთის კარზე აზნაურები ყოფილან, საუკუნეზე მეტი ხნის წინ ჩამოსულან საქართველოში. დედა ქართლელი მყავს, სამაჩაბლოდან. სოფელი ვანათი, სადაც მთელი ბავშვობა გავატარე, ოკუპირებულია. დედა, ლენა მახნიაშვილი მაჩაბლისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობია, ჩემი და - პანტომიმის თეატრის მსახიობი, ახლა სამხატვრო აკადემიაში სწავლობს, მამა კი რეჟისორი იყო, რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა.
- საზოგადოების გარკვეულ ნაწილს "გირჩის" იდეები მიუღებლად მიაჩნია. ამდენი პოლიტიკური პარტიებიდან მაინცდამაინც "გირჩი" რატომ აარჩიეთ?
- აქ ფაქტობრივად, მისი დაარსების დღიდან ვარ, ვიყავი მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, მერე ეს ფუნქცია სხვას გადავაბარე და დავიწყე ჩემს თავში ძიება, თუ რა შეიძლებოდა გამეკეთებინა, რადგან თარგმნის გამოცდილება მქონდა და რაკი ქართულ ენაზე ცოტა ინფორმაცია იყო ლიბერტარიანიზმზე, ანუ იმ იდეოლოგიაზე, რომელსაც "გირჩი" ასე ვთქვათ, "აწვება", გადავწყვიტე, პატარა ვიდეოები მეთარგმნა და გამეხმოვანებინა. ასე რომ, ბოლო 2 წელია, "გირჩის" ხმა ვარ - ვთარგმნიდი კიდეც, ვარედაქტირებდი, ვახმოვანებდი, ვამონტაჟებდი და ა.შ. სულ 200-მდე ვიდეო ვთარგმნე პოლიტიკის, ეკონომიკისა და სოციოლოგიის თემებზე. მგონი, საკმარისი ინფორმაცია მივიღე, რომ საჯაროდ დამეწყო ლაპარაკი იმის შესახებ, რაც მწამს და რისიც მჯერა, რომ სწორია. თავდაპირველად ჩვეულებრივ, რიგით თანამშრომლად მოვედი, მაგრამ ამ ადამიანებთან ყოველდღიური ურთიერთობის შედეგად მივხვდი, რომ ბევრი რამ მქონდა მათთან საერთო. მეც მიმაჩნდა, რომ მაგალითად, კანაფის მოხმარების გამო ადამიანი არ უნდა დაიჭირო, თუ სხვას არაფერს უშავებს. ის ხომ მხოლოდ საკუთარ თავს აყენებს ზიანს? იმ თემებიდან, რასაც "გირჩი" აჟღერებს, თვალში საცემია ერთი რამ, რომ შეუძლებელია ერთმა ადამიანმა იცოდეს, რა არის მეორისთვის ბედნიერების გზა, რომ ჩვენი აზრები თავზე არავის არ უნდა მოვახვიოთ. იმის თქმა, რომ ვიცით, როგორ უნდა იცხოვროს სხვამ სწორად, არაადამიანური და ამორალური მგონია.
GzaPress- ვფიქრობ, პოლიტიკოსმა კარგად უნდა იცოდეს, რა უნდა და რა სჭირდება ქვეყანასაც და ხალხსაც. ასე არ არის?
- ვერასდროს ვერც ერთ პარტიას ვერ ეცოდინება, რა არის კარგი ყველასთვის. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მინიმალური ფუნქციები, დაცული უნდა იყოს ქვეყნის შიდა და გარე უსაფრთხოება, მოწესრიგებული უნდა იყოს სასამართლო სისტემა და საგარეო ურთიერთობები. ეს არის მინიმალური სახელმწიფოს თეორია და ჩვენ გვგონია, რომ სახელმწიფო სწორედაც რომ მინიმალური უნდა იყოს, დანარჩენს კერძო სექტორი აიღებს საკუთარ თავზე. "გირჩის" სურვილია, ადამიანებს ჰქონდეთ მეტი თავისუფლება, ამასთანავე ისიც გვესმის, რომ თავისუფლება პასუხისმგებლობის გარშე არ არსებობს.
- როდესაც სხვის ბედნიერებაზე ამდენს საუბრობთ, საინტერესოა, თქვენთვის რა არის ბედნიერება?
- (ფიქრობს) მე მიყვარს ფიზიკა, ამ მხრივ გარკვეული განათლებაც მაქვს. მინდა, მქონდეს უფლება, ყველა მსურველს ვასწავლო და ამით შემოსავალი მივიღო, მაგრამ რაკი პროფესიით ფიზიკოსი არ ვარ, კანონმდებლობა არ მაძლევს ამის საშუალებს. არადა, ვიცი, თავს კარგად ვიგრძნობდი. მოკლედ, ჩემთვის ბედნიერებაა იმ საქმის კეთება, რომელიც მიყვარს. მთავრობაში "გირჩის" მოსვლის შემთხვევაში ადამიანებს ექნებათ საშუალება, ისე იცხოვრონ, როგორც მათ მიაჩნიათ სწორად.
- ერთადერთი კანდიდატი ვარ, რომელიც პარლამენტში რეალურად შეცვლის სიტუაციასო, - ამბობთ...
- დიახ, ასე ვფიქრობ. ჩვენი პარლამენტში ყოფნა გაახალისებს იქაურობას. კონკრეტულად 2 რამის გაკეთება მინდა - ყოველდღიურ რეჟიმში უშინაარსო კანონებს რომ იღებენ, ასეთი სისულელეები ძვირად დავუსვა თითოეულ პარლამენტარს და კიდევ, მინდა, ადამიანებს იურიდიული ტერმინების გარეშე, უბრალო ენაზე გავაგებინო, რა ხდება ყველდღე პარლამენტში. უკეთ უნდა ვიცოდეთ, რაზე ლაპარაკობს ის ხალხი იქ მაშინ, როცა ერთმანეთს არ აგინებენ და არ სცემენ. ამომრჩეველმაც უნდა ისწავლოს, რომ პოლიტიკოსს პასუხი მოსთხოვოს და ტყუილი არ აპატიოს.
- ალბათ თვითონაც არაერთხელ მოგიწევთ ტყუილის თქმა მოსახლეობისთვის, თქვენი ამომრჩევლისთვის...
- არასდროს! არა მგონია, ამის აუცილებლობა დადგეს. შემიძლია შევცვალო წარმოდგენა იმის შესახებ, როგორი უნდა იყოს პოლიტიკოსი. იდეოლოგიებისა და ეკონომიკის ცოდნით არც ერთ კანდიდატზე ნაკლები არ ვარ, ამას პლუს გულწრფელობა. ქართველ პოლიტიკოსებს კი, როგორც მინიმუმ ან ცოდნა აკლიათ, ან გულწრფელობა.
- მაშინ შევთანხმდეთ, რომ გამარჯვების შემთხვევაში, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ მოვალ და გკითხავთ, რამდენჯერ მოგიხდათ ტყუილის თქმა.
- დიდი სიამოვნებით, არ დაგემალებით. კონტრასტს ჩემსა და სხვა პოლიტიკოსებს შორის თვითონ ამომრჩეველი დაინახავს. ერთ-ერთი გადაცემის შემდეგ მითხრეს, სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით, ბავშვური გულწრფელობა გქონდაო. ე.ი. ხალხი მიხვდა ჩემს ბუნებრიობასა და გულწრფელობას.
- რეალურ კონკურენტად ვის მიიჩნევთ?
- ყველას მხარს უმაგრებს თავიანთი პარტიული ფინანსები და რესურსი - ეს უფრო მგონია ჩემი კონკურენტი. მაინც ვფიქრობ, რომ დიდი გავლენა უნდა მოახდინოს პიროვნულმა ფაქტორმა - შეიძლება მთაწმინდელები დავაინტერესო იმით, რომ მათ ჰყავდეთ გამორჩეული პარლამენტარი, ისეთი, როგორიც "გაუსწორდებათ" და იტყვიან, ეს ჩვენი კაციაო. ამის პოტენციალი მაქვს.
- გამორჩეული უკვე ხართ იმით, რომ თქვენგან პირდაპირი ეთერის დროს რამდენჯერმე უწმაწური სიტყვები გაისმა. როგორ ფიქრობთ, ეს რამდენად მისაღებია?
- ძველ საბერძნეთში იყო ტერმინი "იდიოტოს", რომელიც ნიშნავს არა გონებაჩამორჩენილს, არამედ ადამიანს, რომელიც საზოგადოებრივ ცხოვრებაში არ ერევა, პოლიტიკა არ აინტერესებს. ვინც იაზრებს, რა პროცესებიც მიდის, საჯაროდაც უნდა გამოხატავდეს შეხედულებებს და ამ დროს ბუნებრივი უნდა იყოს. თუ შესაგინებელია, მეც ჩვეულებრივ ვიგინები. სხვათა შორის, დედამაც მითხრა, კარგად ლაპარაკობდი და ბოლოში ყველაფერი გააფუჭეო. თუ ვინმეს ცუდად მოხვდა ყურში ჩემი სიტყვები, ბოდიშს ვიხდი.
- თქვენი პარტია აპროტესტებს აპრილიდან ძალაში შესულ სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან სხვა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ საჭის მართვა ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით ერთ წლამდე.
- შევთანხმდით იმაზე, რომ ნასვამი მძღოლი პრობლემაა საზოგადოებისთვის და სიმთვრალის შედეგად ბევრი ავარია ხდება. ამისთვის მას გარკვეული პერიოდით ვართმევთ მართვის მოწმობას, თუმცა ზუსტად ისეთივე სიმძიმის ქმედებაზე სასჯელი უფრო მკაცრია ნარკოთრობის დროს. რატომ, შედეგი ხომ ერთი და იგივეა? ნარკოტიკული თრობის ქვეშაა მძღოლი თუ სასმლითაა მთვრალი, ამას რა მნიშვნელობა აქვს?..
- ამბობთ, რომ ათობით ათასი მოქალაქე მოიხმარს კანაფს და მათ ემუქრებათ თავისუფლების აღკვეთის საფრთხე. ეს სტატისტიკა რამდენად რეალურია?
- სხვადასხვა სტატისტიკური კვლევების შეჯერების შედეგად დადგინდა, რომ ქვეყანაში მძიმე ნარკოტიკის მომხმარებელთა რაოდენობა უნდა გაამრავლო ათზე და მიიღებ დაახლოებით სურათს, თუ რამდენი ეწევა, მაგალითად, კანაფს. საქართველოში არის დაახლოებით 30.000-დან 50.000-მდე ინტრავენტური მომხმარებელი, ე.ი. 300.000-დან 500.000-მდეა რაოდენობა იმ ადამიანებისა, ვინც თვეში ან კვირაში ერთხელ მოიხმარს კანაფს.
- თვითონ თუ გაგისინჯავთ, ოღონდ გულწრფელად მიპასუხეთ.
- მომხმარებელი ვიყავი დიდი ხნის მანძილზე, თვეში რამდენჯერმე, მაგრამ ბოლო 2 წელია, აღარ მომიწევია, რადგან ფილტვებზე მქონდა სერიოზული პრობლემა, ოპერაციები დამჭირდა. სიგარეტის მოწევაც აკრძალული მაქვს. რა თქმა უნდა, არც ერთი ნარკოტიკი არ არის მისწრება ჯანმრთელობისთვის, მაგრამ როდესაც არის მოთხოვნა და ამ დროს უფრო მსუბუქი ნარკოტიკია ხელმისაწვდომი, მაშინ ადამიანები არ ეტანებიან "კრაკადილსა" და სხვა ამისთანა მძიმე რაღაცებს. სხვათა შორის, კანაფი ნაკლებ მავნებლობას იწვევს, ვიდრე სიგარეტი, ალკოჰოლი თუ ჰეროინი.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გენდერული თანასწორობის მაგალითი შავი ზღვის სანაპიროზე
რატომ უყვარს მსახიობს ფუქსავატი ბიჭი
სიყვარული ყველა პლანეტაზე, ყველა მიზიდულობა-განზიდულობაზე ძლიერია
"მთელი ცხოვრება მიწევდა ბიძიან-დეიდიანი ხალხის გვერდზე გაწევა იმისთვის, რომ სამსახური მეშოვა"
"2010 წლის აპრილში, ქართული დროშით პირველ ადგილზე რომ ვიდექი, ცრემლებიც კი წამომცვივდა"
საკუთარ თავთან საბრძოლველად შექმნა ალტერნატიული "მე"
"აღმოსავლეთის ექსპრესით მგზავრობა ძალიან მომინდა"
"შეიძლება, სხვა სახელწოდებით, მსგავსი გადაცემა წაიყვანონ"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
5 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
2 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
279 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი