ფინანსისტი და ტელეწამყვანი ეკრანზე და ეკრანს მიღმა
font-large font-small
ფინანსისტი და ტელეწამყვანი ეკრანზე და ეკრანს მიღმა
"რაც ტელევიზიაში მუშაობა დავიწყე, უფრო მეტ ტკბილეულს ვჭამ"

ნინუცა ორჯონიკიძე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაცემის - "ნაშუადღევის" ერთ-ერთი წამყვანი გახლავთ. ტელეწამყვანი პროფესიაზე, ჩაცმის სტილზე, თავის მოვლაზე გვესაუბრა და ცოტა რამ ოჯახზეც გვითხრა...



"ჯინსის შარვალი და მაისური ჩემი განუყრელი "მეგობარია"
- დიდად პრანჭია ბავშვი არ ვყოფილვარ, უფრო ცელქი, მოძრავი და ენერგიული ვიყავი. თან, ჩემი ბავშვობა 90-იან წლებს დაემთხვა. ცოტათი განსხვავებული, მაგრამ ბედნიერი და სითბოთი სავსე ბავშვობა გვქონდა. ის ყველაფერი, რაც ახლა საქართველოშია - მაღაზია, კაფე თუ სავაჭრო ცენტრი, მაშინ არ იყო. ბავშვები ეზოში ვთამაშობდით. ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება გვქონდა, კარგად ვერთობოდით, ხალისიანები ვიყავით...
- დღეს გაპრანჭვა გიყვარს?
- როდესაც ადამიანი ეკრანზე ჩნდები, მაქსიმალურად უნდა შეეცადო, მოვლილი იყო, რადგან ეკრანზე ყველაფერი ძალიან ჩანს. შესაბამისად, ტელევიზიაში გრიმიორები, ვიზაჟისტები გვეხმარებიან. წამყვანების ჩაცმის სტილზე, ნებისმიერ დეტალზე "ფროდაქშენის" ჯგუფი ერთობლივად მუშაობს... რეალურ ცხოვრებაში მაკიაჟს თითქმის არასოდეს ვხმარობ და გაცილებით უფრო მოხერხებულად ვიცვამ - ჯინსის შარვალი და მაისური ჩემი განუყრელი "მეგობარია".
GzaPress
- შენთვის, როგორც ტელეწამყვანისთვის შერჩეული სამოსი შენს გემოვნებას ყოველთვის ემთხვევა?
- ამ საკითხს ჩემზე გაცილებით უფრო გამოცდილი პროფესიონალები მიგვარებენ - მე სულ რამდენიმე თვეა, რაც ეკრანზე ვჩანვარ. კიდევ საინტერესო დეტალს ვიტყვი: შეიძლება, ის სამოსი, რაც ცხოვრებაში ლამაზია, ეკრანს საერთოდ არ უხდებოდეს და პირიქით - რამაც შეიძლება ცხოვრებაში დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინოს, ეკრანზე ლამაზი ჩანდეს. ამიტომ პროფესიონალებზე მინდობილი ვარ.
- ეკრანზე კედებში გამოწყობილიც ჩნდები...
- კი. 2-საათნახევრიანი ეთერია და საკმაოდ დამღლელია, როცა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გაცვია. კედების ჩაცმასთან დაკავშირებით, პროდიუსერებს პრობლემა არ აქვთ, პირიქით... "ნაშუადღევს" აკადემიური გადაცემა არ არის. თუ გადაცემა ისეთ თემებზეა, რომ აუცილებელია, აკადემიურად გამოვიყურებოდეთ, გვაფრთხილებენ. თავისუფალი ფორმატი გვაქვს, როგორც ჩაცმულობის, ასევე წაყვანის თვალსაზრისით.

ფინანსისტი და ტელეწამყვანი
- ამჟამად, ჩემი ძირითადი საქმიანობა ტელევიზიას უკავშირდება. ჩვენი გადაცემა ყველას ძალიან გვიყვარს და საკუთარ თავზე ბევრს ვმუშაობთ, რომ უკეთესი წამყვანები ვიყოთ, მაყურებლებისთვის საინტერესო თემები მივიტანოთ. საკმაოდ ხანგრძლივი, დინამიკური და ინფორმაციული ეთერი გვაქვს. შესაბამისად, ძირითადად, ინფორმაციის ძიებაში ვარ. დღის მეორე ნახევარში შვილზე ზრუნვით გახლავართ დაკავებული.
- კიდევ სადმე მუშაობ?
- არა, რას ამბობთ! ამ საქმეს ბევრი დრო სჭირდება. ერთი პერიოდი "საქართველოს ვარსკვლავზეც" ვმუშაობდი და მაშინ კვირაში 6 დღე მუშაობა მიწევდა, საკმაოდ დატვირთული ვიყავი. ეს სულ რაღაც თვე-ნახევარი გაგრძელდა. ძალიან მაგარი იყო! ისე გამიხარდა, წამყვანად რომ შემარჩიეს, გაოგნებული ვიყავი!
- როგორ ფიქრობ, შენ რატომ შეგარჩიეს?
- წარმოდგენა არ მაქვს, მეშინია ვიკითხო. ხომ იცი, რომ გაგიმართლებს, ჯობია არ იკითხო, რატომ გაგიმართლა (იცინის). "ნაშუადღევში" რომ მოვხვდი, ამაშიც საოცრად გამიმართლა, რადგან საკმაოდ რთული კასტინგი ჩატარდა. ყველა შესარჩევი გოგო ძალიან კარგი იყო. ცხოვრებაში მართლა ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ გაგიმართლებს.
- "ნაშუადღევის" წამყვანობამდე რას საქმიანობდი?
- პროფესიით ფინანსისტი ვარ. საინვესტიციო ბანკში ვმუშაობდი. ასევე, საუდიტორო კომპანიაში სტაჟირება გავიარე, როდესაც ვსწავლობდი... ბოლო 3 წელიწადია, უკვე ტელევიზიით დავკავდი, ოღონდ როდესაც სტაჟირებას გავდიოდი, ძირითადად, ეკრანზე არ ვჩანდი - რეპორტიორად ვმუშაობდი.
- ფინანსისტი ჟურნალისტიკით რატომ, როგორ დაინტერესდი?
- ჟურნალისტიკა ბავშვობიდან მომწონდა. სკოლაშიც რაღაცებს ვიგონებდი, სტატიებს ვწერდი, სიუჟეტებს ვაკეთებდი... ჟურნალისტობა სულ მინდოდა, მაგრამ 2004 წელს, როდესაც სკოლა დავამთავრე, მაშინ ეს სფერო დიდად განვითარებული არ იყო. მშობლებმა ტექნიკური საგნების შესწავლა მირჩიეს (მეხერხებოდა), რომლითაც კარგი სამსახური, სტაბილური შემოსავალი მექნებოდა. მეც დავუჯერე და სხვათა შორის, არ ვნანობ. ფინანსისტობა საკმაოდ შრომატევადი საქმეა, ბევრ მუშაობას მოითხოვს. მეცადინეობა საათობით მიწევდა, რამაც დისციპლინა, დროის სწორად განაწილების უნარი და ბევრი ისეთი თვისება გამომიმუშავა, რაც ტელევიზიაში ძალიან მადგება.

თავის მოვლა
- სატელევიზიო გრიმის გაკეთება ხშირად გვიწევს. შედეგად, სახის კანი გადაღლილია. უბრალოდ, ყოველ დილა-საღამოს კანს ვიტენიანებ. როცა თავისუფალი დრო გამომიჩნდება, აუცილებლად ვვარჯიშობ. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან კარგია, არა მხოლოდ ჯანმრთელობისთვის, არამედ - კარგ ხასიათზეც დგები ადამიანი, ენერგიული ხარ... კვების რეჟიმს რაც შეეხება, გაკონტროლებას წინათ უფრო ვახერხებდი, რომ უფრო მეტად ჯანსაღი საკვები მეჭამა. როგორც აღვნიშნე, ჩვენი გადაცემა საკმაოდ ხანგრძლივია. რომ ვიღლები, ხან შოკოლადს შევჭამ, ხან - სხვა ტკბილეულს, რომ "ენერგიაზე მომიყვანოს". რაც ტელევიზიაში მუშაობა დავიწყე, უფრო მეტ ტკბილეულს ვჭამ. ისე, ვცდილობ, ჯანსაღად ვიკვებო. ქართული სამზარეულო მიყვარს და ჩემს თავს გემრიელი ქართული კერძების ჭამაზე უარს არ ვეუბნები.
- ცხოვრების რომელიმე ეტაპზე წონის პრობლემა შეგქმნია?
- ფეხმძიმობის შემდეგ 15 კილო მქონდა მომატებული. ამ წონას 1-2 წელი ვებრძოდი. წონის კლების პროცესი საკმაოდ რთულად მიმდინარეობდა, ძალიან გამიჭირდა. ზუსტად მაშინ ვისწავლე, რომ შიმშილი გამოსავალი არ არის. უბრალოდ, კვება გრძელვადიანად უნდა გააკონტროლო. რეალურად, წონაში დაკლება ძალიან მარტივია, ოღონდ მაგალითად, 3-კვირიანი დიეტა კი არ უნდა დაიცვა, არამედ - ცხოვრების სტილი შეცვალო. კვების რაციონიდან ცომეულის ამოღებით ნელ-ნელა, სტაბილურად წონაში კლებას დავიწყებთ ისე, რომ ორგანიზმიც არ დაზიანდება... რჩევებს ვერ დავარიგებ, რადგან ენდოკრინოლოგები არსებობენ, რომლებიც უკეთ გვირჩევენ, თან ყველას ორგანიზმი განსხვავებულია და ესეც უნდა გავითვალისწინოთ.
- კვების რაციონში დღეს რაიმე შეზღუდვა გაქვს?
- ვცდილობ, გადაცემის წინ ძალიან ბევრი და "მძიმე" საკვები არ მივირთვა, რომ ეთერში კომფორტულად ვიყო. როდესაც ასეთი დატვირთული გრაფიკი გაქვს, კარგად უნდა იკვებო, რომ ენერგიული იყო - ჩვენს პროფესიას ყველაზე მეტად ეს სჭირდება. როგორც კი ზედმეტს შეჭამ ან მშიერი ხარ, ფორმაში ვეღარ ხარ. ეთერში ყოფნისას არაფერი უნდა გაწუხებდეს. სრული კონცენტრაცია გჭირდება, რომ რესპონდენტთან საუბრისას გამართული იყო, აზრები ჩამოაყალიბო...
GzaPress
ოჯახი
- 9 წელია, გათხოვილი ვარ. მყავს მეუღლე და ერთი ბიჭი - ძალიან საყვარელი და კეთილი. ჩემი შვილი ჩვენი გადაცემის დიდი გულშემატკივარია. განსაკუთრებით, "ლევან ჯობავას სამზარეულო" უყვარს. სკოლის მოწაფეა. ტელევიზია მოსწონს და ჩვენთან ერთად, იქ ბევრ დროს ატარებს. ყველას იცნობს. პერიოდულად უფლებას აძლევენ, კამერაშიც ჩაიხედოს და საეთეროშიც შევიდეს - კარგად იქცევა.

სამეგობრო
- გადაცემის წამყვანები ისე დავახლოვდით, რომ შაბათ-კვირასაც ერთად (ბავშვებიანად) ვატარებთ. პატარა ოჯახივით შევქმენით და არა მხოლოდ ეკრანზე, არამედ ეკრანს მიღმაც ვმეგობრობთ. ჩვენი შვილებიც მეგობრობენ. ტრადიციულად, შაბათ-კვირას ბავშვები ერთად მიგვყავს კინოში, ვასეირნებთ... რაკი სამსახურს ბევრი დრო "მიაქვს", როგორც კი ვიცლი, ძირითად დროს ოჯახთან ურთიერთობისთვის ვიყენებ - დიდი ოჯახი მყავს.
- ამას წინათ, ეთერში ნიკოლას ქეიჯის ახალშერთულ, მასზე ბევრად უმცროსი ასაკის ცოლზე საუბრობდით...
- რომელსაც მსახიობი უკვე გაშორდა - 4 დღეში ქორწინების ანულირება მოითხოვა. ვამბობდი, რომ რაღაც უცნაური ამბავი ხდებოდა (იცინის)...
- წყვილს შორის ასაკობრივ სხვაობაზე რეალურად, რას ფიქრობ?
- ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ, ერთად უნდა იყვნენ - ჩემი შეხედულება ეს არის. კიდევ, გადაცემაში ვიკამათეთ, რომ 50 წლის ასაკში საქორწინო კაბის ჩაცმა არ შეიძლება. ასეთი თემები იმიტომ "მოგვაქვს", რომ ჯანსაღი, სახალისო კამათი იყოს. სახალისო განწყობა რომ შეიქმნას, ხანდახან ერთმანეთს ვეწინააღმდეგებით, თორემ მე ვინ მეკითხება, ვისაც რა უნდა, ის ქნას (იცინის)...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რთულია მშობლიურ ქალაქთან, უბანთან, მეგობრებთან განშორება
"რამდენიმე თითში მგრძნობელობა ჯერ არ დამბრუნებია"
"თავიდან რომ შემეძლოს ცხოვრების დაწყება, ყველაფერს თავდაყირა დავაყენებდი"
საკუთარ თავს თვითონ ქმნი უამრავი წინააღმდეგობის გადალახვის პროცესში
"თითოეულ ფრაზასა და ბგერას დიდ ყურადღებას ვაქცევთ"
სენი, რომელმაც უამრავი ოჯახი შეიწირა
"ღმერთს მადლობა, რომ ასეთი დიდი ოჯახი ვართ"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი