ქართველი მოდელის ამერიკული კარიერა და თავგადასავლები
font-large font-small
ქართველი მოდელის ამერიკული კარიერა და თავგადასავლები
"თანატოლებთან შედარებით მაღალი ვიყავი და ძალიან მრცხვენოდა"

ქართველი მოდელი ლალო ნებიერიძე ამერიკაში, ლოს-ანჯელესში უკვე რამდენიმე წელია ჩვენებებსა და ფოტოსესიებში მონაწილეობს. გარდა ამისა, ჟურნალისტად მუშაობს ლოს-ანჯელესის ინტერნეტტელევიზიაში Hello Hollywood. ლალო მოგზაურობს კიდეც - უკვე 17 ქვეყანაშია ნამყოფი და მას სწორედ ამ თავგადასავლებსა და სიახლეებზე სასაუბროდ შევეხმიანეთ ამერიკაში.


- სამოდელო კარიერა 13 წლის ასაკიდან დავიწყე. ვერ წარმომიდგენია გოგო, რომელიც ბავშვობაში არ ოცნებობდა პრინცესობაზე. მეც ასე ვიყავი, თუმცა არასდროს მიფიქრია, რომ გამორჩეული გარეგნობა მქონდა და არც დღეს არ ვთვლი ასე. უბრალოდ, ისე აეწყო, რომ მოვხვდი სამოდელო სტუდიაში, სადაც კარგად მოვემზადე. თანატოლებთან შედარებით მაღალი ვიყავი და ძალიან მერიდებოდა, მრცხვენოდა ამის გამო, მაღალქუსლიან ფეხსაცმელსაც კი არ ვიცვამდი. მერე, როდესაც მივეჩვიე ჩემს გარეგნობასა და სიმაღლეს, უფრო კომფორტულად ვგრძნობდი თავს და სამოდელო სფეროშიც უფრო აქტიურად, თავდაჯერებულად შევძელი საკუთარი თავისა და შესაძლებლობების წარმოჩენა. ლელა ცინცაძე, სამოდელო სააგენტო "შარმის" ხელმძღვანელი ჩემი მეზობელი იყო. დედაჩემს უთხრა, - ლალოს აქვს პოტენციალი და სურვილის შემთხვევაში, ჩემთან მოვიდესო. მერე "იმიჯ-ცენტრში" გადავედი და სხვადასხვა საინტერესო პროექტზე ვმუშაობდი. 2004 წელს "მის საქართველოს" შესარჩევ კონკურსში მივიღე მონაწილეობა და "მის ტელეგენურობა" გავხდი. ამ დროს 18 წლის ვიყავი. ეს იყო ჩემი პირველი სერიოზული წარმატება. ჟიზელამდე და ადრიანა ლიმამდე ვერასდროს მივალ, მაგრამ გავლილი პერიოდი ძალიან საინტერესო იყო - ბევრი კარგი მეგობარი შევიძინე, ვიმოგზაურე, პარალელურ რეჟიმში ვსწავლობდი. სამოდელო სფერო სწორედ ისეთი აღმოჩნდა, როგორიც წარმომედგინა. საზღვარგარეთ მიღებული გამოცდილების შემდეგ კი უკვე როგორც ბიზნესს, ისე შევხედე და სხვადასხვა რაკურსით დავინახე ეს პროფესია.
GzaPress- მოგზაურობამ როდის გაგიტაცათ?
- სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში როგორც მოდელს, ისე მომიწია ჩასვლამ. "მის საქართველოს" შემდეგ თურქეთში ჩატარდა საერთაშორისო კონკურსი, რომელშიც 20-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა და წარმოდგენილი იყო საქართველოც. პირველი ადგილი ავიღე, რამაც ძალიან გამახარა, თან ჩემს დაბადების დღეს, 6 სექტემბერს დაემთხვა ეს გამარჯვება. ამაზე ბევრი დაიწერა იქაურ პრესაში. მოკლედ, ეს გასვლები გახდა ჩემი მოგზაურობით გატაცების მიზეზი, დამაინტერესა სხვადასხვა ქვეყნის ისტორიამ, კულტურამ, ბუნებამ.
- რამდენ ქვეყანაში ხართ ნამყოფი?
- 17 ქვეყანაში ვარ ნამყოფი. შეიძლება, ბევრი არ არის, მაგრამ არც ცოტაა. 50-მდე ქალაქი მინახავს. ბევრი რამ შეიძლება ნახო და ისწავლო მოგზაურობით. დღესდღეობით ეს ჩემი ყველაზე საყვარელი საქმიანობაა.
- რომელმა ქვეყანამ მოახდინა თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება?
- გაცვლითი პროგრამით ვიყავი პოლონეთში და ბევრი ვიმოგზაურე იმ ორ თვეში. მოვიარე ავსტრია, ჩეხეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, საფრანგეთი. ბევრი სასიამოვნო რამ მახსენდება იმ პერიოდზე და ამიტომ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს პოლონეთის მიმართ, თუმცა ავსტრიაში ვიცხოვრებდი. ძალიან მომეწონა ვენა, ორჯერ ვიყავი და იმდენად მოვიხიბლე, ვფიქრობდი კიდეც იქ საცხოვრებლად და სასწავლებლად გადასვლას. არ ვარ ნამყოფი აზიაში და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მეძახის და მეუბნება, მნახეო. აზიური კულტურა და ისტორია მაინტერესებს და აუცილებლად ვნახავ.
- თავგადასავალიც ბევრი გექნებათ.
- 12 მეგობარი 2 მანქანით წავედით უნგრეთში, ერთ-ერთი ავტომობილის საჭესთან მე ვიჯექი. 2-3 დღეში უნდა მოგვესწრო ბევრი რამ, უკან უნდა წამოვსულიყავით, რადგან პოლონეთში, ორშაბათ დილით რაღაც პროექტს უნდა დავსწრებოდით. მოკლედ, შაბათ-კვირას ფაქტობრივად, მთელი ჯგუფი გავიპარეთ. იმ პერიოდში ჯიპიესით არ ვსარგებლობდით, ამოწერილი გვქონდა, სად, რომელ ადგილას უნდა გადაგვეხვია. გვერდით ვინც მეჯდა, იმ გოგონას, "შტურმანს" ჩაეძინა და მე ჩემი მეხსიერებით გავუყევი გზას. 4 საათის ნაცვლად 13 საათი ვიარეთ და თავი ამოვყავით ავსტრიის საზღვარზე. ვიღაც კაცი ხელს გვიქნევდა, გვანიშნებდა, უკან დაბრუნდითო. ბოლოს, კითხვა-კითხვით გამოვიგენით გზა. პოლონეთში უკვე ყველა გვეძებდა...
ერთხელ, პოლონეთიდან ჩეხეთში რომ მივდიოდით, მატარებლის ბილეთი თურმე არასწორად გვიყიდია და სადღაც ჩამოგვყარეს. ენის ბარიერი გვქონდა, იქაურები ინგლისურად არ საუბრობდნენ და ხელებით და ფეხებით რაღაცნაირად ვაგებინებდით, რა გვინდოდა. მახსოვს 2008 წლის მოგზაურობაც. ჩეხეთში ერთი კვირით ვიყავი წასული რამდენიმე მეგობართან ერთად და ერთი თვით ჩავრჩი. 2008 წლის 9 აგვისტოს მიწევდა დაბრუნება, მაგრამ აეროპორტში დიდი ჩემოდნით ხელში, უფულოდ დავრჩი. მახსოვს, ჯიბეში ხურდები მოვძებნე და იმით ვიყიდე ერთი ჰამბურგერი. თან ვნერვიულობდი, არ ვიცოდი, რა ხდებოდა ჩემს ქვეყანაში, სადაც მშობლები და ახლობლები მყავდა. კიდევ კარგი, ქართველებმა, რომლებსაც საერთოდ არ ვიცნობდი, მიპატრონეს, გვერდში დაგვიდგნენ მე და ჩემს მეგობრებს და ის 3 კვირა თან გადაგვყვნენ. ქართველებს ნამდვილად ბევრი კარგი თვისება და უნიკალური ტრადიციები გვაქვს, რაც სხვა ერებისგან გამოგვარჩევს. ვცდილობ, საქართველო მხოლოდ იდეალური კუთხით წარმოვაჩინო და ვინც ჩამოვიყვანე მანდ, ყველა აღტაცებული და შეყვარებულია საქართველოზე.
- მოგზაურობისას უცხო რამეებს თუ აგემოვნებთ?
- ექსტრემალი ვარ და რაც უნდა დავინახო, ყველაფერს ვსინჯავ-მეთქი, - ასე არ არის. შევათვალიერებ ხოლმე, სურნელს შევიგრძნობ და შეიძლება მერე გავსინჯო. ნებისმიერ ქვეყანაში ვცდილობ, ადგილობრივებთან ვიმეგობრო. მათ კარგად იციან, სად არის საუკეთესო კერძები და რჩევებს ყოველთვის ვითვალისწინებ. მეუღლესთან ერთად კრუიზში ვიყავი და იქ ჰქონდათ განსაკუთრებული კერძები - ბაყაყის ფეხები, ლოკოკინები, ზღვის პროდუქტები... ბაყაყის ფეხები და ლოკოკინები იქ გავსინჯე პირველად, გემრიელად იყო შეზავებული. რომ გითხრათ, სახლში მე თვითონ მოვამზადებ-მეთქი ამ კერძს, არჩევანს უფრო სხვა რამეებზე გავაკეთებდი, მაგრამ უცხოს გასინჯვა უცხო გარემოში მომწონს...
- რაც შეეხება ამერიკას, საბოლოოდ საცხოვრებლად მაინც ამერიკა არჩიეთ. რატომ?
- რამდენჯერმე ვიყავი სამოგზაუროდ. ამერიკაში ბევრი საინტერესო ქალაქი მინახავს და არ გამჩენია იქ დარჩენის სურვილი. ერთხელ ვიფიქრე, მოდი, ლოს-ანჯელესსაც ვნახავ-მეთქი. ამ ქალაქს ხომ "მსოფლიო შემოქმედების დედაქალაქს" უწოდებენ. იქ არის ჰოლივუდიც, იქ იყრის თავს დედამიწის თითქმის ყველა ერის წარმომადგენელი. ჩამოვედი და განსაკუთრებულად კომფორტულად ვიგრძენი თავი, მიმიზიდა და დამაინტერესა აქაურობამ. ხანმოკლე ვიზიტი ხანგრძლივი გახდა, არც ველოდი სამოდელო საქმიანობაში თუ ჩავერთვებოდი - მივედი ერთ-ერთ კასტინგზე და დიზაინერი Dენა Bურტონი აღფრთოვანდა ჩემით. ის ძალიან წარმატებული დიზაინერია, ლოს-ანჯელესის მოდის კვირეულზე "წლის აღმოჩენადაც" კი დაასახელეს. მან ამიყვანა და ეს იყო ჩემი პირველი ჩვენება ლოს-ანჯელესში, სასტუმრო "ჰილტონში". ამას მოჰყვა ფოტოსესიები, რის შემდეგაც ჩვენი ფოტოები მოხვდა ვებსაიტებზე და კატალოგებში, მოდელობას ტელეწამყვანობაც შევუთავსე - "წითელი ხალიჩისა" და ივენთების წამყვანი ვიყავი. სასიხარულოა, რომ წითელ ხალიჩაზე, კასტინგებზე ფოტოგრაფები გცნობენ: ლალო, გამოგვხედე თუ შეიძლება; ლალო, ეს დიზაინერი მინდა გაგაცნო და ა.შ. ჩემდა გასაკვირად, თავიდანვე შინაურულად მიმიღეს და დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს ბევრ დიზაინერთან. ამის შემდეგ წამოვიდა შემოთავაზებები, გადაღებები, კასტინგები, რამდენიმე დიზაინერისგან იმ წელსვე მქონდა შემოთავაზება, მეთანამშრომლა ლოს-ანჯელესის მოდის კვირეულზე. ამაზე არც კი მიოცნებია. გეგმაში არ მქონდა კვლავ სამოდელო სფეროში გადახვეწა, რადგან ამ დროს უკვე ტელევიზიაში ვმუშაობდი. ისე აღმოჩნდა, რომ მოდელობა ჩემს ძირითად საქმიანობად გადაიქცა - 4 წელი ვმონაწილეობდი ყველა ჩვენებაში, რაც ლოს-ანჯელესის მოდის კვირეულის ფარგლებში ტარდებოდა, ჩავდიოდი ნიუ-იორკშიც რიგ ჩვენებებზე. ბევრი საინტერესო და წარმატებული ადამიანი გავიცანი. ონლაინტელევიზიაში ვაშუქებდი დაჯილდოების ცერემონიალს - წითელ ხალიჩაზე ვიდექი და ინტერვიუს ვიღებდი ვარსკვლავებისგან, სტუმრებისგან.
GzaPress
- შეხვედრა, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ...
- დიზაინერ ჯულიენ მაკდონალდთან და მსახიობ ედრიენ ბროუდისთან შეხვედრა. ბროუდის ერთ-ერთ გამოფენაზე შევხვდი, ვისაუბრეთ, ფოტოები გადავიღეთ. როგორც მსახიობი, ყოველთვის მომწონდა და როდესაც გავიცანი, ეს სიმპათია გამიორმაგდა, ძალიან ღრმა ადამიანია, მოხიბლული დავრჩი მისით.
- თქვენს ოჯახზე, მეუღლეზეც გვითხარით რამე...
- ჩემი მეუღლეა ლევან ენუქიძე. საქართველოში გავიცანით ერთმანეთი, მერე დისტანციის მიუხედავად, გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა. ვიქორწინეთ საქართველოში, ძალიან ლამაზი იყო ჩვენი ქორწილის დღე. გვყავს 2 წლის გიორგი, რომელიც ძალიან ცელქია, უყვარს კითხვა. თვითონ არჩევს წიგნს, რომელსაც იმ დღეს წავუკითხავ.
- ამ ეტაპზე რა სიახლეები გაქვთ, რას საქმიანობთ?
- ვცდილობ, უფრო მეტად გადავერთო ბიზნესსფეროში, თუმცა მაქვს ჩვენებები და გადაღებები, ძველი კონტაქტები მომყვება. ბევრი იდეა მაქვს, ღვინის იმპორტით დავინტერესდი, მინდა შევქმნა სავაჭრო პალატის მსგავსი, რომელიც ვაჭრობას შეუწყობს ხელს. ფინანსები და საბანკო საქმე მაქვს დამთავრებული და ვგეგმავ, სამსახური მოვძებნო და ჩემს პროფესიაშიც მოვსინჯო ძალები. საქართველოში აუცილებლად დავბრუნდებით, რადგან ცხოვრების ამ ეტაპზე შეძენილი ცოდნა და გამოცდილება სწორედ საკუთარ ქვეყანას გვინდა მოვახმაროთ.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"მთელი ცხოვრება მიწევდა ბიძიან-დეიდიანი ხალხის გვერდზე გაწევა იმისთვის, რომ სამსახური მეშოვა"
"2010 წლის აპრილში, ქართული დროშით პირველ ადგილზე რომ ვიდექი, ცრემლებიც კი წამომცვივდა"
საკუთარ თავთან საბრძოლველად შექმნა ალტერნატიული "მე"
"აღმოსავლეთის ექსპრესით მგზავრობა ძალიან მომინდა"
"შეიძლება, სხვა სახელწოდებით, მსგავსი გადაცემა წაიყვანონ"
"თუ მიზანი საინტერესოა და შინაგანად მანთებს, ჩემთვის წინააღმდეგობა არ არსებობს"
"მაქვს ხეხილის ბაღი, ბოსტანი, ყვავილები"
რა პირობა შეუსრულა თემო მელიქიძემ ბებიას
რატომ არ უყვარს ზაფხული ქეთი ხუციშვილს
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
204 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი