ტრიო "ბალადა" კონცერტისთვის ემზადება
font-large font-small
ტრიო "ბალადა" კონცერტისთვის ემზადება
"თითოეულ ფრაზასა და ბგერას დიდ ყურადღებას ვაქცევთ"

როგორც ახალგაზრდა მომღერლებთან შეხვედრის დროს შევიტყვე, ლევან ქუთათელაძეს, ზუკა ბახტაძე-ბალანჩივაძესა და ბაჩო მაღლაკელიძეს სიმღერა გენეტიკურად მოსდევთ, ასე ვთქვათ, ეს მათი ოჯახური ტრადიციაა და შესაბამისად, თითოეული მათგანი სიმღერას ბავშვობიდან ეზიარა. "პირველად მუსიკასთან შეხება მაშინ მქონდა, როცა მშობლების ნამღერი მოვისმინე", - მითხრა ლევანმა. ბაჩოს მშობლებიც მღეროდნენ - სიმღერის დროს გაუცნიათ ერთმანეთი, ხოლო ზუკას ოჯახში ბაბუა მღეროდა, მის ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ ბაბუას მეგობრები და მათ გარემოცვაში მოხვედრილ პატარას სიმღერისადმი ინტერესი გაუღვივდა...


ტრიოს წევრებს მრავალწლიანი მუსიკალური ბიოგრაფია აქვთ: ლევანი და ბაჩო წარმოშობით ქუთაისიდან არიან. პირველი ნაბიჯებიც ამ სფეროში იქ გადადგეს, ფოლკლორის სასახლის აღზრდილები არიან და შემდეგ სხვადასხვა ანსამბლში მღეროდნენ. რამდენიმე ჟანრში სიმღერის დიდი გამოცდილება აქვთ, მათ შორისაა გალობა, რომელსაც დღესაც მისდევენ.
ზუკას მუსიკალური ცხოვრებაც 6 წლიდან დაიწყო, იყო ჯანსუღ კახიძის ბიჭუნათა კაპელის წევრიც და ბავშვობის პერიოდიდან დიდი მაესტროს გვერდით გატარებული დრო, სიხარულით ახსენდება. ისიც, როგორც ლევანი და ბაჩო, სხვადასხვა დროს რამდენიმე ანსამბლში მღეროდა და ახლაც მღერის.
ეს სამი სხვადასხვა პროფესიის ახალგაზრდა სიმღერის სიყვარულმა გააერთიანა. ქალაქური სიმღერისადმი ინტერესი ყოველთვის ჰქონდათ და სწორედ ეს მიმართულება აირჩიეს ტრიოსთვის. ბოლო პერიოდში "ბალადა" აქტიურ რეჟიმშია, მიმდინარეობს რეპერტუარის შერჩევა და ინტენსიური რეპეტიციები, რომლის შედეგს 2 ივნისს მოისმენს მსმენელი. აქვე გეტყვით, რომ ტრიოს პროდიუსერი მაიკო ღუღუნიშვილია, ხოლო მუსიკალური ხელმძღვანელი ნანა კალანდაძე.
მას შემდეგ, რაც ქალბატონმა ნანამ საკუთარ თავზე აიღო "ბალადას" მუსიკალური ხელმძღვანელობა, ტრიომ შეძლო თავისი ინდივიდუალური ჟღერადობა შეეძინა. მათი რეპერტუარი მოიცავს ქართულ ლირიკულ და ქალაქურ მელოდიებს, ანუ იმ სიმღერებს, რომელიც მსენელისთვის კარგად ნაცნობია და დიდ ნაწილს განსაკუთრებულ თბილ ემოციას აღუძრავს. ამ დროისათვის "ბალადას" რეპერტუარშია: რევაზ ლაღიძის, ბიძინა კვერნაძის, ჯანსუღ კახიძის, ეთერ ჭელიძის, თემურ ნაცვლიშვილის, რუსუდან სებისკვერაძის, მარიკა კვალიაშვილის, ნანა კალანდაძის, ნუნუ გაბუნიას, ოთარ რამიშვილის, ნატო გელაშვილის, ბაჩუკი ჭეიშვილის, არჩილ კერესელიძის, მარინა ლეკიშვილის, ეკა თევზაძის, მიშიკო ზაქარეიშვილის, ზურა ბოკუჩავას, მამუკა ჩარკვიანის, ავთო შარვაძის, ზურა მანაგაძის, ნატო თოთიბაძისა და სხვა კომპოზიტორების მიერ შექმნილი სიმღერები.
როგორც ბიჭები ამბობენ, ტრიოს სახელწოდება "ბალადა" სწორედ მათი სიმღერის ჟანრისა და იმ სტილიდან გამომდინარე უწოდეს, რომელსაც ასრულებენ.
GzaPress
ლევან ქუთათელაძე:
- რეპერტუარს დიდი სიფრთხილით ვეკიდებით. ქალბატონი ნანა პროფესიონალიზმითა და გემოვნებითა მუშაობს სიმღერებზე და ჩვენ მისგან ბევრ რამეს ვსწავლობთ. გარწმუნებთ, ძალიან დიდი ხანი ვმუშაობთ ერთ სიმღერაზე, არა იმიტომ, რომ ათვისება გვიჭირს ან რამეზე ვერ ვთანხმდებით, უბრალოდ პრეტენზიულები ვართ საკუთარი თავის მიმართ და ბევრს ვმუშაობთ საუკეთესო შედეგისთვის. აქედან გამომდინარე, თითოეულ ფრაზასა და ბგერას დიდ ყურადღებას ვაქცევთ.
- ალბომის გამოსაცემად ემზადებით და 2 ივნისს თქვენს კონცერტზე მასში შემავალი სიმღერები შესრულდება?
- დიახ, ამჟამად ალბომზე ვმუშაობთ. თავდაპირველად ვფიქრობდით, რომ ჩვენი დისკის პრეზენტაცია და კონცერტი ერთად დაგვეგეგმა, თუმცა, ბოლოს გადაწყდა, ვიმღერებთ მხოლოდ რამდენიმე იმ სიმღერას, რომელიც ალბომში შედის და დანარჩენი იქნება სხვა მუსიკალური ნომრები. კონცერტზე დაახლოებით 15 სიმღერას შევასრულებთ, აქედან ნახევარი იქნება გიტარის, ხოლო მეორე - ფორტეპიანოს თანხლებით.
- ეს იქნება ახალი თუ საზოგადოებისთვის ცნობილი სიმღერები?..
- აბსოლუტურად ყველა სიმღერა საზოგადოებისთვის ცნობილია. მათ სხვადასხვა დროს მღეროდნენ შემსრულებლები, ტრიოები და ანსამბლები, მაგრამ ჩვენი არც ერთი სიმღერის ვერსია არ იქნება მათთან იდენტური. ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში ძალიან რთულად დგას გახმოვანების საკითხი და ამ თვალსაზრისით პრობლემებს ვაწყდებით. ახლა უკვე ვიცით, თუ ვინ ჩაიბარებს ამ საქმეს და ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენს კონცერტს ჩვენი მეგობარი რომა გიორგაძე გაახმოვანებს. ის ბევრისთვის ცნობილი მუსიკოსია. მისი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი სიმღერა "სულ წინ იარე" იყო, რომლითაც საქართველო "ევროვიზია 2019"-ის მონაწილე გახდა.

- კონცერტის ფორმატსა და სხვა დეტალებზე პროდიუსერმა გვიამბოს...

მაიკო ღუღუნიშვილი:
- სიამოვნებით. 2 ივნისს, კვირას, საღამოს 19:00 საათზე, თეატრალური უნივერსიტეტის, დოდო ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრის დარბაზში "ბალადას" საპრეზენტაციო საღამო გაიმართება. ეს დარბაზი ახალი გარემონტებულია, შესანიშნავი აკუსტიკაა და 200-მდე მაყურებელს იტევს. მაყურებლებს შორის იქნებიან: მუსიკოსები, მუსიკათმცოდნეები, სხვადასხვა შემსრულებლები, ვისი აზრი და შეფასება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მოწვეული გვეყოლება მედიისა და სხვადასხვა ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლები. დასწრება შესაძლებელი იქნება მოსაწვევებით.
- საღამოს ვინ წარუძღვება?
- ვფიქრობთ, ამ შემთხვევაში მუსიკალურ ნაწილთან ერთად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება სიტყვასაც. გადავწყვიტეთ საღამოს წამყვანი თავად ვყოფილიყავი, რადგან ვფიქრობთ, რომ ტრიოს კარგად ვიცნობ და შევეცდები ჩემი სიტყვით ზუსტი მესიჯები მივაწოდო საზოგადოებას. ასევე, დაგეგმილი მაქვს დარბაზშიც ჩავიდე და რამდენიმე სიტყვით ვთხოვო შეფასება ყველა მსურველსა და პროფესიონალს. საღამოზე სიმღერები შესრულდება გიტარისა და როიალის თანხლებით. ბიჭებს სცენაზე აკომპანემენტს გაუწევს მათი მისიკალური ხელმძღვანელი ნანა კალანდაძე. ვფიქრობ, ეს იქნება ერთ-ერთი გამორჩეული საღამო თბილისში არა მხოლოდ ჟღერადობით, არამედ თავისი თბილი გარემოთი და ის საზოგადოებას დიდხანს დაამახსოვრდება.
- ალბომის პრეზენტაციას როდის გეგმავთ?
- "ბალადას" საპრეზენტაციო საღამოს შემდეგ, როცა უკვე ალბომი მზად იქნება, შემოდგომაზე ვგეგმავთ მის წარდგენასაც, რომელიც გაცილებით მასშტაბური იქნება იმ თვალსაზრისითაც, რომ დიდი აუდიტორია შეძლებს დასწრებას და მეტი ადამიანი - "ბალადას" მოსმენას.

- ქალბატონო ნანა, როგორ შეაფასებთ ტრიო "ბალადასთან" თქვენს თანამშრომლობას?

ნანა კალანდაძე:
- ტრიო "ბალადას" და ჩემი გზები 5 წლის წინ გადაიკვეთა და მას შემდეგ ერთად ვართ. ძალიან მშვიდი და სასიამოვნოა მათთან თანამშრომლობა. მთავარი, რამაც მათი პირველი მოსმენისთანავე მომხიბლა, სიმღერის კულტურა და საქმისადმი სერიოზული, დეტალური მიდგომაა. ამის გარეშე შეუძლებელია მსმენელის გულის მოგება, რაც ბიჭებმა უკვე შეძლეს. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არაა და ვფიქრობ, მომავალში ნამდვილი ქალაქური ტრიოს ჟანრისა და კეთილხმოვანი სიმღერის მოყვარულთა უფრო დიდ მოწონებას და სიყვარულს მოიპოვებენ.
ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"მიწის სახლი სუნთქავს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით"
საკუთარ თავზე გაგონილმა რა ჭორმა გააოცა ბექა ბროლაძე
"პოლიტიკაში რომ მოვიდე, ვიღაცის მარიონეტი უნდა გავხდე"
ბედნიერების "რეცეპტი" მომხიბვლელი მაგდა ვასაძისგან
"ზოგიერთი ადამიანი მთელი ცხოვრება პატარა ბავშვად რჩება"
რა ასწავლა საკუთარმა გამოცდილებამ ირინა ონაშვილს
რატომ მიიჩნევს თავს ნარცისად და ეგოისტად კაკია
სოფია სებისკვერაძე ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
6 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
537 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი