"ჩემი ცოლის დაქალების" იდუმალი პერსონაჟი და კომფორტი, რომელსაც ნინო კასრაძე პარტნიორს უქმნის
font-large font-small
"ჩემი ცოლის დაქალების" იდუმალი პერსონაჟი და კომფორტი, რომელსაც ნინო კასრაძე პარტნიორს უქმნის
"დაჭერას გადავურჩი, ორი ნაბიჯით გამოვასწარი"

სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" მსახიობ გიორგი ოქრუაშვილის პერსონაჟის გამოჩენამ მაყურებლებში დიდი ინტერესი გამოიწვია. ვინ არის ეს იდუმალი გმირი? - ზოგიერთი სოციალურ ქსელში სცენარისტის ჩანაფიქრის გამოცნობასაც კი ცდილობს. გიორგი თვლის, რომ ძალიან გაუმართლა. მისთვის ეს პირველი სერიალია, უმეტეს სცენაში კი პარტნიორობას ნინო კასრაძე უწევს. როგორი იყო მათი პირველი შეხვედრა, რა თვისება მოსწონს ყველაზე მეტად საკუთარ თავში, რას ამბობენ მასზე ახლობლები და როდის უჭირს მართოს ემოციები? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.


- დაბადების თარიღი...
- ...1992 წლის 5 ივნისი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...მსახიობი. ვთამაშობდი "კავეენში", თეატრალურ დადგმებში და სცენის მტვრის ჩაყლაპვის "ამბავი" დამემართა. პროფესიული არჩევანი მე-8 კლასში უკვე გაკეთებული მქონდა.
- ჩემზე ამბობენ...
- ...ამოუცნობი და ძალიან ერთგული ადამიანიაო.
- ჩემი პირველი წარმატება...
- ...იყო სტუდენტობის წლებში, როდესაც მიუზიკლში "მევიოლინე სახურავზე" მთავარი როლი ვითამაშე. წარმოდგენა სამ საათს გრძელდებოდა. მაშინ ინსტიტუტში რემონტი იყო, პრემიერა მოზარდ მაყურებელთა თეატრის დიდ სცენაზე გაიმართა, არაერთი რეჟისორი დაესწრო. მალე თეატრში კასტინგი გამოცხადდა. ვფიქრობ, ამ როლის დამსახურებაა, რომ დღეს მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი ვარ.
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...
- ...მშობლებს. დედას უნდოდა სხვა პროფესია ამერჩია, თურმე მამაც სრულიად განსხვავებულ პროფესიაზე ფიქრობდა. როცა მკითხეს, შენ რა გაინტერესებსო? ვუპასუხე, რომ მსახიობობა მინდოდა. წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.
GzaPress- ჩვევად მაქვს, სცენაზე ყოველი გასვლის წინ...
- ...პირჯვარს ვიწერ და სცენასაც პირჯვარს ვსახავ. ეს მამშვიდებს, მაძლიერებს, თავდაჯერებულობას მმატებს.
- სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები"...
- ...თამაშით ძალიან ბედნიერი ვარ. მსახიობთა ბაზაში ვიყავი. ერთ დღეს ქალბატონმა ეკა მჟავანაძემ დამირეკა, როლზე დაგამტკიცეთ და მოდი, მუშაობა დავიწყოთო. გადაღების პროცესი იმაზე მეტად საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. პირველსავე სცენაში ჩემი პარტნიორი ნინო კასრაძე იყო. ის საოცრად თბილი და გულღია ადამიანია, ძალიან გამიმართლა. ნინო კასრაძის პარტნიორობა რა არის? - იმ მსახიობების გარდა, ვისაც წილად მასთან ერთად მუშაობის ბედნიერება ხვდათ, ვერავინ გამიგებს. როდესაც გადასაღებად მიდიხარ, გინდა თუ არა, მაინც დაძაბულობას გრძნობ, მით უმეტეს, როცა გამოცდილება არ გაქვს, სხვაგვარად შემართული ხარ. როგორც კი მივედი, ნინო გამეცნო და რამდენიმე შეკითხვა დამისვა. იმდენად უშუალო იყო, თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვიყავით. რამდენიმე წუთში აღარც კამერა მახსოვდა და აღარც დაძაბულობა მქონდა.
- ჩემი პერსონაჟი...
- ...გაურკვეველია ვინ არის, ჯერ არც თავად ვიცი. ზოგი ფიქრობს, ბადრი კოლიას შვილი ვარ. ზოგი თვლის, რომ კადრების გავრცელებისთვის ჩემი მეგობარია დაჭერილი და მაკა ანჯაფარიძის სასარგებლოდ ჩვენებას ამიტომ ვაძლევ; ზოგს ჰგონია, მართალი ადამიანი ვარ და მაკას დახმარებას ამიტომ ვცდილობ... ძალიან ბევრი რამ ჯერ მეც არ ვიცი. ახლობლები და ახლობლების ახლობლებიც კი მთხოვენ, მომავალი სერიების შინაარსი გავთქვა.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...არაჩვეულებრივი მეუღლე მყავს. ის თეატრალურში სამსახიობო ფაკულტეტის მესამე კურსზე სწავლობს. ხელი 13 დეკემბერს მოვაწერეთ. ჩვენ ერთმანეთის ყველაზე კარგად გვესმის. როცა თეატრში დილით მიდიხარ და იქ გვიანობამდე გიწევს ყოფნა, ამას ყველაზე კარგად მსახიობი თუ გაგიგებს.
- სიგიჟეები, რომანტიკა ჩვენს ურთიერთობაში...
- ....ხშირად არის. ეს ყველა წყვილის ცხოვრებაში უნდა იყოს, ურთიერთობას ახალისებს. ზოგჯერ არაადეკვატურიც ვარ ხოლმე. სანამ დავქორწინდებოდით, შაკიკის შეტევა ჰქონდა, საავადმყოფოში მოხვდა. შუაღამისას მივედი და ფეიერვერკი გავისროლე. დიდი ამბავი ატყდა, დაჭერას გადავურჩი, ორი ნაბიჯით გამოვასწარი.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...თავდაჯერებულობაა. ძალიან მძაფრია ჩემში პასუხისმგებლობის გრძნობაც და ეს მახარებს.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...
- ...ზედმეტი სიხისტე მჩვევია. ბოლო დროს ვცდილობ, თავშეკავება ვისწავლო.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- ...რომ ისეთი გულუბრყვილო არ უნდა ვიყო, როგორიც ბავშვობაში ვიყავი. ყოველთვის ვცდილობ, ყველაფერში პოზიტივი დავინახო, მაგრამ ზოგჯერ სხვა რეალობას ვეჯახები.
- არ მჩვევია...
- ...ღალატი, არც - საქმეში და არც - სიყვარულში.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ...ვიყო უფრო წარმატებული, ვიდრე დღეს ვარ.
- მეშინია...
- ...საყვარელი ადამიანების დაკარგვის.
- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...
- ...მატერიალური მდგომარეობის დაბალანსება. დღევანდელი დღით ვცხოვრობ. დღეს შეიძლება დავხარჯო 500 ლარი და ხვალ 5 ლარიც არ მქონდეს.
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- ...რა თქმა უნდა, ახლობლებს დავეხმარებოდი. თელავში დავიბადე და გავიზარდე. იქაურობა ძალიან მიყვარს. ჩემს სახლს რესტავრაციას გავუკეთებდი და სოფელს მივხედავდი, იქაურებს გავაბედნიერებდი.
- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...
- ...ნარცისი არ ვარ, მაგრამ ჩემი გარეგნობა მაკმაყოფილებს.
- მეზარება...
- ...დილით ადრე ადგომა.
- ყოველთვის მრცხვენია, როცა...
- ...მაქებენ. ამ დროს სიხარულის განცდაც არის, მაგრამ უხერხულობა მეტია. მირჩევნია, ჯანსაღი კრიტიკა მოვისმინო. როცა ქებას ისმენ, შეიძლება ამის დაჯერებამ მოგადუნოს. კრიტიკისას კი სულ შემართული ხარ.
- პატიება შემიძლია, თუ...
- ...ის ვიღაც გულწრფელად ნანობს. შეცდომისგან არც ერთი ჩვენგანი დაზღვეული არ ვართ. ადამიანი როცა ინანიებს, მის მდგომარეობაში უნდა შეხვიდე, გაუგო.
- ვიბნევი, როცა...
- ...უჩვეულო და მოულოდნელ სიტუაციაში აღმოვჩნდები. ამ დროს რაღაც გადაწყვეტილებას მაინც ვიღებ, ხშირ შემთხვევაში - არასწორს.
- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...
- ...ქალაქგარეთ, ბუნებაში, სადაც სიმშვიდე იქნება.
GzaPress
- წონასწორობას ვკარგავ...
- ...იშვიათად. ასეთი შემთხვევა სულ ორჯერ მახსენდება. როცა "ვფეთქდები", მერე ემოციებს ვეღარ ვთოკავ. საუკეთესო წამალი მარტო დარჩენაა, ზოგჯერ მუსიკას ვუსმენ, ჯაზი მეხმარება.
- სიყვარული ეს...
- ...არის პატივისცემა, ზრუნვა, წყურვილი შეხების, დანახვის, მოსმენის... სიყვარული მის მაგივრად საქმის საკუთარ თავზე აღების პასუხისმგებლობაც არის. როცა ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი მაინც ირღვევა, სიყვარულიც უფერულდება.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- ...ვიყავი ძალიან მორცხვი და გაუბედავი.
- ვრისკავ...
- ...ხშირად, სხვანაირად ცხოვრებაში არაფერი გამოვა, მით უმეტეს - ჩემს პროფესიაში.
- ვნანობ, რომ...
- ...სკოლაში უცხო ენების სწავლას ყურადღებას არ ვაქცევდი, ეს საქმე ახლა დავიწყე.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- ...ზედაპირულობის გამო. როცა სიღრმეებში ჩადიხარ, მეტი კითხვები ჩნდება, პრობლემებიც მატულობს. ამიტომ ყოველთვის ყველაფერს არ ვუღრმავდები.
- თავისუფლება არის...
- ...საკუთარ არჩევანზე, ქმედებაზე აღებული პასუხისმგებლობა.
- ადამიანი, ვის აზრსაც ყოველთვის ვითვალისწინებ...
- ...არის ჩემი მეუღლე.
- ვჯიუტდები...
- ...როცა ვხვდები, რაღაც მეშლება. ამ დროს კახური სიჯიუტე მძლავრობს. ვინც კარგად მიცნობს, ხვდება და თავს მანებებს.
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- ...ყველაზე მეტ დარიგებას მშობლებისგან ვისმენ. მეუბნებიან, რომ ბევრი უნდა ვიშრომო, რათა შემდგარი მსახიობი ვიყო. ამაში ხელს თავადაც მიწყობენ, მხარში მიდგანან. 16 წლის ძმა მყავს, რომელიც მოდუნების საშუალებას არ მაძლევს. უფროსი ძმის ფაქტორი მოქმედებს, მისთვის მისაბაძი ვარ, ჩემი აზრი მნიშვნელოვანია. ჩემი ძმა მეხმარება, რომ ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ვიყო.
- დაბოლოს, გეტყვით...
- ...იარეთ თეატრში!
თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"უკონკურენტო კონკურსზე ჩემი ადგილი არ არის"
"ჭკვიანი ქალი სამსახურს და ოჯახს ძალიან კარგად შეუთავსებს ერთმანეთს"
"ამ გოგოს ბრძოლისუნარიანობით ყველანი გავვოცდით"
ქეთი წიქვაძის გულახდილი ინტერვიუ
"ახლა ყველა ქვას ისვრის, რადგან უნდათ აჩვენონ, რომ თავად მართლები არიან"
ხალხით გაჭედილი ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები, გაუვალი საცობები და შავი "ჯიპებით" ჩახერგილი ქუჩები - ამ ყველაფერზე ჩვენ ბევრჯერ დაგვიწერია.
ჩვენს ხარჯზე ცხოვრობენ და ცხადია, ამის დაკარგვაც არ უნდათ
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი