ვიტო კოლელიშვილის პირადი ცხოვრება
font-large font-small
ვიტო კოლელიშვილის პირადი ცხოვრება
"ძალიან შრომატევადი საქმეა, იყო კარგი მშობელი"

სახელი: ვიქტორ
გვარი: კოლელიშვილი
დაბადების თარიღი და ადგილი: თბილისი. 09.10.1989.
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული.
პროფესია: მორაგბე, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი.
სათამაშო პოზიცია: მღლეტელი.
ამჟამინდელი კლუბი: კლერმონი, საფრანგეთი.
სიმაღლე: 193 სმ.



GzaPressპირველი ნაბიჯები რაგბიში...
- რაგბის თამაში "ლელოში" დავიწყე, ცოტა უჩვეულოდ, უკვე ზრდასრულ ასაკში - 15 წლის ვიყავი. მანამდე ბევრი მცდელობა მქონდა სპორტის სხვადასხვა სახეობაში, თუმცა, ბოლომდე არაფერს გავყევი. დავდიოდი ცურვაზე, კალათბურთზე, კრივზე, ხრიდოლზე. რაღაც ეტაპზე რომ მივიდოდი, მერე ვანებებდი ან სხვა სპორტზე გადავერთვებოდი. "ლელოში" მისვლამდე, უკვე გაჩერებული ვიყავი და ვფიქრობდი, ჩემი ცხოვრება სხვაგვარად წარმემართა, მსახიობობა მინდოდა. რაგბიზე სიარულის ერთ-ერთი მიზეზი ჩემი ნათლია - დავით ხურცილავა, იგივე ჯაპანა იყო. რაგბი ძალიან უყვარდა, მორაგბე მეგობრები ჰყავდა და მახსოვს, მასთან რომ მივდიოდი, ვიდეოებს მაჩვენებდა. ახალი ზელანდია ყოველთვის განსაკუთრებულ რაგბის თამაშობდა და იმ პერიოდში პირველი ჰაკა ჯაპანამ მაჩვენა... ჩემი მორაგბე მეგობრებიც სულ მეუბნებოდნენ, - მოდი და სცადეო. ცალკე, ჩემი ძმა მიჩიჩინებდა, რომელიც დათოს შვილის - გიორგი ხურცილავას ბავშვობის მეგობარია, ისიც მორაგბეა. მოკლედ, პირველ ვარჯიშზე რომ მივედი და თამაშისას ბოჭვა გავაკეთე, მივხვდი, ეს სპორტი ძალიან მომეწონა!

ვარჯიში...
- თავდაუზოგავი შრომა მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევად, ამის გარეშე წინსვლა წარმოუდგენელია. ტრავმა გაქვს თუ არა, მაინც ვარჯიშობ. როცა პროფესიონალი სპორტსმენი ხარ, მოშვების უფლება არ გაქვს. კონცენტრირებული ხარ იმაზე, რომ მოედანს რაც შეიძლება მალე დაუბრუნდე და უფრო სპეციფიკურ ვარჯიშებს აკეთებ, რომ ის კონკრეტული ტრავმა რაც შეიძლება საფუძვლიანად და მალე აღმოფხვრა.
ტრადიცია თამაშზე

გასვლის წინ...
- ორ ნაწილად დავყოფ - საქართველოს ნაკრები თამაშზე გასვლის წინ, ერთად ვიკრიბებით და ლოცვას წარმოვთქვამთ, თითო სიტყვით ერთმანეთს ვამხნევებთ და მერე "ოპას" ვიძახით... საფრანგეთში უფრო შენს თავთან ხარ დარჩენილი, ლოცვას ვამბობ და გავდივარ. ასევე ვიქცევი თამაშის დამთავრების მერე.

ყველაზე ერთიანი გუნდი...
- რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრები განსხვავებულია, რადგან ძალიან ბევრი მორაგბე ერთად გავიზარდეთ, ბავშვობიდან ერთად მოვდივართ და წლებია, ვმეგობრობთ, იქ უფრო ოჯახური გარემოა. რაც უნდა კარგ კლუბში ვიყო და მაღალ დონეზე ვთამაშობდეთ, ნაკრებს ვერაფერს შევადარებ. ის ემოცია, რაც საქართველოს ნაკრებში თამაშის დროს გაქვს, რასაც იმ მოედანზე გრძნობ, შეუდარებელია.

გულშემატკივრის ძალა...
- ძალიან მნიშვნელოვანია, ნაკრების თამაში იქნება თუ საკლუბო, რადგან მოტივატორიც, მაყურებელიც, შემფასებელიც გულშემატკივარია. განსაკუთრებით, ქართველების წინაშე თამაში ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობაა, დიდი სითბო.

პირველი თამაში...
- 18 წლის ვიყავი და ჩემთვის განსაკუთრებული იყო, მიუხედავად იმისა, რომ 15-20 წუთით მომიწია შესვლამ, ყოველთვის გამორჩეულად და სხვა ემოციით გამახსენდება. რუმინეთში ვიყავით და იტალიის ნაკრებს ვეთამაშეთ.

რაგბი ჩემთვის არის...
- ცხოვრების ნაწილად იქცა! ყველაფერია. როცა აქტიური, პროფესიონალი მორაგბე ხარ, შენ გარშემო ყველაფერს რაგბიზე აწყობ, მაგალითად, სადმე წასვლას, მომავალს. ხშირად გიწევს დღესასწაულების, მნიშვნელოვანი თარიღების, შეკრებების, ქორწილების გამოტოვება იმიტომ, რომ თამაში გაქვს. შეიძლება ბავშვი იბადებოდეს და ვერ მიხვიდე, რადგან თამაშია. როცა ასეთ დათმობებზე მიდიხარ, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ გიყვარს? ყველა სპორტსმენს ვუსურვებ, დიდხანს ითამაშოს და ეს ბედნიერება დიდხანს ჰქონოდეს.

თეატრალური ინსტიტუტი...
- ყველაზე კარგი, რაც მომცა, მეგობრებია. ადამიანებთან ურთიერთობა უფრო სხვანაირად დავინახე, ვისწავლე. რაგბიშიც და სამსახიობო კარიერაშიც საერთო ისაა, რომ მხოლოდ ნიჭით ვერაფერს გახდები, თუ შენი საქმე არ გიყვარს და საკუთარ თავზე არ მუშაობ, ეს რესურსი სადღაც დამთავრდება...

GzaPressოჯახი, მამის ფენომენი...
- ბავშვობისას, როდესაც გააცნობიერებ იმას, რომ მამა წარმატებული ადამიანია, ძალიან გსიამოვნებს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ გარეთ ცნობილი ადამიანია, სახლში ამ ყველაფერს ვერ ხვდები, ის ჩვეულებრივი მამაა შენთვის - ეს გარკვეულ ასაკამდე. სახლში სულ სხვაა ჩემი და ზაზას ურთიერთობა, ჩემი პირველი არჩევანიც სამსახიობო მიმართულებით, რა თქმა უნდა, სწორედ ზაზას გავლენით იყო. მის ფილმებს რომ ვუყურებდი, მის შემოქმედებით წარსულს, როლებს, პერსონაჟებს, მეც მინდოდა, მისნაირი ვყოფილიყავი, ანალოგიური გამეკეთებინა. ზაზა ყოველთვის მისაბაძი ადამიანი იყო ჩემთვის და ვისურვებდი, დღესაც არ გაჩერდეს და თავის საქმეს ბოლომდე "მიაწვეს". ძალიან მაგარია, რომ ასეთი მამა მყავს. ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ კარგი მამა ყოფილიყო. ხუთი დედმამიშვილი ვართ და ის ჩვენთვის გამორჩეული ადამიანია, ისევე, როგორც დედა.
სხვათა შორის, ზაზა მკაცრი არ არის და ეს მისი ძალიან კარგი თვისებაა; ყოველთვის დიალოგზე აწყობილი ურთიერთობა ჰქონდა და აქვს ჩვენთან, ვმეგობრობთ.

დედმამიშვილები...
- ვინაიდან მე მეტწილად საფრანგეთში ვარ, ყველა ერთად შეკრებას მხოლოდ მაშინ ვახერხებთ, როცა მე ჩამოვდივარ, დანარჩენები თბილისში ცხოვრობენ და ერთმანეთის ნახვა არ უჭირთ. ბედნიერებაა ამდენი დედმამიშვილის ყოლა და მათთან ყოფნა. ამ ურთიერთობას, ამ სიამოვნებას, რასაც დაძმობა გვაძლევს, ცხოვრებაში ვერაფერი შეცვლის. მათთან დაკავშირებითაც ყველაფერი კარგი მახსენდება. ბავშვობა მართლაც, გამორჩეულად კარგი მქონდა.

მეუღლე...
- საფრანგეთში გავიცანი, ის აქ სასწავლებლად იყო ჩამოსული. დავმეგობრდით, ავაწყვეთ ურთიერთობა და 2-3-წლიანი მეგობრობის შემდეგ, ჩემი მეუღლე გახდა.

მამობა...
- ყველაზე მაგარი შეგრძნებაა! მამა რომ გავხდი, მერე გავაანალიზე თუნდაც ბავშვობა, მშობლების ზედმეტი ყურადღება, მოთხოვნები, რომლებიც იმ ასაკში ცოტა გაღიზიანებს, მაგრამ მერე ხვდები, რა მნიშვნელოვანია მშობლისთვის შვილი და ამ ყველაფერს ახლა საკუთარ თავზე ვცდი. ჩემი შვილი ორი წლისაა და უკვე ვხვდები იმ ამაგს, რაც მშობლებს ჩვენთვის გაუკეთებიათ. მინდა, მათ დიდი მადლობა გადავუხადო ამისათვის. ყველა მშობელს ვუსურვებდი, ისეთი სასახელო შვილები გაეზარდოთ, როგორიც უნდათ, რომ ჰყავდეთ, რადგან ძალიან შრომატევადია, იყო კარგი მშობელი.

ჰობი...
- მიყვარს წიგნის კითხვა, მეგობრებთან ურთიერთობა, განსაკუთრებული ჰობი არ მაქვს. თავისუფალ დროს ოჯახთან ერთად ვარ, რადგან ჩვენს განრიგში იშვიათადაა ისეთი ერთი დღე, თუნდაც სადმე გასვლა და დასვენება რომ მოვახერხოთ.

კოლექცია...
- დანების კოლექცია მაქვს, ბავშვობიდან მომწონდა, რადგან ზაზას ყოველთვის მაგარი დანები ჰქონდა და სულ ვცდილობ, ახალიც შევმატო, მიუხედავად იმისა, რომ გაჩუქებაც მიწევს ხოლმე.

საზღვარგარეთ ყოფნისას მენატრება ქართული...
- ურთიერთობები! აქ სხვანაირი ურთიერთობებია, მეგობარს ვერ დაადგები და ვერ ასძახებ, ჩამოდიო, ანალოგიური სიყვარულით ვერ გადაეხვევი, ქართველებმა სხვანაირი გამოხატვა ვიცით. ჩემს ქალაქში რაგბი ძალიან უყვართ და დიდი ყურადღებითაც გამოირჩევიან, ქუჩაშიც მცნობენ და გამიღიმებენ ხოლმე, მაგრამ ქართული ურთიერთობა სულ სხვაა, უფრო მართალი, გულწრფელია.

უახლოესი გეგმები...
- სამწუხაროდ, ცოტა შეიცვალა, ტრავმის გამო, მაგრამ ვცდილობ ფორმაში ჩავდგე და ზაფხულში საქართველოში ჩამოვიდე.
თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"მიწის სახლი სუნთქავს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით"
საკუთარ თავზე გაგონილმა რა ჭორმა გააოცა ბექა ბროლაძე
"პოლიტიკაში რომ მოვიდე, ვიღაცის მარიონეტი უნდა გავხდე"
ბედნიერების "რეცეპტი" მომხიბვლელი მაგდა ვასაძისგან
"ზოგიერთი ადამიანი მთელი ცხოვრება პატარა ბავშვად რჩება"
რა ასწავლა საკუთარმა გამოცდილებამ ირინა ონაშვილს
რატომ მიიჩნევს თავს ნარცისად და ეგოისტად კაკია
სოფია სებისკვერაძე ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
6 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
537 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი