თამუნა აბშილავას წინასწარი შეგრძნებები, მისი ხასიათის ძლიერი და სუსტი მხარეები
font-large font-small
თამუნა აბშილავას წინასწარი შეგრძნებები, მისი ხასიათის ძლიერი და სუსტი მხარეები
"დედაჩემის გარდაცვალების რიცხვი ვიცოდი"

"ძალიან მგრძნობიარე და რთული ბუნების პატრონია. ზოგჯერ ძლიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, ზოგჯერ კი ბავშვივით დაუცველია. ხშირად უსაფუძვლო შიშები აწუხებს. მისი სახე სარკეა, სადაც მისი განწყობაა ასახული. არის ემოციური, მაგრამ არა - რომანტიკოსი. არ ცნობს ფლირტს. ამ ადამიანის სულიერი მდგომარეობა მთვარის ფაზებზეა დამოკიდებული, რაც მისი ხასიათის ცვლილებას განაპირობებს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ხარის წელში დაბადებულ კირჩხიბს, ეს კი მსახიობ თამუნა აბშილავას ზოდიაქოს ნიშანია.


- პირადი ჰოროსკოპი არასდროს შემიდგენია, მიუხედავად იმისა, რომ ამ მეცნიერების მიმართ ინტერესი მაქვს. არ ვიცი, რამდენად მართალია, ერთმა ნაცნობმა მითხრა, მაცხოვარი ხარის წელში იყო დაბადებულიო.
- "აქვს ნიჭი, ადამიანები მისდამი ნდობით განაწყოს. წარმატების გზაზე ეს მისი კოზირია".
- ნამდვილად ასეა. უნდობლობა არავისგან არასდროს მიგრძნია. თავადაც მიმნდობი ვარ. შეიძლება ამ მდგომარეობას "კოზირიც" დავარქვათ. ნდობას ვიწვევ არა მხოლოდ პირად ურთიერთობებში, არამედ პროფესიული თვალსაზრისითაც.
- "ბუნებით დამკვირვებელია, შესაძლოა ამიტომაც უყვარს მარტოობა".
- ადამიანებზე დაკვირვებას გარკვეულწილად ჩემი პროფესიაც ითხოვს. მნიშვნელოვანია, რომ ამას სპეციალურად არასდროს ვაკეთებ. ეს თვისება ნამდვილად, ბავშვობიდანვე მაქვს სისხლში გამჯდარი. დროის დიდ ნაწილს მარტოობაში ვატარებ. ხშირად უახლოესი ადამიანების გარემოცვაშიც კი განმარტოების სურვილი მიჩნდება.
- "ნურასდროს გაუწევთ წინააღმდეგობას, საშიშია".
- ამ შემთხვევაში ასტროლოგებს ვერ დავეთანხმები. არ მიყვარს, როცა წინააღმდეგობას მიწევენ, მაგრამ სასტიკი და საშიში ნამდვილად არ ვარ. შეიძლება ჩემი ხასიათის ამ მხარეს კირჩხიბის გავლენა აბალანსებს.
- "ხშირადაა საკუთარ თავში ჩაკეტილი".
- ძალიან ხშირად ვარ, შეიძლება ითქვას, დიდი დოზითაც კი და ეს ცოტათი მაწუხებს კიდეც, მაგრამ რა ვქნა, ასეთი დავიბადე.
- "ვერ იტანს სიახლეს, რომელსაც შეუძლია მისი სიმშვიდე დაარღვიოს".
- უი! უი! ძალიან ვერ ვიტან. მოუმზადებელი არანაირ სიახლეს არ ვხვდები. ჩემი სიმშვიდისთვის აუცილებელია ნელ-ნელა შევეჩვიო, მასზე ვიფიქრო. სიახლეებთან იოლად შეგუება მიჭირს.
- "ძალაუფლებისმოყვარე და ტრადიციების დამცველია".
- მიყვარს, როცა საკუთარ სახლში ყველაფერი ისეა, როგორც მე მინდა. არ ვიცი, ამას ძალაუფლების სიყვარული რამდენად ჰქვია. ტრადიციებთანაც ზომიერი დამოკიდებულება მაქვს.
- "ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს ოჯახებისთვის კეთილდღეობა მოაქვთ, მათზე დაყრდნობა შეიძლება".
- ნამდვილად ასეა. ჩემი ახლობლებისთვის (თუ მათთვის ეს საჭირო იქნება) შემიძლია საიმედო საყრდენი ვიყო და ვყოფილვარ. ყალბ თავმდაბლობას არ დავიწყებ, ეს გადაუჭარბებლად ნათქვამი სიმართლეა.
GzaPress
- "ჯიუტია, ზოგჯერ გარშემო მყოფებს მისი არ ესმით".
- ბავშვობაში მეტად ჯიუტი ვიყავი, ახლა - ნაკლებად. წლების განმავლობაში მივხვდი, გაჯიუტებული მდგომარეობა ჩემთვის კომფორტული არ იყო. განცდა, რომ გარშემო მყოფებს ჩემი არ ესმით, ნაკლებად მაქვს. ყოველთვის გულწრფელი ვარ, ჩემი სიტყვები მუდამ გულიდანაა წამოსული და არასოდეს მიფიქრია, რომ ჩემი გულწრფელობა შეიძლება სხვამ სხვაგვარად გაიგოს. თუ ასე იქნება, არც ამაზე ვინერვიულებ.
- "ის არის ძალიან მგრძნობიარე, ემოციური, მაგრამ არა - რომანტიკოსი".
- ზუსტად ასეა. თინეიჯერობის წლებშიც ასეთი ვიყავი, ოცნებებში არასდროს მიფრენია. ყველა ასაკში მიწაზე მყარად მდგომი რეალისტი ვარ. რომანტიკული ფიქრები ახლა უფრო შემომეპარება ხოლმე.
- "ის არ ცნობს ფლირტს".
- ასეა, ფლირტი მოსაბეზრებელია. მე კარგად გარკვეული, უკვე სახელდარქმეული ურთიერთობის მომხრე ვარ.
- დაოჯახებული ხართ?
- არა.
- შეყვარებული?
- არა.
- "რჩევებს გარშემო მყოფ ადამიანებს იშვიათად ეკითხება, თავდაჯერებულია, ყველაფერს საკუთარი ჭკუითა და ძალისხმევით აგვარებს".
- უნდა ვაღიარო, თავდაჯერებულობა ცოტათი მაკლია. მართალია, სხვას აზრს ხშირად არ ვეკითხები, მაგრამ ეს იმიტომ არ ხდება, რომ თავდაჯერებული ვარ. მირჩევნია, თავად ვიყო ნებისმიერი გადაწყვეტილების ავტორი, თუნდაც ის ნაბიჯი მცდარი იყოს.
- სინანულის განცდა ხშირად გაქვთ?
- არა. ერთხელ წავიკითხე, ფსიქოლოგები წერდნენ: დიაგნოზია, როდესაც ადამიანი დასმულ შეკითხვაზე, - განვლილი ცხოვრებიდან რამეს შეცვლიდა თუ არა? - პასუხობს, რომ შეცვლიდაო. ამ შემთხვევაში, ფსიქოლოგებს ვეთანხმები. არც მე მიმაჩნია ნორმად, ადამიანს ჰქონდეს სურვილი, შეცვალოს წარსული ცხოვრება. ეს ხომ რეალურად შეუძლებელია. ჩემი სინანული წამიერი შეიძლება იყოს. ვინანო და იმაზე ფიქრი, იქვე დავასრულო. მუდმივი სინანულით თავს ვერ დავითრგუნავ.
- "მისი სულიერი მდგომარეობა მთვარის ფაზებზეა დამოკიდებული, რაც მისი ხასიათის ცვლილებას განაპირობებს".
- ხასიათი დღეში ასჯერ მეცვლება. შეიძლება ეს ვიღაცისთვის დამღლელი იყოს, მაგრამ ჩემთვის ძალზე ბუნებრივი მდგომარეობაა. მსმენია, ჩემი მისამართით ნათქვამი სიტყვები: "უჟმური", "უხასიათო". ბევრი ფიქრობს, რომ ხასიათის ადამიანი ვარ და ამას თავადაც ვადასტურებ. საოცრად მოქმედებს ამინდი. მშვიდად და კარგად მაშინ ვარ, როცა ღრუბლიანი და წყნარი ამინდია, როცა სიოც არ იძვრის. ყველაზე მეტად ქარიანი ამინდი არ მიყვარს.
- "ძალიან მგრძნობიარე ბუნების პატრონია. ზოგჯერ ძლიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, ზოგჯერ კი ბავშვივით დაუცველია".
- ნამდვილად ასეა.
- თქვენი სიძლიერე ზოგჯერ მოჩვენებითია?
- არა. არის სიტუაციები, როცა საკუთარ თავს სხვაგვარად ყოფნის უფლებას არ ვაძლევ. იმ მომენტში შეიძლება "ფარ-ხმლით" სიარული სულაც არ მინდოდეს.
- "ხშირად მელანქოლიის ტყვეობაშია".
- საკმაოდ ხშირად. ამ დროს საუკეთესო წამალი დროა. შეიძლება გავიდეს რამდენიმე წუთი ან საათი და მერე ყველაფერი დალაგდეს.
- "მას შეუძლია ადამიანების თანაგრძნობა, საიდუმლოებების შენახვა, მაგრამ არ უყვარს საკუთარი გრძნობების გამომზეურება".
- მართალია. სხვის საიდუმლოებებს ძალიან კარგად ვინახავ, მაგრამ თავად ნაკლებად მაქვს სურვილი, ვინმეს ჩემი საიდუმლოებები გავანდო. ასეთი მხოლოდ ერთი ადამიანია.
- "ინტუიციის კარნახით უფრო ხშირად მოქმედებს, ვიდრე - გონებით".
- ძალიან ძლიერი ინტუიცია მაქვს. ჩემს ცხოვრებაში მომხდარი ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა წინასწარ ვიცოდი, ვგრძნობდი.
- უფრო კონკრეტულად?
- დედაჩემის გარდაცვალების რიცხვი ვიცოდი. ასეთ რაღაცებს სიზმარში ვნახულობ და გაღვიძებისთანავე, შინაგანი განცდით ვხსნი, ის სიზმარი ახდება თუ არა. დედაჩემთან დაკავშირებულ სიზმარს ძალიან უსიამოვნო სიუჟეტი ჰქონდა. როდესაც ეს ამბავი მოხდა, სიზმარი მერე მეტად გავაანალიზე. როგორც ჩანს, მაშინდელი ცუდი ემოცია ტვინს დაბლოკილი ჰქონდა. წინასწარი შეგრძნებები მტანჯავს, ეს კარგი არ არის.
- "თუ თბილად მოეპყრობი, მისი მართვა იოლია, მაგრამ რამეს თუ აიძულებ, ადგილიდან არ დაიძვრება".
- მართალია, მოპყრობას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ.
- "შეუძლია სასტიკი მტერი იყოს".
- ადამიანი ძალიან თუ მატკენს, მისი სამუდამოდ დავიწყება შემიძლია. მტერი ვერასდროს ვიქნები, მით უმეტეს - სასტიკი მტერი.
- "ხშირად შურისძიებაზე მიდის, მაგრამ ამას იმდენად ჩუმად აკეთებს, ვერავინ ხვდება".
- ტყუილია, შურისძიებაზე არასდროს მიფიქრია.
- "უყვარს ფულის შეგროვება".
- ნეტავ მართლა ეგრე იყოს, სულ მინდა შევაგროვო და არ გამომდის.
- "მას ზოგჯერ უსაფუძვლო შიშები აწუხებს, მისი სახე სარკეა, სადაც მისი განწყობაა ასახული".
- ასეა, ჩემს სახეზე იმ წუთიერი განწყობის წაკითხვა ყველას შეუძლია. ამ დროს არც ვცდილობ შევინიღბო, თამაში არ მჩვევია.
თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"მიწის სახლი სუნთქავს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით"
საკუთარ თავზე გაგონილმა რა ჭორმა გააოცა ბექა ბროლაძე
"პოლიტიკაში რომ მოვიდე, ვიღაცის მარიონეტი უნდა გავხდე"
ბედნიერების "რეცეპტი" მომხიბვლელი მაგდა ვასაძისგან
"ზოგიერთი ადამიანი მთელი ცხოვრება პატარა ბავშვად რჩება"
რა ასწავლა საკუთარმა გამოცდილებამ ირინა ონაშვილს
რატომ მიიჩნევს თავს ნარცისად და ეგოისტად კაკია
სოფია სებისკვერაძე ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
6 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
537 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი