"რუსულ შოუბიზნესში ყოფნას ოჯახი ვარჩიე..."
font-large font-small
"რუსულ შოუბიზნესში ყოფნას ოჯახი ვარჩიე..."
როგორ ცხოვრობს აგნესა

მომღერალი აგნესა 90-იანი წლების ნამდვილი ვარსკვლავი იყო. ქართულ შოუბიზნესში მის გამოჩენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მაშინ თითქმის არავის ჰქონდა თამამი კლიპები და არავინ იმოსებოდა სცენაზე ისე თამამად, როგორც ამას აგნესა აკეთებდა. სოლო სიმღერებს მოჰყვა დუეტები რეპერებთან, რომლებიც დღემდე პოპულარულია. ახალგაზრდა მომღერალმა, სწორედ მაშინ, როცა პოპულარობის პიკზე იყო, კარიერაზე უარი თქვა და საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადავიდა.
აგნესამ სამარაში მეორე ოჯახი შექმნა და ახლა პატარა გაბრიელს ზრდის. ოჯახის პარალელურად, საოჯახო ბიზნესსაც ხელმძღვანელობს.

- სიმღერას ისევ ვაგრძელებ. ჩემს მეგობართან, გელა გნოლიძესთან ერთად ჩავწერე რუსულენოვანი სიმღერა, რომელიც მერაბ სეფაშვილის ვაჟის, სანდროს კონცერტზე ვიმღერე და მგონია, რომ ხალხს მოეწონა. ვფიქრობ, ქართველ მსმენელს ყოველთვის მოსწონდა რუსული სიმღერები, ასე იყო ადრე და ასეა ახლაც.
- მაშინ როცა კარიერის პიკზე იყავით, მოულოდნელად მიატოვეთ ყველაფერი და წახვედით სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად. რატომ?
- თავდაპირველად ერევანში წავედი, სადაც მონაწილეობა მივიღე იქაურ მუსიკალურ პროექტში. ფინალშიც მოვხვდი, თუმცა ვერ გავიმარჯვე. შემდეგ ამერიკაში მიგვიწვიეს რამდენიმე მონაწილე, მაგრამ მე ვიზა არ მომცეს. მამაჩემი ცხოვრობს სამარაში და ბავშვობიდან ხშირად ჩავდიოდი მასთან. ერევნიდან სწორედ მამასთან წავედი.
GzaPress- სანამ საქართველოდან წახვიდოდით, ოჯახი დაგენგრათ, ამან ხომ არ მიგაღებინათ წასვლის გადაწყვეტილება?
- ასე ვერ ვიტყვი. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ასეთი ვარ: როცა რაღაც საქმეში მაქსიმუმს ვაღწევ, ვიცვლი გადაწყვეტილებას. ახლა ბიზნესში ვარ ჩართული. მამაჩემს რესტორანი აქვს სამარაში, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ.
- ცნობილია, რომ მეორედ დაოჯახდით. ვინ არის თქვენი ქმარი?
- 5 წლის წინ გავთხოვდი. ჩემი ქმარი ბიზნესმენია, ავეჯის საწარმო აქვს. გვყავს შვილი - გაბრიელი. მინდოდა ბავშვისთვის წმინდანის სახელი დაგვერქმია და როცა დაიბადა, მამა გაბრიელის პატივსაცემად დავარქვი გაბრიელი. ჩემს მეუღლეს ძალიან უყვარს საქართველო და მეუბნება, ბიზნესი იქ უნდა დავიწყოო. ბავშვის აღზრდას რაც შეეხება, ძირითადად მე ვზრდი, დედამთილიც მეხმარება და იშვიათად გვჭირდება ძიძა. გაბრიელს უკვე ვასწავლი ქართულად საუბარს, ცხოველები უყვარს და ჯერჯერობით, ცხოველების სახელები იცის.
- არ გენატრება პოპულარობა?
- როგორ არ მენატრება. ახლა როცა ჩამოვდივარ, მეგობრები ვიკრიბებით და სულ ვიხსენებთ ძველ კარგ დროს. სამწუხაროდ, როგორც ვიცი, ახლა ისეთი აქტიური აღარაა ქართული შოუბიზნესი, როგორიც ადრე იყო.
- გყავს შოუბიზნესიდან მეგობრები?
- რა თქმა უნდა, ბევრთან ვმეგობრობ დღემდე. ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ რამდენიმე მათგანთან ახლაც ვურთიერთობ.
- როგორ ფიქრობ, შენი პოპულარობა შენმა თამამმა სამოსმა ხომ არ გამოიწვია?
- არ ვფიქრობ, რომ ჩაცმულობის გამო გავხდი პოპულარული. უცხო კლიპები მქონდა, თან სამარაში გადაღებული, სიმღერებიც რიტმული იყო, ვაკეთებდი განსხვავებულ პრეზენტაციებს და ამან მომიტანა პოპულარობა. ჩაცმულობას რაც შეეხება, სცენაზე და ცხოვრებაში ერთნაირად ვერ ჩაიცვამ. სცენას უხდება ლამაზი და ბრჭყვიალა სამოსი.
- აპირებ სიმღერის გაგრძელებას?
- მას მერე, რაც გაბრიელი წამოიზარდა, უფრო მეტი დრო მაქვს ჩემი ბიზნესისთვის და გადავწყვიტე, სიმღერაც გავაგრძელო. დაგეგმილი მაქვს რამდენიმე დუეტის ჩაწერა. შემეძლო კარიერის მოსკოვში გაგრძელება მეცადა, მაგრამ იქაური შოუბიზნესის წევრი რომ გახდე, ეს დიდ შრომასა და ენერგიას მოითხოვს, ამით უნდა იცხოვრო, მე კი ამას ოჯახი ვარჩიე.
თამარ ბოჭორიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"კარიერაში მიმართლებს, პირად ცხოვრებაში - ნაკლებად"
"ეჭვიანობა ერთ-ერთი ბოროტი გრძნობაა"
ნელი აგირბას ყველაზე დიდი სისუსტე
"ყოველთვის მაკვირვებს ჭირისუფლის დამოკიდებულება, - ვიდრე ჩავალთ, პირჯვარს გვწერენ, ღმერთმა მშვიდობით ამოგიყვანოთო..."
"უკონკურენტო კონკურსზე ჩემი ადგილი არ არის"
"ჭკვიანი ქალი სამსახურს და ოჯახს ძალიან კარგად შეუთავსებს ერთმანეთს"
"ამ გოგოს ბრძოლისუნარიანობით ყველანი გავვოცდით"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი