პუტინის განკარგულება და პატრიოტი ქართველი გიდები
font-large font-small
პუტინის განკარგულება და პატრიოტი ქართველი გიდები
გადარჩება თუ არა ტურისტული სეზონი?

საქართველოში არსებულ დაძაბულ სიტუაციას, რაც ჩვენს ქვეყანაში, პარლამენტის სპიკერის სავარძელში რუსეთის დუმის დეპუტატის - სერგეი გავრილოვის გამოჩენიდან დაიწყო, უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის - ბევრი ცნობილი სახეც. ზოგმა საკუთარი პოზიცია მკვეთრად დააფიქსირა, ზოგმა - ცოტათი თავშეკავებულად. გადავწყვიტე, რამდენიმე მათგანის აზრი მკითხველისთვის გამეზიარებინა...


ნინო მუმლაძე:
GzaPress- ალბათ ცხადზე ცხადი იყო, რომ ჩვენს ერს აუცილებლად ხმა უნდა ამოეღო და არ მიეცა რუსეთისთვის საბაბი, რომ ჰგონებოდათ, ასე მარტივად და უპრობლემოდ შემოვიდოდნენ თავიანთი ჩექმით. მეორე ფაქტი, რამაც ჩემში პროტესტი გააღვიძა, ქართველი სპეცრაზმელების საქციელი იყო: მესმის რუსეთის პოლიტიკა, ამ ქვეყნის ინტერესები, ვიცი, პუტინი ვინ არის, მაგრამ ვერასოდეს გავიგებ, როგორ შეიძლება, ქართველმა სპეცრაზმელმა ახალგაზრდა ქართველ გოგოს და ბიჭს მიზანმიმართულად ტყვია ესროლოს და დაასახიჩროს. ვიდეოკადრებში ნათლად ჩანს, სპეცრაზმელი როგორ იღიმის, გაქცეულ ახალგაზრდებს მისდევს, ხეებს ამოფარებულს ესვრის და ასახიჩრებს. ასე ექცევა ახალგაზრდას, რომელიც საკუთარი სამშობლოს ოკუპაციას აპროტესტებს. რასაკვირველია, ეს ჩემში ძალიან დიდ პროტესტს იწვევს.
- აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს იზიარებ?
- შს მინისტრმა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ვერ მოახერხა, უფრო მეტიც - მისი ბრძანების ფონზე, მისმა თანამშრომლებმა ბავშვები დაასახიჩრეს. იმის ნაცვლად, რომ ის ადამიანები დაესაჯათ, ვინც ეს ჩაიდინა, პირიქით - მან თქვა, რომ პოლიციამ ყველაფერი უმაღლეს დონეზე გააკეთა და აქციაზე მყოფი 300-მდე ახალგაზრდა დააკავა. ვერ ვხედავ, რომ ეს ადამიანი თავის მთავარ ფუნქციას - ახერხებდეს მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვას - ასრულებს. ჰოდა, თუ ასეა, მისი ადგილი ამ პოსტზე ნამდვილად არ არის.
მეორე მოთხოვნას რაც შეეხება, მტრის წინაშე სახელმწიფომ ჩვენი უსაფრთხოება ვერ უზრუნველყო, ხომ? ოკუპანტს, რომელიც ზის და ამბობს, - საქართველო თავისი ტერიტორიის იმ 20%-ის დაბრუნებას ვერასოდეს ეღირსება, რომელიც დღეს ოკუპირებულიაო, ძალიან მარტივად მისცა უფლება, ჩვენს ქვეყანაში შემოებიჯებინა და სპიკერის სავარძელში ჩამჯდარიყო. სახელმწიფოს რა ევალება? საკუთარი ქვეყნის ტერიტორიების დაცვა. ჰოდა, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ამას ვერ ახერხებენ. მგონი, მოსახლეობას ხელახლა უნდა ვკითხოთ - უნდათ თუ არა, რომ ქვეყანას ისეთი მთავრობა ჰყავდეს, რომელიც ჩვენს ოკუპანტებს ფიანდაზად ეგება? ამიტომ აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს აბსოლუტურად ვეთანხმები.
- პუტინის განკარგულებასთან დაკავშირებულ პრობლემაზე რას ფიქრობ?
- ამ განკარგულებამ პირადად ჩემს ოჯახს მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა: დღესდღეობით, ჩემი და რუსულენოვანი გიდი გახლავთ. მისი შემოსავალი მთლიანად საქართველოში რუსი ტურისტების ნაკადზეა დამოკიდებული. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ამჟამად ჩემი და უმუშევარი დარჩა. მიუხედავად ამისა, არც ერთი წამით არ დაუწუწუნია. ამბობს, - არა უშავს, რაღაცას გავაკეთებ, რამეს გამოვძებნიო. საერთოდ, ჩვენი ქვეყნის გიდები ძალიან მეამაყება. არც ერთ მათგანს, არც ერთ ტურისტულ სააგენტოს არ დაუწუწუნია. ამბობენ, - მოდი, ერთმანეთს დავეხმაროთ, ქვეყანას ასე სჭირდება, არა უშავს, გადავრჩებით. მთავარია, ქვეყანა წინ წავიდესო. ძალიან დიდი პატრიოტები არიან. ყოველთვის, როდესაც რუსები საქართველოში ჩამოდიან და ცდილობენ, ქართველი გიდები რაღაცით მაინც გააღიზიანონ, ჩვენები ყოველთვის კორექტულად პასუხობენ. ერთი ეპიზოდის შესახებ გიამბობთ, რომელიც მეამაყება: საქართველოში ჩამოსულ რუს ტურისტებს ხშირად უჩნდებოდათ კითხვა - რუსული წარწერები რატომ არ გაქვთ? მხოლოდ ქართულად და ინგლისურად რატომ წერიაო? როგორც წესი, ამაზე ყველა გიდი პასუხობდა: ინგლისური საერთაშორისო ენაა და რადგან აქ ჩამოდიხართ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქ ყველაფერი რუსულად უნდა გქონდეთო. ერთ-ერთი ტურის ჩატარებისას, რუსმა ტურისტებმა საქართველოში დაბადებულ-გაზრდილ გიდს ჰკითხეს, - რუსული წარწერები რატომ არ გაქვთო? ამ ბიჭმა რუსი ტურისტები იმ კედელთან მიიყვანა, სადაც რუსულად ეწერა, რომ რუსეთი ოკუპანტია - რუსული წარწერები ძალიან რომ გინდათ და მთხოვთ, აი, რუსულად წერია და იკითხეთო (იღიმის). ჩვენი გიდები საკუთარ ქვეყანას სწორად ემსახურებიან. იმ ფაქტმა, რომ პირველ რიგში, დღეს რუსეთმა დარტყმა მათ შემოსავალს მიაყენა, ეს ადამიანები არ წააქცია, მიმდინარე მოვლენებით უკმაყოფილო არ დატოვა, პირიქით - ისინი ამბობენ, რომ გამოსავალს აუცილებლად იპოვიან.
- როგორ ფიქრობ, კამპანია - შპენდ ყოურ სუმმერ ინ Gეორგია - ეფექტიანი იქნება?
- პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, იმ თანხის სრულად ჩანაცვლებას ვერ მოვახერხებთ, მაგრამ ვფიქრობ, ეს დროის საკითხია: თუკი საკითხს შეგნებულად მივუდგებით, ერთმანეთს ხელს შევუწყობთ, შეიძლება, მართლა გვეშველოს. ალბათ გახსოვთ, 2008 წლის ომის მერე, რუსი აქ საერთოდ ვერ ჩამოდიოდა, მაგრამ რაღაცნაირად, მათ გარეშეც ვარსებობდით, შიმშილით არ ვიხოცებოდით. ახლაც თავს გავართმევთ. მთავარია, ეროვნული შეგნება გვეყოს, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ. წამოწყებული კამპანია ძალიან კარგია. ჩემი რამდენიმე მეგობარი და "ფეისბუკ"-"ფრენდი" გამოეხმაურა: თითო კვირით საზღვარგარეთ გამგზავრებას გეგმავდნენ, მაგრამ აღარ წავლენ და საქართველოს მოინახულებენ. ბევრი პრეტენზიაც გაჩნდა: უცხოეთში "2 კაპიკად" ვისვენებთ, საქართველოში დასვენება კი ძვირი ჯდებაო. თუკი ქართველი გადაწყვეტს, რომ უცხოეთში არ დაისვენოს და თანხა საკუთარ ქვეყანაში დახარჯოს, მასპინძელმაც უნდა გაითვალისწინოს და თუნდაც, იმ თანხად არ მიაქირაოს ბინა, რა თანხადაც უცხოელს ემსახურება - გარკვეული პროცენტით, ტარიფი რომ დაუწიონ, ცუდი არ იქნება. ასე რომ, ეროვნული შეგნება უნდა გვეყოს, რომ ერთმანეთს ჯიბრში კი არ ჩავუდგეთ, პირიქით - ხელი შევუწყოთ და ყველაფერი კარგად იქნება.
ლიზა ვადაჭკორია:
- საქართველოში გავრილოვის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ჩვენი პროტესტი უნდა გამოგვეხატა, თუმცა შემდეგ პარლამენტში შეჭრის მცდელობა და პოლიციის მიერ აქციის მონაწილეთა დარბევა, უკვე აშკარად ზედმეტი იყო. პუტინი სულ ჩასაფრებულია, რადგან საქართველოს წინსვლა და აყვავება არ უხარია. საბაბს ელოდა და ეს საბაბი თავად მივეცით, რადგან ლოზუნგები, მოდი, ვთქვათ, არა მხოლოდ ანტიპუტინური, ანტირუსულიც იყო. შესაბამისად, მან სანქციები შემოიღო, რაც, რა თქმა უნდა, ცუდია. მაგალითად, ახლა დოლარის კურსი აწეულია - ბაზარი მიმდინარე მოვლენებზე მაშინვე რეაგირებს. როდესაც ქვეყანა პოლიტიკურად არასტაბილურია, ბუნებრივია, იქ მყარი ვალუტა ვერ იქნება. ზოგი მართლა "ურაპატრიოტიზმით" იძახის, - ჩემთვის ტურიზმზე მნიშვნელოვანი საქართველოაო. მგონი, ჩვენი ქვეყანა ყველას გვიყვარს. თუ სამაჩაბლოსა და აფხაზეთს დამიბრუნებენ, ტურიზმზე ნამდვილად უარს ვიტყვი, მაგრამ აღარც ტურიზმი განვითარდეს, აღარც - ეკონომიკა, არც ხალხი დასაქმდეს და არც სამაჩაბლო-აფხაზეთი დაგვიბრუნდეს, მოედანზე ტყუილად ყვირილს, რა აზრი აქვს? პროტესტის გამოხატვა გასაგებია, მაგრამ შემდეგ რაღაც დონეზე უნდა გაჩერდე და ისაუბრო. მაგალითად, პირადად მე, არჩევნებზე ყოველთვის მივდივარ და ჩემს არჩევანს ვაკეთებ. 2020 წელსაც ზუსტად ასე მოვიქცევი. თუკი მიგაჩნიათ, რომ ეს მთავრობა კარგი არ არის, არჩევნებზე წადით და თქვენი აზრი დააფიქსირეთ. ახლა რა გამოვიდა? რუსი ტურისტები ჩვენ გავაქციეთ და გვგონია, მთელი ევროკავშირი აქ ჩამოვა? საქართველოს შესახებ, ევროკავშირშიც განცხადება გაუკეთებიათ - არასტაბილური ქვეყანაა და იქ წასვლას არ გირჩევთო. მიუხედავად ეროვნებისა, არც ერთ ტურისტს არ მოსწონს, როცა დასასვენებლად მიდის ქვეყანაში, სადაც მიტინგები და დარბევებია.
- აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს იზიარებთ?
- პროპორციული არჩევნების ჩატარებას ვეთანხმები, მაგრამ პროცენტული ზღვარი აუცილებლად უნდა ყოფილიყო... გახარიას გადადგომის მოთხოვნას რაც შეეხება, აქციაზე პოლიცია ძალიან არაადეკვატურად მოიქცა. "გაზითა" და ტყვიებით ახალგაზრდების დარბევა, მიუღებელია, რა თქმა უნდა! სულ სააკაშვილს ლანძღავენ, ამ ხელისუფლებამ კი იგივე გააკეთა. თუკი გახარიას უწყებაა, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე მან უნდა აიღოს და მართლა გადადგეს, მაგრამ ერთი რამ მინდა აღვნიშნო: როცა გვეუბნებიან, რუსები არ გვინდა, ამერიკელები, ევროპელები ჩამოვიდნენო, მოგზაურობისას შემჩნეული მაქვს - ტურისტების ყველაზე დიდი ნაკადი საქართველოში მეზობელი ქვეყნებიდან შემოდის. ეს ლოგიკურიც არის: ფრანგები ხშირად დადიან იტალიასა და ესპანეთში, ავსტრიაში ბევრი უნგრელი და გერმანელი ვნახე. რომელი ქვეყანაც შენთან ახლოსაა, იქ მიდიხარ - ეს უფრო მარტივია. გასაგებია, რომ რუსეთი, როგორც ქვეყანა, ჩვენთვის მიუღებელი მეზობელია, მაგრამ მათთვის აქ ჩამოსვლა უფრო მარტივია, ვიდრე ევროპელისთვის. ამიტომ ცოტათი რეალობას უნდა ვუყუროთ. მოგვწონს თუ არა, ტურისტები მეზობელი ქვეყნებიდან შემოდიან და სოლიდურ თანხას ხარჯავენ. ახლა ბათუმში ვარ და ჯერ არ მინახავს ბათუმელი, ვისაც არ უთქვამს, - კი, პროტესტი გასაგებია, სამართლიანია, მაგრამ ჩვენ სეზონი "ჩაგვივარდაო". დავინახე, ჯერ მარტო ბულვარში რამდენმა ადამიანმა შემოიტანა ველოსიპედები, ელექტრომობილები. ვის მიაქირაონ? იზარალა ავიაკომპანიამ, ტურისტულმა სააგენტომ, ტაქსისტებმა, რესტორნებმა, მეღვინეებმა, სასტუმროებმა, ბინის გამქირავებლებმა... მხოლოდ ერთს ვიტყვი: ტურისტს ნუ ვებრძვით, ვებრძოლოთ პუტინს, პოლიტიკურ ისტებლიშმენტს. ნუ ვიგონებთ ისეთ სისულელეებს, როგორიც რესტორანში რუსი ტურისტებისთვის 20%-ით მეტი გადასახადის დაწესებაა. ეს სრული მარაზმია... დაბოლოს, დღეს შექმნილ სიტუაციაში დამნაშავე ის არის, ვინც დაპატიჟა, შემოუშვა და პარლამენტში დასვა რუსეთის დუმის დეპუტატი. ამას მეც კატეგორიულად არ მივიღებ და არც ის ტურისტი, ვისაც ველაპარაკე. ერთ რუს ტურისტსაც არ უთქვამს, პუტინი "გვევასებაო"...
GzaPressთამთა შედანია:
- მინდოდა, უცხოურ მედიაში გამოქვეყნებული სტატიები სოციალურ ქსელში ჩემი მეგობრებისთვის გამეზიარებინა, რათა ასე ვთქვათ, საზღვარგარეთ საქართველოს გაპიარებაში მოკრძალებული წვლილი შემეტანა. ჩვენი ქვეყნის შესახებ რაც უფრო მეტი კამპანია იქნება და უცხოურ ჟურნალებში, ელექტრონულ გამოცემებში სტატიები დაიბეჭდება, უკეთესია. პოლიტიკისგან შორს ვარ, მაგრამ საქართველოში რუსეთის გავლენა ძალიან ცუდია. ჩვენი ქვეყნის 20% რომ ოკუპირებულია, ამის გამო გული მწყდება და იმ ხალხს ვუერთდები, ვინც ამ თემასთან დაკავშირებით, ანალოგიურ ემოციას გამოხატავს. ამაყი ვარ და მიხარია, რომ დღეს საქართველოში ჩემი და ჩემზე უმცროსი თაობის წარმომადგენლები გამოდიან, თავიანთ სათქმელს ამბობენ, საკუთარ აზრს მყარად აფიქსირებენ. იმედი მაქვს, საქართველო ასეთი ადამიანების წყალობით გადარჩება...
GzaPressრუსკა ქარქაშაძე:
- ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობების მჯერა და ზაფხულის საქართველოში გატარებასთან დაკავშირებულ კამპანიებს მაქსიმალურად მხარს ვუჭერ. ისეთი ლამაზი ადგილები, ბუნება, კლიმატი გვაქვს, რომ დარწმუნებული ვარ, უამრავი ტურისტი ჩამოვა და ჩვენს ძალიან მაგარ ქვეყანას იხილავს. დიდი სტუმართმოყვარეობით ველოდებით. ჩემმა ოჯახმა გადავწყვიტეთ, რომ ზაფხული საქართველოში გავატაროთ, სხვადასხვა კუთხეში ვიმოგზაუროთ და დავისვენოთ. ჩემი რამდენიმე უცხოელი მეგობარი დაახლოებით 10 დღეში ჩამოვა. ისინი ზაფხულის ერთი თვის გატარებას საქართველოში აპირებენ.
- აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს იზიარებ?
- მთავარი ის არის, რომ ერთად ვართ. სანამ ერთად ვართ, შეგვიძლია, ბევრი რაღაც უკეთესობისკენ შევცვალოთ. ამიტომ ჩვენი ახალგაზრდების მჯერა. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალებით ყველაფერს შევძლებთ. სულითა და გულით მათთან ერთად ვარ!..
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ქმრისგან მივდივარ, მიყვარდება ახალგაზრდა ყმაწვილი, ბოლოს ტრაგედია ხდება"
რუსკა მაყაშვილი დედისა და მეუღლის ამპლუაში
"ღმერთი მაძლევს ძალას, რომ ჩემი შესაძლებლობები გამოვავლინო"
"მასტერის სიმღერების მართლა ხშირი მსმენელი ვიყავი"
პრობლემა, რომელსაც ხშირად ახსენებენ და გამოსავალი - სოფო საჟინიანისგან
"საზოგადოებისთვის ისეთი მესიჯები არ მაქვს, რომ ბიკინიში გამოწყობილმა მივაწოდო"
მგონი, მთელი ჰოლივუდი ავალაპარაკეთ, ისეთი ეგზოტიკური, უცხო იყო ჩვენი გამოჩენა ასეთი ფორმით...
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი