"არ უყურო დროს" - საზაფხულო ჰიტზე შექმნილი კლიპი
font-large font-small
"არ უყურო დროს" - საზაფხულო ჰიტზე შექმნილი კლიპი
"მასტერის სიმღერების მართლა ხშირი მსმენელი ვიყავი"

მასტერმა (გიორგი პავლიაშვილი) და ნათია დუმბაძემ მედიისა და შოუბიზნესის წარმომადგენლები თბილისის ერთ-ერთ კლუბში, კლიპის პრეზენტაციაზე მიგვიწვიეს. მათ სიმღერაზე - "არ უყურო დროს" გადაღებული კლიპი საღამოს სტუმრებმა დადებითად მიიღეს და გაჰიტებას უწინასწარმეტყველებენ. სიმღერის ავტორი და კლიპის რეჟისორი თავად მასტერი გახლავთ. კლიპში ცნობილი მსახიობები მონაწილეობენ. ტელეპრემიერის შემდეგ, მუსიკალური ვიდეორგოლი - "არ უყურო დროს" ინტერნეტშიც ხელმისაწვდომი იქნება...


მასტერი:
- მე და ნათია ვმეგობრობდით. ჩემი შემოქმედების მიმართ ნათია ყოველთვის დიდ პატივისცემას გამოხატავდა, რა თქმა უნდა, მისი ნამღერი მეც მომწონს, მაგრამ ძირითადად, საავტორო სიმღერები არ აქვს. ყოველთვის ყველგან ამბობდა, რომ ჩემი სიმღერები ძალიან მოსწონდა, ამიტომ კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. სულ ვფიქრობდით, დუეტი ჩაგვეწერა. ერთხელაც, ახალ სიმღერას ვწერდი. ვიფიქრე, ამ ტექსტს ვინ მოუხდება-მეთქი? ნათია გამახსენდა. მაშინვე გავუგზავნე, ძალიან მოეწონა და მალევე ჩავწერეთ. ოპერატიულად ვიმუშავეთ. ჩაწერისას უკვე ვთქვით, რომ ეს სიმღერა საკლიპე იყო. სტუდიაში, ვინც ჩაწერას ესწრებოდა, ყველას ისე მოსწონდა, რომ აღნიშნავდნენ, - აუცილებლად კლიპიც უნდა გადაიღოთო. მაშინვე დავწერე სცენარი და გადავიღეთ.
ნათია:
- მასტერის სიმღერების მართლა ხშირი მსმენელი ვიყავი. მისი შემოქმედება მიყვარს! ფაქტობრივად, ფანი ვარ, რა (იცინის)!.. როცა სიმღერის ჩაწერა შემომთავაზა, ძალიან გამიხარდა. თან, ვმეგობრობდით... სიმღერა სულ რაღაც 2 კვირაში ჩავწერეთ. ისეთი კარგი გამოვიდა, რომ ვიდეორგოლიც მალე გადავიღეთ. რეჟისორი თავად მასტერი გახლავთ.
- კლიპში გადაღებაზე მსახიობების დათანხმება, მათთან მუშაობა იოლი იყო?
მასტერი:
- ისინი ნათიას მეგობრები არიან. დიდად არ დამჭირვებია, რომ თანხმობა მეთხოვა. მეგობარს ადვილად დაეთანხმნენ და ვითანამშრომლეთ კიდეც. ნათიასთან მუშაობა მარტივი იყო: რასაც ვეუბნებოდი, "ერთი ერთში" აკეთებდა ან თუ სხვანაირად აკეთებდა, იმაზე უკეთესი იყო, ვიდრე მე ვეუბნებოდი. ერთ-ერთი ეპიზოდის შესახებ ექსკლუზიურად ვიტყვი: ვახო ბიჭიკაშვილი და ზურა ნიჟარაძე მთვრალებს თამაშობენ, რომლებიც ტაქსიში სხდებიან. რადიოში ჩვენი სიმღერა ირთვება და უსმენენ... ზუსტად ერთ დუბლში შეასრულეს: ვაჟა-ფშაველას გამზირს წრე დაარტყეს.
GzaPress
ნათია:
- კლიპში მონაწილეები ჩემი მეგობრები არიან. ჯერ ვახოს დაველაპარაკე, შემდეგ ვახომ ზურა მოიყვანა... კახა გრიგალაშვილიც ("ქართული ხმები") ჩემი მეგობარია, ასევე - პატარა მოდელი გოგონაც - თათა...
- მასტერ, შენს კლიპებს ყოველთვის დიდი გამოხმაურება აქვს, თუმცა ახლა მთელი პიარკამპანია დაგეგმეთ: ჯერ სიმღერის პრემიერა გაიმართა, შემდეგ - მედიისთვის და შოუბიზნესის წარმომადგენლებისთვის კლიპის პრეზენტაცია, მალე ტელეშოუში პრემიერას გეგმავთ, მერე კი კლიპი ინტერნეტშიც გამოჩნდება... რისთვის იყო ეს საჭირო?
- საერთოდ, არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ სიმღერა ჯერ რადიოში გასულიყო, შემდეგ კი - კლიპი გადამეღო. სიმღერას კლიპით მაშინვე "იუთუბზე" ვდებ ხოლმე. ამ შემთხვევაში, ეს ნათიასთვის პირველი კლიპია. გადაწყვიტა, რომ პრეზენტაცია გაეკეთებინა და ძალიან კარგადაც მოიქცა: ეს უბრალოდ, კლიპის პრეზენტაცია არ ყოფილა, ეს კარგი დროს ტარება, მინიკონცერტი იყო, თუ შეიძლება, "მინი" ეწოდოს, რადგან საბოლოო ჯამში, "ცოცხალ" ბენდთან ერთად, 11 სიმღერა შევასრულეთ, თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ კლუბში. ტელეშოუს რაც შეეხება, ერთ-ერთ გადაცემას კლიპის გაშვების ექსკლუზივი მივეცით. ამიტომ ვალდებული ვართ, დაველოდოთ: ჩვენი კლიპი ჯერ შოუში გავა, შემდეგ კი "იუთუბზე" ავტვირთავთ. რა თქმა უნდა, ველოდებით, რომ გაჰიტდება. თუნდაც, მარტო ის კმარა, რომ მაია კაჭკაჭიშვილის საყვარელ სიმღერად იქცა: ბათუმში რომ ისვენებდა, იმ 4 დღის განმავლობაში, ყოველდღე ჩვენს სიმღერას უსმენდა...
ნათია:
- ჩემთვის ეს პირველი კლიპია, მასტერისთვის კი - 52-ე (იცინის).
- ნათია, ტელესივრცეში წლების წინ გამოჩნდი. რატომ მოხდა, რომ პირველი კლიპი მხოლოდ ახლა გადაიღე?
ნათია:
- ალბათ, ეს ფინანსებთანაც იყო დაკავშირებული, დროის ფაქტორთანაც და მიმაჩნია, რომ მონდომებასთანაც. ახლა ისეთი მონდომებული ვარ, რომ მგონია, ვეღარ გავჩერდები. უკვე მეორე დუეტის ჩანაფიქრი არსებობს, რომელსაც ალბათ, აგვისტოში განვახორციელებთ. მეორე ვიდეორგოლის გადაღებასაც ვაპირებთ.
- ორივეს თქვენი ბენდი გყავთ...
მასტერი:
- საერთოდ, ბენდთან მუშაობა ჩემი ოცნება იყო. ამის გამოცდილება მხოლოდ ერთჯერადად მქონდა და დეფიციტს განვიცდიდი. მაგალითად, ახალ წელს მე და ნინი ქარსელაძემ ხომ ბენდთან ერთად ვიმღერეთ? არ მომწონდა, რომ რეპეტიციიდან მალე მოვდიოდი (იცინის)... ძალიან რთული ყოფილა, ამდენი ნიჭიერი ადამიანი იპოვო და შეკრიბო. თან, ყველას სხვადასხვა აზრი აქვს. გვერდით ძალიან კარგი ბიჭები მყავს, მხარში მიდგანან. დიდი ხანია, რეპეტიციებს გავდივართ - სექტემბერში 1 წელი შეგვისრულდება. ჯერ "ივენთი" არსად "გაგვიკეთებია", რადგან საქმეს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით. რთულია, ჰიპ-ჰოპი ბენდთან ერთად "გააკეთო". ნებისმიერ ჩემს კოლეგას უკვირს. თან, საქართველოში პირველი პრეცედენტია, რომ რეპერმა პროგრამის გაკეთება ბენდთან ერთად გადაწყვიტა. ძირითადად, ბენდთან ჩემი სიმღერების (რომლებიც მსმენელებმა კარგად იციან) ვერსიებს ვაკეთებ.
ნათია:
- მიხარია, რომ მასტერმა ბენდი შექმნა. როცა ამის შესახებ გავიგე, მართლა გამიკვირდა და გამიხარდა. რეპეტიციას დავესწარი და მივხვდი, რომ მართლა ძალიან მაგარია, ვულოცავ!.. კარგი პროექტია! საზოგადოება ამის შესახებ რომ შეიტყობს, ყველა ბარმა, ლაუნჯმა, კლუბმა უნდა შეაწუხოს - არა, ჩვენთან შეასრულეთ თქვენი პროგრამა, არა, ჩვენთანო!.. ჩემს ბენდს რაც შეეხება, მეხუთე წელია, რაც ვმუშაობთ. ძალიან მაგარი მუსიკოსებისგან შექმნილი ბენდია, ჩვენი დუეტი მათთან ერთად შევასრულეთ.
- კიდევ რა გეგმები გაქვთ?
მასტერი:
- კლიპი და პრეზენტაცია "გადავაგორე". მალე ალბომზე მუშაობას დავასრულებ, რომელშიც 15 სიმღერა შედის. ალბომს "15" ჰქვია, რადგან სწორედ ამდენი წელია, რაც რეპის სფეროში ვმუშაობ. ზაფხულში კონცერტები იქნება, ბენდთან ერთად მუშაობას ვაგრძელებ. ალბათ, აგვისტოში ირაკლი ფირცხალავასთან ერთად გადაღებული კლიპი გამოვა (კლიპს ბათუმში გადავიღებთ). ახლა კლიპს "ქართულ კვარტეტს" ვუღებ... რაც მთავარია, ჩემს მსმენელს ყურადღებას არ ვაკლებ - ახალი სიმღერები აუცილებლად იქნება.
ნათია:
- ვაპირებ, მთელი ზაფხული მუსიკით დავკავდე, ახალი სიმღერები ჩავწერო. მაიკო კაჭკაჭიშვილის სიმღერის "გაკეთებას" ვგეგმავ. ასევე, ნინი ცნობილაძესთან თანამშრომლობას ვაპირებ... ამიტომ, დასასვენებლად არსად მივდივარ - უნდა ვიმუშაო...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"თუ შინაგანად მზად ხარ, შენთან მოდის ბედნიერება!"
უცნაური ზარი ვახო ბიჭიკაშვილთან
როგორ აღმოჩნდა ქალების გარემოცვაში "რუსთავი 2"-ზე დაბრუნებული ამიკო ჩოხარაძე
რა კურიოზები ემართებოდა რამილია ალიევას ქართულად საუბრისას
ამბავი, რომელსაც მიშა ანდღულაძე ჟურნალიდან შეიტყობს
"ზედმეტი წონა ნებისმიერ შემთხვევაში დისკომფორტია"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
904 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი