ნუცა შანშიაშვილი თაღლითი პატარძალი აღმოჩნდა
font-large font-small
ნუცა შანშიაშვილი თაღლითი პატარძალი აღმოჩნდა
"ქმრისგან მივდივარ, მიყვარდება ახალგაზრდა ყმაწვილი, ბოლოს ტრაგედია ხდება"

"სულ 10 დღეა, რაც ნუცა შანშიაშვილი თბილისში იმყოფება, მაგრამ უამრავი საქმის გაკეთება უკვე მოასწრო. როგორ გახდა თაღლითი პატარძალი, რისი ეშინია ყველაზე მეტად, რომელ დღეს ამოშლიდა საკუთარი მეხსიერებიდან და ვინ ცდილობდა მასში წინათგრძნობის უნარი ჩაეხშო? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.


- დაბადების თარიღი...
- ...ამას არასდროს ვამბობ.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...მსახიობი, სხვა პროფესიაზე არც არასდროს მიფიქრია.
- ჩემზე ამბობენ...
- ...რომ ვარ ნიჭიერი. პიროვნული თვისებებიდან ხაზგასმა ჩემს კარგ ხასიათზე ხდება, ყველაზე ხშირად მესმის სიტყვა "პოზიტიური" და ეს ძალიან მსიამოვნებს.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...ვარ ნუცა, რომ დავიბადე საქართველოში. ვინმეს არჩევანის საშუალება რომ მოეცა, რომელ ქვეყანაში დაბადებას ისურვებდიო? აუცილებლად საქართველოს დავასახელებდი. დღეს ხშირად მესმის, წუწუნებენ, რატომ დავიბადე საქართველოში? ეს არასწორი მიდგომაა. მე ვგიჟდები იერუსალიმზე, მაგრამ ჩემი გული არის საქართველო. მთელი მსოფლიო მოვლილი მაქვს, მსგავსი მშვენიერი მიწა-წყალი არსად არსებობს; მსგავსი კეთილი ენერგიის მქონე, ხასიათისა და ნიჭის მქონე ადამიანები მსოფლიოში იშვიათობაა. მადლობა უფალს, რომ აქ მომავლინა. თუმცა, ამერიკა ბევრისთვის ოცნების ქვეყანაა, იქ ბოლომდე გეძლევა შესაძლებლობა საკუთარი თავის რეალიზება მოახდინო. თუ რამე გინდა და იშრომებ, ნებისმიერ მიზანს მიაღწევ!
GzaPress
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...
- ...ჩემს რწმენას ღმერთის მიმართ. ეს ენერგია და ძალა, რომელსაც მე სიყვარულს ვუწოდებ, არის ღმერთი. ამოუცნობია, ის მატარებს მთელი ცხოვრება და ყოველთვის ჩემს გულში ვგრძნობ. მასთან უხილავი, უწყვეტი კავშირი მაქვს. ყველა პრობლემა ზემოდან მოდის და ვესაუბრები, რომ მოგვარებაში დამეხმაროს. შესაძლოა, ეს ვიღაცისთვის სიგიჟეა.
- წარმატება, რომელიც ნიუ-იორკში ახლახან მქონდა...
- ...2019 წლის აპრილში, გრანდიოზული კონცერტი მქონდა, რომელიც ქართველი და ამერიკელი ხალხის ურთიერთობას, მეგობრობის გაღვივებას მივუძღვენი. ამერიკაში მამაჩემის - ჯემალ შანშიაშვილის სკულპტურა "ხელი" წავიღე, რომელიც მამას მეგობარმა, მოქანდაკე თემურ ლომიძემ ჩამოასხა. ეს ქანდაკება ნიუ-იორკში დაიდგმება. საღამოს ორგანიზება ჩემმა პროდიუსერმა მარგარიტა კაგანიმ გაუწია. ამერიკელ ჯაზ-ვარსკვლავებთან ერთად სცენაზე ბევრი ქართული კომპოზიცია გავაჟღერე. ჩემი ფერწერული ნამუშევრებიც იყო წარმოდგენილი. ამ ყველაფრის შემდეგ, უკვე რიგით მეორე ჯილდო (პირველი ჯილდო პოლიციიდან იყო - "ნიუ-იორკში მცხოვრები საპატიო ხელოვანი" - ამ ჯილდოს პოლიციელები გასცემენ) გადმომეცა. ეს გახლდათ ჯილდო კონგრესიდან და მივიღე მესამე ჯილდოც, რომელიც ნიუ-იორკის კულტურის სამსახურისა და დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლების სახელით გადმომცეს, ამჯერად "ხელოვნებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის" დამაჯილდოეს. ეს არა მხოლოდ ჩემთვის, ვფიქრობ, ჩემი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია.
- ახლა თბილისში ვიმყოფები, რადგან...
- ...ვთამაშობ გიორგი ჯაფარიძის კომედიაში, ეს უკვე რიგით მეოთხე კომედიაა. არნახულ ტემპში ვმუშაობთ. სანამ ამერიკაში წავალ, სულ 8 ფილმში გადაღება მაქვს დაგეგმილი. იმ ეპიზოდების გადაღება მოხდება, სადაც ჩემი სცენა იქნება. ეს რთულია, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. ერთმანეთთან თანამშრომლობა ძალიან მოგვწონს. ეს არის ფილმები: "იდეალური ოჯახი", "ოქროს გასაღები", "ბანდიტები", "თაღლითები". ახლა სწორედ "თაღლითებს" ვიღებთ. არის საინტერესო კოსტიუმები, ძველი თბილისის კადრები, გაქცევები... მე გახლავართ თაღლითი პატარძალი. ძალიან სახალისო სცენებია. მიხარია, რომ ამ ფილმების მთავარი პერსონაჟი ვარ. გვინდა, ხალხს ღიმილი ვაჩუქოთ და ცხოვრება გავუხალისოთ. თბილისში აგვისტოს ბოლომდე ვიქნები.
- ყოველ წელს, ამერიკიდან საქართველოში ჩამოვდივარ...
- ...რადგან ეს ქალაქი, ჩემი სახლი, მამაჩემის სახლ-მუზეუმი, ახლობლები, მეგობრები ძალიან მენატრებიან. თბილისში ყოველთვის მომყავს ჩემი შვილი. მას დედა ქართველი ჰყავს და აუცილებლად უნდა უყვარდეს ეს ქვეყანა, აქაურობის მადლი უნდა შეიგრძნოს. ნიკა ქართულად ლაპარაკობს, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი ბავშვია. ხშირად მეკითხება, - დე, თბილისში როდის წავალთო? ჩემი ბავშვობის მეგობარი ნინო ლობჟანიძე, რომელთან ერთადაც გავიზარდე, ამერიკაში ჩვენს მეზობლად ცხოვრობს. ვერაზეც და ნიუ-იორკშიც მეზობლები ვართ. ჩვენი შვილებიც მეგობრობენ. ახლა მათთან რაჭაში მივდივარ, მერე - ქობულეთში, ჩემს დასთან.
- უცხოელ მეგობრებს საქართველოში დასვენებისკენ...
- ...ხშირად მოვუწოდებ. ამ მხრივ ძალიან ვაქტიურობ და ვუერთდები კამპანიას "გაატარე ზაფხულის დღეები საქართველოში". ვთვლი, რომ პოლიტიკოსებმა უნდა მიიკეტონ თავიანთი კარები, საქმეები ერთმანეთში ჩვენს გარეშე არკვიონ, მოქალაქეებს თავი დაგვანებონ. მთელ მსოფლიოს მოვუწოდებ, ჩამოვიდნენ საქართველოში და ისიამოვნონ. ამ ქვეყანაში საოცარი ენერგიის აღება შეიძლება. ამ სამოთხეზე ყველგან ვლაპარაკობ, სადაც კი ხმა მიმიწვდება. ვინც აქ ერთხელ მაინც ჩამოსულა, უთქვამთ, სად არ ვიყავით და თვალწინ სულ თბილისი და საქართველო გვიდგასო. მაგალითად, ფლორიდაში სულ ქვიშაა, იმ ადგილის გასაკეთილშობილებლად მილიარდებია დახარჯული და იქ რომ ხარ, სწორედ ამ მილიარდების კომფორტს გრძნობ. ჩვენ ღმერთმა სამოთხე ბუნებრივად მოგვცა. ახლა ჩემი ერთი პროდიუსერი აქ არის, მეორე ჩამოდის. კიდევ ერთი მეგობარი, ოჯახთან ერთად ჩამოვა. პუტინის მიერ გამოცხადებული აკრძალვის გამო, ბევრი რუსი ტურისტია განაწყენებული. ისინი, ვინც საქართველოში დასვენებას ოჯახთან ერთად გეგმავდა, რუსეთში მიტინგებს აწყობენ, ეს რა გაგვიკეთეთ, ჩვენ ქართველებთან ურთიერთობა გვინდაო.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...საკუთარი თავისადმი კრიტიკულად ვარ განწყობილი და ვთვლი, რომ ეს ძალიან კარგია. იუმორის გრძნობა კი ბევრ რამეში მშველის. იმდენად კრიტიკული ვარ, სხვების კრიტიკა მამშვიდებს კიდეც.
GzaPress
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...
- ...არაკატეგორიულობა. ხანდახან ბევრ ამბავს "ვატარებ". ვთვლი, რომ ეს სასურველი თვისება არ არის.
- ვრისკავ, როცა...
- ...ახლა - ნაკლებად, მაგრამ წარსულში გაუაზრებელი რისკებიც ხშირად მქონდა.
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- ...თავით ვეშვები ხელოვნებაში. ეს არის ჩემი საუკეთესო წამალი. ხელოვნება არის ერთადერთი გასაღები ცხოვრებაში, როცა იხსნება კარი და ყოველგვარი დაძაბულობა იკარგება.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ...ვითამაშო სცენაზე, ვითამაშო ფილმში დაუსრულებლად, შეუჩერებლად. ვხატო, ხელოვნებას ვემსახურო. მსახიობობას სიმღერაზე წინაც კი ვაყენებ.
- მეშინია...
- ...ახლობლების ტკივილის, დაკარგვის.
- ბოლოს ვიტირე...
- ...გუშინ, გადაღებაზე. ხშირად ვტირი. უი, უნდა მომეყოლა და დამავიწყდა. ამ ათ დღეში, რაც თბილისში ვარ, უამრავი რამ მოვასწარი. ვითამაშე დრამაში, რომელიც სიყვარულზეა. მთავარ როლში ზურა ინგოროყვა, ლევან ლაშხი და მე ვართ. ეს არის სასიყვარულო სამკუთხედი, გიორგი ჯაფარიძის სცენარით. მე ქმრისგან მივდივარ, მიყვარდება ახალგაზრდა ყმაწვილი, რომელიც მწერალია და ბოლოს ხდება ტრაგედია... დანარჩენს ვერ გიამბობთ.
- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...
- ...ახლო მეგობრების გარემოცვაში, თან მინდა ვიმუშაო.
- ვნანობ...
- ...თუკი რამ შემშლია იმ ადამიანებთან, რომლებიც დღეს ცოცხლები აღარ არიან და შეცდომის გამოსწორების შანსი აღარ მაქვს.
- მე ვარ შეუმდგარი...
- ...ქალი. მიუხედავად იმისა რომ მყავს არაჩვეულებრივი შვილი, ქმარი, რომელსაც ძალიან ვუყვარვარ. ტვინით, აზროვნებით მგონია, რომ მამაკაცი ვარ, ქალის სხეულში. ქალი უნდა იყოს ნაზი, ფაფუკი ფისოსავით, სულ სახლში. ქალი არის ბედნიერი, როცა მისი "ხელოვნება" არის სახლი. ჩემი "ხელოვნება" არის ქუჩა, მოგზაურობა, თამაში, ხატვა... მე თავიდან ბოლომდე შემდგარი პიროვნება ვარ, მაგრამ როგორც ქალი - შეუმდგარი.
- სიყვარული ეს...
- ...არის გაცემის ენერგია. შენ თუ შეგიძლია სხვა ადამიანს საკუთარი თავი აჩუქო, იფიქრო იმ ადამიანის სურვილით, იცხოვრო იმ ადამიანის ემოციით და გააკეთო ყველაფერი იმისთვის, რომ ის გახადო ბედნიერი - აი, ეს არის სიყვარული. თუმცა არსებობს მისი დამახინჯებული ფორმებიც. სიყვარული არის გაცემის ენერგია.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- ...პატარაობიდანვე ამ გრძნობის მეშინოდა. მაშინ ალბათ ბევრ რამეს ვერც ვაცნობიერებდი. დღეს სიყვარული მაბედნიერებს, მაშინ ვიტანჯებოდი. მთელი ცხოვრება მიყვარდა და არ ვიცოდი, რომ ეს გრძნობა ხელოვნებაში უნდა გადამეტანა. რადგან არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა, დამთრგუნველიც კი იყო.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- ...რომ ვარ უხეში, პირდაპირ მთქმელი. ჩემი ბავშვობის მეგობარი მეუბნება, - ქიზიყელი რუსი ხარო. კახურ პირდაპირობას და რუსულ უტიფრობას გულისხმობს.
- ინტუიცია...
- ...ძალიან მაქვს განვითარებული. ბავშვობიდანვე დედა ცდილობდა, ჩემში წინათგრძნობები ჩაეხშო. 2006 წელს ფილარმონიაში გრანდიოზული კონცერტი მქონდა. 2007 წელს რუსეთში გასტროლზე წავედი. მაშინ სიზმარი ვნახე: აკლდამასავით ტაძარი იყო, რომლის სათავეში რუსეთის პრეზიდენტი იდგა და ამ ტაძრის დანგრევას იწყებდა. ქვემოთ ეწერა "საქართველო". საშინლად შეშინებულმა გავიღვიძე. მეუღლეს ვუთხარი, რუსეთთან რაღაც ცუდი მოხდება-მეთქი. რას ლაპარაკობ, რა უნდა მოხდეს, ერთმორწმუნეები ხართო. მალე ომი დაიწყო.
რამდენიმე დღის წინ, როგორც ჩანს, ქვეყანაში მიმდინარე ამბები გულში ჩამყვა. მესიზმრა, ვერაზე ვარ, მე-7 სართულზე უნდა ავიდე, კიბეს მივუყვები და თან ქართულ ფოლკლორს ვღიღინებ. უეცრად ვხედავ, კიბეზე ვლადიმირ პუტინია ჩაცუცქული. შევცბი. ვუთხარი, - ჩემს კართან რას დგახარ, რა გინდა-მეთქი? - ბოდიში მინდა მოგიხადო, შენ ხომ იცი, რის გამოცო. - კი, მაგრამ მაგას ბოდიში არ შველის-მეთქი. - არა, მაპატიეო და ამ დროს ჩემკენ გადასახვევად გადმოიხარა. გამეღვიძა, აღარ ვიცი, ეს სიზმარი როგორ ავხსნა.
- პატიება შემიძლია...
- ...ყოველთვის.
- დღე, რომელსაც საკუთარი ცხოვრებიდან ამოვშლიდი...
- 2008 წელი. ის დღე, როცა ომი დაიწყო.
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- ...სულ ალა პუგაჩოვას სიტყვები მახსოვს. როცა მასთან სტუმრად მივედი, პირადად გადმომცა საჩუქრად "აისბერგი", ეს უნდა იმღეროო. მერე მითხრა. ხომ ხედავ, როგორი ცნობილი მომღერალი ვარ. შენ ჯერ პატარა ხარ, მთელი ცხოვრება წინ გაქვს, არასდროს არავის დაელოდო, რომ მოგცემენ ფულს, გეყოლება სპონსორი... გაიღვიძებ თუ არა, მუშაობა დაიწყე და ყოველდღე იფიქრე იმაზე, როგორ შექმნა ახალი სიმღერა. მუშაობა და მხოლოდ მუშაობა, დანარჩენი ყველაფერი თავისით მოვაო.
- დაბოლოს, გეტყვით...
- ...მე თქვენთვის ვცხოვრობ.
თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რატომ უყვარს მსახიობს ფუქსავატი ბიჭი
სიყვარული ყველა პლანეტაზე, ყველა მიზიდულობა-განზიდულობაზე ძლიერია
"მთელი ცხოვრება მიწევდა ბიძიან-დეიდიანი ხალხის გვერდზე გაწევა იმისთვის, რომ სამსახური მეშოვა"
"2010 წლის აპრილში, ქართული დროშით პირველ ადგილზე რომ ვიდექი, ცრემლებიც კი წამომცვივდა"
საკუთარ თავთან საბრძოლველად შექმნა ალტერნატიული "მე"
"აღმოსავლეთის ექსპრესით მგზავრობა ძალიან მომინდა"
"შეიძლება, სხვა სახელწოდებით, მსგავსი გადაცემა წაიყვანონ"
"მაქვს ხეხილის ბაღი, ბოსტანი, ყვავილები"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
228 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი