"სასტიკიც ვყოფილვარ, ულმობელიც და საშიშიც"
font-large font-small
"სასტიკიც ვყოფილვარ, ულმობელიც და საშიშიც"
ოთო ფოლადაშვილის სუსტი და ძლიერი მხარე

მას შეუძლია იყოს ულმობელი, სასტიკი, საშიში - ყველაფერი კონკრეტულ სიტუაციაზეა დამოკიდებული. მტერი და მოყვარე თანაბარი რაოდენობით ჰყავს, მაგრამ მტერიც კი პატივისცემით ეპყრობა. დასახულ მიზანს ყოველთვის აღწევს. საკუთარ თავზე მითების შექმნაც ხშირად სჩვევია, სიყვარულში მუდამ აწყდება სიძნელეებს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები მამლის წელში დაბადებულ მორიელს, ეს კი ოთო ფოლადაშვილის ზოდიაქოს ნიშანია.


- პირადი ჰოროსკოპი არასდროს შემიდგენია. მართალია, ყოველ დილით ასტროლოგიურ პროგნოზს არ ვეცნობი, მაგრამ ამ მეცნიერების მჯერა. როცა ინტერნეტში ჩემი ნიშნის დახასიათება მხვდება, ყოველთვის ვეცნობი და შემიძლია ვთქვა, რომ ტიპური მორიელი ვარ.
- ასტროლოგები ამბობენ, რომ მამლის წელში დაბადებული მორიელი გამორჩეული ბრძოლისუნარიანობითა და ამტანობით გამოირჩევა. ეთანხმები?
- ნამდვილად ასეა. ეს "ყველაზე ძლიერშიც" გამოვლინდა. გამძლეობას არ ვუჩივი, კარგი ამტანიც ვარ. საკუთარ თავში ბრძოლის ძალას ყოველთვის ვპოულობ, წინააღმდეგობები არ მაშინებს. ნებისმიერ სირთულეს მარტივად ვუმკლავდები. "ყველაზე ძლიერში" ეს ყველას შეუძლია ნახოს. მთელი ცხოვრება ვვარჯიშობ, ფორმაში ვარ და სულ მინდოდა, მსგავს პროექტში ძალები მომესინჯა.
- როგორც სხვა რეკრუტებს, შენც უამრავი სირთულის გადალახვა მოგიხდა. ყველაზე ძნელი რომელი ეპიზოდი იყო?
- ყველა დავალება თავისებურად რთული იყო. ბოლო გადაცემაში რომელი დავალებაც შევასრულე, ძალიან ძნელი იყო, მაგრამ ქარის წისქვილებთან 11-საათიან ბრძოლას, წყლისა და საჭმლის გარეშე, გავუძელი. გარდა იმისა, რომ ფიზიკურად ვარ მომზადებული, ფსიქოლოგიურადაც ძლიერი გახლავართ, მორიელობა მშველის.
- ყველაზე ძლიერ კონკურენტად ვის მიიჩნევ?
- დავალებები ერთმანეთისგან იმდენად განსხვავებულია, ერთს ვერ დავასახელებ. ყველანი ძლიერები ვართ და ჩვენ შორის ყველაზე ძლიერი გაიმარჯვებს.
- "ის ბუნებით მაძიებელია. უნარი აქვს ერთი და იმავე ადგილს "ნისკარტით" ხანგრძლივი დროის განმავლობაში უკაკუნოს, სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევს".
- მართალია. ნებისყოფა და მოთმინების უნარი მაქვს, მიზანდასახულიც ვარ. თავს არასდროს ვზოგავ, მაქსიმალურად ვიხარჯები იმისთვის, რომ მიზანს მივაღწიო. მიზანი კი ყოველთვის ერთია - გამარჯვება.
- "მამალი ამბიციური, კარიერისტი და ამაყია".
- სამივე შეფასებას ვეთანხმები. ჯანსაღი ამბიცია მაქვს. ვთვლი, რომ ადამიანისთვის ამბიციურობა, კარიერისტობა და სიამაყე ზომიერების ფარგლებში საჭიროა. ამ ცხოვრებაში ვინმემ თუ რამეს მიაღწია, ყველა ამბიციური იყო.
- არაჯანსაღი ამბიცია არასდროს გქონია?
- არასდროს. რეალისტი ვარ, მიწაზე ძალიან მყარად მდგომი და ჩემი ამბიცია შესაძლებლობებს წინ არასდროს უსწრებს. ზუსტად ვიცი, რა შემიძლია, არარეალურ მიზნებს არ ვისახავ, ზღაპარში არასდროს მიცხოვრია.
- "მას საკუთარ თავზე მითების შექმნაც ხშირად სჩვევია".
- ვერ დავეთანხმები. ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე, ერთი მსგავსი შემთხვევაც არ მახსენდება.
- "ის ძალიან გულუბრყვილოა. ამბობს იმას, რასაც ფიქრობს".
- მთლად ასეთი გულუბრყვილოც არ ვარ. შეიძლება ამ ამბავში მამლის ხასიათს მორიელობა აბალანსებს.
- თავგადასავლების მაძიებელი ხარ?
- თავგადასავლები ნამდვილად მიყვარს. ამიტომ, ახალ გამოწვევებზე უარს არასდროს ვამბობ.
- "ის არ არის მშიშარა, პირიქით - მამაცი და გაბედულია, მით უმეტეს, როცა ამის აუცილებლობაა".
- ასეა და ამაში ყველა ის ადამიანი დამეთანხმება, ვინც მიცნობს.
- ტრაბახი გჩვევია?
- არა.
- "ის გაცილებით მეტს ამბობს, ვიდრე გაკეთება შეუძლია".
- პირიქით, იმაზე მეტიც ხშირად გამიკეთებია, ვიდრე აფიშირება მომიხდენია.
- "მფლანგველია, მაგრამ შესწევს უნარი, ფული მწირი ნიადაგიდანაც ამოქაჩოს".
- ფულის დახარჯვა არ მენანება, რამდენიც მაქვს, ვხარჯავ და ყველა სურვილს ვისრულებ.
- "ბოლომდე არავის ენდობა, საკუთარი თავის გარდა".
- მართალია.
- საკუთარი გამოცდილებიდან ისწავლე, რომ ასე უკეთესია.
- ჩემს ცხოვრებაში არიან ადამიანები, რომელთაც ვენდობი. მეგობრობაში, ურთიერთობაში მთავარი ნდობაა. ეს თუ არ არსებობს, სხვანაირად ურთიერთობა ვერც წარმომიდგენია. თუმცა, ყველაზე მეტად, ჩემს თავს ვენდობი. საკუთარი თავისგან ყველაზე მეტს ვითხოვ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვების მიმართ ნდობის ფაქტორი არ მაქვს, ეს ჩემში ზომიერების ფარგლებშია.
- "მას ღრმად სწამს, რომ მართალია და მასზე უკეთ არავინ იცის, რა და როგორ გააკეთოს".
- სიტუაციას გააჩნია. რჩევა არაერთხელ მიმიღია და გამითვალისწინებია.
- "მამალს უყვარს ქალების საზოგადოებაში ყოფნა. მას შეუძლია იბრწყინოს, ინავარდოს, იარშიყოს... მამაკაცი მეგობრები მალე ბეზრდება. პროფესიასაც ისეთს ირჩევს, რომელიც ქალთა საზოგადოებასთან დააახლოებს".
- არა მგონია, ასე იყოს, ამაზე არც მიფიქრია. ცეკვაში პარტნიორი აუცილებლად მჭირდება, მაგრამ პროფესია ამის გამო არ ამირჩევია. რა მნიშვნელობა აქვს, გოგოა თუ ბიჭი? მეგობარი არასდროს მბეზრდება.
GzaPress
- "მას შეუძლია იყოს ულმობელი, სასტიკი, საშიში... ყველაფერი კონკრეტულ სიტუაციაზეა დამოკიდებული.
- შემიძლია. სასტიკიც ვყოფილვარ, ულმობელიც და საშიშიც, მაგრამ არასდროს დაუმსახურებლად. დამთმობი არ ვარ. რამდენჯერაც მსგავსი სიტუაცია მქონია, მართალი ვყოფილვარ. მატყუარა და აფერისტ ადამიანებს ვერ ვიტან.
- "მორიელის თვალებს ჰიპნოზირების უნარი აქვთ. მის მზერას ხალხი თავს არიდებს და მოუსვენრობა იპყრობთ".
- არ ვიცი, ეს ასე პირდაპირ არავის უთქვამს, არ გამოუხატავთ.
- "იმდენად ფლობს საკუთარ ემოციებს, სახეზე ვერაფერს შეატყობთ".
- ემოციის კონტროლი ნებისმიერ სიტუაციაში შემიძლია. თუ აფიშირება საჭირო არ არის, შემიძლია დავმალო ბრაზი, მწუხარება, სიხარული... ეს საერთოდ არ მიჭირს.
- "მორიელს მტერი და მოყვარე თანაბარი რაოდენობით ჰყავს, მას მტერიც კი პატივისცემით ეპყრობა".
- არ ვიცი, არა მგონია ბევრი მტერი მყავდეს. აგრესიული არ ვარ, ჩემში პოზიტივი უფრო ჭარბობს.
- "მორიელი არა მხოლოდ სხვებისთვის, საკუთარი თავისთვისაც საშიშროებას წარმოადგენს. თუ გარშემო დასაგესლი ობიექტი არ ჰყავს, შეუძლია თავისი მომაკვდინებელი ნესტარი საკუთარ თავზე სცადოს".
- ჩემს შემთხვევაში ასე არ არის.
- "მას არასდროს ავიწყდება გაწეული სიკეთე, შეურაცხყოფა და წყენაც სულ ახსოვს".
- მართალია. თუ არ გავიხსენე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დამავიწყდა. ბევრი რამის დავიწყება მიჭირს. ვთვლი, რომ ადამიანებს შთამბეჭდავი ამბები თუ მოვლენები კი არ ავიწყდებათ, უბრალოდ არ იხსენებენ. არ მესმის, როცა ამბობენ, გუშინ ვიჩხუბე და არ მახსოვს, რატომ ვიჩხუბეო. მგონია, იტყუებიან.
- "გულმოდგინედ გეგმავს, როგორ იყაროს ჯავრი მტერზე. მოწინააღმდეგეს ისეთ დარტყმას აყენებს, საბოლოოდ უკარგავს მასთან ქიშპობის სურვილს".
- ალბათ ასეა. არასდროს არავისთვის არაფერი შემირჩენია. უკანდამხევი არ ვარ. მოწინააღმდეგე თუ მეყოლება, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემთან ქიშპობის სურვილი დაეკარგოს.
- საკუთარი თავის ერთი სიტყვით დახასიათება რომ გთხოვო, რომელ სიტყვას იტყვი?
- რამდენიმე დღის წინ ვკითხულობდი, ესა თუ ის ზოდიაქოს ნიშანი როგორ შთაბეჭდილებას ახდენს სხვა ადამიანზე. მაშინ მორიელზე წავიკითხე სიტყვა "ძლიერი". თან, ახლა "ყველაზე ძლიერში" ვარ და მნიშვნელოვნად მივიჩნიე.
- დიახ, ასტროლოგების ერთი სიტყვა, რომელსაც მორიელის დასახასიათებლად იყენებენ, არის "უძლეველი". თვლიან, რომ მორიელი ნებისმიერი ბრძოლიდან გამარჯვებული გამოდის.
- ამის ერთ-ერთი წინა პირობა ალბათ ის არის, რომ მორიელებს წინააღმდეგობები არ გვაშინებს.
- "ყველა ცხოვრებისეულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს".
- ნამდვილად ასეა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვებს არ ვუსმენ. ახლობლებს რჩევას ხშირად ვეკითხები, ნებისმიერი აზრის მოსმენა შემიძლია. რაც შეეხება მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, ის აუცილებლად მე უნდა მივიღო და შედეგზეც პასუხისმგებელი თავად ვიყო.
- "მეგობრების შერჩევას დიდ ყურადღებას უთმობს. თავის გარშემო ისეთ პიროვნებას არ გააჭაჭანებს, რომელსაც არ აფასებს".
- ეს თვისება მაქვს და ძალიან მომწონს. ჩემს ყველა მეგობარს უდიდეს პატივს ვცემ.
- "საოცარი შორსმჭვრეტელობის უნარის წყალობით, ის ადამიანებს გამჭოლ ხედავს". ყოველთვის დანამდვილებით იცის, ვინ რას წარმოადგენს და ვისგან რა საშიშროება ელის".
- ადამიანების ცნობა ნამდვილად შემიძლია, ეს უნარი მომავალში უსიამოვნებებისგანაც მიცავს. კარგი ინტუიცია მაქვს. ძალიან დიდი დრო უნდა გავიდეს, რომ ადამიანი მეგობრად მივიღო.
- "სიყვარულში მუდამ აწყდება სიძნელეებს".
- სიყვარულს მუდამ თან ახლავს სიძნელეები. თუ სიძნელეებს გადალახავ, ის არის ნამდვილი სიყვარული.
- დღეს შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?
- სიწყნარე და სიმშვიდეა.
- "ე.წ. მეექვსე გრძნობის წყალობით, თავიანთ გულის სწორს დანახვისთანავე ცნობენ".
- რადგან დაოჯახებული არ ვარ, როგორც ჩანს, ეს ამბავი წინ მელოდება.
თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რატომ უყვარს მსახიობს ფუქსავატი ბიჭი
სიყვარული ყველა პლანეტაზე, ყველა მიზიდულობა-განზიდულობაზე ძლიერია
"მთელი ცხოვრება მიწევდა ბიძიან-დეიდიანი ხალხის გვერდზე გაწევა იმისთვის, რომ სამსახური მეშოვა"
"2010 წლის აპრილში, ქართული დროშით პირველ ადგილზე რომ ვიდექი, ცრემლებიც კი წამომცვივდა"
საკუთარ თავთან საბრძოლველად შექმნა ალტერნატიული "მე"
"აღმოსავლეთის ექსპრესით მგზავრობა ძალიან მომინდა"
"შეიძლება, სხვა სახელწოდებით, მსგავსი გადაცემა წაიყვანონ"
"მაქვს ხეხილის ბაღი, ბოსტანი, ყვავილები"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
228 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი