"ხალხის თანდასწრებით ავუხსენი სიყვარული"
font-large font-small
"ხალხის თანდასწრებით ავუხსენი სიყვარული"
გიორგი გაბუნიას და ნინი ფუტკარაძის LOVE STORY

ამჯერად გადაცემის - "ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად" წამყვანს და მის შეყვარებულს - ნინი ფუტკარაძეს მოვუწყვეთ "გამოცდა": წყვილს ცალ-ცალკე ვესაუბრეთ და ერთი და იგივე შეკითხვები დავუსვით - შევამოწმეთ, რამდენად კარგად იცნობენ ერთმანეთს შეყვარებულები...


- როდის, სად, როგორ გაიცანით ერთმანეთი?
გიორგი: - მრავალი წლის წინ, ქუთაისში, მაგრამ მაშინ უბრალოდ, ერთმანეთი გავიცანით, განსაკუთრებული არაფერი ყოფილა. "სხვა თვალით" რომ შევხედე, ეგ 10-12 ან მეტი წლის შემდეგ, თბილისში, ერთ-ერთ მარკეტთან მოხდა: ერთმანეთს გამოველაპარაკეთ. მერე მისი დის ქორწილში შევხვდით... იქიდან მოყოლებული, წავიდა და წავიდა ამბები... მას რაც შეეხება, კურორტ საირმეში ჯგუფი რაღაც ღონისძიებაზე ვიყავით. ნინიც დავპატიჟე, როგორც მეგობარი. მგონი, "სხვა თვალით" იქ შემომხედა ან იქიდან რომ ჩამოვედით, მერე.
ნინი: - შეიძლება ითქვას, ერთმანეთს მთელი ცხოვრება ვიცნობთ: ჩვენი მშობლები მეგობრობენ. შესაბამისად, გიორგი ხშირად გვსტუმრობდა. ალბათ, ბავშვობაში გავიცანი, მაგრამ დაახლოებით 8-9 თვის წინ დავახლოვდით... როგორც თვითონ იხსენებს, რამდენიმე წლის წინ, ერთმანეთს სრულიად შემთხვევით შევხვდით. მივესალმე. მერე მითხრა, - "ცოტა სხვანაირად" მაშინ შემოგხედეო. მე "სხვა თვალით" 8-9 თვის წინ შევხედე, როცა ჩვენთან ჩემი დის ნიშნობის მეორე დღეს იყო მოსული.
- როცა მას პირველად შეხედე "სხვა თვალით", რით მიიქცია შენი ყურადღება? როგორ ფიქრობ, თავად რით დაამახსოვრე თავი?
გიორგი: - პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩემი ყურადღება გარეგნობით მიიქცია - მრავალი წლის განმავლობაში ნანახი არ მყავდა, ასევე - ჩაცმის სტილით. ალბათ, მე იმით დავამახსოვრე თავი, რომ საირმეში მის მიმართ დიდ ყურადღებას ვიჩენდი. თან იქ ყველა მეგობრულად და გულთბილად დახვდა.
ნინი: - ალბათ, ჩემი ყურადღება გარეგნობით მიიქცია. თან ძალიან ყურადღებიანი, გულთბილი, საყვარელი და აქტიურია... მე კი ალბათ, ჩემი გარეგნობით დავამახსოვრე თავი.
- თქვენი პირველი პაემანი გაიხსენეთ.
გიორგი: - რასაც "პაემანი" ჰქვია, კინოში გვქონდა. მგონი, ფილმი - "სად იმალებიან ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი" ვნახეთ. კაფეში ვისხედით და იქ გამოვუტყდი, რომ მომწონდა, მის მიმართ სიმპათია მქონდა. ღია ფერის სამოსი ეცვა: ან ცისფერი, ან - ნაცრისფერი.
ნინი: - ოფიციალური რაღაცები არ გვიყვარს. კონკრეტულად, პირველი პაემანი არ მახსენდება. ძალიან ხშირი კონტაქტი გვქონდა და გვაქვს. შესაბამისად, პირველი შეხვედრა, რომ სადმე წავსულიყავით და ამისთვის სპეციალურად გამოვწყობილიყავით, არ მახსოვს.
GzaPress
- მისი დაბადების თარიღი და ზოდიაქოს ნიშანი? შენი?
გიორგი: - ჩემი 1993 წლის 12 თებერვალი, ზოდიაქო - მერწყული. მისი დაბადების თარიღია 1997 წლის 20 ივნისი, ზოდიაქო - ტყუპი.
ნინი: - ჩემი - 1997 წლის 20 ივნისი, ზოდიაქო - ტყუპი. მისი დაბადების დღე 12 თებერვალს არის. წელი... ვაიმე... 26 წლისაა (იცინის). მერწყულის ნიშნის ქვეშაა დაბადებული.
- ერთმანეთს რა მეტსახელებით მიმართავთ?
გიორგი: - მე "ბაჩუნას" ვეძახი. ეს სახელი სადღაც გავიგონე, აკვიატებული მქონდა. ნინის ამ სახელით ერთხელ რომ მივმართე, მას შემდეგ ტელეფონშიც ამ მეტსახელით მიწერია... თვითონ არანაირი მეტსახელით არ მომმართავს.
ნინი: - თვითონ "ბაჩუნას" მეძახის (იცინის). რატომღაც, ეს საყვარელი მეტსახელი შემარქვა... მის მეტსახელს რაც შეეხება, როცა მზრუნველურ-დამრიგებლური ხასიათი ძალიან "ჩაერთვება", "მამას" და შემოკლებით - "მას" ვეძახი. თან, დარიგებებით მამაჩემს ძალიან ჰგავს.
- შენი ხასიათის რა თვისება აღიზიანებს? შენ მისი ხასიათის რა თვისება გაღიზიანებს?
გიორგი: - საქმის გამო, სულ მოუცლელი რომ ვარ, არ მოსწონს. "აღიზიანებს" ცოტა უხეში ნათქვამია, მაგრამ ალბათ, არ მოსწონს, რომ ყველას ვეხმარები. შეიძლება, პრობლემა შევიქმნა, მაგრამ სხვას მაინც დავეხმარო. მეუბნება, - ზედმეტად ყველასთვის ხარო... მე მასში არაფერი მაღიზიანებს. უბრალოდ, ხანდახან არ მომწონს, რომ ხასიათი მალე-მალე ეცვლება.
ნინი: - ზოგჯერ ძალიან მწარედ და უხეშად რაღაცის თქმა მჩვევია. ხშირად მეუბნება, - შეგიძლია, მსგავსი რაღაც სხვა ფორმით მითხრაო (იღიმის). მასში რა მაღიზიანებს? ყველაზე მეტად ვერ ვიტან, როცა ჩემ მიმართ უყურადღებოა (ეს ძალიან იშვიათად ხდება, მაგრამ მაინც).
- რამდენ კილოგრამს იწონის? თავად რამდენს იწონი?
გიორგი: - უიმე, დედა... აუ, არ ვიცი. ალბათ, 50-55 კგ იქნება, მე ალბათ - 65-70.
ნინი: - (იცინის) წარმოდგენა არ მაქვს, რამდენ კილოს იწონის, მაგრამ ხშირად ვეჩხუბები - ცოტათი წონაში მოიმატე-მეთქი.. ჩემი წონა 54 კილოა.
- რომელია შენი საყვარელი კერძი? მისი?
გიორგი: - აუ, რა ვიცი, ბევრი საყვარელი კერძი მაქვს, მაგალითად - წიწილა შქმერულად, მადამ ბოვარი... ხორცეულობა მიყვარს. ნინის ტკბილეული უყვარს: კრუასანები, "მოშოკოლადებული" ორცხობილები და მსგავსი რაღაცები.
ნინი: - ყველა კერძი მიყვარს, რომელშიც ბადრიჯანი ან სოკოა. შეიძლება, თვითონ ვერ გაიხსენოს, ჩემი საყვარელი კერძი რომელია. იტყვის, ტკბილეული უყვარსო (იცინის). რამის საჭმელად რომ მივდივართ, სულ ტკბილეულს ვჭამ... გიორგის ხორციანი კერძები უყვარს.
- რამდენჯერ ჰყვარებია ცხოვრებაში? შენ რამდენჯერ გყვარებია?
გიორგი: - ნინის გარდა, ორჯერ მყვარებია, "ღრმა" ყმაწვილობისას, მაგრამ ისე არა, როგორც ახლა... ნინის მგონი, სკოლაში სწავლის პერიოდში ვიღაცის მიმართ სიმპათია ჰქონდა, მაგრამ როგორც ამბობს, სიყვარული არ იყო. მისთვისაც და ჩემთვისაც ჭეშმარიტი სიყვარული ჩვენი ურთიერთობაა.
ნინი: - ჩემ გარდა, სერიოზულად ერთხელ უყვარდა, ჩემთვის კი ის პირველი სიყვარულია.
- შენში ყველაზე მეტად რა მოსწონს? თავად რა მოგწონს მასში?
გიორგი: - უეჭველად ვიცი, ის მოსწონს, რომ ყურადღებიანი, "გახსნილი" ვარ, მისთვის საყვარელ ადამიანებთან კარგი ურთიერთობა მაქვს, საჭირო დროს საჭირო გადაწყვეტილებებს ვიღებ. ალბათ, ისიც მოსწონს, რომ მისი შეყვარებული გიორგი გაბუნიაა (იცინის)... ის ჩემგან სრულიად განსხვავებულია: მე მოძრავი ვარ, აჟიტირება მიყვარს. შემიძლია, გადაწყვეტილებები სწრაფად მივიღო. ის დინჯია, ბევრს ფიქრობს, სანამ რამეს გააკეთებს, იტყვის... შესაბამისად, ამ ყველაფრით ერთმანეთს ვავსებთ. ძალიან გაწონასწორებულია. კარგი ადამიანია, გემოვნებიანი და ეს მაგრად მხიბლავს.
ნინი: - ბევრჯერ უთქვამს, გემოვნებიანი ხარო და ალბათ, ჩემში ყველაზე მეტად ეს მოსწონს, მიუხედავად იმისა, რომ მისგან ბევრ სხვა კომპლიმენტსაც ვიღებ... ბანალური ვიქნები და გეტყვით, რომ მასში ყველაფერი მომწონს (იცინის).
- ერთმანეთს სიყვარულში როგორ გამოუტყდით?
გიორგი: - სამსახურში საახალწლო, კორპორაციული წვეულება იყო (26 დეკემბერს). ნინისთვის მანამდეც მქონდა ნათქვამი, რომ მიყვარდა, მაგრამ წვეულებაზე ხმამაღლა, მკაფიოდ, ხალხის თანდასწრებით ავუხსენი სიყვარული. ელვის პრესლის Lოვე Mე თენდერ ვიმღერე... მისგან პასუხი დაახლოებით 1 თვეში მივიღე. მგონი, მომწერა.
ნინი: - 26 დეკემბერი იყო. მისი სამსახურის კორპორაციულ წვეულებაზე ვიყავით და სიყვარული საჯაროდ ამიხსნა. სიმღერა მომიძღვნა... რამდენიმე თვის შემდეგ, პირველად ვუთხარი, რომ მიყვარს. მარტო ვიყავით. მყუდრო სიტუაცია იყო. თვითონ თქვა, - ახლა აღიარე, რომ გიყვარვარო (იცინის).
GzaPress
- ბოლოს რა გაჩუქა? შენ რა აჩუქე?
გიორგი: - შავი ღვინო წარწერით (ჩვენი პირადი წარწერა გვაქვს) და "მასიმო დუტის" საფულე მაჩუქა. მე ბოლოს ყელსაბამი ვაჩუქე, რომელსაც სხვათა შორის, ვერ იკეთებს - მაგ ნაკეთობაზე თუ ხარისხზე რაღაც ალერგია მაქვსო. სამკაული ადრეც ვაჩუქე და ისიც სახლში უდევს. მგონი, მზითევისთვის აგროვებს და მერე მეტყვის, - აი, მე მოვიტანეო, როცა მე აღარ მემახსოვრება, რომ ვაჩუქე (იცინის)... ყელსაბამთან ერთად, ბოლოს 3 დიდი ყუთით სხვადასხვა ტკბილეული მივუტანე. ტკბილეული ჭამა თავადაც და მისმა სანათესავომაც - 2 კვირა ვერ "გამოცალეს" (იცინის).
ნინი: - ჩემს დაბადების დღეზე, ყუთებით ბევრი ტკბილეული და ყელსაბამი მაჩუქა. მე მოგზაურობიდან რამდენიმე მაისური ჩამოვუტანე.
- გიორგი, შენს გადაცემასთან დაკავშირებით, ნინი რა სახის შენიშვნებს გაძლევს და როგორ რეაგირებ ამაზე?
გიორგი: - რომ გითხრა, "გაშლილად" მაფასებს-მეთქი, მართალი არ ვიქნები. ძირითადად, სტუმრებთან და ჩაცმულობასთან დაკავშირებით მეუბნება თავის აზრს. ვცდილობ, შეძლებისდაგვარად გავითვალისწინო. რა თქმა უნდა, ჯანსაღი აზრის მოსმენა ნებისმიერისგან კარგია, მით უმეტეს - საყვარელი ადამიანისგან.
ნინი: - ხშირად გრამატიკულ შეცდომებზე ვამახვილებ ყურადღებას (იცინის), რომელსაც მონოლოგში ან სტუმრისთვის შეკითხვის დასმისას თუ უშვებს. სხვა შენიშვნები არ მახსენდება... დადებითად რეაგირებს. არ სწყინს. ჩემი აზრი ყოველთვის აინტერესებს და გადაცემის დასრულების შემდეგ მეკითხება ხოლმე...
- როგორ ფიქრობთ, თქვენი პასუხები რამდენი პროცენტით დაემთხვევა ერთმანეთს?
გიორგი: - თარიღებთან, სიყვარულის ახსნასთან, პირველ პაემანთან, საჩუქრებთან დაკავშირებული შეკითხვები დაემთხვევა... მოკლედ, ალბათ, 60%-ით.
ნინი: - დაახლოებით 90%-ით დაემთხვევა, 10%-ს მომავლისთვის ვტოვებ: ერთმანეთის შესახებ კიდევ ბევრი რამ უნდა გავიგოთ - მთელი ცხოვრება წინ გვაქვს...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რატომ უყვარს მსახიობს ფუქსავატი ბიჭი
სიყვარული ყველა პლანეტაზე, ყველა მიზიდულობა-განზიდულობაზე ძლიერია
"მთელი ცხოვრება მიწევდა ბიძიან-დეიდიანი ხალხის გვერდზე გაწევა იმისთვის, რომ სამსახური მეშოვა"
"2010 წლის აპრილში, ქართული დროშით პირველ ადგილზე რომ ვიდექი, ცრემლებიც კი წამომცვივდა"
საკუთარ თავთან საბრძოლველად შექმნა ალტერნატიული "მე"
"აღმოსავლეთის ექსპრესით მგზავრობა ძალიან მომინდა"
"შეიძლება, სხვა სახელწოდებით, მსგავსი გადაცემა წაიყვანონ"
"მაქვს ხეხილის ბაღი, ბოსტანი, ყვავილები"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
235 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი