უჩა ნანუაშვილმა ბაღ-ბოსტანი გააშენა
font-large font-small
უჩა ნანუაშვილმა ბაღ-ბოსტანი გააშენა
"მაქვს ხეხილის ბაღი, ბოსტანი, ყვავილები"

ბოლო დროს სულ უფრო ბევრი ადამიანი უბრუნდება სოფელს და როგორც შეუძლია, მიწას ამუშავებს. შრომა არ ეზარებათ, რადგანაც ადამიანებისთვის ნატურალური პროდუქტის მიღება და გარემოზე ზრუნვა პრიორიტეტული ხდება. მათ შორის არიან, ცხადია ფერმერები, მოყვარული მებაღეები, მემცენარეები, ცნობილი ადამიანებიც, რომლებსაც მეურნეობა იზიდავთ და საკუთარ ოჯახებთან ერთად, გულმოდგინედ შრომობენ.
ყოფილ სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს საოცარი ბაღი აქვს და მიწას დიდი სიამოვნებით ამუშავებს ოჯახის წევრებთან ერთად, მოჰყავს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები და გარემოზე ზრუნავს.

- ყოველთვის მქონდა სურვილი და დიდი ინტერესი, მიწაზე მემუშავა, მაგრამ მებაღეობა ჩემი გადატვირთული, დაძაბული სამუშაო რეჟიმის, უდროობის გამო არ გამომდიოდა. ბოლო პერიოდში კი, უკვე რამდენიმე წელია, დრო რაღაცნაირად გამომიჩნდა და ძირითადად შაბათ-კვირას ვცდილობ, ბაღში ვიშრომო.
ჩემი ნაკვეთი ბორჯომის მუნიციპალიტეტშია, სოფელ ახალდაბაში, სადაც საქმიანობას ახლა კიდევ უფრო მეტ დროს ვუთმობთ როგორც მე, ასევე ჩემი ოჯახის წევრები. ეს ყველაფერი არც ისე ადვილია, მაგრამ ადამიანისთვის ერთგვარი კომპენსაციაც არის, რადგანაც ბუნებასთან, მიწასთან ურთიერთობა გამშვიდებს, რელაქსაციაა, მით უფრო, იმის ფონზე, რაც ჩვენს ქალაქში ბოლო პერიოდში ხდება. სულ დაბინძურდა გარემო, გლობალური დათბობა, ბიომრავალფეროვნების შემცირება, მწვანე სივრცეების გაქრობა - სერიოზული პრობლემაა.
- მიწის ნაკვეთი და სახლი ახალდაბაში, მშობლებისაა?
- არა, იქაური არ ვარ, წარმოშობით კახეთიდან გახლავართ, მაგრამ კახეთში სახლი და მიწა არ მაქვს. ახალდაბის სახლ-კარი ოჯახმა შევიძინეთ. თბილისთან არც ისე შორს არის, ჩასვლა ადვილია, შესანიშნავ ადგილზეა, კლიმატიც კარგია და ეკოლოგიურად სუფთა გარემოა... მაქვს ხეხილის ბაღი, ბოსტანი, ყვავილები. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თითქმის ყველანაირი ხეხილი დავრგეთ. ბოსტანში გვაქვს ბევრნაირი მწვანილი - რეჰანი, ოხრახუში, კამა, ქინძი, ბოსტნეული, კიტრი და პამიდორიც... შხამქიმიკატებს მათ მოსაყვანად არ ვიყენებთ! მიზეზი რაიმეს მოყვანის სწორედ ის იყო, რომ ამას ავცდენოდით და შხამქიმიკატებზე უარი გვეთქვა. მოკლედ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მოგვყავს. ისიც საკმარისია, როცა არც კი ვიცით, დღესდღეობით რა პროდუქტით ვიკვებებით. ამიტომ, ჩვენ მიერ მოყვანილი სუფთა მოსავალი ორმაგად მნიშვნელოვანია.
- ისე, ახალდაბაში მართლა მშვენიერი კლიმატია იმისთვის, რომ ხარისხიანი ხილი და ბოსტნეული მოიყვანოთ... ყურადღებას იქცევს თქვენი ულამაზესი ყვავილებიც...
- კი, ნადვილად ასეა, მშვენიერი კლიმატი და ნიადაგია იმისთვის, რომ ყველაფერი მოვიყვანოთ. რაც შეეხება ყვავილებს, სადაც მივდიოდი უცხოეთში და სადაც მოვხვდებოდი, ყველა მხრიდან იშვიათი ყვავილის თესლი თუ ბოლქვი ჩამომქონდა... მოკლედ, ჩვენთვის მთავარი გარემოზე ზრუნვა და მისი შენარჩუნებაა. გარემო, რომელიც მნიშვნელოვანია ყველასთვის. ის შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის ერთადერთი დიდი მემკვიდრეობაა, რომელიც უნდა გადასცე და დაუტოვო... გარემოზე ზრუნვა ლიტონი სიტყვები არ არის...
- ვენახი არ გაქვთ?
- ჯერჯერობით მცირე ვენახი გვაქვს, როგორც გითხარით, კახური წარმოშობა მაქვს და სისხლი თავისას შვრება, ამის გარეშე როგორ იქნებოდა? სამომავლოდ ვენახიც გაფართოვდება და ღვინოც დაიწურება...
- ამ საქმიანობაში ყველაზე მეტად რამ გაამართლა?
- ცოტა ნაადრევი იქნება გამართლებაზე რაიმეს თქმა, თუმცა ალბათ ხეხილმა უფრო გაამართლა, ურიგო შედეგი არ გვაქვს...
- თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა რჩევებს მისცემდით ადამიანებს, ვისაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით რაღაც ნაბიჯების გადადგმა უნდა?
- თავიდან სულ მცირე საქმიდანაც შეგვიძლია რაღაცების დაწყება. ეს მხოლოდ გართობა და ჰობი არ არის, პირდაპირ ჩვენს ცხოვრებაზეა მიბმული, მნიშვნელოვანი საკითხია, რაზეც უნდა დავფიქრდეთ.
ლალი ფაცია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რატომ უყვარს მსახიობს ფუქსავატი ბიჭი
სიყვარული ყველა პლანეტაზე, ყველა მიზიდულობა-განზიდულობაზე ძლიერია
"მთელი ცხოვრება მიწევდა ბიძიან-დეიდიანი ხალხის გვერდზე გაწევა იმისთვის, რომ სამსახური მეშოვა"
"2010 წლის აპრილში, ქართული დროშით პირველ ადგილზე რომ ვიდექი, ცრემლებიც კი წამომცვივდა"
საკუთარ თავთან საბრძოლველად შექმნა ალტერნატიული "მე"
"აღმოსავლეთის ექსპრესით მგზავრობა ძალიან მომინდა"
"შეიძლება, სხვა სახელწოდებით, მსგავსი გადაცემა წაიყვანონ"
"თუ მიზანი საინტერესოა და შინაგანად მანთებს, ჩემთვის წინააღმდეგობა არ არსებობს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
235 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი