ვისთან ერთად ისვენებს ნინი ბადურაშვილი ფრანგულ რივიერაზე? - გზაპრესი

ვისთან ერთად ისვენებს ნინი ბადურაშვილი ფრანგულ რივიერაზე?

მომღერალი და ტელეწამყვანი ნინი ბადურაშვილი კანში ისვენებს. ფრანგული რივიერას გამორჩეულ სანაპიროზე მშვენიერი ნინი მეგობართან, გიორგი ჩიკვაიძესთან ერთად გაემგზავრა. ნინიმ და გიორგიმ "ფეისბუკსა" და "ინსტაგრამზე" ამ მოგზაურობის ამსახველი ფოტოები უკვე განათავსეს.

როგორც ირკვევა, ქართველი ტურისტები "ჰაიეტის" 5-ვარსკვლავიან სასტუმროში ისვენებენ, საიდანაც კანის ფანტასტიკური ხედი იშლება.

მეგობრებმა კანსა და ნიცას ვერტმფრენით გადაუფრინეს და კადრებში ეს საოცარი მოგზაურობაც აღბეჭდეს.

ნინი ბადურაშვილი და გიორგი ჩიკვაიძე წლებია, ახლო მეგობრები არიან. 33 წლის ჩიკვაიძე ახალგაზრდა და წარმატებული ბიზნესმენია, რომელსაც საქართველოს ფარგლებს გარეთ იცნობენ რამზესის სახელით...

GzaPressის იახტების მწარმოებელ, მსოფლიოში ლიდერ კომპანიაში, "აზიმუტ ბენეტში" მუშაობს. ეს კომპანია მსოფლიოში ამინდს ქმნის საიახტო ბიზნესში.

მანამდე ჰქონდა საკუთარი ვეტერინარული კლინიკა, შემდეგ იყო სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სურსათის ეროვნული სააგენტო, სადაც თანამშრომლებთან ერთად შექმნა წამლის რეგისტრაციის სამმართველო და მუშაობდა ვეტერინარ-ინსპექტორად.

ბავშვობაში ჰქონდა ჭარბი წონის პრობლემა და უამრავი მასთან დაკავშირებული კომპლექსი, ჩაკეტილი ცხოვრების წესი...

როგორც თავად ამბობს, აგარაკზე გადასახლებულმა, საკუთარ თავთან საბრძოლველად შექმნა ალტერნატიული "მე", რომელსაც დაარქვა რამზესი. "რამზესი აღმოჩნდა უფრო ძლიერი, ვიდრე გიორგი" და მან ჭარბი წონა დაამარცხა.

რაც შეეხება ნინი ბადურაშვილთან ურთიერთობას: "ჩვენ კლასელები ვიყავით, ძალიან დიდხანს მიყვარდა ნინი, მთელი ბავშვობა, მაგრამ ჩვენ ერთად ვერ ვიქნებოდით, მას სხვანაირი ბიჭები მოსწონდა. დღეს ის ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. ჩემი თავის გამკვირვებია, დღეს, როდესაც ჩემში ეს გრძნობა დასრულდა, მაშინ დავიწყეთ მეგობრობა". - ამბობს ინტერვიუში ახალგაზრდა ბიზნესმენი.

მარი ჯაფარიძე