"მართლა მეგონა, რომ ბოლო გადაცემას ვწერდი და ვტიროდი..."
font-large font-small
"მართლა მეგონა, რომ ბოლო გადაცემას ვწერდი და ვტიროდი..."
"შეიძლება, სხვა სახელწოდებით, მსგავსი გადაცემა წაიყვანონ"

გასული კვირის განმავლობაში, გია ჯაჯანიძის შოუს ეთერში გასვლამდე, ტელემაყურებლებს ისეთი შთაბეჭდილება შეექმნათ, თითქოს "სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად" ეთერში აღარ გავიდოდა. მიზეზი გადაცემის ანონსში ნახსენები "ბოლო გადაცემა" და წამყვანის ცრემლები იყო, რაც საბოლოო ჯამში, "ცრუ განგაში" აღმოჩნდა. თავად გია ჯაჯანიძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს ინტრიგა არ ყოფილა...


- ბატონო, გია, როგორ ბრძანდებით?
- იდეალურად და ჰარმონიულად. სიცოცხლე ძველებურად მიყვარს და კარგ ხასიათზე ვარ.
- ბოლო სეზონის ბოლო გადაცემის დამაინტრიგებელი ანონსის გამო, ხალხმა იფიქრა, რომ თქვენი გადაცემა ეთერში აღარ გავიდოდა. ეს შეგნებულად გააკეთეთ, როგორც შოუმენმა თუ სხვა რამეშია საქმე?
- არა, რა მოხდა, იცი? როცა გადაცემა ჩავწერე, ცოტათი "წავიხულიგნე": ანონსში ფრაზიდან - "სეზონის ბოლო გადაცემა" "სეზონი" ამოვიღეთ და "ბოლო გადაცემა" დავტოვე. აი, ხალხმა რატომ დაიჯერა: მეც ისეთი განწყობა, შეგრძნება მქონდა, მართლა მეგონა, რომ ბოლო გადაცემას ვწერდი. ვტიროდი და ვტიროდი...
- გადაცემის ეთერში გასვლამდე, ანონსით გამოწვეულმა აჟიოტაჟმა რა გაჩვენათ?
- უთვალავი შეტყობინება მივიღე, მირეკავდნენ... იმ დონეზე აქტიურობდნენ, რომ გადაცემა ეთერში გავიდა, სადაც ვთქვი, - მომავალ შეხვედრამდე-მეთქი, მაგრამ მაინც ახსნა-განმარტება, "პოსტის" დაწერა დამჭირდა, რომ გადაცემა 12 სექტემბრიდან ისევ გავა ეთერში.
- ანუ მაყურებლების ემოციებზე ითამაშეთ?
- არა, არა, არ ვითამაშე. ამას "კვლევას" დავარქმევდი და არა - ინტრიგას ან შოუს. კვლევა ჩატარდა და იდეალური შედეგები მივიღე. გადაცემამ ძალიან მაღალი რეიტინგი დადო... საერთოდ, ეს კვლევა რატომ ჩავატარე, იცი? ადამიანებისთვის თავის მობეზრება არ მიყვარს. წინათ, კომუნისტური რეჟიმის პერიოდში, ამბობდნენ ხოლმე: 30 წელი ერთ ადგილზე ვმუშაობდი, 10 წელი ერთსა და იმავე საქმეს ვაკეთებდიო... აღარ უნდა განვითარდე, კაცო?!. ამიტომ პატარა "ტესტირება" ჩავატარე. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ წერილს ვიღებ და ჩემი შოუ ძალიან უყვართ, ხალხისგან ასეთ ამბავს არ ველოდი - ამხელა სიყვარული და სითბო აქამდე არ მიგრძნია.
- სეზონის ბოლო გადაცემაში, ბავშვობაში როლის მისაღებად, თქვენ მიერ ნათქვამ ტყუილზე ისაუბრეთ. ზრდასრულობისას, პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული სერიოზული ტყუილი იმის გამო თუ გითქვამთ, რომ საზოგადოებაზე შთაბეჭდილება მოგეხდინათ?
- არაერთხელ მითქვამს, რომ ძალიან გახსნილი ადამიანი ვარ და მოტყუება არ შემიძლია. ტყუილს ვიტყოდი, მაგრამ 15-20 წუთში ვამბობდი, რომ ეს ტყუილი იყო, რადგან ეფექტი მიყვარდა. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, ვფანტაზიორობდი და ჩემი ფანტაზიის ნაყოფი დიდ მხიარულებას, ძლიერ ემოციას იწვევდა... ვერ ვიტყვი, რაღაც ისეთი ვთქვი, რითიც ვინმე დავაზიანე-მეთქი, რადგან ტყუილის მეშინია. ზუსტად არ მახსოვს, სკოლის მოსწავლეობის პერიოდი იყო თუ უფრო გვიან, მაგრამ რაღაცები მოვიტყუე. შემდეგ, მთელი ღამე შიშით არ მეძინა - ვაიმე, სიმართლე არ გაიგონ-მეთქი!.. გადავწყვიტე, ტკბილად მეძინოს. ამიტომ ტყუილები აღარ მინდა.
GzaPress
- 5 წლის განმავლობაში, ოდესმე თქვენს გადაცემას "დახურვის" საფრთხე შეჰქმნია?
- არანაირი. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც გაურკვეველ, "ფეიკ" სააგენტოს ხმა დაურხევია - ჯაჯანიძის შოუ იხურებაო, მსგავსი არაფერი მომხდარა.
- თანამშრომლისგან, თანაგუნდელისგან ღალატი გიგემიათ?
- ტელევიზია განსაკუთრებული, ყველა სფეროსგან განსხვავებულია. როცა ადამიანი ტელევიზიაში სამუშაოდ მოდის, ყველას უნდა, რომ ეკრანზე გამოჩნდეს. ამ სფეროს ასეთი ხიბლი აქვს. აბა, დააკვირდით: არც ერთ სხვა შოუში, ტელეწამყვანის გარდა, არც ერთი თანამშრომელი არ ჩანს ეკრანზე. სტაჟირებისთვის ახალგაზრდები რომ მოდიან, ყველა ცდილობს, სთენდაფი ჩაწეროს, ეკრანზე გამოჩნდეს... მადლობას ვუხდი. ჩემს ჯგუფში პაწაწინა ინტრიგაც არ არსებობს. თან, უკონფლიქტო ვარ. შემიძლია, სტაჟიორს ყავა მოვუდუღო, ჩამოვუჯდე, ველაპარაკო, ანუ ძალიან თავისუფალი ადამიანი ვარ. ყვირილი და საყვედურების თქმა არ მიყვარს. შეიძლება, ადამიანს საყვედური ამ ფორმით ვუთხრა: ბოდიში, მაგრამ ასე რატომ მოიქეცი? ეს მეორედ აღარ გააკეთო-მეთქი. ადამიანს გული არ უნდა ატკინო. ის ამას იმახსოვრებს. თან, ახალგაზრდაა... ცხოვრება ავმა, ბოროტმა, შურიანმა ადამიანებმა მასწავლეს, რომლებიც სხვა ადამიანებს ამცირებდნენ. მათგან ვისწავლე, როგორი არ უნდა ვიყო.
- ოდესმე ახალგაზრდა კოლეგა, თუნდაც - სტაჟიორი, კონკურენტად აღგიქვამთ?
- ვაიმე, არა... ამას ჩემი ამბიციის გამო არ ვამბობ: კონკურენტი რატომ არ მყავს, იცი? იმიტომ კი არა, რომ ნიჭიერი, შეუდარებელი ვარ? ჩემზე მაგრებიც არიან, ახალგაზრდებიც, განათლებულებიც, ჭკვიანებიც, მდიდრებიც... შეიძლება, ყველაფერი ჰქონდეთ ჩემზე მეტი, მაგრამ მე ჩემი "ხელწერა" მაქვს, მე ვარ "მე". ამიტომ კონკურენციის შეგრძნება არ მაქვს. ხვალ ტელევიზიიდან რომ წავიდე, კონკრეტულად, გია ჯაჯანიძეს ვერავინ შეცვლის, თორემ წამყვანს კი შეცვლიან - შეუცვლელი არავინ არის. ეს შოუ ცას კი არ გამოეკერება? ერთ დღესაც "დაიხურება" და შეიძლება, სხვა სახელწოდებით, მსგავსი გადაცემა წაიყვანონ. ამასაც ველოდები, გართულება არ მაქვს - მალე 60 წლის ვხდები და კამერის წინ ხომ არ მოვკვდები?!. ახალგაზრდებზე ვგიჟდები, ისე მიყვარს! ჩემი ყველა სტაჟიორი იტყვის, როგორ ვცდილობ, რომ წარმოჩინდნენ, ეკრანზე გამოჩნდნენ, სიუჟეტი გააკეთონ...
- თქვენს გადაცემაში რომელიმე ადამიანის "გაპიარება" მოგვიანებით თუ გინანიათ?
- არა, არა. ამაზე არ მიფიქრია, რადგან რესპონდენტი პიარისთვის არ მომყავს. იმიტომ მომყავს, რომ თემას სჭირდება და აუცილებელია.
- თქვენი აზრით, ბავშვებს რატომ უყვარხართ?
- 4 შვილიშვილი, 2 შვილი მყავს. ბავშვები როგორ არ მიყვარს? მაგრამ ბავშვების მიმართ სიყვარული კიდევ უფრო გამიძლიერა ერთმა ამბავმა, რომელმაც შოკში ჩამაგდო: ტანსაცმლის მაღაზიაში ვიყავი, სადაც რიგები იყო. უცბად, ტანსაცმელს ჩაფრენილი მცირეწლოვანი ბავშვი დავინახე - ფეხზე ძლივს იდგა (ტანსაცმელი საკიდზე ეკიდა). პატარის დანახვისას შევცბი. მივიხედ-მოვიხედე. დედამისი საწინააღმდეგო მხარეს იდგა, ანუ ბავშვი დედას მოსცილდა. პატარას გავუღიმე, მან კი უცებ წარმოთქვა: "ჯაჯანიძე". ყველაზე სასწაული ის იყო, რომ თურმე, მანამდე ბავშვი არ ლაპარაკობდა. დედამისმა ძლიერად შეჰკივლა. წარმოიდგინეთ, მისი შვილის პირველი სიტყვა "ჯაჯანიძე" იყო!.. ლამის გაგიჟდა (იცინის)... ახლა ცოტას წავიტრაბახებ, რადგან ბავშვები კარგ ადამიანებს ყველაზე მეტად გრძნობენ. ყოველ შემთხვევაში, ბავშვები მეც მართლა მიყვარს - ისე, რომ 6 თვე, თავისუფალ დროს, საბავშვო ბაღში ვმუშაობდი.
- ოფიციალური თანამშრომელი იყავით თუ უბრალოდ, პერსონალს ეხმარებოდით?
- არ ვეხმარებოდი. ჩვეულებრივად ვმუშაობდი, ხელფასს ვიღებდი. საბავშვო ბაღში დავდიოდი, ბავშვებს ზღაპრებს ვუყვებოდი, ერთად ვერთობოდით... "მასწავლებელი ბაბუა" - პატარები ასე მეძახდნენ (იცინის)... ასეთი ცხოვრება მაქვს: მომინდა - გავაკეთე. ჩავიფიქრე - გამომივიდა... სულ ბედნიერებაში ვარ. ერთ პატარა დეტალს მოგიყვები: პეკინზე ვცხოვრობდი. ძლიერი დამუხრუჭების ხმა გავიგონე. ამ მუხრუჭის ხმაზე გავვარდი და დავინახე: 2 ავტომობილი ერთმანეთთან ისე ახლოს იდგა, რომ მათ შორის ნემსი არ ჩაეტეოდა ანუ "დატორმუზება" ორივემ მოასწრო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთმანეთს შეასკდებოდნენ და ორივე მძღოლი მოკვდებოდა. ამ ფაქტს გაოცებულ-გაოგნებული ვუყურებდი და უცებ რა მოხდა? მძღოლები ავტომობილებიდან გადმოხტნენ და ერთმანეთს ცემა დაუწყეს. ვფიქრობდი: ღმერთო ჩემო, 2 ადამიანი სიკვდილს გადაურჩა და იმის ნაცვლად, რომ მანქანებიდან გადმოსულიყვნენ, ერთმანეთს ჩახუტებოდნენ, ერთმანეთისთვის გადარჩენა მიელოცათ, ცემა დაუწყეს... ცხოვრებას მე სხვაგვარად ვუყურებ - ადამიანს ყველაფერი უნდა გაბედნიერებდეს: რომ დადიხარ, რომ გიჭირს, რადგან მკვდარი რომ იყო, ხომ აღარ გაგიჭირდებოდა?!.
GzaPress
- მადლიერების ძლიერი გრძნობა ყოველთვის გქონდათ თუ ცხოვრების რომელიმე ეპიზოდმა თქვენზე ზეგავლენა მოახდინა და მერე გაგიმძაფრდათ ეს გრძნობა?
- 20 წლის წინანდელ ამბავს მოგიყვები: მთელი ცხოვრების განმავლობაში, მთხოვდნენ თუ არა, ჩემი საქმე იყო თუ არა, მაინც ყველას საქმეში ვერეოდი, ვეხმარებოდი, სასწაულებს ვაკეთებდი... მოკლედ, დიდ ამბებში ვიყავი. ხომ იცი, გონებაში რაღაც რომ ჩაგიძვრება? ერთ მშვენიერ დღეს, ასე გამიჩნდა სურვილი, რომ ჩემთვის მადლობა ეთქვათ. სულ სტრესის ქვეშ ვიყავი, რომ მადლობას არ მეუბნებოდნენ. ერთხელ ცოლ-ქმარი შემხვდა. ამ წყვილმა ერთმანეთი ჩემთან გაიცნო. დაოჯახდნენ. ძალიან ვეხმარებოდი. მერე ბავშვიც შეეძინათ, კარგ სამსახურებში მუშაობა დაიწყეს... ჰოდა, როცა შემხვდნენ, იმ პერიოდში ცოტათი მიჭირდა. - გამარჯობა, როგორ ხარო? - მითხრეს და წავიდნენ. ერთხელ არ უკითხავთ, რამე ხომ არ გჭირდება, რამით ხომ არ დაგეხმაროთო? ისე ვინერვიულე, რომ ღამე სპაზმი დამემართა. ისე ძალიან ცუდად ვიყავი, რომ ვხვდებოდი, ვიხრჩობოდი. უცებ, განგება გონებას რომ გაგიხსნის, ისე დამემართა და ვიფიქრე: როცა სიკეთეს ვაკეთებდი, ამას ხომ არ მთხოვდნენ? ხომ მსიამოვნებდა, რომ ვაკეთებდი? მათ ვერ დაინახეს. რას დავეძებ, თუ ვერ დაინახეს-მეთქი?!. ამ ამბის შემდეგ, ისევ ისეთი დავრჩი: ისევ შემიძლია, სხვის ცხოვრებაში ჩავერიო, მივეხმარო. დაინახავს? ხომ კარგი. არა და - რას დავეძებ? მას შემდეგ ყველაფრისგან გათავისუფლებული ვარ. თუ ვინმე რამეს მთხოვს, მაგრამ მისი შესრულება ჩემს ძალებს აღემატება, ცხადია, ვერ გავაკეთებ, მაგრამ როცა შემიძლია, უნდა გავაკეთო, მაგრამ მადლობას აღარ ვითხოვ, აღარ მინდა, არ დავეძებ... ჰოდა, ასე ბედნიერად ვცხოვრობ.
- ახლა რას აპირებთ? ჩვეულებისამებრ, ჯერ თბილისში დასვენებას ამჯობინებთ?
- ჯერ თბილისში ვიქნები. ყველა რომ წავა დასასვენებლად, მე აქ დავისვენებ. ყველა რომ ჩამოვა, მერე წავალ...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"თუ შინაგანად მზად ხარ, შენთან მოდის ბედნიერება!"
უცნაური ზარი ვახო ბიჭიკაშვილთან
როგორ აღმოჩნდა ქალების გარემოცვაში "რუსთავი 2"-ზე დაბრუნებული ამიკო ჩოხარაძე
რა კურიოზები ემართებოდა რამილია ალიევას ქართულად საუბრისას
ამბავი, რომელსაც მიშა ანდღულაძე ჟურნალიდან შეიტყობს
"ზედმეტი წონა ნებისმიერ შემთხვევაში დისკომფორტია"
ვნებათაღელვა რასმუსენის სიტყვების გამო
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
886 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი