"ადამიანის ბუნებრივ სუნს ქალიც გრძნობს და კაციც"
font-large font-small
"ადამიანის ბუნებრივ სუნს ქალიც გრძნობს და კაციც"
გენდერული თანასწორობის მაგალითი შავი ზღვის სანაპიროზე

მართალია, მსახიობი ჯანო იზორია ზაფხულს ზღვისპირა ქალაქში - მშობლიურ ფოთში ატარებს, მაგრამ დილიდან საღამოს 6 საათამდე თეატრში, რეპეტიციას გადის. ამბობს, - საყვარელი საქმის კეთებით უფრო ვისვენებო. ჯანოს მაშინ შევეხმიანეთ, როცა მის ძმაკაცს და მეჯვარეს, "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობ გიორგი სურმავას ვაჟი შეეძინა...


- მგონი, ჩემი პროფესიის ადამიანისთვის კარგი ამბავია, მაგრამ დასვენებაც საჭიროა: ზაფხულს ფოთში, რეპეტიციებზე ვატარებ - ფოთის, ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრში, ნიკოლოზ საბაშვილი მიუზიკლს დგამს... ძალიან დატვირთული და ნაყოფიერი გაზაფხული მქონდა - პროექტ "ყველაზე ძლიერში" დაბრკოლებები გადავლახეთ. შემდეგ, გოჩა კაპანაძემ სოხუმის სახელმწიფო თეატრში "მთვარის მოტაცება" დადგა და იქ ვთამაშობდი. მერე ფოთში წამოვედი. ვიფიქრე, ცოტათი ამოვისუნთქებ-მეთქი და უცებ - რეპეტიციაა! თავისთავად, გამიხარდა, რადგან საყვარელ საქმეს ვაკეთებ. ამ რეჟისორთან და ჩემს თეატრში მუშაობა ყოველთვის სიამოვნებას მგვრის. მგონი, რეპეტიციებზე უფრო ვისვენებ. უბრალოდ, ცოტათი ფიზიკური დაღლილობის პრობლემა მაწუხებს. ხვალ ისევ რეპეტიცია მაქვს დანიშნული.
- დღეს მუშაობას როდის ასრულებ?
- ფაქტობრივად, უკვე მოვრჩი. სასიხარულო ამბავი გვაქვს: ჩემს ძმაკაცს - გია სურმავას ("ჩემი ცოლის დაქალებში" ტონის როლს თამაშობს) ბიჭი შეეძინა - პატარა იოანე დაიბადა!.. ხვალ თეატრში ისევ რეპეტიცია გვექნება.
- შენი მეუღლე იმ ფაქტს როგორ ეგუება, რომ ზაფხულშიც მუშაობ?
- ბრწყინვალედ, რადგან ფოთში გვანცაც მახლდა. ფოთში რომ ჩამოვიყვანე, ვპირდებოდი, - პირადი აუზი გექნება, ოღონდ - ის, რომელიც ბუნებამ ადამიანებს უბოძა-მეთქი. ზღვა "ვაჩუქე" (იცინის)... ჩემს ძმისშვილთან და რძალთან ერთად ზღვაზე დადის, როდესაც რეპეტიციას გავდივარ: ისვენებენ, მზეს ეფიცხებიან... მუშაობას დილით ვიწყებთ. საღამოს 6 საათის მერე, დრო მრჩება, რომ გვანცასთან ერთად, სადმე გავიდე. სხვათა შორის, კარგი ზაფხული გამოგვივიდა. გუშინ გვანცას სამსახურში მიღების თაობაზე დაურეკეს. ძალიან გაგვიხარდა. ხვალ თბილისში მიბრძანდება. ბუნებრივია, მომენატრება, მასაც მოვენატრები, მაგრამ საქმეები გვაქვს. სამაგიეროდ, სპექტაკლის პრემიერაზე ჩამოვა, პარტერში დამიჯდება, მე კი მისთვის და ხალხისთვის ვითამაშებ.
GzaPress
- შენი აზრით, "ქალის" და "კაცის" პროფესიები არსებობს?
- დაქვრივებული ქალი მინახავს, გუთანს როგორ უძღვებოდა, ცხენს როგორ კაზმავდა, ყანაშიც მუშაობდა... ქვრივ ქალს თავისი ცხოვრება ბოლომდე ღირსეულად მიუყვანია, შვილებისთვის სწავლა-განათლება არ მოუკლია. ჩემს ქვეყანაში არავის არაფერი უნდა შეეშალოს და არ გაუკვირდეს. რაღაცებს ვაბუქებთ ხოლმე. თითქოს ვიღაცებმა ველოსიპედი ახლა გამოიგონეს. საქართველოში ქალს პატივს ყოველთვის სცემდნენ, ჩვენს საზოგადოებაში მას ყოველთვის ღირსეული ადგილი ეჭირა. ბოლოს და ბოლოს, დედოფალი კი არა, თამარი "მეფედ" წოდებული იყო, რა... ამ ქვეყანაში ასეთი ამბავი გასაკვირი არ არის. ერთს მოგიყვებით, რომელიც გენდერული თანასწორობის თემაზე ვიდეორგოლის გადაღებისთვის იდეალურია. ამიტომ იდეას აქვე "ვაპატენტებ" (იღიმის): ღამით ზღვაზე ვიყავი. უცებ დავინახე, ცოლ-ქმარი ნავში (ის ნავი დღესაც დგას) ჩაჯდა. წყალში ნიჩბებს ორივენი ერთად უსვამდნენ და ზღვაში, მთვარის შუქზე სათევზაოდ შედიოდნენ (არის სეზონი, როცა თევზაობა დასაშვებია, ოჯახის სარჩოდ). მეგობრებთან ერთად ვიყავი და ვთქვი: აი, ქალისა და კაცის თანასწორობის ყველაზე მაგარი მაგალითი-მეთქი. ნავი თანაბარი ძალით თუ არ ატარე, ზღვაში ვერ შეხვალ. თანაბარი ძალისხმევით, ის ცოლ-ქმარი ზღვაში შევიდა, თევზაობდნენ... ღამით თევზს შემოიტანდნენ, მეორე დღეს გაყიდდნენ და ოჯახში შვილებს პურს მიუტანდნენ... თან, ისეთი ლამაზი სანახაობა იყო, ადამიანს თვალზე ცრემლიც მოგადგებოდა, გაგეღიმებოდა კიდეც... რომანტიკის პიკი იყო! სევდაც ახლდა ამ სურათს, რადგან ისინი ზღვაში "საკატაოდ" არ შესულან - სასეირნოდ შესვლისას ნავს უფრო კაცი მართავს... ამ შემთხვევაში, ორივეს საერთო მიზანი ჰქონდა: ცხოვრების ნიჩაბი ერთად უნდა მოესვათ, რომ პატიოსანი შრომით, ოჯახი გადაერჩინათ. ნურავინ იგონებს, თითქოს გენდერული თანასწორობის თემა დღეს გააქტიურდა. ჩვენს ქვეყანაში ზომიერების პრობლემაა, თუნდაც - ქალთა მხარდამჭერებთან დაკავშირებით. ჯერ ერთი, ქართული ფოლკლორი კაცის მიერ ქალის პატივისცემაზეა აგებული. "დაისი" ავიღოთ - როგორ გრაციოზულად მიჰყვება კაცი ქალს? დღეს რატომ იგონებენ პრობლემას, რატომ მაკვირვებენ? რა თქმა უნდა, ძალადობა და დეგენერატიზმი ჩვენს ქვეყანაშიც ყოველთვის იყო და შეიძლება, ამწუთას ამერიკაში, ვიღაც ოჯახის წევრს ბეისბოლის "ბიტით" ურტყამდეს... ორად გაყოფის ტენდენცია წამოვიდა: ცალკე კაცები აყვირდებიან, მერე - ქალები: თქვე ასეთებო და ისეთებოო... ამ თემაზე, ჩემ მიერ მოყოლილი ამბავი მშვენიერი მაგალითია.
- ქალზე ან კაცზე ძალადობის ფაქტს შესწრებიხარ?
- არა, არ შევსწრებივარ, მაგრამ ჩემს ბავშვობაში ხდებოდა, როცა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანები ოჯახში ხმას უწევდნენ. შეიძლება, ემოციური, ხმამაღალი ლაპარაკი ჰქონიათ... ადამიანები ვართ: შეიძლება, ემოციურად, ხმამაღალი ტონით ვისაუბროთ, მაგრამ ნამდვილად ვემიჯნები ძალადობას. ასეთი ამბები სამწუხაროა და მძაბავს. არ მინდა, მსგავსი რამ მეც გავიმეორო - ღმერთმა დამიფაროს... არის შემთხვევები, როცა ადამიანს გადაგრევენ, მაგრამ აბა, კაცი რისთვის ხარ? უნდა გაჩერდე. "ნათლიაში" ერთ-ერთი პერსონაჟი მუჭზე რომ იკბენს, ხომ გახსოვთ? ასე უნდა მოიქცეს კაცი: მუჭზე იკბინოს, ადგეს, იქაურობას გაეცალოს, ზღვის ნაპირზე გავიდეს და თუნდაც, 2 კოლოფი სიგარეტი მოსწიოს, ოღონდ ფიზიკურად ქალზე არ იძალადოს. რეზო კლდიაშვილის პატარა მოთხრობა მაქვს წაკითხული - მგონი, "ჩემი კამელია" ჰქვია". ბატონი რეზო ცირკთან ცხოვრობს. ალბათ, მოთხრობის პერსონაჟი ქალბატონი მისი დაკვირვების ობიექტი იყო... მოთხრობას ტირილის გარეშე ვერ წაიკითხავ. ზუსტად ისაა ნაჩვენები, რომ ვინც უნდა იყოს, ნებისმიერი პროფესიის და რანგის ქალს პატივისცემით უნდა მოექცე. კაცის მიმართაც პატივისცემა უნდა იგრძნობოდეს. ეს რაღაცები არ უნდა აირიოს. ცხოვრება ლამაზი იმიტომ არის, რომ ორივე სქესის წარმომადგენლები ერთად ფანტასტიკურად ლამაზად არიან. შეიძლება, ქალი ომშიც წავიდეს, იბრძოლოს, მაგრამ მას მაინც თავისი ქალურობა გააჩნია. ვერასდროს შეიცვლება. ეს ძალიან მაგარია. პროექტ "ყველაზე ძლიერში" მე, ნანა ნებიერიძეს და მეგრელას (გიორგი მეგრელიშვილს) აუტსაიდერებში ერთად დგომამ მოგვიწია. ნანა ოლიმპიური თამაშების მონაწილე, ულამაზესი ქალბატონი, ჩვენი ქვეყნის სიამაყეა. მან თქვა, რისი თქმაც მხოლოდ დიდ სპორტსმენს, პროფესიონალს შეუძლია: ჯანო, ოლიმპიური თამაშები იქნება თუ ნებისმიერი შეჯიბრება, პირველ რიგში, მე ქალი ვარო. ამიტომაც არის სპორტში ქალთა სახეობა ცალკე, კაცთა - ცალკე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა აირეოდა, კაცს ქალთან "აჩხუბებდნენ" ძიუდოში ან თუნდაც, ცურვაში შეაჯიბრებდნენ. ეს დაყოფა იმიტომ კი არ ხდება, რომ ვინმე ვინმეზე მაგარია? უბრალოდ, ის ქალია, ის კი - კაცი...
- ბიოლოგიური მახასიათებლების გარდა, შენი აზრით, ქალსა და კაცს შორის რა მკვეთრი განსხვავება არსებობს?
- სუნი. ისე, სტუდენტობისას ერთხელ თენგიზ არჩვაძე სტუმრად გვყავდა. მან თქვა: კაცს თამბაქოს და კარგი კონიაკის სუნი უნდა ასდიოდესო. ეს ორი არომატი რომ წარმოვიდგინე, მართლა მაგარია (იცინის). იმ სუნზე ქალი გადაირევა... ადამიანის ბუნებრივ სუნს ქალიც გრძნობს და კაციც. მაროკოში ყოფნისას, კასაბლანკაში, აყვავებული ფორთოხლის ხეივანში ჩავიარე. ნაწვიმარი იყო. ციტრუსის არომატი მძაფრადაც არ იგრძნობოდა. ქალის სურნელს ამ სუნს შევადარებდი, მაგრამ ქალს კიდევ უფრო სხვანაირი, ჯადოსნური სუნი აქვს. ისეთ სუნამოს ვერავინ მოიფიქრებს დედამიწის ზურგზე - ასეთი სურნელი მხოლოდ ადამიანს აქვს.
GzaPress
- ქალისა და კაცის როლზე ცოტა რამ შენი ოჯახის მაგალითზეც გვითხარი: შენ და გვანცა საოჯახო საქმეებს როგორ ინაწილებთ?
- გვანცა ძალიან მაგარი კულინარია. მეც ბადალი არ მყავს, ისე კარგად ვეხმარები. სამზარეულოში ერთად ვართ. თუ სამსახურში ვარ და დავურეკავ, - გვანცა, მეგობრები ამოვდივართ-მეთქი, მეუბნება, თუ რამეა საჭირო, რომ წამოვუღო. ჩემს მოსვლამდე შინ ყველაფერს ამზადებს. მერე მეც წავეხმარები ხოლმე... შემიძლია, ნათურა გამოვცვალო, მაგრამ ტექნიკასთან მუშაობა გამიჭირდება, გვანცას კი პირიქით, ეხერხება: ხელსაწყოებს, "ბოლტებს" საოცრად დაატრიალებს ხოლმე. მე არ მეხერხება, რა ვქნა (იცინის). ჩემი ოცნებაა, ხეზე სამუშაო ხელსაწყოები მქონდეს. მინდა, რაღაცები მოვიფიქრო, დავჭედო, ვიჩხირკედელაო...
- ვინ უნდა არჩინოს ოჯახი?
- ამ ქვეყანაში არსებული სიტუაციის საფუძველზე თუ ვიმსჯელებთ - ვისაც სამსახურში გაუმართლებს. ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ თეატრში სამსახური რომ არ მქონდეს, მომკალით, მაგრამ სხვას ვერაფერს გავაკეთებ. ყოველ ინტერვიუში ვამბობ: გვიშველეთ, ფოთს - ამ ყველაზე მაგარ ქალაქს მიხედეთ-მეთქი. ჩვენს ქალაქში ტურიზმი რომ განვითარდეს, ტურისტებისთვის რამეს მოვიფიქრებდი, მაგრამ არაფერი ხდება... თუ თეატრში, კინოში ვერ ვიმუშავებ, რა ვქნა? კონტეინერებს ვერ დავითვლი, ბუღალტრად ვერ ვიმუშავებ, თუ გინდა, მომკალი.
- ოჯახის ბიუჯეტს როგორ ანაწილებთ?
- ნორმალურად. ფულის ხარჯვა გვიყვარს, მაგრამ სახარჯავიც რა გვაქვს? ჩვენს ქვეყანაში მსახიობები რთულ სიტუაციაში ვართ. ახლა ბავშვები მიყურებენ, თვალებში შემომციცინებენ, ინტერვიუს რომ გაძლევ. ეს მახარებს. ამ სიყვარულს ფულით ვერ ვიყიდი, მაგრამ სხვა საჭიროებებიც ხომ არის, არა?.. რასაც ღმერთი მოგვცემს, ერთობლივად ვანაწილებთ. ახლა ძველებურ ნივთებს - ჭიქებს, თეფშებს ვაგროვებთ, საინტერესო რაღაცებს ვიძენთ. თავისთავად, კიდევ ბევრი რამეა გასათვალისწინებელი: დაბადების დღეები, ქორწილი... სამწუხარო ამბებიც ხდება და შეძლებისდაგვარად, არც დახმარების ამბავს გამოვრჩები ხოლმე...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
საკუთარ თავზე გაგონილმა რა ჭორმა გააოცა ბექა ბროლაძე
"პოლიტიკაში რომ მოვიდე, ვიღაცის მარიონეტი უნდა გავხდე"
ბედნიერების "რეცეპტი" მომხიბვლელი მაგდა ვასაძისგან
"ზოგიერთი ადამიანი მთელი ცხოვრება პატარა ბავშვად რჩება"
რა ასწავლა საკუთარმა გამოცდილებამ ირინა ონაშვილს
რატომ მიიჩნევს თავს ნარცისად და ეგოისტად კაკია
სოფია სებისკვერაძე ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს
რა ოცნების ახდენა აქვს გეგმაში თამთა შედანიას
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
6 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
522 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი