განსაკუთრებული არდადეგები...
font-large font-small
განსაკუთრებული არდადეგები...
რატომ ვერ ახერხებს ბაბი კირკიტაძე საკურორტო რომანის წამოწყებას?

ბაბი კირკიტაძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც ზაფხულში დედაქალაქში იმყოფება. სამუშაო რეჟიმში მყოფს, საზაფხულო არდადეგების შესახებ ვესაუბრეთ...


- თავს მშვენივრად ვგრძნობ. ტრადიციულად, დაკავებული ვარ: "ღამის შოუს" სეზონი დასრულდა (მუშაობას სექტემბრიდან განვაახლებთ), მაგრამ სხვა საქმეები არ დასრულებულა: რადიოში დილის ეთერის წამყვანი ვარ. ყოველ დილას, 9 საათზე ერთგულ მსმენელებს ვესალმები... რადიოში მუშაობის სეზონი აგვისტოს ბოლოსკენ სრულდება. დაახლოებით 10 დღე მაქვს ისეთი, როცა ყველა ჩემი სამსახურის შვებულება ერთმანეთს ემთხვევა და შემიძლია, "სადმე გავიქცე". ამჟამად, თბილისში ყოფნა მიწევს. ხომ იცი, დედაქალაქი უკვე დაცლილი რომ არის და ადამიანი მაინც ისვენებ, მიუხედავად იმისა, რომ შვებულებას ვერ იღებ. თან, წელს საკმაოდ გრილი ზაფხულია, რაც ძალიან მიხარია - არ მცხელა, თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ... ზღვისპირეთში დასვენებას რაც შეეხება, ამას შაბათ-კვირას ვახერხებ. ზღვისპირეთში კონცერტები იმართება: ხან რომელი არტისტი ჩამოჰყავთ, ხან - რომელი...
- რომელიმე მსოფლიო ვარსკვლავის კონცერტს დაესწარი?
- ჯერ - არა. ჯესი ჯეის კონცერტზე დასწრება მინდოდა, მაგრამ ვერ მოვახერხე, რადგან თბილისში "ივენთი" თავად მქონდა: საფრანგეთის ელჩმა საქართველოში მუშაობა დაასრულა და მისი გაცილების საღამოზე მიმიწვიეს... ახლა ზღვისპირეთში საინტერესო კონცერტებია დაგეგმილი და დავესწრები.
- იშვიათი შემთხვევაა, როცა ზაფხულის გატარება თბილისში გიწევს?
- არა, ამ სიტუაციას მიჩვეული ვარ, რადგან ზაფხულში თითქმის სულ ასეთი დაკავებული ვარ. მახსოვს, შარშანაც 1 კვირით, სრულიად მარტო, ურეკში ვიყავი, თან - ისეთ ადგილას, სადაც მხოლოდ ბავშვები და მოხუცები იყვნენ. სიმშვიდე იყო. კარგად დავისვენე.
- ზღვა თუ მთა?
- ზღვაც და მთაც თანაბრად მიყვარს, მაგრამ გადამეტებული სიცხე არ მომწონს, როცა ადამიანი ვეღარ სუნთქავ, 8-10 საათი ირუჯები... რუჯის გამო სანაპიროზე წოლა არასოდეს გამომდიოდა, ცუდად ვხდები. მირჩევნია, ვიცურო, მეგობრებთან ერთად სანაპიროზე გავერთო, სხვადასხვა აქტივობით დავკავდე...
- კარგად ცურავ?
- ნორმალურად. რამე რომ იყოს, თავს გადავირჩენ და შეიძლება, სხვაც გადავარჩინო.
- სახიფათო სიტუაციაში აღმოჩენილხარ?
- ასეთ სიტუაციებს გუშინ მე და ჩემი მეგობრები ვიხსენებდით. ბევრს გადახდენია თავს, როცა ძალიან დიდი ტალღები მოდის და მათთან "ჭიდაობა" გიწევს. თან, ზღვამ საოცარი დაღლა იცის - თითქოს ხელები უკვე მოწყვეტილი გაქვს, ამდენ ტალღაზე გადავლით. ჩემი დაქალი ამბობდა, - ერთხელ ზღვამ ისე დამღალა, რომ ბოლოს ვფიქრობდი - აღარ შემიძლია, მორჩა, "მივეშვები", რაც იქნება, იქნებაო... ასეთ სიტუაციაში მეც აღმოვჩენილვარ, როცა დიდი ტალღები წამოსულა. გამიმართლა, რომ ბევრი ტალღა არ იყო. ძლივს გადავცურე და ნაპირზე გავედი. ძალიან დავიღალე. თან, ნაპირზე გასვლა მთელი ამბავია - ზღვა გითრევს...
- ზღვის მიმართ შიში გაგჩენია?
- ჰო, ბოლო დროს დამეწყო. თუ ზღვა ძალიან მუქია, რაღაცნაირად, მეშინია...
- მაშველის დახმარება დაგჭირვებია?
- მადლობა ღმერთს, ნამდვილად არ დამჭირვებია.
- ზაფხულის დადგომამდე, სხეულის ფორმაში ყოფნისთვის განსაკუთრებულად ზრუნავ? ზაფხულში თავს როგორ უვლი?
- აი, როგორი რაღაც მჭირს: ყოველ ზაფხულს ვამბობ - გაისად საოცარ ფორმაში ვიქნები, ვივარჯიშებ-მეთქი, მაგრამ მეორე ზაფხული ისე დგება, რომ ამას ვერ ვახერხებ. წელსაც ამას ვფიქრობ, - მორჩა, გაისად მაგარ ფორმაში უნდა ვიყო! იმედი მაქვს, სექტემბრიდან მოვახერხებ... თავის მოვლას რაც შეეხება, ბუნებრივია, მზის გულზე დიდხანს ყოფნისას თმა ხუნდება, მაგრამ ლამაზი ფერის ხდება... პირადად მე, მზის გულზე ყოფნისას ყოველთვის ვიწვები. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენ დამცავ კრემს წავისვამ. ლოყები რომ მეწვის, ეგ შეგრძნება მძულს.
GzaPress
- მაგრამ გარუჯვას მაინც არ ერიდები?
- როცა ყველა სანაპიროზეა, ნომერში ხომ არ დავრჩები ან ქოლგის ქვეშ ვიქნები?
- არა მგონია, სოლარიუმს სტუმრობდე. ასეა?
- სოლარიუმს დიდად არ აქებენ, რეკომენდაციას არ უწევენ. შესაბამისად, არ ვეტანები. ერთხელ მოვსინჯე: მე და ჩემი დაქალი იდენტურად, 10-10 წუთით დავდიოდით. ის ძალიან გაშავდა, მე კი სოლარიუმში შესვლისას, კანის როგორი ფერიც მქონდა, მგონი, იმაზე თეთრი გამოვედი (იცინის)... დიდი ხნის შემდეგ, სოლარიუმში გუშინ ვიყავი. თითქოს ცოტათი დამწვარი ვარ. დისკომფორტი შემექმნა. სოლარიუმი არ მიყვარს.
- საკურორტო რომანი გქონია?
- არასდროს. როგორც წიგნებში წერენ და ფილმებში იღებენ, ძალიან ლამაზი, საინტერესო და კარგია, მაგრამ საკურორტო რომანისთვის რომ მოიცალო, ამას ხანგრძლივი შვებულება სჭირდება. როცა დასასვენებლად 5 დღით გავრბივარ, საკურორტო რომანისთვის სად მცალია? მინიმუმ, შვებულება 1 თვით მაინც ხომ უნდა გქონდეს, რომ რაღაც მოიფიქრო, მოგეწონოს, მოეწონო?.. 5 დღეში არაფერი ხდება...
- საცურაო კოსტიუმების შერჩევას დიდ ყურადღებას უთმობ?
- საერთოდ, ადამიანი თუკი ჩაცმულობას ყურადღებას აქცევ, საზღვაო სამოსსაც ყურადღებით არჩევ. ძირითადად, მუქი ფერის - ლურჯი ან შავი საცურაო კოსტიუმები მაქვს. ბავშვობაში სულ ჭრელაჭრულა "კუპალნიკები" მქონდა... ახლა რომ დავფიქრდი, გარდერობი აშკარად გასაუმჯობესებელი მაქვს.
- პლაჟზე შენ მიმართ ყურადღებას როგორ გამოხატავენ ადამიანები?
- საერთოდ, უფრო მეტად რეგიონებში მცნობენ, რადგან ხალხი ტელევიზორს იქ უფრო ხშირად უყურებს. შესაბამისად, აჭარაში უფრო მეტად მცნობენ მეც და სხვა ადამიანებსაც, ვინც ეკრანზე ჩანან. ძირითადად, უფროსებს მოსვლა ერიდებათ, ბავშვები უფრო თამამები არიან. როცა ბავშვებს ჩემთან ერთად ფოტოს გადაღება სურთ ან თვითონ მოდიან, ან - მშობელს გზავნიან. სანამ ვეტყვი, - მოდი, გადავიღოთ-მეთქი, პატარებს გული ისე ძლიერ უცემთ და ნერვიულობენ, რომ განვიცდი. ბავშვები ძალიან საყვარლები არიან. შესაბამისად, ყველაზე კარგია, როცა გულშემატკივართა არმიაში ბავშვები დიდი რაოდენობით არიან.
- დასვენებას როგორ გარემოში ამჯობინებ?
- სიწყნარეში, სუფთა ჰაერზე,
- მას შემდეგ, რაც ცხოვრების აქტიური რეჟიმი გაქვს თუ არდადეგების გატარებას ყოველთვის სიმშვიდეში ამჯობინებდი?
- სოფელში დასვენება სულ მიყვარდა: ყოველ ზაფხულს ჩავდიოდი, ბავშვებთან ერთად ვირბენდი, მერე ზღვაზეც გავიდოდით... მიუხედავად ამისა, სიმშვიდეში ყოფნა მაინც ყოველთვის მომწონდა: ჰოროსკოპის მიხედვით, კირჩხიბი ვარ. კირჩხიბს სიმშვიდე, ოჯახში ყოფნა უყვარს. დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა. მირჩევნია, მშვიდად ვიყო, წიგნები წავიკითხო, განვიტვირთო, შემდეგ დედაქალაქში დავბრუნდე და ისევ აქტიური ცხოვრება განვაგრძო.
- ვისთან ერთად ისვენებ ხოლმე?
- ძირითადად - ოჯახთან ან 1-2 მეგობართან ერთად. ახლაც, დაქალთან ერთად, რამდენიმე დღით დავისვენე. დრო არაჩვეულებრივად გავატარეთ.
- მეგობრებთან ერთად, მშვიდად დასვენებას ახერხებ?
- ასეთ შემთხვევაში, დასვენების დღეების მშვიდად, წიგნის კითხვაში გატარება არ გამოდის. სახალისო, საინტერესო დასვენება გვაქვს ხოლმე - უფრო აქტიური, ვიდრე მაშინ, როცა დასასვენებლად მარტო მივდივარ.
- დამოუკიდებლად, მშობლების გარეშე პირველად როდის დაისვენე?
- იცი, რა მახსოვს? 16-17 წლის ვიყავი. ჩემი მეგობრები, კლასელები დასასვენებლად მიდიოდნენ, მე კი მაგალითად, მამაჩემი არ მიშვებდა. მშობლებს ეშინოდათ - ზღვაზე რამე არ მოხდესო... დამეფიცება, რომ დასასვენებლად მარტო შარშან წავედი. კიდევ, Mაროონ 5-ის კონცერტი რომ იყო, ხომ გახსოვს? თავსხმა წვიმა და უბედურება... აი, მაშინ მე და ჩემი ძმა ჩემი მშობლების მეგობარმა ბათუმში წაგვიყვანა. იქ კი მარტო გავდიოდით, გამოვდიოდით, მაგრამ უფროსმა ადამიანმა მიგვიყვანა.
- საოცნებო არდადეგები როგორ, სად წარმოგიდგენია?
- სადმე, საინტერესო კუნძულზე, სადაც სიმშვიდე, მოლივლივე ზღვა და ოქროსფერი ქვიშაა.
- გინდა, ცივილიზაციას მოწყვეტილი იყო?
- ჰო. აი, ტელეფონსაც რომ გადააგდებ, ისე... მაგრამ ტელეფონს როგორ გადავაგდებ? დედაჩემი 5 წუთში ერთხელ მირეკავს - მნიშვნელობა არ აქვს, თბილისში ვარ თუ ბათუმში. ამიტომ ცივილიზაციას როგორ მოვწყდები, არ ვიცი.
- გაძლებ თუნდაც, აბაზანის, თმის ფენის გარეშე?
- არა, ეგ არ მიგულისხმია. უბრალოდ, იმ გარემოში, მაგრამ კომფორტულად დასვენება მინდა. კარავში დაძინება და მსგავსი რაღაცები არასდროს შემეძლო. მახსოვს, ჩემი საუკეთესო მეგობარი, თავის მეგობრებთან ერთად, 3 დღით ლაშქრობაში წავიდა. დიდხანს მეხვეწა, წამოდიო... მესამე დღეს მანქანით ჩავაკითხე, კარვების ალაგებაში მივეხმარე და წამოვედი (იცინის)... რაღაცნაირად, არ მიყვარს, თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ კარავში, ველურ პირობებში...
- შენთვის დაუვიწყარი არდადეგების შესახებ მოგვიყევი...
- მე, დედაჩემი და ჩემი ძმა ორი კვირით ზღვაზე ვიყავით. საოცრად გავერთეთ - ატრაქციონებით, პარაშუტებით... კატერითაც გავისეირნეთ. ყველაფერი მოვიარეთ. განსაკუთრებული არდადეგები იყო!..
- უცხოეთში დაგისვენია?
- ბოლო პერიოდში, საერთოდ, არსად დამისვენია. საზღვარგარეთ დასვენებას ბავშვობაში უფრო ვახერხებდი, როცა ცეკვის გამო, გასტროლზე მივემგზავრებოდი. ახლა უცებ შეიძლება, გადაღება იყოს საჭირო და გამოსაქცევი გავხდე. ამიტომ ქვეყნიდან გასვლას ვერ ვახერხებ.
- რის გარეშე ვერ წარმოგიდგენია ზაფხული?
- მზის, ზღვისა და მეგობრების გარეშე.
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
საკუთარ თავზე გაგონილმა რა ჭორმა გააოცა ბექა ბროლაძე
"პოლიტიკაში რომ მოვიდე, ვიღაცის მარიონეტი უნდა გავხდე"
ბედნიერების "რეცეპტი" მომხიბვლელი მაგდა ვასაძისგან
"ზოგიერთი ადამიანი მთელი ცხოვრება პატარა ბავშვად რჩება"
რა ასწავლა საკუთარმა გამოცდილებამ ირინა ონაშვილს
რატომ მიიჩნევს თავს ნარცისად და ეგოისტად კაკია
სოფია სებისკვერაძე ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს
რა ოცნების ახდენა აქვს გეგმაში თამთა შედანიას
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
6 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
522 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი