ჰოლივუდი საქართველოში და ქართველი "ჯულიეტა მაზინას" ახდენილი ოცნება
font-large font-small
ჰოლივუდი საქართველოში და ქართველი "ჯულიეტა მაზინას" ახდენილი ოცნება
"აქ უბრალოდ კადრში გამოჩენაც კი სანატრელი რამაა"

პროგრამის "გადაიღე საქართველოში" ფარგლებში, ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანიის UNIVERSAl PICTURES ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმის კიდევ ერთი ეპიზოდის - Fast and Furious 9 ("ფორსაჟი 9") გადაღება 19 აგვისტოს დაიწყო და 20 სექტემბერს დასრულდება.
როგორც "აწარმოე საქართველოში" მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, გადამღები ჯგუფი 600 ადამიანისგან შედგება, მათ შორის 425 ადგილობრივი პერსონალია... განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში გადაღებების წარმოებისათვის ბიუჯეტი 32 მილიონამდე ლარით არის განსაზღვრული.
ფილმში მონაწილეობს ეთო მდინარაძეც, რომელსაც გარეგნობის გამო "ჯულიეტა მაზინას" ეძახიან... გადაღებიდან დაბრუნებულმა, თავისი შთაბეჭდილებები ჟურნალ "გზის" მკითხველს გაუზიარა...

- ამ ფილმს მსოფლიო ელოდება და ყურადღების ცენტრშია! ეს იყო საოცრება. მაგარი შეგრძნებაა, როცა მსგავსი ფილმის გადაღება შენ თვალწინ ხდება - აფეთქებები, ავტორალი... პროფესიონალების უზარმაზარი ჯგუფი მუშაობს ფილმზე. ყველაზე ახალი ტექნოლოგიები და აპარატურა აქვთ, რაც კი არსებობს მსოფლიოში. სულ სხვა სამყაროში მეგონა თავი... რაც შეეხება როლს, ეპიზოდებს - ვერაფერს გავამხელ! ხელი მოვაწერეთ კონტრაქტზე და ჯარიმა საკმაოდ სოლიდურია... იმხელა მნიშვნელობის ფილმია და იმდენად დიდია ინტერესი, რომ წინასწარ რაიმეს გამჟღავნების უფლება არ გვაქვს...
GzaPress
- როგორ აღმოჩნდით ამ ფილმში?
- ჰოლივუდის დავალებით თბილისში კასტინგი გამოცხადდა, სადაც ჩემმა მეგობარმა - ლელა დალაქიშვილმა ჩემი ფოტოები დაუკითხავად გადაგზავნა. ჰოლივუდიდან მოვიდა პასუხი, რომ მე ფილმში მივიღებ მონაწილეობას... დაგვიბარეს 15 აგვისტოს და ამირჩიეს ოთხი სხვადასხვა სამოსი... ემოციებზე ნუ მკითხავთ... პირადად ჩემთვის წარმოუდგენელი რამ იყო, როდესაც დამირეკეს და მითხრეს, თქვენ ჰოლივუდურ ფილმში მიიღებთ მონაწილეობასო. სიხარულით ბოლო ხმაზე ვკიოდი. ამაზე ალბათ, ბევრი ოცნებობს; აქ უბრალოდ კადრში გამოჩენაც კი სანატრელი რამაა! მოგეხსენებათ, ფილმში მსოფლიო დონის ვარსკვლავები მონაწილეობენ...
- რამდენიმე საქმეს ითავსებთ... პროფესიით ვინ ბრძანდებით?
- დავამთავრე ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი... შემდეგ ვიყავი ქუთაისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი, რომლის ხელმძღვანელი იყო შესანიშნავი ადამიანი, მესხიშვილის თეატრის მსახიობი ავთანდილ სახამბერიძე. იქ დიდი გამოცდილება მივიღე... შემდეგ მიმყავდა საქალაქო მასშტაბის ღონისძიებები. ვარ მხატვრულ კითხვაში ფესტივალის ლაურეატი. 18 წელი ვმუშაობდი ჟურნალისტიკაში და ეს ჩემთვის ძალიან საყვარელი სფეროა... რაც შეეხება ფილმებს, საკმაოდ ბევრ ფილმში მომიხდა მონაწილეობა. მთავარი არა, მაგრამ იყო ეპიზოდური როლები, "მასოვკები"... "ბოლივუდის" და ე.წ. მოსფილმის გადასაღებ მოედანზე ვმდგარვარ, ტაილანდურ ფილმშიც ვმონაწილეობდი...
ახლა მიმყავს ცნობილი ადამიანების, მსახიობების, მწერლების, პოეტების საღამოები. წამყვანი ვარ პროექტის "გაფანტული ალმასები" (პროექტის ავტორი მანანა კორძახიაა). ამ პროექტის ფარგლებში ვსაუბრობთ ცნობილ მსახიობებზე, რომლებიც იყვნენ ვარსკვლავები და ახლა სამწუხაროდ, მიივიწყეს... "გაფანტული ალმასებიდან" მოდის ჩემი მეგობრობა ცნობილ ლეგენდებთან, ქართველ მსახიობებთან...
აქვე გეტყვით, რომ ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება და სიმდიდრე ამდენი ადამიანის სიყვარული, მათი თანადგომაა. ადამიანები გრძნობენ გულწრფელობას, რაც სამწუხაროდ, დღეს დეფიციტია. არასოდეს ვყოფილვარ ბოროტი, ეგოისტი, მოშურნე, პირიქით - ყველას სიხარული მიხარია და ყველას ტკივილს განვიცდი...
- თქვენი მონაწილეობით კიდევ რომელიმე ფილმის გადაღებები ხომ არ არის გეგმაში?
- მნიშვნელოვანი სამომავლო გეგმები მაქვს თუნდაც კინოში, ასევე პოლიტიკაში... ამის დიდი გამოცდილება მაქვს, ჩემი ქვეყნის სამსახურში ვიყავი ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობიდან. პატარა გოგო გვერდით ვედექი ბუმბერაზ ადამიანებს - ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას. ასევე, ჟურნალისტიკაშიც მინდა წარმატებას მივაღწიო და მქონდეს საავტორო გადაცემა. ვფიქრობ, ბევრი კარგი რამის გაკეთება შემიძლია არა მარტო საკუთარი კეთილდღეობისთვის, არამედ ჩემი ქვეყნისა და ხალხის სასარგებლოდაც.
მანანა გაბრიჭიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
საკუთარ თავზე გაგონილმა რა ჭორმა გააოცა ბექა ბროლაძე
"პოლიტიკაში რომ მოვიდე, ვიღაცის მარიონეტი უნდა გავხდე"
ბედნიერების "რეცეპტი" მომხიბვლელი მაგდა ვასაძისგან
"ზოგიერთი ადამიანი მთელი ცხოვრება პატარა ბავშვად რჩება"
რა ასწავლა საკუთარმა გამოცდილებამ ირინა ონაშვილს
რატომ მიიჩნევს თავს ნარცისად და ეგოისტად კაკია
სოფია სებისკვერაძე ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს
რა ოცნების ახდენა აქვს გეგმაში თამთა შედანიას
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
6 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
522 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი