"თუ გავსუქდი, ბენი სხვა გამხდარს არ გაეკიდება"
font-large font-small
"თუ გავსუქდი, ბენი სხვა გამხდარს არ გაეკიდება"
რას ვერ უბედავს ქმარი ნუკი კოშკელიშვილს?

რამდენიმე წელია, რაც ნუკი კოშკელიშვილი ამერიკაში ცხოვრობს და ტრადიციულად, ზაფხულს ყოველთვის საქართველოში ატარებს. წელსაც სამშობლოს მეუღლესა და შვილთან ერთად ესტუმრა. პატარა ოლივერმა, რომელსაც ერთი წელი საქართველოში შეუსრულდა, ავადმყოფობის გამო, ნუკი ძალიან ანერვიულა...


- ნუკი, როგორ ხარ?
- კარგად. უკვე 2 თვეა, ბათუმში ვიმყოფები. მაქსიმალურად ვცდილობ, პროპაგანდა - "დაისვენე საქართველოში" პირადი გამოცდილებით გავამყარო. საერთოდ, ყოველთვის საქართველოში დასვენებას ვამჯობინებ და წელსაც არ არის გამონაკლისი.
- პატარა ოლივერი ახლა როგორ არის? როგორც ვიცი, ავად იყო.
- ახლა უკეთ არის. იცი, რა? მგონია, რომ ბათუმში კი არა, საერთოდ, მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში "ზაფხულის ვირუსები", ე. წ. ენტერო ვირუსები არსებობს. ეს ვირუსი ოლივერსაც შეეყარა, რის გამოც საშინლად ვინერვიულე, რადგან ეს მისი პირველი ავადმყოფობა იყო. ძალიან ვცდილობდი, ჩემი შვილი ყველანაირი ბაქტერიისთვის მომერიდებინა, მაგრამ როგორც ვხვდები, ეს შეუძლებელია, მით უმეტეს, როცა წყალთან აქვს შეხება... ახლა ოლივერი უკვე კარგად არის.
GzaPress
- ბავშვის ავადმყოფობისას საღი აზრის შენარჩუნება, სიტუაციის კონტროლი შეძელი თუ პანიკაში ჩავარდი?
- აი, ზუსტად ასეთი დედა ვარ, ვინც პანიკაში ვარდება და ვერაფერს აკონტროლებს. ვინერვიულე, არ ვიცოდი, "სად წამეღო თავი". დედაჩემი მამშვიდებდა. მეუბნებოდა, - ბავშვები ავად ხდებიან, ამაში საშიში არაფერიაო. მაინც ძალიან განვიცადე.
- ამ ფაქტთან დაკავშირებულ კრიტიკულ კომენტარებზე - მცირეწლოვანი ბავშვი ზღვაში როგორ შეიყვანეო, რა აზრის ხარ?
- ვფიქრობ, ბავშვის აღზრდაზე ყველას თავისი აზრი აქვს. რაც შვილის გაჩენის შემდეგ ვისწავლე, ის არის, რომ აღზრდის შენი სტილი სხვას თავზე არ უნდა მოახვიო. ყველა დედა მართალია. რასაც დედა საჭიროდ მიიჩნევს, ბავშვისთვის სწორი ის არის. სხვათა შორის, ოლივერი ზღვაში შარშანაც შევიყვანე, როდესაც 2 თვის იყო და არაფერი დამართნია. თან, ბავშვი ყველაფერს რომ მოარიდო, კარგი არ იქნება.
- ამჟამად, ბენიც საქართველოში იმყოფება?
- ჩვენი არდადეგების დასაწყისში ნამდვილად აქ იყო, შემდეგ კი წავიდა, რადგან მას სამსახური აქვს - ჩემსავით უსაქმური არ არის.
- 1 წელი გავიდა, რაც დედა გახდი. შეიცვალე?
- კი, რა თქმა უნდა, ძალიან შევიცვალე, რადგან ახლა მთელი ჩემი ცხოვრება შვილის გარშემო ტრიალებს. პრიორიტეტად საკუთარი თავი ან მეგობრები აღარ მყავს - ამან გვერდით გადაიწია. ახლა პრიორიტეტული მხოლოდ ჩემი შვილია. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი კეთილი გაიზარდოს. მაქსიმალურად ვცდილობ, სიკეთე ვაჩვენო. არასოდეს ვეჩხუბები, რაღაცებს ვუხსნი. მინდა, აზრიანი ბავშვი იყოს, რომელსაც ბოროტების გაკეთება არ შეუძლია. დანარჩენს რაც შეეხება, როცა წამოიზრდება, ამაზე მერე ვისაუბროთ...
- ბავშვის გაჩენის შემდეგ, ფორმაში ჩადგომა როგორ მოახერხე? ეს თავისთავად მოხდა თუ დიეტის დახმარებით?
- თავდაუზოგავი შრომით, დიეტით. მთელი 3 თვეა, საოცრად ვწვალობ და თითო კილოგრამს ვებრძვი. ჯერ კიდევ არ მაქვს ის წონა, რაც ორსულობამდე მქონდა, მაგრამ ნელ-ნელა ფორმაში ვდგები - მგონი, სწორ გზაზე ვდგავარ. ძალიან რთულია... იცი, როდესაც წონას ვებრძოდი, სულ ვფიქრობდი - დროზე, დროზე დავიკლო-მეთქი... ახლა, როცა ამ ყველაფერმა გადაიარა, მშვენიერ რამეს მივხვდი, რასაც ყველა დედას ვურჩევ, ვინც ჟურნალს კითხულობს: დაისვენეთ, ბავშვთან ყოფნის პერიოდი შეირგეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაიძაბოთ, არ ინერვიულოთ. ადრე თუ გვიან, ეს კილოგრამები "წავა". ბავშვთან ყოფნის დრო იმაზე ნერვიულობაში არ დახარჯოთ, როდის რამდენი კილოგრამი მოიმატეთ წონაში, როგორ დაიკლოთ და ა.შ.
- დიეტა სპეციალისტმა შეგირჩია?
- დიახ, დიეტოლოგთან მივედი, რომელმაც დიეტა დამიწერა და ამ დიეტას "ფეხდაფეხ" მივყევი.
- ეკრანზე ყოველთვის ხალისიანი საუბრობდი, მაგრამ მომატებული კილოგრამების გამო, სტრესი განიცადე? ხასიათი შეგეცვალა?
- სიხალისე დამეკარგა თუ არა, არ ვიცი, მაგრამ იმის განცდა ნამდვილად მქონდა, რომ აი, როგორ მოვიმატე, რას ვგავარ-მეთქი. მგონია, ეს ქალის ყველაზე ნორმალური რეაქციაა. გარდა იმისა, რომ ამ დროს შენი ჰორმონები ყოველგვარ ზღვარსაა გადაცილებული და დუღილის ტემპერატურა "195 გრადუსია", ამასთან ერთად, საკუთარი გარეგნობა არ მოგწონს. ფეხმძიმობამდე უფრო მსუქანიც ვყოფილვარ და ალბათ, არც მანაღვლებდა, მაგრამ ამჯერად ვდარდობდი და ხასიათიც შემეცვალა, თუმცა უკვე "ნორმას" დავუბრუნდი.
- იმ პერიოდში ბენზე ხომ არ ეჭვიანობდი?
- უი, არა. ეჭვიანი არ ვარ და ზუსტად ვიცი, ბენი ჩემს გამხდარ სხეულს "არ მისდევს". მით უმეტეს, თუ გავსუქდი, სხვა გამხდარს არ გაეკიდება.
GzaPress
- ბენს არასოდეს შემოუთავაზებია - მოდი, ამჯერად ზაფხული საქართველოში არ გავატაროთ, სხვაგან გავემგზავროთო?
- არა, ვერ მიბედავს. იცის, რომ საქართველოში დასვენება მიყვარს. რა თქმა უნდა, ევროპა ძალიან კარგია - მიყვარს, მაგრამ საქართველოში ბევრი ადგილია, რომელიც არ მინახავს. მაგალითად, წელს მარტვილის კანიონი ვნახე. ჰოდა, იტალიაში რატომ წავიდე და ვნახო ის, რაც ჯერ არ მინახავს, როცა საკუთარ სამშობლოში არის ადგილები, რაც ნანახი არ მაქვს? აი, საქართველოში ყველაფერს რომ დავათვალიერებ, მერე საზღვარგარეთაც აუცილებლად წავალ.
- საქართველოს რომელი კუთხე არ გინახავს და გინდა, ნახო?
- სვანეთსა და თუშეთში არ ვყოფილვარ. მინდა, ეს ორი კუთხე აუცილებლად მოვინახულო.
- ცოტა რამ საქართველოში არსებულ სიტუაციაზეც გვითხარი - რა დაგხვდა სამშობლოში დაბრუნებულს?
- სამწუხაროდ, გული ძალიან მწყდება, რომ საქართველოში ყოველი ჩამოსვლისას არ მომწონს, რაც აქ ხდება, პროგრესს ვერ ვხედავ. წინათ უფრო ვხედავდი - ახალი შენობები, რაღაც დადებითი იყო... არ მინდა, ძალიან პოლიტიკურ თემაში შევიჭრა, მაგრამ ჯერჯერობით, ახალს ვერაფერს ვამჩნევ. საქართველოში რომ ჩამოვფრინდი, 20 ივნისი იყო. ისეთი ამბები მოხდა, რომ საერთოდ, გახსენებაც არ მინდა, ამაზე გული მწყდება... მაინც იმედი მაქვს, რომ ერთხელაც იქნება, რაღაც გვეშველება და კარგი მთავრობა გვეყოლება...
- ნუკი, სატელევიზიო სივრცეში აღარ მუშაობ. როგორ ახერხებ, რომ ჟურნალისტებისთვის მაინც ყოველთვის სასურველი, მოთხოვნადი რესპონდენტი ხარ?
- მგონია, რომ 21 საუკუნეში აღარ არის სავალდებულო, ტელეეკრანზე ჩანდე. სოციალური ქსელი თავისას შვრება. ყველას თავისი პლატფორმა, პირადი ტელევიზია აქვს. შეგიძლია, "ინსტაგრამის", "ფეისბუკის" შენი გვერდით საკუთარი გადაცემა მართო.
- მიზანმიმართულად არჩევ, სოციალურ ქსელში როგორი პოსტი გამოაქვეყნო?
- არა, არა... იმას ვწერ, რისი დაწერის ხასიათზეც ვარ. იცი, რა მომწონს? უფროსი არ მყავს. არავინ მეუბნება, რომ ამაზე საუბარი არ შეიძლება, ამ თემას არ შეეხო, მგონი, ეს არაკორექტული იქნებაო. ბურთიც ჩემია და მოედანიც - შემიძლია, ყველაფერზე ვილაპარაკო, ეს კი დიდი კომფორტია.
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ჩემი შვილი ჩემსავით ხუჭუჭა გოგოა"
საქმეები, რომლებმაც ემოციურად იმოქმედა ჟურნალისტზე
ადამიანს საფიქრალი არ უნდა ჰქონდეს, კომუნალური გადასახადები როგორ გადაიხადოს...
ქართველი მომღერალი, რომელმაც გვასახელა
"იუმორის გრძნობა ძალიან მნიშვნელოვანია"
ვისი პლაკატი აქვს სახლში გაკრული ანა მჭედლიძეს
ოთო ფოლადაშვილის დაუწერელი კანონი, ნებისყოფა და წარმატების ფორმულა
"პაციენტებსაც ვურჩევ და მეც ვცდილობ, შოპინგით განწყობა გავიუმჯობესო..."
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1559 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი