ზუზუ კუციას ცინიზმი, ნიღბები და ბრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ ზუზუ კუციას ცინიზმი, ნიღბები და ბრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ
font-large font-small
ზუზუ კუციას ცინიზმი, ნიღბები და ბრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ ზუზუ კუციას ცინიზმი, ნიღბები და ბრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ
"კაფეებში ყავის სმა და ჭორაობა უინტერესოა"

"ის ხშირად ცდის საკუთარ ბედს. თვისება, რომელიც არ გააჩნია, ეს ტაქტია, თუმცა, თავად დარწმუნებულია, რომ დიპლომატია. მუდამ აქვს სურვილი, გაილაშქროს არსებული წესების წინააღმდეგ. მისი უარყოფითი თვისებაა ფეთქებადი ხასიათი, ექსცენტრიკულობა, გესლიანი სარკაზმი... მაშინ, როცა მის დახმარებას საჭიროებთ, გვერდით გულგრილად არასდროს ჩაგივლით", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ვირთხის წელში დაბადებულ მშვილდოსანს, ეს კი მსახიობ ზუზუ კუციას ზოდიაქოს ნიშანია.


- ასტროლოგია ძალიან მაინტერესებს. მიუხედავად ამისა, პირადი ჰოროსკოპი არ მაქვს შედგენილი და ძალიან მინდა მქონდეს.
- ასტროლოგები ამბობენ, რომ თქვენი ნიშნისთვის დამახასიათებელი თვისებებია: გონებამახვილობა, საზრიანობა, სამართლიანობა და მხიარული ხასიათი.
- გონებამახვილობასა და საზრიანობაზე ჩემი მხრიდან ლაპარაკი უხერხული იქნება. რაც შეეხება მხიარულ ხასიათს: ვცდილობ, კარგი განწყობა მაშინაც შევინარჩუნო, როცა პრობლემა მაქვს. ჩემს გასაჭირს თავს სხვას არასდროს მოვახვევ. იმდენად ვთამაშობ, შეიძლება ვერც კი შენიშნონ, ასე მირჩევნია. სამართლიანობა ჩემთვის ცხოვრების დევიზივით არის. უსამართლობის გამო შემიძლია, ნებისმიერ ადამიანს დავუპირისპირდე. ქუჩაში სრულიად უცნობებსაც გამოვსარჩლებივარ. რიგში ნაცნობობით წინ რომ უშვებენ, ეს ფაქტიც მაღიზიანებს და ჩემს დამოკიდებულებას ყოველთვის ღიად გამოვხატავ.
- "თვისება, რომელიც მას არ გააჩნია, ეს ტაქტია, თუმცა თავად დარწმუნებულია, რომ დიპლომატია".
- შემთხვევას გააჩნია. ძალიან პირდაპირი ვარ, რაც შეიძლება ვინმემ უტაქტობად ჩამითვალოს. დიპლომატიურობაც შემიძლია. ამავდროულად, მოთმენის უნარიც მაქვს, რაღაცები შეიძლება გავატარო, მაგრამ არსებობს საზღვარიც...
- "მოძრავი და მოუსვენარია, ამიტომ ერთ ადგილას დიდხანს ყოფნა არ შეუძლია".
- მრავალფეროვნება მიყვარს. ერთ ადგილას დიდხანს ყოფნამ შეიძლება დეპრესია დამმართოს. სამსახურში დიდხანს ყოფნაც არ შემიძლია. საცხოვრებელ ადგილს არ ვიცვლი, მაგრამ როცა სახლიდან გავდივარ, ვცდილობ, სხვადასხვა გზით წავიდე. ადამიანებს ხომ აქვთ ამოჩემებული ადგილები, სადაც ხშირად მიდიან. აუზს თუ არ ჩავთვლით, მე ასეთი ადგილი არ მაქვს.
- "საოცრად გაბედულია, რისკიანი პროფესიები იზიდავს".
- ნამდვილად ასეა, რისკიანიც ვარ და გაბედულიც.
GzaPress
- "გიჟდება სისწრაფეზე, ავტომობილით ყოველთვის სწრაფად დადის".
- ყოველთვის ვჩქარობ, სულ მგონია, სადღაც მაგვიანდება.
- "ის საკუთარ ბედს ხშირად ცდის, ზოგჯერ სიკვდილს ეთამაშება".
- რისკზე წასვლა სხვა რა არის, თუ არა ბედის გამოცდა? თუმცა, ვერ გეტყვი, რომ სიკვდილთან თამაში მიყვარს. სიცოცხლეს სასწორზე არასდროს დავდებ.
- "ამბობს ყველაფერს, რაც ენაზე მოადგება. დაუფიქრებელი საუბარი ხშირად ძვირი უჯდება".
- კი, ასეა და ესეც ჩემი პირდაპირობიდან გამომდინარეობს. ადრე აფთიაქში ვმუშაობდი. ჩემს მენეჯერს ვუთხარი, რომ მისი საქციელი არ მომწონდა, რომ კარგი მენეჯერი არ იყო და მერე წამოვედი. იმის გამო, რომ უფროსია, ზემოდან არავის უნდა უყუროს. არავინ იცის, ხვალ ვინ რა პოზიციაზე იქნება. ჩემთვის აუცილებელია, სადაც უნდა ვიყო, ურთიერთობა ჯანსაღი იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვდგები და მივდივარ.
- "ზოგჯერ მოულოდნელად ფეთქდება".
- ნამდვილად და შეიძლება ისე ავფეთქდე, ბინდი გადამეკრას. მერე დაუფიქრებლად ვლაპარაკობ, ასე ემოციისგან ვიცლები.
- "მუდამ აქვს სურვილი, გაილაშქროს არსებული წესების წინააღმდეგ".
- ნაწილობრივ ვეთანხმები. საჭესთან წესებს არასდროს ვარღვევ. საზოგადოებაში დამკვიდრებულ წესებსაც ვიცავ. რიგში ყოველთვის ვდგავარ.
- აბა, რის წინააღმდეგ ილაშქრებ?
- უმეტესად უსამართლობისა და ამპარტავნების წინააღმდეგ ვილაშქრებ. ვღიზიანდები, ადამიანებს თავის თავზე დიდი წარმოდგენა რომ აქვთ, ბევრს ლაპარაკობენ და ამ დროს არაფერს წარმოადგენენ.
- "გვერდით გულგრილად არასდროს ჩაგივლით, როცა მის დახმარებას საჭიროებთ".
- ყოველთვის ვცდილობ, ადამიანს დავეხმარო. ამ შემთხვევაში მატერიალურ დახმარებას არ ვგულისხმობ. ზოგჯერ მოსმენა და მისი ტკივილის გაზიარებაც დახმარებაა. მაგრამ შემდეგ მისი მხრიდან უმადურობას თუ ვაწყდები, ასეთ პიროვნებასთან დისტანციას ვიჭერ.
- აზარტული ხარ?
- აზარტული საერთოდ არ ვარ. გასართობი თამაშები არ მიყვარს, გამონაკლისს კარტინგი წარმოადგენს. ვიცი თუ არ ვიცი, ყოველთვის ვამბობ, რომ ვიცი. რასაც ხელს ვკიდებ, ის საქმე აუცილებლად ბოლომდე მიმყავს. ჩემი ჰობია ხელსაქმე, ჭრა-კერვა, ხელნაკეთ ნივთებზე მუშაობა.
- "რომანტიკოსი შეყვარებულია და ძალიან ერთგული".
- ძალიან ერთგული ვარ, მაგრამ რომანტიკოსი - ნაკლებად. რეალისტი, პრაგმატულად მოაზროვნე გახლავართ. მეუღლე უფრო რომანტიკოსი მყავს. საღამოს, როცა სამსახურიდან გვიან ვბრუნდები, ვახშამს მახვედრებს. სუფრაზე ყოველთვის არის წითელი ღვინო და სანთელი. მე საჩუქრების გაკეთება უფრო მიყვარს.
- "მისი უარყოფითი თვისებაა ფეთქებადი ხასიათი, ექსცენტრიკულობა, გესლიანი სარკაზმი".
- კი და ამ ყველაფერს ჩხუბით კი არა, მხიარულად, სიცილ-სიცილით ვამბობ. სხვები ცინიზმად აღიქვამენ. თავად საკუთარ თავს ცინიკოსად არ ვთვლი. როცა იმავეს სხვა აკეთებს, მგონია, ის ცინიკოსია. ექსცენტრიკულიც ვარ. ეს თვისებები ბავშვობიდან მომყვება, სხვადასხვა ეტაპზე არ შემიძენია. სასწავლებელში ისე ჩავაბარე, რამდენჯერმე მუშაობა ისე დავიწყე, ოჯახში არავინ არაფერი იცოდა.
- "ჩემი ცოლის დაქალებში" მზიკოს როლმა პოპულარობა მოგიტანათ. ეს კარგია?
- ქუჩაში უამრავი ადამიანი მცნობს. მზიკო ჩემგან აბსოლუტურად განსხვავებული პერსონაჟია. ერთხელ დიღომში ვიყავი, მანქანის ნაწილს ვცვლიდი. იქ ბიჭები იდგნენ და ლაპარაკობდნენ, მზიკოს აქ რა უნდა, ეს ხომ ვაკეში ცხოვრობსო. ერთხელ ვიღაცამ მკითხა, თავისუფალი რომ ხარ, ჩიკამ გამოგიშვაო? ადამიანებისგან ძალიან დიდ სითბოს ვგრძნობ, რაც მახარებს.
- "არ უყვარს ტყუილი და თქმა თუ უწევს, ეს ეტყობა კიდეც".
- კი, მეცინება. ზოგჯერ უვნებელ ტყუილებს ხომ ვამბობთ. ვინც მიცნობს, აუცილებლად მიხვდება, რომ ვიტყუები.
- "მას შესანიშნავად ეხერხება სიმშვიდის ნიღბის უკან საკუთარი ემოციები დამალოს".
- შემიძლია. ასეთი შემთხვევა არაერთხელ მქონია. თუ საჭიროა, ნიღაბს მოვირგებ და შინაგან განცდას არ გამოვხატავ.
- "ეს ადამიანი ცვალებადი ხასიათით გაგაკვირვებთ".
- მაღიზიანებენ ადამიანები, რომლებიც მატყუებენ, ამ დროს ხასიათი მომენტალურად მეცვლება და შემდგომ მათთან აუცილებლად ვიჭერ დისტანციას.
- "მას ჰყავს ძალიან ბევრი ნაცნობი, მაგრამ ცოტასთან მეგობრობს. ბოლომდე არავის ენდობა".
- ასეა, განსაკუთრებით ქალებს არ ვენდობი. მეგობარ ბიჭებთან თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ, შესაძლოა ეს იმის ბრალიცაა, რომ ბიჭების გარემოცვაში ვიზრდებოდი. სულ ფეხბურთის თამაში მინდოდა. ჩემთვის უინტერესოა კაფეებში დაქალური შეკრებები, ყავის სმა და ჭორაობა. სულ სამი მეგობარი გოგო მყავს.
- ფულთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ, შემგროვებელი ხართ?
GzaPress
- არა, მფლანგველი უფრო ვარ.
- "ემოციების გამოხატვაში ძალზე თავშეკავებულია".
- გააჩნია სად ვარ და იქ როგორი საზოგადოებაა. მაგალითად, მეუღლის მიმართ ემოციები სახალხოდ გამომიხატავს, მაგრამ თავიც შემიკავებია. საზოგადოებაში ჩახუტება, კოცნა შეიძლება, მაგრამ კალთაში ჩაჯდომა და გადამეტებული ქცევები ჩემთვის მიუღებელია.
- "ვალდებულებებისა და შეზღუდვების პანიკურად ეშინია".
- ვერ ვიტან. ვინც ამას მაიძულებს, ეგრევე ვეცლები. მშვილდოსანი არის ყველაზე მაწანწალა ადამიანი. მე სულ დავდივარ, ვგიჟდები მოგზაურობაზე, ერთი პერიოდი ჩემოდნებზე ვცხოვრობდი.
- მომავლის დაგეგმვა გჩვევიათ თუ ხვალინდელ დღეზე იშვიათად ფიქრობთ?
- შემთხვევას გააჩნია. მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც ფულის გამო დამცირებას აიტანს. სამსახურში ყოფნა უნდა მსიამოვნებდეს. სამსახურთან დაკავშირებით შეიძლება დაგეგმვა ვერ მოვახერხო, მაგრამ ბავშვის მომავალს რაც შეეხება, აქ უფრო თანმიმდევრულობაა საჭირო.
- "მას უყვარს ხალხთან ურთიერთობა. საზოგადოების ყურადღების ცენტრში ადვილად ექცევა".
- ასე გამოდის, თუმცა ამას თავად ვერ ვხვდები. ხშირად უთქვამთ, შენ რომ არ ხარ, მოწყენილები ვართო. ჩემ გარდა, იქ ხალხი ხომ არის-მეთქი? არა, შენ სხვანაირად ლაპარაკობო.
- "დიდსულოვანია მის მიმართ, ვინც უყვარს. საყვარელი ადამიანისთვის მთელი ქონების განიავებაც კი შეუძლია".
- კი, ზუსტად ასეა.
- "გულის სწორმა პერიოდულად მისი მხრიდან წამოსული ცინიზმი და აგრესიის შეტევებიც მოთმინებით უნდა აიტანოს".
- უნდა აიტანოს (იცინის) და იტანს კიდეც. როცა ადამიანი გიყვარს, რაღაცები უნდა დათმო და ეს დათმობები ორმხრივი უნდა იყოს. მგონი, ნორმალური ადამიანები ასე ცხოვრობენ. ჩემს მეუღლეს წლებია ვიცნობ. ურთიერთობა მეგობრობით დავიწყეთ და გრძნობა მერე გაჩნდა. ურთიერთგაგების პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს.
თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
საკუთარ თავზე გაგონილმა რა ჭორმა გააოცა ბექა ბროლაძე
"პოლიტიკაში რომ მოვიდე, ვიღაცის მარიონეტი უნდა გავხდე"
ბედნიერების "რეცეპტი" მომხიბვლელი მაგდა ვასაძისგან
"ზოგიერთი ადამიანი მთელი ცხოვრება პატარა ბავშვად რჩება"
რა ასწავლა საკუთარმა გამოცდილებამ ირინა ონაშვილს
რატომ მიიჩნევს თავს ნარცისად და ეგოისტად კაკია
სოფია სებისკვერაძე ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს
რა ოცნების ახდენა აქვს გეგმაში თამთა შედანიას
რას ვერ უბედავს ქმარი ნუკი კოშკელიშვილს?
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
6 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
522 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი