"ორივეს თანაბარი ნაზავი ვარ - ქეთათოში ძალიან ბევრი ირაკლია"
font-large font-small
"ორივეს თანაბარი ნაზავი ვარ - ქეთათოში ძალიან ბევრი ირაკლია"
რა ანიჭებს ბედნიერებას ნანა ჩარკვიანს

"მისგან მეც ის დამრჩა, რაც ყველას დაუტოვა - მუსიკა, პოეზია, მწერლობა და ამის დახმარებით, მე შევძელი, რომ ირაკლი სიღრმისეულად გამეცნო, ბევრი რამ გამეგო მასზე", - ნანა ჩარკვიანი მამის, ოჯახის, საკუთარი მიზნებისა და ინტერესების შესახებ გვესაუბრა.


- ნანიკო, გვიამბე შენს გეგმებსა და მიზნებზე. მომავალში რომელ პროფესიაზე შეაჩერებ არჩევანს? რა მიმართულებაა შენთვის უფრო საინტერესო?
- მეთერთმეტე კლასში გადავედი და ჯერ მხოლოდ ამით ვარ დაკავებული. ამ ეტაპზე დიდი გეგმები არ მაქვს, ნელ-ნელა ვერკვევი, რა მინდა მომავალში გავაკეთო, ანუ ძიების პროცესში ვარ. მხოლოდ ის ვიცი ზუსტად, რომ ჰუმანიტარულ მიმართულებას ავირჩევ, არანაირი მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია. ყოველდღე მეცვლება აზრი: ერთ დღეს მსახიობობა მინდა, მეორე დღეს - სხვა რამ. მუსიკაც ძალიან მიყვარს და ვცდილობ, ამ სფეროსაც მივუახლოვდე.
- ოჯახზე ვისაუბროთ. რა გავლენას ახდენდა შენზე ისეთი ადამიანების გარემოცვაში ცხოვრება, როგორიცაა: გელა ჩარკვიანი, ქეთათო, ირაკლი, ქალბატონი ნანა...
- ყოველთვის იყო მომენტი, რომ მინდოდა თუ არა, განსხვავებულობა მიწევდა. მახსოვს, ლონდონში რომ ვსწავლობდი, მძღოლი ჩემ გარდა არავის ჰყავდა. როცა ბავშვები მეკითხებოდნენ, ბაბუაშენი რას საქმიანობსო? აფიშირებას არ ვუკეთებდი იმას, რომ იგი ელჩი იყო. მერე მივხვდი, რომ დასამალი არაფერია და პირიქით, ეს საამაყოა. ბავშვობისას, მშობლებთან მიმართებაშიც მქონდა მსგავსი კომპლექსები, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ ამას ეჩვევი და ხვდები, რომ ამ ყველაფრით უნდა იამაყო, რომ ყველაფერი კარგი, რაც მათშია, შენშიც იკავებს ადგილს. იზრდები ისე, რომ მათგან ბევრ კარგ რამეს სწავლობ და ეს მნიშვნელოვანია.
GzaPress
- რა არის შენთვის პრიორიტეტული?
- მთელი ცხოვრება მინდა, რომ რასაც ვფიქრობ და რა იდეებიც მაქვს, განვახორციელო. შევძლო, ჩემი წვლილი დავტოვო იმ სფეროში, რომელსაც სამომავლოდ ავირჩევ. თუ პოლიტიკოსობას მოვინდომებ, ამ სფეროში რაიმე უკეთესობისკენ უნდა შევცვალო და თუ მუსიკოსობას - ამ მხრივაც დავტოვო ჩემი კვალი. მინდა სხვებსაც დავანახვო ის, რასაც ვთვლი, რომ სიმართლეა - ჩემთვის ეს არის პრიორიტეტული.
- ბებია-ბაბუისა და შვილიშვილის ურთიერთობა ყოველთვის გამორჩეულია. ბატონი გელა რას გიამბობს ირაკლიზე, თავის საქმიანობაზე, განვლილ წლებზე?
- რეალურად, მასთან ჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს, ისეთი, როგორც ბაბუასა და შვილიშვილს უნდა ჰქონდეს, ხან ვურეკავ, ხან მიბრაზდება, - რატომ არ მირეკავო, რატომ არ მოდიხარო. ყველა თემაზე მესაუბრება, ამბებს მიყვება. ბავშვობისას, სულ ირაკლისთან დაკავშირებით მიჩნდებოდა შეკითხვები და რაც შეეძლო, ყველაფერს მიამბობდა. თვითონ გელას ცხოვრებაზე კი იმდენი რამ ვიცი, ყოველდღიურობიდან, თუნდაც, სუფრასთან საუბრების დროს, რომ ცალკე რაიმეს მოყოლა ან მისი წიგნების წაკითხვა არ დამჭირვებია, ეს ყველაფერი ასე ვთქვათ, პირველწყაროდან ვიცი (იღიმის). ეს კარგია და ძალიან მომწონს, ცხოვრებაში მადგება. თუნდაც, პატარა ფაქტიც კი მამახსოვრდება. გელამ იმდენი ჩადო ჩემში, რომ ის ჩემთვის თან მასწავლებელია, თან ბაბუა. ინგლისურს, სოციოლოგიას მასწავლიდა...
- ირაკლი როგორია შენს მეხსიერებასა და წარმოსახვაში?
- როგორც მაგარი მამა! ვინაიდან, ძალიან პატარა, ორ-ნახევარი წლის ვიყავი, როცა ირაკლი გარდაიცვალა, მისგან მეც ის დამრჩა, რაც ყველას დაუტოვა - თავისი მუსიკა, პოეზია, მწერლობა და ამის დახმარებით, მე შევძელი, ირაკლი გამეცნო სიღრმისეულად, ბევრი გამეგო მასზე. მუსიკოსებსა და შემოქმედებაში ყველაზე მეტად, სწორედ ეს მიყვარს - რეალურად ტოვებ ისეთ რაღაცას, რომლითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შენი გაცნობა. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა, ირაკლის წიგნი წავიკითხე და ის ჩემებურად გავიცანი. ირაკლი ჩემთვის ყველაზე ახლობელი მუსიკოსი, მწერალი, პოეტია... და სულ იქნება! მის ვიდეოებს ვუყურებ და ესეც ბედნიერებას მანიჭებს.
- როგორია განცდა, როცა ასეთი ადამიანის შვილი ხარ? ირაკლი ჩარკვიანი ყოველთვის ახსოვთ, მოსწონთ მისი შემოქმედება, ჰბაძავენ...
- ძალიან მაგარია! მართლაც - დღემდე აქტუალურია. სადმე წავალ - ირაკლის მუსიკაა, მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავალ - მის მუსიკას უკრავენ, ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სულ თან დამყვება, სულ ჩემთან არის. მართლა აქ არის! რაღაცაზე ვფიქრობ, უცებ ვიღაცის მანქანიდან ირაკლის მუსიკა მესმის... რაც შეეხება მიბაძვას: ნამდვილმა შემოქმედებამ ინსპირაცია უნდა მოგცეს. შენ თუ რაღაც მოგცა და მერე, შენებურად ცდილობ გააკეთო, მაგარია. მხოლოდ ნამდვილ შემოქმედს შეუძლია ისეთი რამ შექმნას, რაც მანამდე არავის გაუკეთებია. რთულია, ორიგინალური იყო.
- რას იტყვი ქეთათოზე, როგორც დედაზე?
- ქეთათო ჩემთვის ყველაფერია. რაც მამისგან დამაკლდა, ქეთათოს მოუწია მოცემამ. რეალურად, ჩემი ცნობიერების დიდი პროცენტი ქეთათოს შექმნილია და ეს მიხარია, ამის გამო ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს მასთან. ჩვენ შორის არანაირი საიდუმლო და ისეთი კითხვა არ არსებობს, რაც ბარიერს შექმნის. ქეთათოსთან თავს იმდენად თავისუფლად ვგრძნობ, რომ ჩვენი ურთიერთობა თანდათან კიდევ უფრო მეტად უკეთესი ხდება.
- ძმაზე - მაქსიმე ჩარკვიანზე რას გვეტყვი?
- მაქსიმე მოსკოვში ცხოვრობს, იქ მუშაობს და ხშირად ვერ ჩამოდის, თუმცა, როცა თბილისშია, ყოველთვის ვნახულობ და სულ ვგრძნობ, რომ ის ჩემი ძმაა. შეიძლება ერთი წელი არ მყავდეს ნანახი, მაგრამ ისე ვართ და ისე ვაგრძელებთ ურთიერთობას, როგორც ბოლო ნახვისას. მაქსიმე ძალიან მიყვარს!
- როგორ ფიქრობ, რა თვისებებით ჰგავხართ ერთმანეთს?
- შემიმჩნევია, რომ საუბრის მანერითა და იდეებით ძალიან ვგავართ. არ ვეუბნები, მაგრამ ასეა. მაქსიმეში ჩემს თავს ხშირად ვხედავ და ეს მიხარია. მართალია, ხშირი არა, მაგრამ მნიშვნელოვანი ურთიერთობა გვაქვს და ეს მომწონს.
- რას გეუბნებიან ოჯახის წევრები, ირაკლის უფრო ჰგავხარ თვისებებით, ხასიათით თუ ქეთათოს?
- სხვათა შორის, ქეთათოც არანაკლები "მეამბოხე სულია". ვინაიდან ის საკმაოდ პატარა იყო, როცა ირაკლი გაიცნო, მან გაიზიარა მეუღლის ბევრი თვისება და საბოლოოდ, ირაკლი რომ გარდაიცვალა და ქეთათოს ჩემი გაზრდა მოუხდა, თავისი თავიც და ბევრი ირაკლიც ჩადო ჩემში. რეალურად, ორივეს თანაბარი ნაზავი ვარ, რადგან ქეთათოში ძალიან ბევრი ირაკლია.
GzaPress
- როგორი წარმოგიდგენია შენი ცხოვრება წლების შემდეგ?
- აი, ეგ რომ არ წარმომიდგენია, ეს მაწუხებს (იცინის). ჩემი თავი ყოველთვის შემოქმედად წარმომედგინა. გინდა მუსიკალური მიმართულებით იყოს, გინდაც - პოლიტიკური. ერთი კი ზუსტად ვიცი, რაც მინდა - სიახლე უნდა დავტოვო! იმედი მაქვს, ყველაფერი მშვიდობიანად წარიმართება.
- როგორია შენი ყოველდღიურობა?
- თინეიჯერული, ჩვეულებრივი. დილით სკოლაში მივდივარ, შაბათ-კვირას შედარებით ვერთობი მეგობრებთან ერთად. რუტინაში ვარ, რაც მსიამოვნებს. ჩემს თავთან ვარ შეთანხმებული, რომ რუტინული ცხოვრება არ მინდა მქონდეს, მაგრამ თინეიჯერობაა ერთ-ერთი პერიოდი, როდესაც იძულებული ხარ, რუტინაში იყო და ამას ყველანაირად ვირგებ. ამ ეტაპზე მხოლოდ სკოლის საგნების მეცადინეობით ვარ დაკავებული, რადგან ეს მჭირდება. ისე, ადრე ბევრ რამეზე დავდიოდი - ხატვაზე, კიკბოქსზე.
- როგორ ერთობი მეგობრებთან ერთად? კლუბური გართობა თუ მოგწონს?
- ზოგჯერ ერთმანეთთან მივდივართ სახლში, ზოგჯერ - კლუბშიც, ზოგჯერ პარკში სეირნობითაც შეიძლება გაერთო. მოკლედ, ისე ვერთობით, როგორც ყველა თინეიჯერი.
- მოდი, იმ თემასაც შევეხოთ, რაც დღეს ძალიან აქტუალურია - მარიხუანა და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებები, რასაც თინეიჯერების (და არა მხოლოდ) არც ისე მცირე ნაწილი მოიხმარს და ხშირად, ფატალური შედეგითაც სრულდება. შენ რა აზრის ხარ ამ ყველაფერზე?
- ადამიანს, როგორ ცუდადაც უნდა ჟღერდეს ეს, უნდა რაღაც აკრძალული და ამ ადამიანურ, ბუნებრივ თვისებას ალბათ, ვერ დაუშლი, მაგრამ შენ უნდა იყო საკუთარ თავთან მართალი და თავად უნდა გააცნობიერო, რომ არ უნდა გასინჯო რაღაც საშინელება. როცა რაღაცის გასინჯვა გინდა, ჯერ უნდა გაარკვიო რა არის, რა შემადგენლობაა, რა ზიანის მოტანა შეუძლია შენთვის, რა დოზაა და მერე გადაწყვიტო, ნამდვილად გინდა თუ არა ეს... სახელმწიფომ რა უნდა ქნას? აკრძალოს? მაგრამ სხვა მეთოდებითაც ახერხებენ... სწორედ ამას წინათ ვკითხე ქეთათოს, - არაფერი რომ არ იყოს აკრძალული, რა მოხდება-მეთქი? უარესი აურზაური იქნებაო, მითხრა...
ადამიანი რაღაც მომენტში, გარკვეული გარემოებების გამო, თავს ვეღარ აკონტროლებს და თვლის, რომ ეს ერთადერთი გზაა წამიერი ბედნიერების მოსაპოვებლად. მოკლედ, რთულია, ყველაფერი მოქმედებს ადამიანებზე და ვერ დაუწესებ, როგორ მოიქცნენ. შენ, როგორც ადამიანს, უნდა გქონდეს საკმარისი პასუხისმგებლობა და გადაწყვეტილებებს სწორად იღებდე, შენთვის რა არის პრიორიტეტული და საჭირო, მაგრამ საქმეც იმაშია, ადამიანი ვერ იცხოვრებს ისე, როგორც "საჭიროა", სხვა რაღაცებიც უნდა... შენ თუ ეგეთი გადაწყვეტილება მიიღე და თვლი, რომ ეგ შენი სიმართლეა, იყოს შენი სიმართლე...
ნათია გურგენიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
როგორი ლიტერატურა დაეხმარა თემო დადიანს ცხოვრების რთულ პერიოდში
რა შემთხვევაში გადავა ამერიკაში საცხოვრებლად ნინო შავგულიძე
თათა ჯაშის წარმატება "მსოფლიო დედოფლის" კონკურსზე
"თუ შინაგანად მზად ხარ, შენთან მოდის ბედნიერება!"
უცნაური ზარი ვახო ბიჭიკაშვილთან
როგორ აღმოჩნდა ქალების გარემოცვაში "რუსთავი 2"-ზე დაბრუნებული ამიკო ჩოხარაძე
რა კურიოზები ემართებოდა რამილია ალიევას ქართულად საუბრისას
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
984 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი