"ეს ამბავი ახლა გაიგო"
font-large font-small
"ეს ამბავი ახლა გაიგო"
უცნაური ზარი ვახო ბიჭიკაშვილთან
"რესტარტი" ყოველთვის კარგია, იმედია, ამ შემთხვევაშიც სიკეთის მომტანი იქნება", - ამბობს იუმორისტი ვახო ბიჭიკაშვილი. რატომ მიიღო "რუსთავი 2"-ში დარჩენის გადაწყვეტილება, რისი ეშინია ყველაზე მეტად, რა დროს იბნევა, ვის უფრთხილდება და რის გამო აქვს სინანული? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.



- დაბადების თარიღი...
- ...1987 წლის 26 ნოემბერი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...მსახიობი, ოპერატორი, ფოტოგრაფი, გამნათებელი. სულ ეს სფერო მიზიდავდა, კადრს მიღმა სამუშაოც მაინტერესებდა. პროფესიით მსახიობი ვარ, პირველ არხზე საოპერატორო კურსებიც გავიარე. აღმოჩნდა, რომ კამერების წინ ყოფნა მეტად მომეწონა.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...მყავს მეუღლე, შვილები. ბედნიერი ვარ, როცა ისინი კარგად და ჯანმრთელად არიან.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...სენტიმეტალური და ემოციური ვარ. გული ადვილად მიჩუყდება. ზოგჯერ ვფიქრობ, რადგან ეს შემიძლია, კარგი ადამიანი ვარ-მეთქი.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...
- ...ასეთი ძალიან ბევრია. მეტად თავდაჯერებული რომ ვიყო, გაცილებით უკეთესი იქნებოდა. ხშირად ვგრძნობ, ეს თვისება როგორ მაკლია. ვიღებ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მერე არ მაკმაყოფილებს - ამას აუცილებლად გამოვასწორებ.
- ჩემზე ამბობენ...
- ...ერთი შვილი ამბობს, მამა სპაიდერმენიაო. პატარა "მამაიაიაიას" გარდა ჯერ ვერაფერს ამბობს. ანდრიას ბაღში უთხრეს, რომ მამამისი ტელევიზორში ჩანდა. ეს ამბავი ახლა გაიგო, მანამდე არ იცოდა. როგორც ჩანს, ტელეეკრანზე ჩემს გამოჩენას ყურადღებას საერთოდ არ აქცევდა. როცა ამაზე ყურადღება მისმა თანატოლებმა გაამახვილეს და მოისმინა, ჩემზე როგორ ლაპარაკობდნენ, მის თვალში ავმაღლდი. მერე ბევრი კითხვა დამისვა, რატომ ვარ ტელევიზორში, რას ვაკეთებ, რატომ ვჩანვარ? მას ეს ჩვეულებრივი ამბავი ეგონა. სახლში გავლილ-გამოვლილს რომ მხედავდა, ეგონა ტელევიზორში გავლილ-გამოვლილიც შეიძლებოდა დავენახე (იღიმის). მეუღლე მეუბნება, რომ ვარ უხასიათო. მეგობრები ამბობენ, რომ ძალიან მხიარული გახლავართ და აქვთ სურვილი, ჩემთან ერთად მაქსიმალურად დიდი დრო გაატარონ. სამსახურში მეუბნებიან, რომ უდისციპლინო ვარ. სახლში უმეტესად დაღლილი მივდივარ, შეიძლება ბავშვს ვერ ვეთამაშო, იქ ჩემს არანაირ ემოციას, გარდა სიყვარულისა, არ გამოვხატავ. სახლში ყველაზე მყუდროდ, მშვიდად ვარ და ვისვენებ.
- ვრისკავ...
- ...იშვიათად. ფრთხილი ვარ. ვრისკავ, როცა არ ვუფიქრდები. თუ დავფიქრდი, მერე აღარ ვრისკავ.
- ჩემი პირველი წარმატება...
- ...იყო "რუსთავი 2"-ში მოხვედრა. მაშინ მე-11 კლასელი ვიყავი. ცხოვრების ნახევარი ამ ტელევიზიაში მაქვს გატარებული.
- "რუსთავი 2"-ში დავრჩი, რადგან...
- ...ჩემთვის მთავარი იყო გუნდი, რომელიც აქ დარჩა. არხზე დარჩენის გადაწყვეტილება ამ ადამიანების გამო მივიღე. აქ რომ მოვედი, 15 წლის ვიყავი და ახლა 31-ის ვარ.
- მეგობრებთან, რომლებიც სხვა არხზე გადავიდნენ...
- ...კარგი ურთიერთობა მაქვს. ნიკა გრიგოლია ჩემი შვილის ნათლიაა. მათ ტელევიზიასთან ახლოს ვცხოვრობ. ნიკას ხუმრობით ვეუბნებოდი, იმ სამსახურში მისვლა თუ დამაგვიანდება, აქ მოვალ-მეთქი.
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...
- ...ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, ჩემს მეუღლეს. მისგან მხარში დგომას ყოველთვის ვგრძნობ, ოჯახის საქმეებიდან ბევრი რამ თავის თავზე აქვს აღებული. ცდილობს მეტი თავდაჯერებულობის, დისციპლინის უნარი გამომიმუშაოს. მადლობა მას ამ ყველაფრისთვის. ჩემს ცხოვრებაში სოფო რომ არ იყოს, დარწმუნებული ვარ, ახლა სულ სხვა ადამიანი ვიქნებოდი.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ...მქონდეს ფული.
- მეშინია...
- ...სიმაღლის, უაზრო სიზმრებისა და სიკვდილის. თუმცა, ფრენის შიში არ მაქვს. თვითმფრინავის სალონი ერთადერთი ადგილია, სადაც სიმაღლეს ვერ ვგრძნობ.
- ბოლოს ვიტირე...
- ...ახლახან. აგვისტოს ომის ფრაგმენტებს ვუყურებდი და ძალიან იმოქმედა.
- როცა წონასწორობას ვკარგავ...
- ...ვყვირი, შეიძლება რამე გავტეხო, მაგრამ აგრესიული და გაბოროტებული არ ვხდები. ჩემი მრისხანება მხოლოდ ერთი წუთი გრძელდება, მერე ყველაფერი მავიწყდება.
- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...
- ...იმ მეგობრებთან ერთად, რომლებიც ამერიკაში არიან, დროს ძალიან კარგად და საინტერესოდ ატარებენ.
- ვნანობ...
- ...ბევრ რამეს. ვნანობ, რომ სწავლას მეტი დრო არ დავუთმე. საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად წასვლა მინდოდა და ვერ წავედი. ვანანობ, რომ ვერ ვარ კარგი "კინოშნიკი", რეჟისორი ან ოპერატორი. ვნანობ, რომ იმ ადამიანებს სათანადოდ ვერ დავუდექი მხარში, რომლებიც ამას ჩემგან უფრო მეტად იმსახურებდნენ. შანსი რომ მქონდეს, ამ ყველაფერს სიამოვნებით გამოვასწორებდი.
- მე ვარ შეუმდგარი...
- ...მსუქანი. არც გამხდარი ვარ, არც - მსუქანი, სადღაც შუაში ვარ.
GzaPress
- სიყვარული ეს...
- ...არის სამსიტყვიანი ლოცვა: "მე შენ მიყვარხარ!"
- პირველად რომ შემიყვარდა...
- ...სკოლის მოსწავლე ვიყავი, წავედი და იმ გოგოს სუნამო ვუყიდე. მეგონა, ამით ყველაფერს გადავწყვეტდი. მის მეგობრებს, რომლებიც ჩემი კლასელები იყვნენ, ველაპარაკებოდი, როგორ მიყვარდა. სუნამო მერხზე დავუდე. ის არ მოვიდა. მერე მეგობარს უნდა გადაეცა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ საჩუქარი იმ გოგომდე არ მივიდა.
- უცნაურობა, რომელიც საყვარელი ადამიანის გამო ჩამიდენია.
- ...ჩემს ცხოვრებაში სიგიჟეები სულ არის. ღამის სამ საათზე სახლში ნასვამ მდგომარეობაში რომ მიხვალ და ფეიერვერკის სროლას დაიწყებ, მთლად ნორმალური არა მგონია იყოს. მეზობლები არაერთხელ გამიღვიძებია და გამიგიჟებია. ერთხელ პოლიციაც მოვიდა. - ვინმემ გამოგიძახათ-მეთქი? - არა, ამ ტერიტორიაზე ვტრიალებთო. მეუღლისთვის მოულოდნელად სამოგზაურო ბილეთებიც მიჩუქნია.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- ...რომ ტელეფონს არ ვპასუხობ. საერთოდ, უცხო ნომრებს არ ვპასუხობ, რადგან დღის განმავლობაში რამდენიმე უცნაური ზარი მაქვს. მაგალითად, ვიღაც მირეკავს და მეუბნება, წარმოშობით შენი სოფლიდან ვარ, ბებია ბიჭიკაშვილი მყავდა. ჩემი ძმისშვილი დაუსწრებელ ფაკულტეტზე სწავლობს ერევანში, უკვე ბრუნდება და თუ შეგიძლია, რამე კარგ თანამდებობაზე რომ დაასაქმო. ძალიან ბევრ ვინმეს იცნობ და არ გაგიჭირდებაო, - აი, ასეთ ზარებს როგორ ვუპასუხო? დედაჩემსაც კი ურეკავენ და მსგავსი მოთხოვნები აქვთ. ამ დროს აღარ ვიცი, რა ვილაპარაკო. ვუხსნი, რომ არ შემიძლია, ვინმე დავსაქმო, თავს უხერხულად ვგრძნობ.
- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...
- ...ჭკუა. ჩემი სულელური გადაწყვეტილებების, ფიცხი ხასიათის, არაპუნქტუალურობის მიუხედავად, ჭკუა მაინც ვერ ვისწავლე. მფლანგველი ვარ, ჯიბეში ფული არ მიჩერდება. ფულის შეგროვება როგორ ხდება, არ ვიცი. არ არსებობს მომენტი, ოჯახში ბანკის ვალი არ გვქონდეს. როგორც ბებიაჩემი იტყოდა, ფულის ყადრი არ ვიცი.
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- ...უმწეო მოხუცები, მზრუნველობამოკლებული ბავშვები ბედნიერად იცხოვრებდნენ. როგორც ვიცი, საქართველოში 50 000 ბავშვია ლეიკემიით დაავადებული, მათი გადარჩენისთვის ვიბრძოლებდი. დავეხმარებოდი ადამიანებს, რომლებიც სოციალურად დაუცველები არიან. რა თქმა უნდა, ჩემი ახლობლებიც მაგრად იქნებოდნენ.
- რამდენიც უნდა გადამიხადონ...
- ...საკუთარ პრინციპებს, სინდისს არ გადავაბიჯებ.
- პატიება შემიძლია, თუ...
- ...საპატიებელია. უმნიშვნელო წყენებს ვივიწყებ, მაგრამ ისეთ შეცდომას, რომელმაც შეიძლება ჩემში ძლიერი ფსიქოლოგიური ცვლილებები გამოიწვიოს, ვერავის ვაპატიებ: ვერც დედას, ვერც შვილს, ვერც ცოლს და ვერც მეგობარს.
- დაშვებული შეცდომები...
- ...უმეტესად ნაბახუსევზე მახსენდება: "აუ! გუშინ რა სისულელე გავაკეთე", საკუთარ თავს ვტუქსავ და მრცხვენია.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- ...რომ ის შეცდომა არასდროს უნდა გავიმეორო. ვცდილობ, ერთი და იგივე შეცდომები არ დავუშვა.
- მრცხვენია...
- ...უმეტესად სხვის მაგივრად. სხვას რომ უნდა რცხვენოდეს, მე მრცხვენია და ეს მაწუხებს. მორცხვი ნაკლებად ვარ. მეგობრებთან უფრო მორიდებული ვარ, ვიდრე - უცხოებთან.
- მეზარება...
- ...ძალიან ბევრი რამ, განსაკუთრებით - ნაგვის გატანა. საოჯახო საქმეები, წასვლა, მოტანა, სამზარეულოში ტრიალი არასდროს მეზარება.
- როცა საჯაროდ მაქებენ...
- ...გიჟივით მიხარია, მაგრამ ვამბობ, - კარგით, რა, გაჩერდით.
- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...
- ...ცოტას დავიკლებდი, გადაღების დროს პერანგი რომ მომერგოს. ჩემი არეული ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, არეულად ვიკვებები.
- ვიბნევი...
- ...როცა ბანკში ვარ და საბანკო ტერმინოლოგიით მელაპარაკებიან. ამ ბოლო დროს ჩემი ექიმი მეგობრების წყალობით, სამედიცინო ტერმინოლოგია უფრო გავიგე, ბანკის ტერმინები გონებაში საერთოდ არ შევიდა.
- ვუფრთხილდები...
- ...ოჯახს, ჩემს ნერვებს და ადამიანებს, რომლებიც ჩემ გარშემო არიან.
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- ...ბავშვობაში ბებიამ დამარიგა, არასდროს არავისი შეგშურდეს, სხვისი წარმატება ყოველთვის გიხაროდესო და ეს სიტყვები ჩემი ცხოვრების დევიზად იქცა. დღემდე ასე ვარ, სხვისი წარმატება გულწრფელად მახარებს.
- დაბოლოს, გეტყვით...
- ...დედას გეფიცებით, ამ ინტერვიუში ერთი ტყუილიც კი არ მითქვამს. 100%-ით გულწრფელი ვიყავი და თქვენც გულწრფელობას გისურვებთ!
თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ჯულიანას ოცნებები და დღევანდელი რეალობა
"პატრიარქის გვარს დასაბამი ქართლის მეფე ვახტანგ გორგასლის ნათლულმა - ღუდუშამ ჩაუყარა"
ვირტუალურ სამყაროში ტროლების თემა აქტუალურია, ვირტუალური სამყარო კი უკვე ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.
50 წელი სცენაზე - გოგი ოსეფაშვილის საინტერესო ცხოვრების გზა
რატომ არ დადის მეუღლის სპექტაკლებზე ნიაზ დიასამიძე?
არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ხაშურში, ყოფილმა მეუღლემ ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ქალი სიცოცხლეს გამოასალმა.
"არ მიყვარს, როცა ბავშვებს ატყუებენ"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1307 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი