რუსკა ქარქაშაძის უცნაური თაყვანისმცემლები და ახალი გამოწვევები
font-large font-small
რუსკა ქარქაშაძის უცნაური თაყვანისმცემლები და ახალი გამოწვევები
"ვინც მიწას მითხრის, სულ მემახსოვრება"

"ჩუმი, უპრეტენზიო და მოკრძალებული ადამიანების რიცხვს არ განეკუთვნება. მას ძალიან უყვარს გარშემო მყოფებისთვის საკუთარი ძალების და რაც მთავარია, უპირატესობის დამტკიცება. ხშირად რომანტიკული პარტნიორია, გვერდით ყოველთვის სჭირდება ადამიანი, რომელიც მხარს დაუჭერს და თავდაჯერებულობის ამაღლებაში დაეხმარება. ბევრი ნაცნობი, მაგრამ ცოტა მეგობარი ჰყავს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები თხის წელში დაბადებულ ვერძს, ეს კი მსახიობ რუსკა ქარქაშაძის ზოდიაქოს ნიშანია.


- ასტროლოგია მაინტერესებს. ჩემი ნიშნის დახასიათება, ჩემს ხასიათთან თითქმის 100%-იან თანხვედრაშია. ადამიანთან ურთიერთობისას, მისი ზოდიაქოს ნიშნის ამოცნობაც შემიძლია. ყველა ნიშანს მეტ-ნაკლებად ვიცნობ.
- "ქუდბედიანია, თითქოს ყველაფერი ძალუძს, მაგრამ საკუთარი სიმორცხვისა და მორიდებულობის გამო, ზოგჯერ უსუსურ სიტუაციაშიც ვარდება".
- ვეთანხმები. რომ ვთქვა, ბედი და იღბალი არ მაქვს-მეთქი, სამყაროსთან არასწორი ვიქნები. ხშირად გამმართლებია, რის გამოც მადლიერი ვარ. დაკომპლექსებული და მორცხვი არასდროს ვყოფილვარ.
- "გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება უჭირს".
- არ მიჭირს. დიდი ხანია, დამოუკიდებლად ვცხოვრობ, მაქვს შესაძლებლობა გადაწყვეტილებებიც დამოუკიდებლად მივიღო. რჩევას მშობლებს, ოჯახის წევრებს ყოველთვის ვეკითხები, მაგრამ გადაწყვეტილებას თავად ვიღებ.
GzaPress
- "პესიმიზმისკენაა მიდრეკილი".
- 100%-ით ოპტიმისტი ვარ. ყოველთვის ვცდილობ, ჩემ გარშემო მყოფ ადამიანებს ოპტიმიზმი ჩავუნერგო. როგორ გამოუვალ მდგომარეობაშიც უნდა ვიყო, იმედს არასდროს ვკარგავ. ვცდილობ, ნებისმიერ სიტუაციაში რაღაც კარგი დავინახო. ადამიანებთან მიმართებაშიც ასეთი ვარ და ზოგჯერ იმედგაცრუებული ვრჩები.
- "ბევრი ნაცნობი, მაგრამ ცოტა მეგობარი ჰყავს".
- ზუსტად ასეა. სხვადასხვა წრიდან ბევრი ნაცნობი მყავს, ნამდვილი მეგობარი - მხოლოდ ერთი. მას სულ 2 წელია ვიცნობ. ბავშვობის მეგობრები მყავდნენ, მაგრამ ისე მოხდა, რომ ჩვენი გზები გაიყო.
- ძალიან პატარა ასაკიდან სულ წარმატებები გაქვს, თანატოლების მხრიდან შური გიგრძნია?
- რა თქმა უნდა, მიგრძნია.
- ეს რომელიმე მეგობართან დაშორების მიზეზი ყოფილა?
- არა, ჩემდა საბედნიეროდ, მათგან შური არ ყოფილა. ბევრი ადამიანი ჩემ მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი, მაგრამ არსებობენ გამონაკლისებიც. ვერ ვხვდები, სხვისი წარმატების რატომ უნდა გშურდეს? შენც ხომ გაქვს შესაძლებლობა განვითარდე. როცა სოციალურ ქსელში კომენტარებს ჩემი მშობლები კითხულობენ, უკვირთ, ზოგიერთ ცუდ კომენტარზე რეაქცია როგორ არ მაქვს. თავად ძალიან წუხდებიან, მე კი სულ ვცდილობ, ჩემი დრო ისევ საკუთარი თავის განვითარებას მოვახმარო. მათ ვაწყნარებ. ვინმეს ცუდ კომენტარს ყოველთვის პოზიტიურად, ტკბილად ვპასუხობ, მერე ზოგჯერ შერცხვენიათ და ბოდიში მოუხდიათ, შენზე არასწორი წარმოდგენა მქონიაო.
- "ფულის შოვნა არ უჭირს".
- 12-13 წლიდან საკუთარი შემოსავალი მაქვს: ჯერ თეატრიდან, შემდეგ - სერიალიდან "ხელოვნური სუნთქვა", სხვადასხვა პროექტიდან, ფილმებიდან, ინსტაგრამიდან, სოციალური ქსელებიდან... სულ რაღაცას ვაკეთებ. ჩემთვის წარმოუდგენელია არ ვიმუშაო, რაღაც არ ვაკეთო. შესაბამისად, მაქვს შემოსავალი. ნაწილი გადადებულიც მაქვს, რომელსაც სწავლას მოვახმარ.
- ასეთი აქტიური ცხოვრების პარალელურად, სკოლაში სიარულს და გაკვეთილების მომზადებას როგორ ახერხებ?
- სკოლაში დილით მივდივარ, გაკვეთილების დასრულების შემდეგ მეწყება გადაღებები, მერე სახლში ვბრუნდები და გვიან ღამე ვმეცადინეობ. წითელ დიპლომზე გავდივარ, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. სკოლას რომ დავამთავრებ, საზღვარგარეთ წასვლა და სწავლა მინდა, სამსახიობოზე უნდა ჩავაბარო.
- "ხშირად ის ძალიან რომანტიკული პარტნიორია. გვერდით სჭირდება ადამიანი, რომელიც მხარს დაუჭერს და თავდაჯერებულობის ამაღლებაში დაეხმარება".
- მართალია. ზოგადად, თავდაჯერებულობა არ მაკლია, მაგრამ ჩემ გვერდით უნდა იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც ყველა დადებით თვისებას კიდევ უფრო მეტად გამოკვეთს. ძალიან რომანტიკული ვარ, მიყვარს სიურპრიზების მოწყობა, ადამიანების გახარება. უერთგულესი ვარ. თუ ადამიანში დარწმუნებული გახლავართ, არ არსებობს, თვალი სხვისკენ გამეპაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ურთიერთობას პირდაპირ ვასრულებ.
- ახლა შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?
- სიახლე არაფერია. ისეთი ადამიანი, რომელიც ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებულ ფერებს შემოიტანს, ჯერ არ გამოჩენილა.
- უცნაური თაყვანისმცემლები გყავს?
- უცნაურიც და კარგებიც. ძალიან ბევრჯერ მოუწერიათ: "რუსკა, როგორ ხარ?" "რუსკა, მიყვარხარ!" "რუსკა, რა ლამაზი ხარ"... მე გვიან მინახავს და გარკვეული დროის შემდეგ, ამ თბილ სიტყვებს მოჰყვება ტექსტი: "რას ჰგავხარ", "რა ცუდი გოგო ხარ", "თავი ვინ გგონია" - ასე ეცვლებათ წარმოდგენები (იცინის).
- "ის არ განეკუთვნება იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებიც სხედან და ელიან, თავს ბედნიერება როდის დაატყდებათ. ურჩევნია ბედნიერებისთვის თავად იბრძოლოს".
- მართალია, ასეთი ვარ, სულ ვიბრძვი. ჩემი ახალი გამოწვევა არის "MელოMონეყ". ეს პროექტი სახალისო და საინტერესოა, ჩაწერების დროს კარგად ვერთობით. ერთი წელია, "იმედის" თანამშრომელი ვარ. ბახვა ბრეგვაძე საოცრად პოზიტიური ადამიანი და არაჩვეულებრივი პარტნიორია.
- "თუ სადმე რაიმე სახის პროექტის წამოწყებაა საჭირო, მწვერვალია დასაპყრობი თუ რეკორდია მოსახსნელი, შეგიძლიათ ეს ვერძს თამამად მიანდოთ."
- ძალიან პატარა ვიყავი, როცა ოჯახის წევრები ამბობდნენ, რუსკამ რამე თუ მოინდომა, შანსი არ არის, არ გამოუვიდესო. სამყარო ბევრ რამეში მეხმარება, სწორედ ამიტომ ვამბობ, იღბლიანი ვარ-მეთქი. რომ არა ჩემი პრინციპულობა, დაუღალავი შრომა, დღეს ასეთი ვერ ვიქნებოდი. როცა სამყაროსგან ხელშეწყობას ვგრძნობ, თავადაც ბოლომდე ვიხარჯები. ნებისმიერ საქმეში, რომელსაც ხელს ვკიდებ, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვდებ.
- ახლა, ამ ეტაპზე, ალბათ არაერთი ახალი დასაპყრობი მწვერვალი გაქვს.
- რა თქმა უნდა, მაქვს, უბრალოდ ჯერ არ ვლაპარაკობ. მერე ვიტყვი, იმ მწვერვალებზე რომ ავალ.
- "მას ძალიან უყვარს გარშემო მყოფებისთვის საკუთარი ძალების და რაც მთავარია, უპირატესობის დამტკიცება".
- მიყვარს, როცა ჩემს სიმართლეს ვამტკიცებ, როცა ჩემი ძალების დემონსტრირებას ვახდენ, მაგრამ არა იმიტომ, რომ ვიმარიაჟო. ჩემ გარშემო არიან ადამიანები, რომლებსაც ნეგატიური ენერგია შემოაქვთ, მე კი ყოველთვის მინდა, მათ პოზიტივის და დადებითი განწყობის უპირატესობა დავანახვო. საკუთარ თავს ძლიერ ადამიანად ვთვლი.
- "ის სასწორზე დადებს ყველაფერს, ოღონდ სკეპტიკოსს საკუთარი ნიჭი დაანახვოს".
- ნაწილობრივ ვეთანხმები. ვცდილობ, სკეპტიკოსს არა ჩემი ნიჭი, არამედ მიღწეული შედეგი დავანახვო. ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანია, რომელიც სამწუხაროდ, სასურველ შედეგამდე ვერ მიდის, მისი ნიჭიერებაც იკარგება.
GzaPress
- "მიუხედავად ხიფათიანი ბუნებისა, ნებისმიერი კრახისა და ფიასკოს შემდეგ, აქვს უნარი ფეხზე ღირსეულად წამოდგეს".
- ძალიან ხიფათიანი არ ვარ, მაგრამ ასეთი შემთხვევები მქონია. დაახლოებით 1 წლის წინ, ზებრაზე გადავდიოდი, ჩემი გზა იყო, ვიღაცამ წითელზე გაიარა და დამარტყა. ხალხი შემომესია, მიცნეს, აყვირდნენ... მე კი ისეთი წყნარი ვიყავი, ვცდილობდი, საკუთარ თავს თავადვე დავხმარებოდი, ჩემი და და ის ადამიანებიც დამეწყნარებინა. საკუთარ თავს პანიკაში ჩავარდნის უფლება არ მივეცი... რა თქმა უნდა, კრახი და ფიასკოც მქონია, ზოგჯერ - საკუთარი ძალით, ზოგჯერ ოჯახის წევრების დახმარებით წამოვმდგარვარ.
- "მის ხასიათში ერთმანეთს ერწყმის ბავშვური გულწრფელობა, გულუბრყვილობა, ბრძოლისუნარიანობა და აგრესია".
- გულწრფელი ვარ, გულუბრყვილოც მეტ-ნაკლებად, აგრესიული არ ვარ, ძალიან თუ არ გავბრაზდი. ეს უიშვიათესი შემთხვევაა.
- "ჩუმი, უპრეტენზიო და მოკრძალებული ადამიანების რიცხვს ნამდვილად არ განეკუთვნება".
- ნამდვილად.
- "წყენას ადვილად ივიწყებს, საკმარისია ვინმემ გულში ჩაიკრას, მიეალერსოს".
- წყენა მალე მავიწყდება, მაგრამ ადამიანს და წყენის ხარისხს გააჩნია. ურთიერთობებს ხომ გაფრთხილება სჭირდება. ვინც მიწას მითხრის, სულ მემახსოვრება, ვერ ვაპატიებ.
- "თავგამოდებით იცავს სიმართლეს და ყოველთვის დაჩაგრულის მხარეს დგას".
- ყოველთვის ასეა. ყველაზე მეტად მეზიზღება უსამართლობა და უსამართლო ადამიანები არ მიყვარს. ვინმეს უსამართლოდ ჩემი ოჯახის წევრიც რომ მოექცეს, არ არსებობს, მე ის დავიცვა.
- "მასში არ არის ეშმაკობის მარცვალიც კი".
- გულწრფელი ვარ. ძალიან მარტივია ვინმეს უეშმაკო, მასზე იჭორაო, რაღაც გაუჩალიჩო... ასე მოქცევა არ შემიძლია, დიდ დისკომფორტს შემიქმნის. თან ვიცი, რასაც გასცემ, სამყაროსგან ყველაფერი უკან გიბრუნდება. ღმერთმა სულ ამ ჭკუაზე მამყოფოს, რომ არავის ბოროტება გულში არ გავივლო.
- "სხვას ცრემლს არასდროს აჩვენებს".
- მართალია. იშვიათად ვტირი.
- ბოლოს რის გამო იტირე?
- ერთი წლის წინ ბებია გარდამეცვალა. ამას წინათ "მესენჯერში" ჩვენი მიმოწერა ვნახე. ბოლოს მოწერილი ჰქონდა: ბებო, დღეს მსოფლიო ჩახუტების დღეს აღნიშნავს და მე შენ გეხუტები". ეს სიტყვები მხოლოდ ჩემთვის ჰქონდა მოწერილი. წავიკითხე თუ არა, ისეთი ტირილი ამიტყდა, დიდხანს ვეღარ დავმშვიდდი.
თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რა მეტსახელებით მიმართავენ ერთმანეთს მიშა ცინცაძე და ნათია ჩემია
"არემარე თოვლით იყო დაფარული, მან კი გვირილების თაიგული მომართვა"
ია ფარულავას რჩევები, ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად
"ეს ჩვენი ურთიერთობის სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელების სიმბოლოა"
რის წაკითხვას ურჩევს ანანო სირბილაძე "გზის" მკითხველს
დავით დვალიშვილი - პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების შეცდომებზე...
"ჩემი შვილი ჩემსავით ხუჭუჭა გოგოა"
საქმეები, რომლებმაც ემოციურად იმოქმედა ჟურნალისტზე
ადამიანს საფიქრალი არ უნდა ჰქონდეს, კომუნალური გადასახადები როგორ გადაიხადოს...
ქართველი მომღერალი, რომელმაც გვასახელა
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1582 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი