საქართველოს პატრიარქის მამის გამოცხადება-წინასწარმეტყველება
font-large font-small
საქართველოს პატრიარქის მამის გამოცხადება-წინასწარმეტყველება
"პატრიარქის გვარს დასაბამი ქართლის მეფე ვახტანგ გორგასლის ნათლულმა - ღუდუშამ ჩაუყარა"

ამ ბოლო დღეებში საქართველოს საეკლესიო და საერო ცხოვრებაში ბევრი ცუდი რამ მოხდა, რამაც ერიც დაზაფრა და ბერიც. დღემდე სოციალურ ქსელებსა თუ მედიაში ვინ აღარ ეხმაურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი ყოფილი მიტროპოლიტის - პეტრე ცაავას განცხადებას და მისდამი უარყოფითი განწყობა ჭარბობს. უდიდესი ღვაწლის მქონე მხცოვანი პატრიარქისადმი ამგვარი დამოკიდებულება პირადად ჩემთვისაც მიუღებელია და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, საზოგადოებისთვის გამეხსენებინა რეჟისორ გიორგი შალუტაშვილის, სცენარისტ თამარ ბართაიასა და ოპერატორ დავით ჩიხლაძის მიერ გადაღებული პატარა დოკუმენტური ფილმი - "სტუმრად პატრიარქთან", რომელიც წლების წინ შემოქმედებითმა ჯგუფმა მის უწმინდესობას მიუძღვნა - ისინი პატრიარქის ძმისშვილის, მეუფე დიმიტრის ხელშეწყობითა და კურთხევით ილია მეორის მშობლიურ სოფელ სნოში სწორედ იმ დროს ჩავიდნენ, როდესაც პატრიარქი იქ იმყოფებოდა. შეხვდნენ მის ნათესავებს, გადაიღეს ადგილები, სადაც იგი გაიზარდა და რაც მთავარია, თამარ ბართაიამ პატრიარქთან ინტერვიუც ჩაწერა.
რეჟისორ გიორგი შალუტაშვილთან საუბარი უკანასკნელი ამბებით დავიწყეთ და კითხვა დავუსვით, რას იტყოდა საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელზე და როგორ შეაფასებდა მისდამი ყოფილი მიტროპოლიტის შეურაცხმყოფელ გამოხდომას?
- ჩემს 26-წუთიან ფილმში შეგიძლიათ, ნებისმიერ კითხვაზე პასუხი მოძებნოთ... ბედნიერი ვარ, რომ მე, როგორც რეჟისორს, საშუალება მომეცა, მის უწმინდესობასთან დაკავშირებული ჩემი ადამიანური და მოქალაქეობრივი პოზიცია დოკუმენტური ფილმით - "სტუმრად პატრიარქთან" გამომეხატა. ეს ფილმი ასწლეულებს დარჩება, რადგან პატრიარქი საკუთარ თავზე ასე არსად ლაპარაკობს. ჩემი მისდამი დამოკიდებულება ყველაზე მძაფრად იმ პატარა, სამწუთიან მონაკვეთში ჩანს, სადაც უბრალოდ ჩამოთვლილია პატრიარქის დამსახურება ქვეყნისა და ეკლესიის წინაშე და ერთსაც დავამატებ - ფილმის გადაღებისას იქ იმყოფებოდა ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე, რომელიც იმხანად ხევის ეპარქიის ეპისკოპოსი გახლდათ. ბედნიერი კაცი ვიყავი, როდესაც მეუფე პეტრე უდიდესი სიყვარულით, უდიდესი პატივისცემითა და ნამდვილად ქრისტესმიერი მამაშვილობის გრძნობით ლაპარაკობდა უწმინდესზე. მაშინ იქ ყველაფერი სიყვარულით ფეთქავდა და ცოცხლობდა.
უდიდესი სიყვარული რომ არ ყოფილიყო, ფილმი ვერც დასრულდებოდა, იმდენი პრობლემა შეიქმნა - 3 წელი ვამონტაჟებდით, ეგეთი რამ არასდროს შემმთხვევია: ფილმი უკვე დამონტაჟებული გვქონდა, აჩიკო ახვლედიანის სტუდია რომ დაიწვა და ყველაფერი განადგურდა; მერე სხვა სტუდიაში დავამონტაჟეთ თავიდან და ვინჩესტერი დაიწვა - ყველაფერი წაიშალა; მესამედ, როგორც იქნა, ბოლომდე მივიყვანეთ, არადა, რთული სამონტაჟო სულაც არ იყო. 2008 წელს ამ ფილმმა ბათუმის მართლმადიდებლური ფილმების მესამე საერთაშორისო ფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო.
GzaPress
- რა არის ისეთი ამ ფილმში, რაც შეიძლება ბევრმა ქართველმა არ იცოდეს?
- წმინდა წერილიდან ვიცით, რომ ერს ღირსეული პიროვნების მოვლინებისთვის ნიადაგის მოსამზადებლად თაობების გამოცვლა სჭირდება. საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრება მხოლოდ წმინდა სინოდის წევრების პიროვნული გადაწყვეტილება არ იყო. ეს ღვთის ნება გახლდათ და ამაში ბევრი რამ გვარწმუნებს.
პატრიარქის გვარს დასაბამი ქართლის მეფე ვახტანგ გორგასლის ნათლულმა - ღუდუშამ ჩაუყარა. ქართული ეკლესიის დაფუძნება კი სწორედ ვახტანგ მეფის ეპოქას უკავშირდება. მე-17 საუკუნეში ღუდუშაურების გვარში იყო ერთი, განსაკუთრებულად გამორჩეული - შიოლა ღუდუშაური. იგი დედით ბაგრატიონი გახლდათ - მის დედას "მეფიანთ ქალს" ეძახდნენ. შიოლას მეუღლე კი ერისთავი იყო. ლეგენდად ქცეული შიოლა უმამაცესი მეომარი, საქართველოს ჩრდილოეთის საზღვრის დამცველი ყოფილა. მასზე ხალხმა უამრავი ლექსი და სიმღერა შექმნა. ერთ-ერთი ფოლკლორული ნიმუში ფილმშიც გამოვიყენეთ. პატრიარქის თქმით, შიოლას შთამომავლები შიოლაშვილები გახდნენ. სნოში შიოლას ისტორიული ხმალიცაა შემონახული, ზედ მგლისა და ლომის თავების გამოსახულებით - ფილმშიც ვაჩვენებთ. ხმლის პირზე რამდენიმე დამღაა, რომელიც ალბათ მმართველობასა და ძალაუფლებას უკავშირდება.
პატრიარქს საკუთარ თავზე ლაპარაკი არ უყვარს და როცა ფილმის იდეა გავუმჟღავნეთ, გვთხოვა, იქნებ ფილმში ჩემზე კი არა, თუნდაც ჩემი გვარის ადამიანებზე, წინაპრებზე, ზოგადად, მოხევეებსა და მათ დამსახურებაზე ისაუბროთო.
გადამღები ჯგუფი ოთხი დღით სტუმრობდა პატრიარქს სნოში. ერთ საღამოს, ჩვეულებრივი საუბრისას მისმა უწმინდესობამ ბავშვობის, მშობლების, წინაპრების გახსენება დაიწყო, ფილმის ოპერატორმა კი ყველაფერი გადაიღო. ამ პატარა ფილმში მაჟორული განწყობა ჭარბობს, ფაქტების გარდა, ვერაფერს მოისმენთ... გვსურდა, თითოეული მაყურებელი პატრიარქის თანამოსაუბრე გამხდარიყო. ვეცადეთ, სადად, უბრალოდ და მოკლედ გვეჩვენებინა, აღსაყდრებისას როგორ ჩაიბარა მისმა უწმინდესობამ ოთხი ეპარქია, დანგრეული, მრევლს მოკლებული ტაძრები და რამდენი ეპარქია და ეკლესია-მონასტერია დღეს აღდგენილ-აშენებული. საოცრად შთამბეჭდავია პატრიარქის - ადამიანის, რომლის დამსახურებაც შეუფასებელია, გულწრფელი ნათქვამიც: "მე ვარ პირველი ცოდვილთა შორის".
საერთოდ, მიმაჩნია, რომ პატრიარქის ღვაწლის წარმოსაჩენად ბევრი რამ არის გასაკეთებელი. თუნდაც, როდესაც მის მშობლებზე ვლაპარაკობთ, მნიშვნელოვანია, ბევრმა იცოდეს, რომ ვლადიკავკაზში ეკლესიის აღმშენებელი სწორედ მისი უწმინდესობის მამა - გიორგი ღუდუშაური (შიოლაშვილი) იყო. ბევრი ინფორმაცია ვერ დავტიეთ ფილმში. მაგალითად, პატრიარქის მშობლებს 1923 წელს ჯვარი დასწერა საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ცნობილმა პიროვნებამ - მამა გიორგი მალანიამ, რომელიც მოგვიანებით გადაასახლეს და იქ გარდაიცვალა. ბოლშევიზმის მძვინვარების პერიოდში ხევში მართლმადიდებლობის შენარჩუნებაში უდიდესი ღვაწლი მიუძღვის გიორგი ღუდუშაურს. ოჯახში თურმე, წესად ჰქონდათ: როცა აღდგომის სუფრა იშლებოდა, ვლადიკავკაზში მცხოვრებ ათასი ჯურის მათხოვარს იწვევდნენ და სადღესასწაულო სუფრასთან ჯერ ისინი ტრაპეზობდნენ და მხოლოდ მას შემდეგ - ოჯახის წევრები. ისიც მოგვითხრეს, რომ თურმე, იქაურებს ერთი სომხის დაკრძალვაზე უარი უთქვამთ და პატრიარქის ოჯახს თავისი სახლის ეზოში დაუკრძალავს. იმის თქმა მინდა, რომ ამ თვალსაზრისით, პატრიარქის ოჯახი ქრისტიანობის ცოცხალი სიმბოლო იყო.
ძალიან საინტერესოა მთიელთაგან გიორგი ღუდუშაურის გატაცების ამბავი, რადგან გატაცებული ტყვეობიდან ისევ მთიელმა - ერთ-ერთმა ჩეჩენმა, სოფლის თავკაცმა გამოაპარა. როდესაც პატრიარქის მამამ სახელი ჰკითხა თავის მხსნელს, მან უპასუხა: ჩემი სახელი ალაჰმა იცისო.
GzaPress
- ხომ სწორად მახსოვს, რომ ფილმში უწმინდესიც ამბობს: რომ არა ეს ამბავი, მე ამქვეყნად ვერ გავჩნდებოდი, რადგან მამას მოკლავდნენო?
- ასე არის და ამიტომ ვამბობ, შემთხვევით არაფერი ხდება. ბევრმა არ იცის, რომ პატრიარქის მამას - გიორგის სიზმრად გამოცხადება ჰქონია, რომ მისი ვაჟი - ირაკლი (ასე ერქვა ერისკაცობაში ილია მეორეს) ან ძმისშვილი - რაფიელი საქართველოს პატრიარქი გახდებოდა. გიორგის გამოცხადების ამბავი ხმამაღლა არ უთქვამს, მხოლოდ ფურცელზე დაუწერია, ბოთლში ჩაუდვია და იქვე, ერთ-ერთი მშენებარე სახლის საძირკველში ჩაუტანებია. ხმამაღლა კი უთქვამს: როცა რომელიმე - რაფიელი ან ირაკლი საქართველოს პატრიარქი გახდება, იქ ჩადებული ჩემი წერილი მაშინ წაიკითხეთო. ჩვენ წერილი არ გვინახავს, მაგრამ უწმინდესმა ეს ამბავი დაადასტურა. ალბათ, ეს წინასწარმეტყველება ჯერ სრულად არ გამჟღავნებულა, რადგან ამქვეყნად ბევრი რამ არის იდუმალებით მოცული. თუმცა, ძნელი წარმოსადგენია, ასეთი ამბების მოსმენის შემდეგ უფლის ძალასა და მისი ნების აღსრულების გარდაუვალობაში ვინმეს ეჭვი შეეპაროს. ალბათ უწმინდესის ნებაც იყო, ამგვარი სახით წარმოჩენილიყო თავისი ერის წინაშე.
პატრიარქის მამას - გიორგი ღუდუშაურს კიდევ ერთი გამოცხადება ჰქონია: როდესაც ხალხი უფლის მეორედ მოსვლას ხმამაღლა აღიარებდა, მთელი ჩვენი ერი, თურმე, იდგა იმ ადგილას, სადაც სნოს წყალი თერგს ერთვის. სწორედ იმ ადგილას აიგო აპოკალიფსის ანუ მეორედ მოსვლის სალოცავი ნიშა. მსგავსი სახელწოდების სალოცავი მსოფლიოში არ არსებობს. თუ გახსოვთ, ფილმში არის კადრი, როდესაც შიოლას ხმალი ბრუნავს, მერე კი კვერთხზე გადადის, ეს ნიშნავს, რომ ფიზიკური ბრძოლა შიოლას შთამომავლებმა სულიერი ბრძოლით განაგრძეს!
ირმა ხარშილაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რის წაკითხვას ურჩევს ანანო სირბილაძე "გზის" მკითხველს
დავით დვალიშვილი - პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების შეცდომებზე...
"ჩემი შვილი ჩემსავით ხუჭუჭა გოგოა"
საქმეები, რომლებმაც ემოციურად იმოქმედა ჟურნალისტზე
ადამიანს საფიქრალი არ უნდა ჰქონდეს, კომუნალური გადასახადები როგორ გადაიხადოს...
ქართველი მომღერალი, რომელმაც გვასახელა
"იუმორის გრძნობა ძალიან მნიშვნელოვანია"
ვისი პლაკატი აქვს სახლში გაკრული ანა მჭედლიძეს
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1561 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი