ვინ არიან ადამიანები, ვინც თაკო კორინთელზე ზეგავლენას ახდენენ?
font-large font-small
ვინ არიან ადამიანები, ვინც თაკო კორინთელზე ზეგავლენას ახდენენ?
"ბოლომდე კარგი არ არის, როცა კეთილი გული გაქვს"

- შენ შესახებ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაგვანდე, რაც გინდა, რომ საზოგადოებამ იცოდეს...
- რატომღაც, ბოლო დროს ჩემ შესახებ მესმის, - ის გოგო ძალიან "სწერვაა", "თავში აუვარდაო"... არადა, ეს ასე ნამდვილად არ არის. მინდა იცოდნენ, რომ ძალიან თავმდაბალი და კეთილი გახლავართ, მაგრამ თუ საჭიროა, ბოროტიც ვარ ხოლმე (იცინის), ოღონდ - ძალიან იშვიათად.
- როგორ ფიქრობ, შეიძლება ადამიანის ბუნება შეიცვალოს?
- თითქმის ყველა მიიჩნევს, რომ ადამიანები არ იცვლებიან, მაგრამ პირადად მე, ვფიქრობ, იცვლებიან და გარშემო ამის უამრავი ფაქტი არსებობს.
- დაგვისახელე ფილმის ან სერიალის შენი საყვარელი პერსონაჟი.
- ნანუკა გულუას პერსონაჟი დოჩი - "ჩემი ცოლის დაქალებიდან".
- ბოლოს როდის იგრძენი თავი ძალიან ბედნიერად?
- არ მახსოვს (იცინის), რადგან საერთოდ, ვცდილობ, ყოველთვის ბედნიერი ვიყო. ამისთვის საკუთარ თავს შესაბამის განწყობას, სიტუაციას ყოველთვის ვუქმნი. ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ ყოველთვის ბედნიერი ვარ.
- ამწამს რა გაბედნიერებს?
- ის, რომ მე და ენდი (ჩემი ოთხფეხა მეგობარი) სახლში დაღლილები, ქოშინით ამოვვარდით. თან მაგვიანდება, ბევრი საქმე მაქვს... ამ ყველაფრის მიუხედავად, ბედნიერი ვარ. სხვა რა გზა გვაქვს (იცინის)?..
- ყველაზე ხშირად რის გამო გაქებენ?
- ალბათ, იმის გამო, რომ კეთილი გული მაქვს. საერთოდ, ამაზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ თუ ვინმეს დახმარება დასჭირდა, ყოველთვის ვცდილობ, დავეხმარო. რატომღაც, გარშემო მყოფებს ეს უკვირთ, - დედა, ეს როგორ გააკეთე? ყოჩაღ შენო!.. მოკლედ, ამის გამო ხშირად მაქებენ, მაგრამ რომ ვთქვა, დიდად სასიამოვნოა-მეთქი, ტყუილი იქნება, რადგან ყველა ასეთი უნდა იყოს. სხვათა შორის, ბოლომდე კარგი არ არის, როცა ადამიანს კეთილი გული გაქვს, რადგან ამით ბევრჯერ ისარგებლეს. არა უშავს, ესეც არ არის პრობლემა.
- ერთ დღეს ყველა კოსმეტიკური პროდუქცია (დეკორატიულიც და თავის მოვლის საშუალებებიც) რომ გაქრეს, შენთვის ეს მნიშვნელოვანი დანაკლისი იქნება?
- არა, მაგრამ სახის კანის დამატენიანებელი კრემი მაინც დამიტოვეთ, რომ დილით, პირის დაბანის შემდეგ, კანი დავიტენიანო (იცინის)...
- ვინ არის შენს ცხოვრებაში ის მნიშვნელოვანი ადამიანი, ვინც შენზე განსაკუთრებული ზეგავლენა მოახდინა ან ახდენს?
- დედაჩემი. საერთოდ, ყველამ ვიცით, რომ დედას შვილისთვის ყოველთვის კარგი უნდა. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ დედები შვილის ცხოვრებასთან დაკავშირებით, ყოველთვის მართლები არ არიან, მაგრამ დედა ჩემზე ყოველთვის ძლიერ ზეგავლენას ახდენს ანუ შეიძლება, აზრი შემაცვლევინოს, რაც ბევრს არ გამოსდის - ჯიუტი ხასიათი მაქვს. უფრო მეტიც: რომ ვიცოდე, სხვისი აზრი სწორია, ჩემი კი მცდარი, მაინც ისე მოვიქცევი, როგორც მე მივიჩნევ საჭიროდ - ჯიუტი ვარ. დედა ერთადერთი ადამიანია, ვისაც ჩემზე ძლიერი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია... აა, კიდევ ჩემი დაქალია, ის მაიმუნი (იცინის) თავის კლანჭებში მაქცევს.
- შენთან დამეგობრება იოლია?
- კი, რადგან ძალიან კომუნიკაბელური ვარ, მაგრამ ჩემი ნდობის მოპოვება ცოტათი რთულია.
- რატომ ოცნებობენ ადამიანები?
- რადგან ფიქრში მაინც ჰქონდეთ ის, რაც არ აქვთ. მაინც ერთგვარი სიამოვნების განცდაა, როცა ოცნებებში წახვალ - პეპლები მოდიან (იცინის).
- დაასახელე ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც ღირსეულ პიროვნებად მიგაჩნია.
- უიმე, დედა! არც ერთი (იცინის)!.. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკასთან "ახლოს ვიყავი", როცა საინფორმაციო გამოშვების წამყვანი გახლდით, საერთოდ, ამ თემასთან დაკავშირებულ ჩემს აზრს არსად ვაფიქსირებ, ამ სფეროში არ ვერევი, არ მაინტერესებს.
- უნივერსიტეტში სწავლისას, შენთვის მისაბაძი ტელეჟურნალისტი ვინ იყო?
- იყო, არის და იქნება ინგა გრიგოლია. ჩემი აზრით, ისეთი რაღაცების კეთებას ბევრი ვერ გაბედავდა, რასაც ინგა აკეთებდა.
- შენი სუსტი წერტილი...
- ენდი.
- უხასიათობის უებარი წამალიც?
- დიახ, ენდი (იცინის).
- ყველა დროის ლამაზ ქალად ვის მიიჩნევ?
- მაკა ასათიანს.
- ყოველ დილას როცა იღვიძებ, ცხოვრების მოტივაციას რა გაძლევს?
- მზე. დილით რომ გავიღვიძებ, გარეთ გავიხედავ და მზეს დავინახავ, მართლა მეღიმება, კარგ ხასიათზე ვდგები, ბედნიერებით ვივსები. ეს მაძლევს მოტივაციას, რომ ავდგე, გამოვიპრანჭო...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რის წაკითხვას ურჩევს ანანო სირბილაძე "გზის" მკითხველს
დავით დვალიშვილი - პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების შეცდომებზე...
"ჩემი შვილი ჩემსავით ხუჭუჭა გოგოა"
საქმეები, რომლებმაც ემოციურად იმოქმედა ჟურნალისტზე
ადამიანს საფიქრალი არ უნდა ჰქონდეს, კომუნალური გადასახადები როგორ გადაიხადოს...
ქართველი მომღერალი, რომელმაც გვასახელა
"იუმორის გრძნობა ძალიან მნიშვნელოვანია"
ვისი პლაკატი აქვს სახლში გაკრული ანა მჭედლიძეს
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1561 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი