"13 წელი გავიდა და დღემდე ერთგულად ვგულშემატკივრობ"
font-large font-small
"13 წელი გავიდა და დღემდე ერთგულად ვგულშემატკივრობ"
ვისი პლაკატი აქვს სახლში გაკრული ანა მჭედლიძეს

სახელი, გვარი: ანა მჭედლიძე.
ასაკი: 27 წლის.
პროფესია: მსახიობი. მონაწილეობს სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში". არის სიღნაღის თეატრის მსახიობი.
ჰობი: ფილმების ყურება.
ცხოვრების დევიზი: ყოველდღიურობით ტკბობა (ცხოვრების დევიზს ხშირად იცვლის, შექმნილი სიტუაციის მიხედვით).


- როცა სარკეში იყურები, ვის ხედავ?
- თუ სარკეში საღამოს ვიყურები, ძირითადად, განვლილი დღე მახსენდება. თუ რამე უაზრო საქციელი ჩავიდინე, საკუთარ თავს ვაკრიტიკებ. მგონი, ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავია... რა თქმა უნდა, ხშირად სარკეში გარეგნობისთვის თვალის შესავლებად, მოსაწესრიგებლად ვიყურები, თუმცა - არც ისე დიდხანს.
- დღის განმავლობაში ყველაზე ხშირად, რას აკეთებ?
- დღეს გააჩნია: როცა დატვირთული, საქმიანი დღეა, საქმეზე ორიენტირებული ვარ; თუ თავისუფალი გახლავართ, სახლში ყოფნა მიყვარს. ხშირად მეგობრებს ვნახულობ...
- "ჩემი ცოლის დაქალები" ტელეეკრანზე ბოლოს როდის ნახე?
- წუხელ. ძირითადად, "ჩემი ცოლის დაქალების" ნახვა მაინც ტელევიზორში მიწევს, რადგან ბებიაჩემი მთხოვს ხოლმე - ერთად ვუყუროთო. ყოველთვის ერთად ვუყურებთ.
- თინეიჯერობისას ვისი პლაკატი გქონდა გაკრული შენი ოთახის კედელზე?
- ლეო მესის. დღემდე ასეა. 2006 წლიდან, მესის პლაკატი (მარადონასთან ერთად) კედელზე გაკრული მაქვს. ღმერთო ჩემო!.. 13 წელი გავიდა და დღემდე ერთგულად ვგულშემატკივრობ... ადრეული ბავშვობიდან ფეხბურთის მაყურებელი ვარ. სპორტის ეს სახეობა მე და ჩემს დას დედაჩემმა შეგვაყვარა. რაც თავი მახსოვს, სულ ფეხბურთს ვუყურებთ. მგონი, ჩვენ უფრო მეტად გვიყვარს, ვიდრე - მამას.
- როგორ ადამიანზე შეიძლება ითქვას "გოიმი"?
- ვინც ამა თუ იმ საკითხს არასწორად, არაადეკვატურად აღიქვამს და ამაში დარწმუნებულია. მგონი, ცოტა არ იყოს, ზოგადად განვმარტე... საერთოდ, ამ სიტყვით ადამიანებს იშვიათად მოვიხსენიებ, რადგან ჩემი აზრით, "გოიმის" მნიშვნელობას არასწორად აღვიქვამთ: თითქოს გოიმია, ვისაც უგემოვნოდ აცვია, ცუდად მეტყველებს... სინამდვილეში, ჩემი აზრით, გოიმობა უფრო ადამიანის შინაგანი ბუნებიდან მოდის. ასეთი ხალხი ხშირად არ მხვდება, რადგან ვფიქრობ, დედამიწაზე კარგი ადამიანები არსებობენ.
- სცენაზე გასვლის წინ რაიმე რიტუალი გაქვს?
- უბრალოდ - პანიკა (იცინის)!.. ძალიან ვნერვიულობ. სპექტაკლში პირველად რომ ვითამაშე, სამჯერ ვიტირე - სცენაზე გასვლის პანიკურად მეშინოდა. შინაგანი ნერვიულობა ახლაც მახასიათებს. ვფიქრობ, ეს ბუნებრივია: მსახიობი როგორი თავდაჯერებულიც უნდა იყო და იცოდე, რას აკეთებ, სცენაზე გასვლის წინ მაინც ნერვიულობ.
- რაიმე ფობია გაქვს?
- კლაუსტროფობია არ მაქვს, მაგრამ პატარა, დახურულ სივრცეში თავს კომფორტულად არ ვგრძნობ. მაგალითად, ლიფტში მარტო არასოდეს შევდივარ. მირჩევნია, 20 სართული ფეხით ავიარიო, ვიდრე ლიფტში მარტო შევიდე.
GzaPress
- რომელი ზებუნებრივი ძალის ფლობას ისურვებდი?
- ალბათ - ფრენის უნარს. კიდევ ბევრი რამ მინდა, მაგალითად - კარგი იქნებოდა, "ანწლის ჯოხიც" ("ჰარი პოტერიდან") რომ მქონდეს - ყველაზე ძლევამოსილი ჯოხია.
- პოპულარული ფილმი ან სერიალი, რომელიც არ გინახავს...
- "ბეჭდების მბრძანებელი". სულ ვაპირებ, რომ თავიდან ბოლომდე ვნახო. რეალურად ნანახი მაქვს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ სერიებს თავიდან ბოლომდე "მივყევი". მაინც ვნახავ. სანამ ეს ინტერვიუ გამოქვეყნდება, უკვე ნანახი მექნება (იცინის).
- ბოლოს როდის, ვის და რის გამო ეკამათე?
- მეგობრებმა მსუბუქად ვიკამათეთ (უფრო "საუბარს" დავარქმევდი) დაოჯახების თემაზე, ოჯახის შექმნისას ადამიანის ვალდებულებებზე, პასუხისმგებლობებზე... მეგობრები არ ვკამათობთ. საერთოდ, ძალიან უკონფლიქტო ვარ. ძირითადად, კამათში არ ვერევი, რადგან საერთოდ, კამათი მაშინ ღირს, როცა ის ჯანსაღია, რაც იშვიათია.
- საყვარელი ლიტერატურული ნაწარმოები...
- მიუხედავად იმისა, რომ მცირე ასაკის ვიყავი, როცა "სუნამო" წავიკითხე, დღემდე ჩემს საყვარელ წიგნად ვასახელებ ხოლმე. ადამიანს ის გამახსოვრდება, რაც ძლიერ შთაბეჭდილებას გიტოვებს. როცა "სუნამო" წავიკითხე, ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო. ახლაც სულ მახსოვს.
- სოციალურ ქსელში რომელი "ინფლუენსერის" სიახლეებს ადევნებ თვალყურს?
- "მეგობრები" ჩემი საყვარელი სერიალია. მისი ოფიციალური თუ არაოფიციალური გვერდები, რაც არსებობს, ყველას მიმდევარი ვარ. ამიტომ, სიახლეების ზოლში სულ "მეგობრების" ვიდეოებს, ფოტოებს ვაწყდები. შესაბამისად, ძირითადად, მათი ყურება მიწევს. ყველაფერი ზეპირად ვიცი (იღიმის).
- შენი საყვარელი მსახიობი ვინ არის?
- ამ შეკითხვას ხშირად მისვამენ, მაგრამ პასუხი არ მაქვს. გააჩნია, რომელ ფილმს ვუყურებ, რომელი რეჟისორის ნამუშევარია, რომელი ეპოქის მსახიობია და ა.შ. ბევრი საყვარელი მსახიობი მყავს. მაგალითად, მე და ჩემი და ბავშვობიდან ვივიენ ლიზე ვგიჟდებით. ფილმს - "ქარწაღებულნი" ერთად ხშირად ვუყურებთ, რადგან ძალიან გვიყვარს.
- ბოლოს როდის იგრძენი სინდისის ქენჯნა?
- ვაიმე, ძილის წინ ყველანი ამას არ ვგრძნობთ? თან - ძალიან ხშირად. ზოგჯერ, ისეთ ადგილას, სადაც საქმეში ჩართული უნდა ვიყო, შეიძლება, უცებ აღმომხდეს - ვაიმე-მეთქი!.. შეცდომებს ყველანი ვუშვებთ და უხერხულ სიტუაციებშიც აღმოვჩენილვართ, მერე კი, გინდა თუ არა, სინდისიც გქენჯნის ადამიანს.
- ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც გაგაჩნია...
- ოჯახი.
- ბედნიერებისთვის რა გჭირდება?
- ცხოვრება, ჯანმრთელობა და ირგვლივ - ოჯახის წევრები.
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რის წაკითხვას ურჩევს ანანო სირბილაძე "გზის" მკითხველს
დავით დვალიშვილი - პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების შეცდომებზე...
"ჩემი შვილი ჩემსავით ხუჭუჭა გოგოა"
საქმეები, რომლებმაც ემოციურად იმოქმედა ჟურნალისტზე
ადამიანს საფიქრალი არ უნდა ჰქონდეს, კომუნალური გადასახადები როგორ გადაიხადოს...
ქართველი მომღერალი, რომელმაც გვასახელა
"იუმორის გრძნობა ძალიან მნიშვნელოვანია"
ოთო ფოლადაშვილის დაუწერელი კანონი, ნებისყოფა და წარმატების ფორმულა
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1561 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი