იაკო ჭილაიას ტკბილი უძილობა
font-large font-small
იაკო ჭილაიას ტკბილი უძილობა
"იუმორის გრძნობა ძალიან მნიშვნელოვანია"

სახელი, გვარი: იაკო ჭილაია.
ასაკი: 30 წლის.
პროფესია: მსახიობი.
ამჟამინდელი საქმიანობა: არის სამეფო უბნის თეატრის და მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი. ასრულებს მთავარ როლს სერიალში - "იდეალური დედა".
განტვირთვის საუკეთესო საშუალება: მეგობრებთან ერთად გართობა.


- იაკო, შენ შესახებ ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაგვანდე, რაც საზოგადოებამ არ იცის და გინდა, რომ იცოდეს.
- ხშირად ჩემს პერსონაჟთან - მაკასთან (სერიალიდან - "იდეალური დედა") მაიგივებენ. მაკა ძალიან წესიერია. ცუდი ადამიანი მართლა არ ვარ, მაგრამ - არც ისეთი წესიერი და მშვიდი გახლავართ, როგორიც ჩემი პერსონაჟია. არ მინდა, მასთან გამაიგივონ, მერე იმედი არ გაუცრუვდეთ.
- ადამიანის პირადად გაცნობისას, პირველად რა დეტალს აქცევ ყურადღებას?
- გულწრფელად გითხრათ, ადამიანის გარეგნობას, სამოსს ყურადღებას არ ვაქცევ. ადამიანისთვის იუმორის გრძნობა ძალიან მნიშვნელოვანია (იმას არ ვგულისხმობ, რომ უნდა იხუმროს). თუკი ადამიანს იუმორის გრძნობა აქვს, ეს უკვე კარგია. ვხვდები, რომ ყველაფერი კარგადაა.
- შვილებს ყველაზე ხშირად, რის გამო აძლევ შენიშვნას?
- უმცროსს შენიშვნას არ ვაძლევ - ჯერ ძალიან პატარაა, უფროსი კი ცოტათი ზარმაცია და შენიშვნასაც ამის გამო ვაძლევ.
- შენი საყვარელი სერიალი რომელია?
- ჯერჯერობით, რომელი სერიალებიც მინახავს, მათ შორის "სოპრანოს კლანი" ყველაზე მეტად მიყვარს.
- ოდესმე უსარგებლო ადამიანად გიგრძნია თავი?
- მგონია, ამ 30 წლის განმავლობაში ასეთი შეგრძნება გამიჩნდებოდა, მაგრამ ახლა მართლა არ მახსენდება.
- როგორ ფიქრობ, შეიძლება ტყუილი კარგი იყოს?
- ტყუილი არ მიყვარს. არასოდეს ვიტყუები. ყოველთვის ვამბობ, რომ მწარე სიმართლე მირჩევნია ტკბილ ტყუილს. ტყუილის თქმა არ მიღირს, არც შემიძლია - მემჩნევა, როცა სიცრუეს ვამბობ. საკუთარ თავთან მართალი რომ ვარ, თავს უფრო მსუბუქად ვგრძნობ. მოკლედ, არა მგონია, ტყუილი კარგი იყოს.
- როგორი მოზარდი იყავი?
- მოზარდობის პერიოდი მართლა ძალიან კარგად მახსენდება. მშობლებმა დიდი თავისუფლება მომცეს და ზედმეტად ჭკვიანად ვიქცეოდი. ყოველთვის ყველამ იცოდა, რას ვაკეთებდი, სად ვიყავი, არაფერი დამიმალავს.
- მაკა რომ არა, "იდეალურ დედაში" არსებული პერსონაჟებიდან, ვის როლს შეასრულებდი სიამოვნებით?
- იმ როლს, რასაც ვასრულებ, სხვას - არა.
- რომელი ვლოგერის სიახლეებს ადევნებ თვალყურს?
- არც ერთს (იცინის). ჩემი ურთულესი რეჟიმის გამო, დრო საერთოდ არაფრისთვის მრჩება.
- დღე-ღამეში რამდენი საათი გძინავს?
- 3-4 საათი. მაგალითად, გუშინ 2 საათი მეძინა.
- უძილობა პრობლემებს არ გიქმნის?
- კი. საერთოდ, ძალიან გადაღლილი ვარ, მაგრამ არა უშავს, ჩემი უძილობა ჩემს უმცროს შვილთანაა დაკავშირებული. ამიტომ, ეს ტკბილი უძილობაა (იღიმის).
- უხერხულ ადგილას ხომ არ ჩაგძინებია?
- კინოთეატრში, კლუბში ანუ ისეთ ადგილას, სადაც ადამიანს არ უნდა გეძინოს, ჩამძინებია, თუმცა ვერ ვიტყვი, ამის გამო შევრცხვი-მეთქი. ძილი ძალიან მიყვარს. თუ ამის საშუალება მაქვს, პრობლემა არ არის - თვითმფრინავი იქნება თუ ავტომობილი, შემიძლია, ყველგან დავიძინო.
- შენიშვნებზე როგორ რეაგირებ?
- პირველ რიგში, გააჩნია, შენიშვნას ვინ მაძლევს. "კარგიას" თქმა არაფერს მაძლევს, შენიშვნა უფრო მაინტერესებს. ჯობია, შენიშვნა ყოველთვის მიიღო, როგორი საწყენიც უნდა იყოს და არ ეთანხმებოდე. ვცდილობ, არ მეწყინოს, გავიზიარო და გამოვასწორო.
- ბოლოს რის გამო მიიღე შენიშვნა?
- გულწრფელად გითხრა, არ მახსოვს. შეიძლება, ვინმეს სპექტაკლთან ან სერიალთან დაკავშირებით, რჩევის სახით, რაღაც ზრდილობიანად უთქვამს. ეს მახარებს, რადგან ვხვდები, რა მიმართულებით უნდა ვიმუშაო, განვვითარდე, რა უნდა შევცვალო... შენიშვნამ უნდა შეგცვალოს, თორემ "კარგიას" ძახილი ვერ გაგზრდის ადამიანს.
- მეუღლესთან ყველაზე ხშირად, რის გამო კამათობ?
- წვრილმანების გამო. საერთოდ, ჩემი "ტემპო-რიტმი" უფრო ჩქარია, ვიდრე ჩემი მეუღლის: ის მშვიდი, გაწონასწორებული, დინჯი ადამიანია, მე კი ძალიან აქტიური. ამ მხრივ, თითქოს ერთმანეთს ვაბალანსებთ.
- ბოლოს რის გამო იტირე?
- "ვიტირეს" ვერ ვიტყვი, უფრო - გული ამიჩუყდა, როდესაც "იდეალური დედის" ერთ-ერთ ეპიზოდს (როცა მაკა და დედამისი საუბრობენ) ვიღებდით. ძალიან სევდიანი სცენა იყო. მეც და "დედაჩემის" როლის შემსრულებელს - ქალბატონ ნანასაც გული აგვიჩუყდა...
- რეალურ სამყაროში, იდეალური დედა ვინ არის?
- არ ვიცი. მგონი, იდეალური არ არსებობს. თვითონ სიტყვა "იდეალური" რაღაცნაირი, "არარსებული" სიტყვაა. ადამიანი იდეალურობასთან მიახლოებას რომ ცდილობ, მგონი, უკვე კარგია.
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რის წაკითხვას ურჩევს ანანო სირბილაძე "გზის" მკითხველს
დავით დვალიშვილი - პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების შეცდომებზე...
"ჩემი შვილი ჩემსავით ხუჭუჭა გოგოა"
საქმეები, რომლებმაც ემოციურად იმოქმედა ჟურნალისტზე
ადამიანს საფიქრალი არ უნდა ჰქონდეს, კომუნალური გადასახადები როგორ გადაიხადოს...
ქართველი მომღერალი, რომელმაც გვასახელა
ვისი პლაკატი აქვს სახლში გაკრული ანა მჭედლიძეს
ოთო ფოლადაშვილის დაუწერელი კანონი, ნებისყოფა და წარმატების ფორმულა
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1561 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი