გამაუბედურებელი ქათინაური და მეგრელების შესახებ გავრცელებული მითი
font-large font-small
გამაუბედურებელი ქათინაური და მეგრელების შესახებ გავრცელებული მითი
"მირჩევნია, მეგრელი ძუკუ შემხვდეს და მითხრას, - ყველაზე ლამაზი ხარო!.."

სახელი, გვარი: ნანუკა გულუა.
პროფესია: ჟურნალისტი.
ამჟამინდელი საქმიანობა: სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები" დოჩის როლს ასრულებს. მეგობრებთან ერთად აქვს ატელიე-ბუტიკი.
ცხოვრების დევიზი: "კაცი არის სიტყვა, ქალი კი - ხასიათი".


- ნანუკა, ყველაზე ხშირად მეგრულად რომელი სიტყვის ან ფრაზის თქმას გთხოვენ?
- ოჰ, ასეთი ძალიან ბევრია: ხან მისალმებას, ხან - დაბადების დღის ან რამე დღესასწაულის მილოცვას... რომელიმე ფრაზა ან სიტყვა ამოჩემებული არ აქვთ, მაგრამ ჩემი ცნობილი "თხა, ჭაკი, ჯუა" მაინც ყველასთვის საყვარელია და უფრო ამის თქმას მთხოვენ.
- რეალურ ცხოვრებაში დოჩისთან მეგობრობას შეძლებდი?
- (იცინის) ყოველდღიურად - არა, მაგრამ ასეთი მეზობელი რომ მყავდეს, გარკვეული დღეების მასთან ერთად გატარება მესიამოვნებოდა, რადგან ასეთი ტიპის ადამიანებთან ძალიან ვერთობი. ეს ხომ გამოგონილი პერსონაჟია, რომელიც მერე, არსებული ადამიანებიდან ხასიათს იძენს, არა? ამიტომ დოჩის მსგავსებთან ურთიერთობა ხანდახან ძალიან გამართობდა.
- საკუთარ თავს კარგად იცნობ?
- კი. საკუთარ თავში ახალ-ახალ რაღაცებსაც აღმოვაჩენ ხოლმე. ეს თვისებები ასაკის მატებასთან ერთად მივითარდება, მაგრამ მგონი, არც ერთი არ გამომრჩენია - ყველაფერს ვიცნობ.
- ოდესმე შენს შესაძლებლობებზე გადაჭარბებული წარმოდგენა გქონია?
- არასოდეს. ყველაზე ღირებული თვისება, რაც მგონია, რომ მაქვს, ეს თავმდაბლობა და საკუთარი თავის კრიტიკული შეფასებაა. ვფიქრობ, ამ უნარს არასოდეს დავკარგავ.
- დღის განმავლობაში ყველაზე ხშირად, რას აკეთებ?
- როგორც წესი, რასაც უნდა ვაკეთებდე, ჩემს რომელიმე მეგობარს აუცილებლად ვნახულობ, ანუ ეს დღის წესრიგში უცვლელად არის.
- მეგობრები, ახლობლები მოფერებით რას გეძახიან?
- სხვათა შორის, ნანუკა ჩემი მოფერებითი სახელია - ნანული მქვია. ახლობლები, მეგობრები ნანუკას მეძახიან, ხოლო ადამიანები, ვინც დოჩის როლით მიცნობენ - დოჩის. არ ვბრაზდები - დოჩიზეც ისე ვრეაგირებ, როგორც ნანუკაზე.
- დოჩის შვილის სახელის შერჩევასთან დაკავშირებით, სერიალში დიდი ამბავია ატეხილი. თავად სახელი როგორ შეგირჩიეს?
- მამიდაჩემის სახელი მქვია. ნანული გულუა მამიდაჩემი გახლავთ. ჩემს უფროს დას უფროსი მამიდის სახელი - ნუნუ დაარქვეს. შემდეგ მე დავიბადე და შუათანა მამიდის სახელი დამარქვეს. ძალიან მაგარი ქალია და მინდა, მისი სახელის ტარება ღირსეულად გავაგრძელო.
GzaPress
- საკუთარ ხასიათში რა არ მოგწონს?
- ის, რომ თუ რაღაცაზე ვბრაზდები ან რაღაც მწყინს, არ ვამბობ ხოლმე, ანუ თმენისუნარიანობა ძალიან განვითარებული მაქვს. მოთმინების ფიალის ავსებამდე, ჩემს პრეტენზიებს არასოდეს ვამბობ, თუნდაც - ახლობელი ადამიანების მიმართ. ჩემი ეს თვისება არ მომწონს, რადგან მინდა, შემეძლოს, რომ თუნდაც, მინიმალურ კამათს არ ვერიდებოდე, რადგან მირჩევნია, სათქმელი ვთქვა, ვიდრე დავიგროვო და მარტო განვიცდიდე.
- ავტომობილის საჭის მართვისას, გაბრაზებული ყველაზე ხშირად რა ფრაზას ამბობ?
- ჩემო კარგო, მომისმინე, როგორი სიტუაციაა, იცი (იცინის)? თმენისუნარიანობა მართლა ძალიან მაღალ დონეზე მაქვს განვითარებული. ჩემს მეგობრებსაც უთქვამთ, - როგორ შეგიძლია, ახლა დაუსიგნალო და არ შეაგინო, თავშეკავებას როგორ ახერხებო? თუკი ვიღაც მართლა ავარიულ სიტუაციას არ შემიქმნის, შემიძლია, მოვითმინო, არ გავბრაზდე... აღელვებული მძღოლი არ ვარ. სიტუაციას მშვიდად ვუმკლავდები. საჭესთან არ ვიგინები.
- ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ატელიეში, ახალი წლის დღესასწაულის სამოსის შესარჩევად რომ გეწვიოს, რას ურჩევდი?
- სხვათა შორის, წინათ მაღაზია არ მქონდა (მხოლოდ ატელიეს ვუძღვებოდი). ჩვენი პროდუქცია ერთ-ერთ ძალიან ცნობილ მაღაზიაში მიმქონდა და იქ ვყიდდი. იმ მაღაზიას ჩვენი პრეზიდენტი ხშირად სტუმრობდა, როგორც ვიცი და სამოსს არჩევდა. ჩვენი მკერავის ნახელავსაც იცვამდა. ასე რომ, ატელიეში პრეზიდენტის სტუმრობა უჩვეულო არ იქნება. თუ მოვა, აუცილებლად დეტალურად გამოვკითხავ, სამოსი რომელი დღისთვის უნდა. მისი სტილის გათვალისწინებით შევქმნით სამოსის დიზაინს, შევარჩევთ ქსოვილს... ატელიეში რა განსაკუთრებული დახვედრა უნდა მოვუწყო? ისე მივიღებ, როგორც ნებისმიერ კლიენტს ვხვდები - გულღიად, გულთბილად... საერთოდ, კლიენტებს კარგად ვექცევი. ჩემთან მოსვლა უყვართ. პრეზიდენტის სტუმრობის შემთხვევაშიც, საქმეს გულით მივუდგები და სათანადო არჩევანის გაკეთებაშიც დავეხმარები.
- როგორ სიზმრებს ხედავ?
- სხვათა შორის, სიზმრებს იშვიათად ვხედავ. სხვადასხვანაირია ხოლმე: ზოგჯერ - ცუდი, ზოგჯერ - კარგი, მაგრამ იშვიათად მამახსოვრდება. თუ რამეზე ვნერვიულობ, ვღელავ, განვიცდი, მერე ამ ტიპის სიზმრებს ვხედავ - ვშფოთავ... თუ კარგი განწყობა მაქვს და ჩემს ცხოვრებაში კარგი მოვლენები ხდება, მაშინ პირიქით - კარგ სიზმრებს ვხედავ, ოღონდ - ძალიან იშვიათად (განსაკუთრებულ შემთხვევებში).
- რჩევა, რომელიც ჩვევად აქციე...
- საერთოდ, მეგობრებისგან, ახლობლებისგან, ვისაც კომპეტენტურად მივიჩნევ, ყველა რჩევას ვითვალისწინებ. რადგან სერიალსა და დოჩიზე ვილაპარაკეთ, გეტყვი, რომ ნატა ბერეჟიანთან ვმეგობრობ. ვფიქრობ, ის ჩვენს სივრცეში ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობია. ნატასგან ძალიან ბევრი რჩევა მიმიღია, თუ როგორ უნდა მოვიქცე, როგორ ვითამაშო, როგორი მანერები უნდა "დავიჭირო"... მეორე ადამიანი, ვინც მინდა, დავასახელო, თამუნა აბშილავა გახლავთ (კლაუს როლის შემსრულებელი): თამუნა "რუხი კარდინალივით" არის. ხომ იცი, წინათ სასწავლო ნაწილის გამგეს სკოლის დირექტორზე მეტი გავლენა რომ ჰქონდა? ჩემი და თამუნა აბშილავას ურთიერთობაც ასე გამოდის, რადგან თამუნას სერიალში იმხელა ასპარეზი არ აქვს, რომ თავისი მონაცემები ბოლომდე გამოიყენოს და დოჩის როლსაც ზუსტად ისე უფრთხილდება, როგორც საკუთარს. ამიტომ მისგანაც ძალიან ბევრი რჩევა მიმიღია, ბევრი მანერა "ამიღია"... საერთოდ, მიმაჩნია, რომ თამუნას გარეშე, შეიძლება, ჩემი როლი ასე სრულყოფილად არ შემდგარიყო...
- მეგრელების შესახებ გავრცელებული მითი...
- მეგრელების შესახებ საუბრისას, აბსოლუტურად სუბიექტური ვარ, ამას თავიდანვე ვაღიარებ. გამორიცხულია, მეგრელების რაღაც მანკიერ მხარეზე ვისაუბრო, რადგან მანკიერი მხარე ჩემთვის მართლა არ აქვთ, თუმცა ერთ რამეზე ყველანი ვთანხმდებით: მეგრელების გონება რაღაცებს უფრო სწრაფად ხვდება, სწრაფი ლავირების უნარი აქვს ანუ გენეტიკურად, შეიძლება მეგრელები უფრო სხარტები არიან, ვიდრე საქართველოს დანარჩენი კუთხეების წარმომადგენლები, მაგრამ ნახე, როგორი სიტუაციაა, გააჩნია, მეგრელი თავის ამ უნარებს რისკენ მიმართავს: თუ ადამიანების კეთილდღეობისკენ მიმართა, უზომოდ კეთილი, პატივისმცემელია. არ შეიძლება დაენანოს შექება, ხოტბა, სიყვარულის გამოხატვა... ამის შესახებ არც კი მსმენია, მაგრამ ათასში ერთი ისეთი მეგრელი მაინც თუ გამოერია, რომელიც თავის უნარებს თაღლითობისკენ, აფერიზმისკენ და ცოტათი ბუნდოვანი რაღაცებისკენ მიმართავს, ამ მიმართულებითაც იდეალური იქნება (იცინის), ანუ გააჩნია, მეგრელი როგორ, რა მიმართულებით განვითარდება, მაგრამ მანკიერი მიმართულებით განვითარებული მეგრელი, პირადად მე, არ შემხვედრია, რა დაგიმალო? თუ ასეთი არსებობს, ალბათ, ამ მხრივაც, თავისი საქმე 5-იანზე ექნება.
- ანუ მეგრელების შესახებ არსებული მითი რა არის?
- რა, გოგო?!. კი, გამიგია, რომ მეგრელები აფერისტები არიანო, მაგრამ არ ვეთანხმები, რადგან ნებისმიერ ადამიანს, ვინც ამბობს, მეგრელები აფერისტები არიანო, ჩავეძიები და კონკრეტულ მიზეზს ვეკითხები ხოლმე. ასეთ რაღაცას ამბობენ: - აი, რომ გნახულობენ, სულ გეფერებიან. შეიძლება, შენზე ასე ძალიან შეყვარებულები არ არიან, მაგრამ მაინც სულ გაქებენო... თუ ამას "აფერისტობას" ეძახიან, ეს გენიალური თვისებაა, რომელიც ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს, რადგან წარმოიდგინე, რომ კოპლებიანი კაბა უკვე შევარჩიე, ვიყიდე, ჩავიცვი, ქორწილში მივდივარ და კარგ განწყობაზე ვარ. ამ დროს კახელი მიხო მხვდება, რომელსაც ვეკითხები, ეს კაბა მიხდება თუ არა-მეთქი? რომ "მაჯახოს" - არა, არ გიხდებაო, ამას არ მირჩევნია, რომ მეგრელი ძუკუ შემხვდეს და მითხრას, - ყველაზე ლამაზი, კარგი ხარ, მაგ ქორწილს დღესვე "თავზე დაიმხობო"?!. თუ ამას "აფერისტობას" ეძახიან, ამ შემთხვევაში, "აფერისტი" მეგრელი მირჩევნია (იცინის).
- პაემანზე ბოლოს როდის იყავი?
- არ არის შენი საქმე, ჩემო კარგო (იცინის)!.. სხვათა შორის, მინდა გითხრა, რომ ასე დათქმულ პაემანზე არასოდეს ვყოფილვარ, რა. ჩემს ცხოვრებაში ეგ საკითხი ძალიან რთულად ხდება: რომ მითხრან, - გამარჯობა, ნანუკა. 7 საათზე ამა და ამ ადგილას ხომ არ მოხვიდოდიო? რა თქმა უნდა, არ მივიდოდი. ჩემი ყველა ურთიერთობა, რაც მქონია, საერთო სამეგობრო წრიდან დაწყებულა. მერე, თუ სადმე ცალკე გადავინაცვლეთ, ამას პაემნის სახე არ აქვს. დიდად პაემანზე მოწანწალე ნანუკა არ ვარ, რომ არ დაგიმალო.
- ინტერნეტის გარეშე გაძლება რამდენ ხანს შეგიძლია?
- თუ ისეთ ადგილას ვარ, სადაც ვერთობი, ჩემს საქმეს ვაკეთებ ან გადაღებაზე ვიმყოფები, ინტერნეტის გარეშე ყოფნა შემიძლია, თუმცა საქმის შემდეგ, აუცილებლად უნდა "ჩამოვსქროლო". ინტერნეტზე დამოკიდებული ვარ, მაგრამ ავადმყოფური დოზით - არა. თუ არაფერს ვაკეთებ, ინტერნეტი აუცილებლად მჭირდება: დილით, როცა ვიღვიძებ; საღამოს, როცა ვიძინებ, ანუ თუ არაფერს ვაკეთებ, ჩემი "მეგობარი" ინტერნეტია.
- ყველაზე უცნაური ქათინაური, რაც მიგიღია...
- ყველაზე უცნაური და ჩემთვის გამაუბედურებელი ქათინაური, რაც კი ოდესმე მსმენია, არის: "რა ლამაზი სახე გაქვს!" ეს ფრაზა თავისთავად მოიცავს, რომ ტანი საშინელი გაქვს. ამიტომ, ამ ქათინაურს ვერ ვიტან (იცინის)!..
- რა არის შენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი საყრდენი, რაც შენს ქმედებებს განსაზღვრავს?
- ჩემი ოჯახი და მეგობრები. ჩემი ყველა საქციელი, ჩანაფიქრი, სამომავლო გეგმა და ყველაფერი, რაც გამაჩნია, მათ უკავშირდება: მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მინდა მეტს მივაღწიო, რომ ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები კმაყოფილი იყვნენ. ჩემს ცხოვრებაში, მათი გავლენა ყველაფერშია.
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გიორგი გაბუნიას წარმატების ფორმულა, სპონტანურობა და გამოწვევები
"ძალიან პრეტენზიული გემოვნება მაქვს"
"ამ დროს ყოველთვის ოპტიმისტურ განწყობაზე ვარ"
"ვერასდროს იგრძნობ, რომ ცნობილი ადამიანების შვილია"
უცნაური კომპლიმენტი და კუნთმაგარი ფინანსისტი
"არ ვარ ევროპელი და ამის გამო საბოდიშოდ არავისთან მაქვს საქმე"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2145 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი