"ღმერთმა სიმღერა იმისთვის მოიგონა, რომ შენ გემღერა"
font-large font-small
"ღმერთმა სიმღერა იმისთვის მოიგონა, რომ შენ გემღერა"
კონკურსანტი, რომელიც პროკურორობაზე ოცნებობს

მარიამ გოგიბერიძე "საქართველოს ვარსკვლავის" ნახევარფინალისტია. მისთვის განსაკუთრებულად ემოციური აღმოჩნდა გია ყანჩელის ტური. "სიმღერის დროს ისეთი მოზღვავებული ემოცია ვიგრძენი, შემეშინდა, გული არ გამსკდომოდა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს გენიალური სიმღერა ასეთი ორკესტრის თანხლებით შევასრულე", - დაწერა კონკურსანტმა სოციალურ ქსელში. ნიკოლოზ რაჭველმა კი აღნიშნა, რომ მარიამის მახასიათებელი არის მისი გულწრფელი ემოციური გამოვლინება, მუსიკის შეგრძნება და ამ შეგრძნების ისეთი გადმოცემა, რომ ადამიანებზე ემოციური ზეგავლენა მოახდინოს.


- 3 წლის ვყოფილვარ, სიმღერა რომ დამიწყია. მშობლებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ეს ამბავი და 8 წლისა მუსიკალურ სკოლაში შევუყვანივართ. სხვათა შორის, მამაც მღეროდა სტუდენტობის დროს, გეპეის კაპელაში. დავამთავრე მუსიკალური სასწავლებელი და ჩავაბარე სამართალმცოდნეობაზე. გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება, სიმღერასა და იურისტობას შორის არჩევანის გაკეთება. ერთი რამ ზუსტად ვიცი, სიმღერას თავს ვერასდროს დავანებებ.
- მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებასა და დახვეწაზე ვინ მოახდინა დიდი გავლენა?
- შეიძლება განსხვავებული მუსიკალური გემოვნება მქონოდა, რომ არა ჩემი პედაგოგი ცაბაძის სახელობის ხელოვნების სკოლაში. სწორედ მან იქონია ჩემზე დიდი გავლენა. მასმენინებდა ჯაზს, სოულს, ბლუზს, რაც თავდაპირველად არ მომწონდა, თითქოს ვერ ვიგებდი, მერე კი ძალიან შემიყვარდა.
- პირველი კონკურსი?
- 2012 წელს "ანა-ბანაში" გავიმარჯვე, მაშინ 10 წლის ვიყავი. იმედი არ მქონდა, რომ ათეულში მოვხვდებოდი, მაგრამ პირველ ადგილზე გავედი. 2-3 წლის მერე "იქს ფაქტორშიც" მივიღე მონაწილეობა, ოღონდ "4 სკამის" ტურის შემდეგ გამოვეთიშე პროექტს. ამის შემდეგ არც ერთ კონკურსზე აღარ გავდიოდი. მინდოდა, ჩამოვყალიბებულიყავი, მაგრამ ახლა ვეღარ მოვითმინე. დედა მირჩევდა, ეროვნული გამოცდების შემდეგ გადაღლილი ხარ და ცოტა კიდევ მოიცადეო, მაგრამ მაინც ვცადე ბედი. შოკი იყო, ათეულში რომ მოვხვდი.
- ყველაზე მეტად, რომელი ტური აღმოჩნდა შენთვის რთული?
- გია ყანჩელის ტური. ძალიან ვნერვიულობდი, რადგან სხვა კონკურსანტების მსგავსად, მეც რთული ამოცანა მქონდა - სცენაზე დგომის დროს ერთდროულად ბევრ რამეზე უნდა მეფიქრა და არ ვიცოდი, როგორ გავართმევდი თავს. ცალკე იმაზე ვნერვიულობდი, ორკესტრთან ერთად როგორ ვიმღერებდი; მეფიქრებოდა იმაზეც, რომ ტექნიკურად კარგად შემესრულებინა და ემოციურადაც სწორად გადმომეცა სიმღერა. მგონი, გამომივიდა.
GzaPress
- ჟიურის წევრებიდან რომლის შეფასება დაგამახსოვრდა განსაკუთრებულად?
- ოთხივე სხვადასხვანაირად გვაფასებს, მნიშვნელოვან რჩევებს გვაძლევენ და ჩვენც ვცდილობთ, გავითვალისწინოთ. არ მავიწყდება დათო ევგენიძის სიტყვები, - ღმერთმა სიმღერა იმისთვის მოიგონა, რომ შენ გემღერაო. კომენტარებსაც ვკითხულობ. უნდა ვიცოდე, მსმენელი რას ფიქრობს, რა განწყობით არის ჩემ მიმართ, მე ხომ მათთვის ვმღერი და ბუნებრივია, მათი აზრი მაინტერესებს. ჩემთვის ეს პროექტი ბევრს ნიშნავს. შეიძლება არ გაიმარჯვო, მაგრამ ხალხი ხომ გაგიცნობს, შეგიყვარებს, გამოცდილებასაც მიიღებ. მიხარია, რომ აქამდე მოვედი, ეს პროექტი არის გზა წარმატებისკენ.
- კონკურსანტებზე რას მეტყვი?
- თუ დამიჯერებთ, ჩვენ შორის ნამდვილად არ იგრძნობა კონკურენცია, ერთმანეთი ძალიან გვიყვარს. ბედნიერი ვარ, რომ ამდენი მეგობარი შემძინა "საქართველოს ვარსკვლავმა" და მეგობრობას ამ პროექტის შემდეგაც გავაგრძელებთ.
- დაახასიათე მარიამ გოგიბერიძე...
- ალბათ, უფრო სერიოზული ვარ. ზოგჯერ ღრმად ვუფიქრდები ცხოვრებისეულ რაღაცებს. ვთქვათ, ქუჩაში მივდივარ და ულამაზესი პეიზაჟი გადაიშალა ჩემ თვალწინ, სერიოზული პრობლემები არ მაქვს, ჩემ გარშემო ახლობელი ადამიანები კარგად მყვანან, შეიძლება, უცებ თავი ბედნიერად ვიგრძნო, მაგრამ ზოგჯერ ვსევდიანდები. საერთოდ, არ ვარ რომანტიკული, უფრო რეალისტი გახლავართ. ამიტომაც ავირჩიე სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. პროკურორობა მინდა, მაგრამ მერე რა მოხდება და რას გადავწყვეტ, არ ვიცი. შეიძლება, აზრი შემეცვალოს.
- სხვა რა გატაცება გაქვს?
- ანსამბლ "მზიურის" წევრი ვარ, ბასგიტარაზე ვუკრავ, რეპეტიციებზე დავდივარ. მაქვს ლექციები, სემინარები, ახლა უკვე "საქართველოს ვარსკვლავის" რეპეტიციებიც დაემატა. საღამოობით მეგობრებთან ერთად ვატარებ დროს. ვმუშაობ კიდეც, ზოგჯერ რესტორანში ვმღერი. მოკლედ, დატვირთული გრაფიკი მაქვს და მომწონს ასეთი რიტმი. როცა გაჩერებული ვარ, თავს ცუდად ვგრძნობ.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რის გამო აქვს მეუღლესთან "ომი" ციაკო ფიფიას
როდის დასჭირდა დეპრესიის მედიკამენტებით მკურნალობა ქეთი ხუციშვილს
მარტო ნათამაშევი "გიჟობანა" და ახალი წელი თამრიკო ჭოხონელიძის ოჯახში
გიორგი გაბუნიას წარმატების ფორმულა, სპონტანურობა და გამოწვევები
"ძალიან პრეტენზიული გემოვნება მაქვს"
"ამ დროს ყოველთვის ოპტიმისტურ განწყობაზე ვარ"
"ვერასდროს იგრძნობ, რომ ცნობილი ადამიანების შვილია"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2213 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი