"მეგონა, ეს იმიტომ მოხდა, რომ სურვილი ჩავიფიქრე"
font-large font-small
"მეგონა, ეს იმიტომ მოხდა, რომ სურვილი ჩავიფიქრე"
რის გამო აქვს მეუღლესთან "ომი" ციაკო ფიფიას

სახელი, გვარი: ციაკო ფიფია.
ასაკი: 27 წლის.
განათლება: დაამთავრა საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და ჯანდაცვის ფაკულტეტი.
ამჟამინდელი საქმიანობა: არის "ახალი შაბათის შოუს" მსახიობი და სცენარისტი, ასევე - გათამაშებების და ბავშვთა გასართობ ცენტრში დაბადების დღის წვეულებების წამყვანი.
განტვირთვის საუკეთესო საშუალება: მეუღლესა და შვილთან ერთად დროის გატარება.
ცხოვრების დევიზი: "ყოველთვის გაიხედე წინ".


- შენი იმ თვისებების შესახებ გვითხარი, რომელიც არ მოგწონს...
- ძალიან აფექტური ვარ. რა თქმა უნდა, ეს არც ეკრანზე და არც ცხოვრებაში არ მეტყობა - "ცოცხალი", ხალისიანი და ქოთქოთა გახლავართ. მიმაჩნია, რომ აფექტურობა ჩემი დიდი მინუსია, რადგან ადამიანმა საკუთარი თავი აუცილებლად უნდა მართოს, მე კი ზოგჯერ "გამირბის" და "ვერ ვიჭერ" ხოლმე (იცინის). ასეთ დროს "ორი ცია" სხვადასხვა რამეს მეუბნება: ერთი ამბობს, - გოგო, შენ გაგიჟდი? გაჩერდი ახლაო, მეორე კი - არა, დამაცადე, ბოლომდე უნდა ვთქვაო!.. სხვას ძალიან კარგ რჩევას მივცემ, რომ ჯერ უნდა დაფიქრდეს და მერე იმოქმედოს, მაგრამ პირადად მე, განა ვფიქრობ და მერე "ვფეთქდები"? არა, მაშინვე "ვფეთქდები", რა!.. კიდევ ის ცუდი თვისება მაქვს (ოღონდ - მხოლოდ ჩემს ქმართან ვავლენ), რომ კამათის შემდეგ "ვიბუსხები". ხომ შეიძლება, მეუღლეს პირდაპირ ვუთხრა, რომ რაღაც არ მომეწონა? არა, "მთელი საუკუნით" "ვიბუსხები". მერე, გოგამ უნდა გამოიცნოს, რა მოხდა, რა არ მომეწონა... ეს ძალიან სასაცილოა. მოკლედ, ეს 2 თვისება მაქვს, რომელსაც შევცვლიდი, რადგან არ მომწონს, კარგი არ არის.
- აფექტის მდგომარეობამდე რამ შეიძლება მიგიყვანოს?
- შეიძლება უბრალოდ გადაღლილი ვიყო, ამ დროს კი მაგალითად, ჩემმა დამ მკითხოს, - ცია, ჩემი ქურთუკი შენთან არისო? - არა, არ არის-მეთქი, - გაბრაზებული ვპასუხობ. არადა, ხომ შეიძლება, ნორმალურად ვუთხრა? ადამიანებს "ვეცემი" ხოლმე. კონკრეტული მიზეზი არ მაქვს, რომ რაღაცის გამო გავცხარდე. შეიძლება ასეთი რამ გადაღლილობის ან უძილობის გამო მემართება. უძილობა ჩემი ყველაზე დიდი პრობლემაა: თუ ღამით ვერ გამოვიძინე, საერთოდ, ადამიანად არ მივიჩნევი. ვერ ვხვდები, რა დღეა და რას ვაკეთებ. გონებიდან ყველაფერი მივარდება.
- დედამთილი მოფერებით რას გეძახის?
- ჩვეულებრივად - ციაკოს, ხანდახან - "დეს". მიმართვის ასეთი ფორმა აქვს - "დეე". ჩემს დაქალებსაც ასე მიმართავს ხოლმე.
- ოჯახთან ერთად ბოლოს როდის ივახშმე?
- დაახლოებით ერთი თვის წინ, როცა ყველანი დეიდაჩემთან ვიყავით და ოჯახური იდილია გვქონდა. ისე ვერ ვამთხვევთ, რომ ერთად ვივახშმოთ. ძირითადად, ერთად ვახშმობა მხოლოდ მე და ჩემს ქმარს გვიწევს.
- საახალწლო სუფრიდან ყველაზე მეტად, რომელი კერძი გიყვარს?
- საცივი. საერთოდ, ნიგვზიანი კერძები (ნიგვზიანი ბადრიჯანი, ბაჟე...) ძალიან მიყვარს, ტკბილეული - არა: არც - ნამცხვარი, არც - გოზინაყი...
- მაკიაჟის დეტალი, რომლის გაკეთების გარეშეც შინიდან ვერ გახვალ...
- სოლარიუმში გარუჯვას ისე მივეჩვიე, რომ საერთოდ, მაკიაჟს არ ვიკეთებ, თუ ისეთ ადგილას არ მივდივარ, სადაც ეს აუცილებელია. ერთადერთი, რასაც აუცილებლად ვიყენებ, სახის კანის დამატენიანებელი კრემია - არ არსებობს, ამის გარეშე შინიდან გავიდე. ისე, ყველაზე მეტად ტუჩის კონტური მიყვარს, თუმცა კონტურის გარეშე შინიდან ბევრჯერ გავსულვარ.
GzaPress
- როგორ ფიქრობ, ადამიანისთვის მიზნების მისაღწევად "ერთი სიცოცხლე" საკმარისია?
- არ ვიცი, ადამიანებს არარეალური მიზნები რატომ უჩნდებათ. პირადად მე, ისეთი მიზნები მაქვს, რომელთა ასრულებაც ვიცი, შემიძლია. მგონია, ამისთვის "ერთი სიცოცხლე" საკმარისია. არარეალურზე არ ვფიქრობ.
- საყვარელი წიგნი...
- პაულო კოელიოს "ადიულტერი". ბევრი წიგნი არსებობს, რომელიც ქალის "თემას" კარგად ხსნის და გადმოსცემს, მაგრამ "ადიულტერი" ახლახან წავიკითხე და რაღაცნაირად, "გულთან ახლოს მოვიდა". ამ ნაწარმოების პერსონაჟ ქალს ყველაფერში ვერ ვეთანხმები - წიგნის კითხვისას მასთან სულ კონფლიქტი მქონდა. წიგნი სხვა რამეს "მეუბნებოდა", მე კი "ვეჩხუბებოდი" - არა, გონს მოეგე, ქალო-მეთქი!.. მსგავსი რაღაცები მჭირდა (იღიმის)...
- კომპლექსი, რომელიც ჯერ ვერ დასძლიე...
- რომ გითხრა, ძალიან უკომპლექსო ვარ-მეთქი, მოგატყუებ. ჩემი აზრით, ყველა ადამიანს ბევრი კომპლექსი აქვს. ჩემი კომპლექსი ის არის, რომ მაგალითად, ხალხმრავალ ადგილას თუ მიცნეს და ჩემკენ მოდიან, ამ დროს მინდა, მიწა გასკდეს და ჩავვარდე. ძალიან ვკომპლექსდები, რომ მცნობენ, თან - თუ მოსვლა ერიდებათ. არადა, რეალურად, გულღია ადამიანი ვარ. ერთი მეორეს რაღაცას რომ გადაუჩურჩულებს, მეორე კი - გამომხედავს, ამ დროს ძალიან ვკომპლექსდები... ზოგი ზედმეტ თავისუფლებას, ანუ ბოდიში, მაგრამ უკვე რომ "უბერავენ" ხოლმე, "უკომპლექსობას" ეძახის. შუა ქუჩაში თუ არ ავხტი და "შპაგატი" არ გავჭიმე, ჩემი აზრით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კომპლექსიანი ვარ... კიდევ, მოკლე სამოსი (ქვედაბოლო, შორტი) მაკომპლექსებს, რადგან არ მომწონს, როცა მაცვია (ასეთ სამოსს ზაფხულობით, მხოლოდ ზღვაზე ვიცვამ).
- როდის ბილწსიტყვაობ?
- როცა ძალიან გაბრაზებული ვარ ან როცა ჩემს "გიჟ" დაქალებთან ერთად ვარ. ხშირად არა, მაგრამ არის შემთხვევები, როცა შეიძლება სიტუაციამ "მოიტანოს" და ბილწსიტყვაობ ადამიანიც (იცინის).
- საცობში მოხვედრილს დრო როგორ გაგყავს?
- ძირითადად, ტელეფონით "ფეისბუკზე" ვარ და "ვსქროლავ" ან გეგმებს ვაწყობ. მაგალითად, ამას წინათ საცობში მოხვედრილმა მთელი თვის გეგმა დავაწყვე - როდის, როგორ, ვისთან უნდა წავსულიყავი, რომელი საღამო უნდა წამეყვანა და ა.შ. ყველაფერი გადავანაწილე. ის დრო კარგად გამოვიყენე.
- ქმარმა ბოლოს რის გამო გისაყვედურა?
- "ფლეისთეიშენის" გამო სულ "ომი" გვაქვს. - გეყოფა თამაში-მეთქი, - ვეუბნები. სხვათა შორის, დღეს მითხრა, - ჯაჯღანა ქალივით ხარო (იცინის). თან, ყველაზე სასაცილო იცი, რა არის? ის "ფლეისთეიშენი" მე ვუყიდე. ახლა მეუბნება, - ხომ თავად მიყიდე, რაღას მეჯაჯღანებიო?!. სერიოზულად არაფრის გამო უსაყვედურია.
- ყველაზე უცნაური საჩუქარი, რაც ახალი წლის დღესასწაულზე მიგიღია, რა არის?..
- ფენი.
- უცნაური რატომ არის?
- იცი, რატომ? ჩემთვის ხშირი საჩუქარი იყო სუნამო, კოსმეტიკა, კარგი ტანსაცმელი ან სხვა რამ, რაც მინდოდა... პრინციპში, ფენიც მინდოდა, მაგრამ რაღაცნაირად, ჩემთვის ჩვეული საჩუქრებიდან "ამოვარდნილია"...
- თავად ვისთვის და რა უცნაური საჩუქარი მიგიძღვნია?
- ახალ წელს მამაჩემს "ნასკები" ვუყიდე (იცინის). მაშინ ბავშვი ვიყავი. ფული შეგროვებული მქონდა. "აჭრილი" ვიყავი - არ ვიცოდი, წიგნი მეყიდა თუ სხვა რამე. ისე მოხდა, რომ დედას, ჩემს და-ძმას, ბებოს, ბაბუს რაღაცები ვუყიდე. მამიკოსთვის ძალიან ცოტა ფული დამრჩა (ფულს მამა მაძლევდა ხოლმე). ვიფიქრე, - დარჩენილი თანხით რა მომივა-მეთქი? ჰოდა, წინდები შევიძინე.
- სურვილი, რომელიც ახალ წელს ჩაიფიქრე და აგიხდა...
- მაშინ პატარა ვიყავი. ახალი წლის ღამეს, ზუსტად 12 საათზე ჩავიფიქრე, რომ ძამიკო მყოლოდა... ცოტა ხანში გავიგეთ, რომ ძმა მეყოლებოდა. მეგონა, ეს იმიტომ მოხდა, რომ სურვილი ჩავიფიქრე (იღიმის)...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მარტა ბარამიძე: "ის ღირსეული პოლიტიკოსი, გულწრფელი ადამიანია"
რატომ დაინტერესდა გვანცა დარასელია პოლიტიკით
ქუვეითში პოპულარული ქართველი, რომელიც ემიგრანტებს ეიმედებათ
"ვერ ვიტყვი, რომ შვილებთან ურთიერთობაში სულ "ათოსანი" ვარ"
"თენგიზმა მითხრა, შვილი რომ გვყოლოდა, ის ჩემზე მეტად გეყვარებოდაო"
"ზღვაში არ შევდივარ, რადგან მარილიანი წყალი არ მიყვარს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი