"მსუბუქი ყოფაქცევის ქალის როლს კარგად ვირგებ"
font-large font-small
"მსუბუქი ყოფაქცევის ქალის როლს კარგად ვირგებ"
როდის დასჭირდა დეპრესიის მედიკამენტებით მკურნალობა ქეთი ხუციშვილს

ქეთი ხუციშვილს იურისტის განათლება აქვს მიღებული, თუმცა საზოგადოებამ სერიალის მსახიობის ამპლუაში გაიცნო. ამჟამად, "კომედი შოუს" მსახიობი გახლავთ. მისი ჰობი ვარჯიში, სიმღერა და ცეკვაა. არ არის კონფლიქტური და ყოველთვის ცდილობს, მის გარშემო სიმშვიდე იყოს...


- ქეთი, ახალი წლის დღესასწაულების პერიოდში, წონაში რამდენი კილოგრამი მოიმატე?
- არც ერთი, რადგან საჭმელი თითქმის არ მიჭამია. არც სასმელი დამილევია. 31 დეკემბრის ღამეს შინ მარტო ვიყავი. არ მინდოდა, 12 საათის შესრულებას საწოლში შევხვედროდი - ფანჯრიდან გავიხედ-გამოვიხედე. მერე დედასთან (შინ ისიც მარტო იყო) ჩავედი და მივულოცე - ჩემს მეზობლად ცხოვრობს. სახლში პირველის 10 წუთზე ამოვედი, დავწექი და დავიძინე. სუფრა და ქეიფი არ მიყვარს, ღამის გათენებაზე ლაპარაკიც ზედმეტია... საერთოდ, დღეში ერთხელ თუ შევჭამ მაგალითად, პიურეს ან სპაგეტის.
- ეს კვების ჯანსაღი რეჟიმია?!
- შეიძლება, ჯანსაღი არ იყოს, მაგრამ ცოტათი რომ მშია, თავს კარგად მაშინ ვგრძნობ. ასე ვთქვათ, სავსე კუჭით მოძრაობა არ მიყვარს. წლებია, ამას მიჩვეული ვარ. ჩემთვის მაძღრად ყოფნა დისკომფორტია.
- ვარჯიშისთვის საკმარისი ენერგია გაქვს?
- კი. დილით 1-2 ლუკმას შევჭამ, ყავას დავლევ და სავარჯიშოდ მივდივარ. კვების ასეთ რეჟიმს უკვე ისე მივეჩვიე, რომ ენერგია მყოფნის.
- შენთვის 2020 წლის მთავარი გამოწვევები რა არის?
- 2020 წელი ახლა დადგა, ჯერ სამსახურშიც არ გავსულვარ - ვისვენებ. ჯერჯერობით, გამოწვევები არ ყოფილა... მაგალითად, "ჩემი ცოლის დაქალებიდან" თუ წამოვიდოდი, ვერ წარმომედგინა - მეგონა, მთელი ცხოვრება იქ უნდა ვყოფილიყავი. ცხოვრებაში ბევრი სიურპრიზია. აი, ხომ ხედავთ, "კომედი შოუში" აღმოვჩნდი. კაცმა არ იცის, მერე სად აღმოვჩნდები. არაფერს ვგეგმავ. ყველაფერი სპონტანურად ხდება.
- ცვლილებები გაბნევს? რუტინას ამჯობინებ?
- ცვლილებები მაბნევს, მაგრამ რუტინაც არ მიყვარს. შემოსავლის თვალსაზრისით, სტაბილურ სიმშვიდეს ვამჯობინებ, თუ თავს კარგად ვგრძნობ. მირჩევნია, "რუტინული" ერქვას, მაგრამ სიმშვიდე და ნორმალური შემოსავალი იყოს, მაგრამ თუ ეს ყველაფერი არ არის და ცვლილებებს მოითხოვს, რა თქმა უნდა, დაფიქრება და სიტუაციის შეცვლაც მიყვარს. მგონი, ხასიათის გამოცვლა სამსახურსა და კარიერას არ გამოადგება.
- შენი უარყოფითი თვისება რა არის?
- ცვალებადი ხასიათი, რომელიც ძალიან მიშლის ხელს. ხომ შეიძლება, დღის განმავლობაში ერთი განწყობა შევინარჩუნო? ხასიათი ათ მილიონჯერ მეცვლება! არ ვიცი, წლებს, ზოდიაქოს ნიშანს თუ რას დავაბრალო (იცინის)?.. შეიძლება, ძალიან მაგარ ხასიათზე ვიყო, მაგრამ სამ წუთში საშინელი განწყობა დამეუფლოს. განა იმიტომ, რომ ვინმემ ნერვები მომიშალა? უმიზეზოდ.
- ფიქრებს ძალიან უღრმავდები?
- კი. გარკვეულწილად, "სიღრმეებში შესვლა" მჩვევია, რამაც ცუდი რაღაცები მომიტანა: დეპრესიაში იმ დონეზე ჩამაგდო, რომ მედიკამენტებით ვმკურნალობდი. ამიტომ "სიღრმეებში შესვლას" აღარ დავუშვებ - მგონი, ეს ვისწავლე. იუმორი მშველის.
- შენი ცხოვრების რა პერიოდი იყო, როცა მედიკამენტებით დეპრესიის მკურნალობა დაგჭირდა?
- ეს 2 წლის წინ იყო. არადა, აქტიური ცხოვრება მქონდა... უმიზეზოდ მაინც არაფერი ხდება - ეტყობა, რაღაცებს "ღრმად შევყევი" და "გამიტაცა"... ასეთი პერიოდი დიდხანს არ გაგრძელებულა, მაგრამ რაც იყო, ძალიან ცუდი გახლდათ.
- უსამართლობის მსხვერპლად ბოლოს როდის იგრძენი თავი?
- არასოდეს მიგრძნია. როდესაც რაღაცაში არ მიმართლებს, სხვას არ ვაწმენდ ხელებს. მიზეზებს საკუთარ თავში ვეძებ - ასე რომ ყოფილიყო, ასე იქნებოდა-მეთქი... ამ თემასთან დაკავშირებით, სერიოზულს ვერაფერს ვიხსენებ.
GzaPress- ბოლოს საინფორმაციო გამოშვებიდან მოსმენილმა რომელმა ამბავმა მიიქცია შენი ყურადღება?
- ვაიმე, გამანებე თავი... რამდენი უბედურება ხდება?!. ცხადია, როცა ჩემს ქვეყანაში კარგი ამბებია, მიხარია, როცა - ცუდი, მწყინს. გარშემო ისედაც ნეგატიური ამბები ხდება... ადამიანმა საკუთარი თავი თუ არ "გამოიყვანა" და განწყობა არ შეუქმნა, ამაზე სხვა არავინ იზრუნებს, 24 საათი არავინ დაგიჯდება... ამიტომ ვცდილობ, საინფორმაციო გამოშვებას არ ვუყურო, რადგან რამდენჯერაც ჩავრთე, ხან ვიღაცის სიკვდილის ამბავი გადმოსცეს, ხან - ავადმყოფობის... არ შემიძლია. ნეტავ, დადგება დრო, რომ სულ კარგი ამბები ხდებოდეს? მინდა, ყველგან მშვიდობა იყოს, გეფიცები. ნეგატიური ინფორმაციები ძალიან "მგრუზავს".
- ტელეეკრანზე "კომედი შოუს" ბოლოს როდის უყურე?
- გასულ შაბათს. ორ "სკეტჩში" ვმონაწილეობდი. გადაღებებზე ჩემს როლს ისე ვარ მიჩვეული, რომ როცა ეკრანზე ვუყურებ, აღარ მეცინება. "ჩემი ცოლის დაქალებში" მონაწილეობის დროსაც ასე ვიყავი. ეს იმიტომ აღვნიშნე, რომ ამ შაბათს "კომედი შოუს" "სკეტჩს", რომელშიც პორნომსახიობის როლს ვასრულებდი, ოთხჯერ ვუყურე და ოთხჯერვე სიცილისგან ვხაოდი (იცინის).
- ეროტიკულ სცენაში გადაღებას დასთანხმდებოდი?
- ეს კითხვა არ მიყვარს. ადამიანი "ჩარჩოში" მოქცეული ხარ - იმან არ წაიკითხოს, იმან ის არ თქვასო... გამოდის, რომ მოზომილი პასუხები უნდა გავცე. არადა, ეს ჩემი ცხოვრებაა - სადაც მინდა, იქ ვითამაშებ, როგორც მინდა, ისე ვიქნები... ამ შეკითხვის პასუხად "კის" თუ ვიტყვი, მერე "კუდებს გამოაბამენ". არავის ნერვები არ მაქვს. ძალიან "გამჭვირვალე" ვარ - იმის თქმა მიყვარს, რასაც ვფიქრობ. არც "არას" თქმა მინდა... მოდი, გიპასუხებ, რომ - არ ვიცი და რაც უნდათ, ის იფიქრონ (იცინის).
- შენ მიერ განსახიერებული იუმორისტული როლებიდან განსაკუთრებულად რომელი მოგწონს?
- მსუბუქი ყოფაქცევის ქალის როლს კარგად ვირგებ (იცინის). მითხრეს კიდეც, - ქეთი, არ გეწყინოს, მაგრამ რაღაც ასეთ როლს კარგად ირგებო. პორნომსახიობის როლის გამო, მეც ბევრი ვიცინე. რამე ვულგარული სცენა კი არ ყოფილა, დიალოგი, ქმედებები სასაცილო იყო.
- ლუნა გენატრება?
- არა, აღარ... იცი, რა კარგი თვისება მაქვს? მაგალითად, მამაკაცსაც რომ დავშორდე, ის ადამიანი არასოდეს მომენატრება, რადგან მას დავშორდი და ყველაფერი დავასრულე. ზოგს "მოტრიალება" და შერიგება სჩვევია, რაც ჩემს შემთხვევაში, გამორიცხულია. გატირება არ მიყვარს. როცა მთავრდება, აღარც მახსენდება... წარმოიდგინე, ლუნას როლმა უცებ რამხელა პოპულარობა მომიტანა! ეს პერსონაჟი ძალიან მიყვარს. ალბათ, მთელი ცხოვრება იმ ადამიანების მადლიერი ვიქნები, ვინც აღმომაჩინა, მაგრამ გამოტირება არ მჩვევია: დავამთავრე, დასრულდა... იცი, ამ ყველაფერში რა მომწონს? სერიალიდან ისეთ დროს წამოვედი, რომ ბევრ ხალხს ვენატრები. ქუჩაში ან სადაც შევდივარ, ყველგან მეკითხებიან, - სერიალში არ დაბრუნდები? თავი მოგვანატრეო. ეს უფრო მომწონს, ვიდრე სერიალის მაყურებლებისთვის თავის მობეზრება. ჩემს პერსონაჟზე ვერასოდეს იტყვიან - თავი მოგვაბეზრაო. მაყურებლებს ყოველთვის მოვენატრები და ეს მიხარია (იცინის). კარგ დროს წამოვედი.
- შვილი უფრო ხშირად გაქებს თუ გსაყვედურობს?
- ჩემი შვილი არასოდეს მსაყვედურობს. არც შექება უყვარს. სიტყვაძუნწი ბიჭია. თავისი ცხოვრება აქვს (ერთად ვცხოვრობთ).
- რამე ფობია გაქვს?
- კი, აღმოვაჩინე, რომ დახურული სივრცის შიში მაქვს: სადმე რომ შევიდე და კარი ჩაიკეტოს, თუნდაც ვიცოდე, რომ გარეთ მყოფი ხალხი გამიღებს, ამის გააზრებამდე მგონია, რომ კარს ვერ გამიღებენ და იქ მოვკვდები. მაგალითად, კომუნისტური ლიფტებით მგზავრობის არ მეშინია, რადგან ასეთი ლიფტის კარი რომ გასწიო, გარეთ რაღაცები ჩანს. ახალ კორპუსში ვცხოვრობ, რომლის ლიფტის კარიც ჰერმეტულად იკეტება და მგონია, რომ ვერ ვისუნთქებ, იქ მოვკვდები.
- შინ ფეხით ადიხარ? ლიფტით არ სარგებლობ?
- ლიფტით ავდივარ. მე-7 სართულზე ვცხოვრობ - დღეში 9-ჯერ ავდი-ჩავდივარ. ძალიან ძლიერი შიში არ მაქვს - უბრალოდ, ვგრძნობ, რომ მეშინია. ასევე, დიდ სივრცეში (მაგალითად - სტადიონზე) მარტო ყოფნა არ მიყვარს. დიდ სახლებს ვერ ვიტან - მეზიზღება. მირჩევნია, სიბერემდე ერთ ოთახში ვიცხოვრო, ვიდრე - 17-ში.
- ადამიანთან შეხვედრისას, პირველად რა დეტალს აქცევ ყურადღებას?
- ღიმილს. თუ მას შეუძლია გამიღიმოს, მაგრამ თავს იკავებს, უკვე ვგრძნობ, რომ ეს ის ადამიანი არ არის, ვისაც უნდა ვენდო. ვგრძნობ, ჩემთან ურთიერთობისას "გახსნილი" არ არის, მოზომილი სიტყვებით საუბრობს, მეც ვიბოჭები. შეიძლება, ასეთ დროს 10 წუთის ნაცვლად, იქაურობა 2 წუთში დავტოვო - დიპლომატიურად დავემშვიდობო. მისალმებისთანავე ვგრძნობ, ადამიანთან როგორი საუბარი შედგება.
- ინტერნეტის გარეშე გაძლება რამდენ ხანს შეგიძლია?
- ვერა, მგონი, ვერ გავძლებ. არადა, სანამ "ფეისბუკზე" დავრეგისტრირდებოდი, მეხვეწებოდნენ - დარეგისტრირდიო. უკვირდათ - "ფეისბუკის" გარეშე როგორ ცხოვრობო?! მერე დავრეგისტრირდი. პოპულარული რომ გავხდი, უამრავი მეგობარი შევიძინე... სოციალურ ქსელში ადამიანი ბევრ ურთიერთობას ამყარებ. "ჩატში" მიწერ-მოწერა მეზარება. ტელევიზორთან არ ვზივარ. ამიტომ ძირითადად, "ფეისბუკით" ინფორმაციას ვიღებ... ამასობაში, სოციალურ ქსელზე დამოკიდებული გავხდი.
- დღეს შენი ცხოვრება ისეთია, როგორზეც ბავშვობაში ან თუნდაც, მოზარდობისას ოცნებობდი?
- დიახ, ამის თქმა ნამდვილად შემიძლია. ჩემი ცხოვრების ერთი ეპიზოდი მახსოვს: 12-13 წლის (შეიძლება - უფრო პატარაც) ვიყავი, როცა ოთახში მარტო ვიჯექი და ვთქვი: ნეტავ მშობლებისგან დამოუკიდებელი როდის გავხდები და როგორც მინდა, ისე ვიცხოვრებ-მეთქი? საერთოდ, როცა ოჯახზეა დამოკიდებული, მაინც შებოჭილია ადამიანი... მერე გავიხსენე, რომ თურმე, წლების წინ რასაც ვფიქრობდი და როგორი ცხოვრებაც მინდოდა, ზუსტად ისეთი ცხოვრება მაქვს. ამისთვის მადლობელი ვარ. როგორი საინტერესოა, არა? არაფერი იკარგება: რასაც ვფიქრობთ, ინფორმაცია კოსმოსში მიდის და ის ენერგია უკან გიბრუნდება. ამიტომ ადამიანმა არავინ არ უნდა დაწყევლო - არ შეიძლება. ცხოვრება ბუმერანგია: კარგს იტყვი, კარგი "წამოვა", ცუდს იტყვი - ცუდი...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მარტა ბარამიძე: "ის ღირსეული პოლიტიკოსი, გულწრფელი ადამიანია"
რატომ დაინტერესდა გვანცა დარასელია პოლიტიკით
ქუვეითში პოპულარული ქართველი, რომელიც ემიგრანტებს ეიმედებათ
"ვერ ვიტყვი, რომ შვილებთან ურთიერთობაში სულ "ათოსანი" ვარ"
"თენგიზმა მითხრა, შვილი რომ გვყოლოდა, ის ჩემზე მეტად გეყვარებოდაო"
"ზღვაში არ შევდივარ, რადგან მარილიანი წყალი არ მიყვარს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი