რა ზებუნებრივი ძალის ფლობას სთხოვენ შვილები ლელა მებურიშვილს
font-large font-small
რა ზებუნებრივი ძალის ფლობას სთხოვენ შვილები ლელა მებურიშვილს
"უარყოფითი მოვლენების მიუხედავად, საკუთარ თავში სიკეთე და სიყვარული უნდა ვიპოვოთ"


სახელი, გვარი: ლელა მებურიშვილი.
ასაკი: 36 წლის.
პროფესია: მსახიობი.
ამჟამინდელი საქმიანობა: არის მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. პერიოდულად მუშაობს სხვადასხვა ტელეშოუს წამყვანად.
ჰობი: შვილებთან ერთად თამაში.
განტვირთვის საუკეთესო საშუალება: ცურვა და მეგობრებთან ერთად ყოფნა.



- ლელა, დღის რომელი მონაკვეთი გიყვარს და რატომ?
- ყველა დრო განსაკუთრებული შეგრძნებებითაა სავსე. ამიტომ ყველა მონაკვეთი მიყვარს.
- რა უარყოფითი თვისება გაქვს?
- შეიძლება, რაღაც იოლად მეწყინოს, წვრილმანმა გული მატკინოს. ძალიან ემოციური ვარ. ამას არასოდეს გამოვხატავ, მაგრამ ხანდახან გულის სიღრმეში არ მსიამოვნებს. მიმაჩნია, რომ ეს ცუდი თვისებაა.
- ამ თვისების დაძლევას ცდილობ?
- კი, რა თქმა უნდა, სულ ვცდილობ. სწორედ ამიტომ, წყენას არასდროს გამოვხატავ, მერე კი საკუთარ თავს შთავაგონებ, რომ ეს სისულელეა და ამან ჩემზე ზეგავლენა არ უნდა მოახდინოს.
- შენი მესაიდუმლე ვინ არის?
- სიმართლე გითხრა, საიდუმლოებები არ მაქვს, მაგრამ ჩემს ემოციებს, შთაბეჭდილებებს ყოველთვის მეგობრებს ვუზიარებ.
- 1 თვის განმავლობაში, მხოლოდ ერთი ფერის სამოსის ჩაცმის უფლება რომ გქონდეს, რომელ ფერს აირჩევდი?
- ალბათ - სპილოსძვლისფერს. ღია ტანსაცმლის ჩაცმა მსიამოვნებს. 1 თვე სპილოსძვლისფერ სამოსს გავუძლებდი, ნებისმიერი სხვა ფერი კი - გამაღიზიანებდა.
- საყვარელი სიმღერა...
- ძალიან ბევრი საყვარელი სიმღერა მაქვს, რომელიმეს გამოყოფა გამიჭირდება. სხვადასხვა განწყობის დროს, სხვადასხვა სიმღერის მოსმენა მინდება.
GzaPress
- შენს ბედნიერ განწყობას რომელი სიმღერა უხდება?
- მაგალითად, შვილებთან ერთად, დღეს Sound of Music-ის საუნდთრეკებს ვუსმენდი...
- როგორ სიზმრებს ხედავ?
- სიზმარი თითქმის არასდროს მამახსოვრდება. ვგრძნობ და ბუნდოვნად მახსოვს, რომ რაღაც დამესიზმრა, მაგრამ არც ვუღრმავდები.
- რომელი ზებუნებრივი ძალის ფლობას ისურვებდი?
- ახლა ჩემს შვილს ძალიან უნდა, რომ სათამაშოების გაცოცხლება, ალაპარაკება შემეძლოს. ასეთი ძალის ფლობას არ ვისურვებდი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს შვილს ამით ძალიან გავახარებდი. ამბობს, - ოთახში რომ შევალ, მინდა, სათამაშოები გაცოცხლდნენ და მეთამაშონო (იცინის). მსურს, ისეთ ძალას ვფლობდე, რომ ადამიანების განკურნება, გაბედნიერება შემეძლოს.
- წიგნი, რომელიც ბოლოს წაიკითხე...
- ჯეინ ოსტინის "სიამაყე და ცრურწმენა".
- ბოლოს რომელი საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრე და როდის?
- ზაფხულში, ოჯახთან ერთად, მატარებლით ზღვაზე გავემგზავრე. ეს კატასტროფა იყო, რადგან ჩემს ორივე შვილთან ერთად ვიყავი და მატარებლის მგზავრები გადავრიეთ: ტლიკინებდნენ, არ ჩერდებოდნენ, ყველა კუპეში შევიდნენ (იცინის)...
- საცობში მოხვედრილს დრო როგორ გაგყავს?
- თუ სადმე არ მაგვიანდება, საცობში მოხვედრას არ განვიცდი, რადგან მართლა ყოველი წუთის გამოყენება შეიძლება. ისე, მაქსიმალურად ვცდილობ, საჭესთან იშვიათად დავჯდე... საცობში მოხვედრილმა შემიძლია, რაღაც წავიკითხო. ამ დროს ჩანთის მოწესრიგებასაც ვახერხებ. მაკიაჟის 99%-ს სწორედ მგზავრობისას ვიკეთებ - ამისთვის შინ დროს აღარ ვხარჯავ. სახლში ჩვეულებრივად ვემზადები, ვიცვამ და სრულიად უმაკიაჟოდ გამოვდივარ. ავტომობილში რომ ვჯდები, მაკიაჟისთვის 15 წუთი სრულიად საკმარისია. უბრალოდ, დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად ცოტა მეტი დრო მჭირდება - ქალაქგარეთ ვცხოვრობ. ზოგჯერ საცობიც მაწყობს, რადგან მგზავრობისას წამწამებზე ტუშის წასმა მოუხერხებელია (იცინის).
- ოჯახთან ერთად, ბოლოს როდის ისაუზმე?
- დილით ყოველთვის ერთად ვსაუზმობთ. დიდ ოჯახთან (მშობლები, ჩემი ძმები...) ერთად, თვეში ერთხელ ვსადილობ. ასეთი ოჯახური შეკრება სულ რაღაც 10 დღის წინ გვქონდა...
GzaPress
- შეგიძლია, პირველი კასტინგი გაიხსენო?
- თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლას რომ ვასრულებდი, იმ დროს თეატრალური სარდაფი ძალიან პოპულარული იყო - სტუდიას ქმნიდნენ და ახალგაზრდა მსახიობებს არჩევდნენ. ჩემი პირველი კასტინგი, ჩემს კარიერაში პირველი ნაბიჯები ეს იყო - ამიყვანეს. როცა უნივერსიტეტს ამთავრებ, შეიძლება, შენი კარიერაც დასრულდეს, რადგან ჩვენი პროფესიის ადამიანები ბევრ რამეზე არიან დამოკიდებული - თუ რეჟისორმა, პროდიუსერმა არ მიგიწვია, თავად ვერაფერს იზამ, მით უმეტეს, როცა ახალგაზრდა ხარ... გაგვიმართლა, რომ რამდენიმე ადამიანი კასტინგზე შეგვარჩიეს და ჩვენი კარიერაც იქიდან დაიწყო...
- შენს მთავარ მიღწევად რას მიიჩნევ?
- მაგალითად, ამ წუთში ლოგინში ვწევარ. ერთ მხარეს ჩემი ერთი შვილი წევს, მეორე მხარეს - მეორე. ორივეს ჩემს მხრებზე უდევს თავი (იღიმის). ახლახან დავაძინე... ამ წუთში ჩემთვის ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია...
- რა არის შენი ცხოვრების მთავარი ღირებულება, რაც შენს ქმედებებს განსაზღვრავს?
- დღეს ამ თემაზე მეგობრებთან ვსაუბრობდი: ჩვენ გარშემო ბევრი ცუდი რამ ხდება. საშინელი ეკოლოგია გვაქვს, რომელიც ბევრ დაავადებას განაპირობებს, უამრავი ბავშვი თუ ზრდასრული ადამიანი ავადაა, სულ არასტაბილური პოლიტიკური სიტუაცია გვაქვს, სულ რაღაცაზე ვნერვიულობთ, ქვეყანაში უამრავი გაჭირვებულია... საერთოდ, მთელი სამყარო სტრესშია. ასეთ სიტუაციაში ძნელია, რომ ლაღი, მხიარული, ენერგიული, სიცოცხლით სავსე დარჩე, პოზიტიურ განწყობაზე ყოფნა მოახერხო. მიუხედავად ამისა, რაღაცნაირად, სამყარო ისეთი უნდა მივიღოთ, როგორიც არის და ჩვენი ღირებულებების ერთგული დავრჩეთ: ადამიანი არ უნდა დაიბოღმო, ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ და უარყოფითი მოვლენების მიუხედავად, საკუთარ თავში სიკეთე და სიყვარული უნდა ვიპოვოთ - სიკეთე გავცეთ და უარყოფითი გარემო "გავარღვიოთ". თითქოს უძლურები ვართ, მაგრამ იქნებ, სიკეთემ და სიყვარულმა მაინც გადაგვარჩინოს? ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა. არ შეიძლება, ცუდად ვიყოთ. უნდა მოვახერხოთ, რომ გავიღიმოთ და ერთმანეთს გავუფრთხილდეთ. ალბათ, მთავარი ღირებულებაც ეს არის, რომ ადამიანი ბოლომდე კეთილი, მოსიყვარულე და გულთბილი დარჩე...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მოცეკვავე, რომელიც საზოგადოებამ სოციალური ქსელით გაიცნო
ყოველთვის ვცდილობ, სხვა ადამიანის მდგომარეობაში შევიდე
"თურმე ეს ის გოგო ყოფილა, ვისაც წლები ველოდი..."
"როცა შეგნება მოიკოჭლებს, იქ ძალა უნდა ჩაანაცვლო"
რას ფიქრობენ ცნობილები თვითიზოლაციის დამრღვევ პირებზე
"შვილი შენი გაგრძელება, შენი დარგული ხეა"
როგორ ახერხებენ ქალები კაცების გამოშტერებას
თაკო ჩარკვიანი მამასა და მის მეგობრებზე
როდის დაემსგავსა ნუკი კოშკელიშვილი 75 წელს გადაცილებულ ქალს?
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2537 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი