ია შუღლიაშვილის წარმატებული კინოდებიუტი
font-large font-small
ია შუღლიაშვილის წარმატებული კინოდებიუტი
მსახიობი ეკრანულ და რეალურ ოჯახზე

ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის "ჩემი ბედნიერი ოჯახი" თბილისური ოჯახის ამბავს გვიყვება. მთავარი გმირი პედაგოგია, 52 წლის. ყოველდღიური რუტინისგან დაღლილი შვილებს, მეუღლეს, მშობლებს, ოჯახს ტოვებს და ცალკე საცხოვრებლად გადადის. მისი საქციელი ყველას აკვირვებს, ყველა ჭკუას არიგებს და ასწავლიან როგორ იცხოვროს... ეს ფილმის მოკლე შინაარსია, რომელიც მხოლოდ ერთი ოჯახის ამბავი სულაც არ არის, მასშტაბები გაცილებით დიდია. ფილმმა არაერთ პრესტიჟულ ფესტივალზე გაიმარჯვა. ია შუღლიაშვილმა კი ამ როლით "მსოფლიოში საუკეთესო ქალ მსახიობთა" ათეულში, მეექვსე ადგილი დაიკავა.


- ია, პირველ რიგში ამ დიდ წარმატებას გილოცავთ! ფილმში თქვენი კინოდებიუტი შედგა და თან ასეთი წარმატებული აღმოჩნდა.
- დიახ, ნამდვილად ასეა. ნანამ და სიმონმა ამ როლისთვის ჩემამდე და ჩემ შემდეგაც ბევრი მსახიობი ნახეს. პირადად მე, კასტინგმენეჯერი ლელი მიმინოშვილი დამიკავშირდა და მთხოვა მივსულიყავი. რეჟისორები მსახიობების შესარჩევად რაიონების თეატრებშიც დადიოდნენ. თავიანთ საქმეში მაქსიმალისტები არიან. უნდოდათ, ბოლომდე დარწმუნებულიყვნენ, რომ სწორედ იმ მსახიობს აიყვანდნენ, რომელიც ამ როლისთვის იყო საჭირო. საბოლოოდ მე დამამტკიცეს.
- თქვენგან მსმენია, კინოში გადაღებას ყოველთვის თეატრში თამაშს ამჯობინებდით. რატომ?
- სტუდენტობის წლებში, სასწავლებელში ხშირად მოდიოდნენ კინოსტუდიიდან და სტუდენტებს ფოტოებს გვიღებდნენ. მაშინ რატომღაც ასე იყო დამკვიდრებული, რომ მსახიობი თეატრს უნდა ემსახუროს, პროფესიულად თეატრში უნდა გაიზარდოს. ასეთი ტენდეცია იყო და პედაგოგებიც კინოში გადასაღებად სტუდენტებს არ უშვებდნენ. რატომღაც მეც ასეთი განწყობა მქონდა. ახლა კი ვფიქრობ იმ როლებზე, რომლებსაც სხვადასხვა დროს კინოში მთავაზობდნენ, უარი არ უნდა მეთქვა.
- მნიშვნელოვანი როლები იყო?
- ახალგაზრდისთვის ყველა როლი მნიშვნელოვანია, დიდ გამოცდილებას იღებ, გადაღების პროცესს სხვა სპეციფიკა ახლავს. მე კი დავრჩი და დავრჩი თეატრში. აქაც აქტიურობით და საკუთარი თავის პიარით, არასდროს ვყოფილვარ დაკავებული. რეჟისორი როლზე თუ ამიყვანდა, მერე ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებდი, მაგრამ არასდროს მიცდია, მებრძოლა ან რაიმე ფორმით, ვინმეს თვალში მოვხვედროდი.
- "ჩემი ბედნიერი ოჯახის" გადაღებების პროცესი და წინა სამზადისი როგორი იყო?
- სანამ გადაღებებს დავიწყებდით, მანამდე 2 თვე, შეიძლება ითქვას, როგორც ოჯახი, ერთად ვცხოვრობდით, სახლებში მხოლოდ დასაძინებლად მივდიოდით. ყოველდღე რეპეტიციას გავდიოდით, შესვენებებზე ერთად ვსადილობდით, ვსაუბრობდით, მერე ისევ ვრეპეტიციობდით, როლებს ვუღრმავდებოდით, ერთმანეთს გავუშინაურდით და თითქოს მართლა ერთ ოჯახად ჩამოვყალიბდით.
- მერაბ ნინიძეზე, როგორც პარტნიორზე, რას გვეტყვით?
- მერაბი არაჩვეულებრივი პარტნიორია. მას კინოში დიდი გამოცდილება აქვს. ვღელავდი, მაგრამ თან მიხაროდა, რომ რეპეტიცია მერაბთან ერთად უნდა გამევლო, ჩვენი ტანდემი უნდა შემდგარიყო. პირველსავე დღეს ეს ურთიერთობა იმდენად ბუნებრივად აეწყო ორივე ბედნიერი ვიყავით. მერაბთან მუშაობა კომფორტულია, თავისი გამოცდილებით, ფრთხილად და შემოვლითი გზებით გეხმარება. კინოში ყველა ერთი შედეგისთვის იბრძვის. როცა ამას გრძნობ რეჟისორისგან, ხმის ოპერატორისგან, გამნათებლისგან, პარტნიორისგან - შედეგიც მერე იდება. გარდა ამისა, გადასაღებ მოედანზე მერაბი ყველას ძალიან გვახალისებდა.
- გამორჩეული იუმორი აქვს?
- კი, სულ სასაცილო ამბებს იხსენებდა. მას დედაჩემის სიმღერები ძალიან ჰყვარებია. რეპეტიციების დროს გიტარას ვიღებდით და ვმღეროდით.
- ინოლა გურგულიას სიმღერა ფილმშიც არის შესული.
- თავდაპირველად ეს სცენარში არ იყო, მაგრამ მორიგი ამღერებისას, ნანამ გვისმინა, გვისმინა და თქვა, ფილმი ამ სიმღერით უნდა დავასრულოო. მე და მერაბი ვმღერით.
- ამ ფილმმა გამოსვლის დღიდან უამრავი პრიზი მიიღო. ეს არის ერთადერთი ქართული მხატვრული ფილმი, რომელიც ამერიკულმა კომპანია "ნეტფლიქსმა" შეიძინა.
- დიახ. პირველი მსოფლიო პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე შედგა. ფილმით კინემატოგრაფები, კრიტიკოსები, პროდიუსერები იმ დღიდანვე დაინტერესდნენ. შემდეგ საერთაშორისო პრემიერა ბერლინში გვქონდა, იქაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამერიკული გამოხმაურება ამ ფილმს ყოველთვის თან სდევდა. მომხრეებიც ჰყავდა "ოსკარზე" წარდგენილიყო, მაგრამ საქართველოდან ამ ფილმის გაშვება ვერ მოხდა.
- რატომ?
- სხვა ქართული, ასევე კარგი ფილმი შეირჩა.
GzaPress
- თქვენთვის რა განცდა იყო, როცა გაიგეთ, რომ "მსოფლიოს საუკეთესო ქალ მსახიობთა ათეულში" საპატიო მეექვსე ადგილზე მოხვდით?
- ეს ამბავი სრულიად შემთხვევით გავიგე. მეგობარმა დამირეკა და მითხრა. საჭესთან ვიჯექი. თავდაპირველად მეგონა, მეხუმრებოდა, მერე მსახიობები ჩამომითვალა და მივხვდი, სიმართლეს ამბობდა. იმდენად ავღელდი, შემეშინდა, რამე არ მომსვლოდა. მერე მარტო რომ დავრჩი და გავაანალიზე რა მოხდა, რა თქმა უნდა, გამიხარდა, მაგრამ გულწრფელად ვამბობ, ამ სიაში ნებისმიერი ქართველი მსახიობის მოხვედრა ძალიან გამახარებდა.
- თქვენი პერსონაჟის ამბავი ქართველმა და უცხოელმა მაყურებლებმა როგორ მიიღეს?
- ქართველი მაყურებლის დამოკიდებულება უფრო ორაზროვანი იყო. ზოგი ამბობდა, ქართველი ქალი ამას არ იზამდაო, ზოგმა ძალიან კარგად მიიღო და ამბავი სწორად აღიქვა. ვიღაცისთვის ჩემი პერსონაჟი იყო ძალიან ნაცნობი, ვიღაცისთვის - დედაჩემის, რომლის როლიც ბერტა ხაფავამ შეასრულა. საზღვარგარეთ ძალიან სწორად შეაფასეს. ადამიანს როცა აქვს სურვილი და მიზანი, ამ მიზნის მიღწევის შესაძლებლობაც უნდა ეძლეოდეს.
- რომელიმე ეპიზოდში თქვენს პერსონაჟში, საკუთარი თავიც ხომ არ დაინახეთ?
- საკუთარი თავი არ დამინახავს, მაგრამ მას ძალიან კარგად გავუგე. მყავს ორი ნაცნობი, რომელთა ნაერთიც ეს პერსონაჟია... ცხოვრებაში ბევრი ტკივილი მქონია, მაგრამ ჩემი გმირის ცხოვრებით არასდროს მიცხოვრია. როცა ბევრნაირი ტკივილი გაქვს განცდილი, მერე სხვის ტკივილსაც კარგად იგებ.
- თქვენს ოჯახზე მიამბეთ.
- მყავს მეუღლე, ორი შვილი და ორი შვილიშვილი. უფროსი შვილი 31 წლის არის, უმცროსი - 14-ის. პატარა ბიჭი მეორე ქორწინებიდან მყავს. ჩემსა და ჩემს მეუღლეს შორის ასაკობრივი სხვაობაა. როცა დედას სტუდიაში ჩაწერებზე დავყავდი, ის უკვე მუსიკოსი იყო. წლების შემდეგ, ჩვენ ერთმანეთს ისევ სიმღერამ შეგვახვედრა. მერე ჩვენი ურთიერთობა მეგობრობიდან სიყვარულში გადაიზარდა და ოჯახის შექმნის გადაწყვეტილებაც მივიღეთ.
- მეორედ ამ ნაბიჯის გადადგმა არ გაგიჭირდათ?
- საკმაოდ დიდი პაუზა მქონდა, გათხოვებას აღარც ვაპირებდი, მაგრამ მივხვდი, ამ ადამიანს, ჩემი კარგი და ცუდი თვისებებით, ყველასგან განსხვავებულად ვუყვარდი. ისე მოახერხა, რომ ცხოვრების გზის, მასთან ერთად გაგრძელების სურვილი გამიჩნდა. შეიძლება იყო მებრძოლი, ძალიან ენერგიული და ყოვლისშემძლე, მაგრამ მარტო მაინც ცუდია, გვერდით მეგობარი აუცილებლად გჭირდება. ჩვენ ისეთ ასაკში შევუღლდით, დიდ სიყვარულთან ერთად, დიდი მეგობრობაც გვაკავშირებს, თანამოაზრეები ვართ. დალაგებული, წყნარი, თბილი ოჯახი გვაქვს, ახლა მშვიდად ვარ. ჩემი მეუღლისგან ამ ფილმის გადაღებისას ძალიან დიდი ხელშეწყობა მქონდა. მაშინ მივხვდი, "ოსკარებით" დაჯილდოების ცერემონიაზე მსახიობები ოჯახის წევრებს მადლობებს რატომ უხდიან.
- თქვენი სამომავლო გეგმები როგორია?
- თეატრში სპექტაკლები სტაბილურად მაქვს. ახლახან დავასრულე მოკლემეტრაჟიან ფილმზე მუშაობა. ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს ვიტყვი, რადგან თავად რეჟისორი არ ლაპარაკობს. გარდა ამისა, ორი შემოთავაზება მაქვს.
- გამოდის, რომ თქვენს კარიერაში კინოს პერიოდი დაიწყო.
- (იცინის) ასე გამოდის. "ჩემი ბედნიერი ოჯახის შემდეგ" ბერლინში ვიყავი, გერმანელმა რეჟისორმა თავის ფილმში გადამიღო. ფილმი იქ უკვე გამოვიდა. გარდა ამისა, ერთ დამწყებ რეჟისორთანაც ვიმუშავე, ახალგაზრდებს უარს არასდროს ვეუბნები. გადასაღებ მოედანზე ყოფნა ძალიან მომწონს.
თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"შვილი შენი გაგრძელება, შენი დარგული ხეა"
როგორ ახერხებენ ქალები კაცების გამოშტერებას
თაკო ჩარკვიანი მამასა და მის მეგობრებზე
როდის დაემსგავსა ნუკი კოშკელიშვილი 75 წელს გადაცილებულ ქალს?
ნინა ლორთქიფანიძის ყველაზე დიდი ოცნება
ლევან ჯავახიშვილის ცხოვრების წესად ქცეული ჰობი
"არსებობს საინტერესო როლები, მაგრამ საოცნებო როლი არასოდეს მქონია"
ვის ამხნევებდა სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში ემოციური ლალი ბადურაშვილი
"...სიბნელეში ვიწექი, საკვებს არ ვიღებდი, სულ მის საფლავზე დავდიოდი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2536 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი